თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016603
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზი მთვარელიშვილი | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ზონა | დასახლება |
| I ზონა | ქ. თელავი |
| II ზონა | შალაური |
| III ზონა | ნასამხრალი |
| IV ზონა | წინანდალი |
| V ზონა | ნაფარეული |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.12.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2023 წლის 28 დეკემბერი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის №3 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 31/01/2022, 010250050.35.163.016559).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზი მთვარელიშვილი
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
წინამდებარე პროგრამის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში არსებული საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა, უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მუხლი 2🔗. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის მერია. ინფორმაციის გავრცელების საშუალებებია:
ა) ადგილობრივი საინფორმაციო მედია;
ბ) სოციალური ქსელი;
გ) თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი;
დ) მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მუხლი 3🔗. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 4🔗. სოციალური დახმარების ქვეპროგრამები, სამიზნე ჯგუფები, დაფინანსების ოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია
1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა:
მრავალშვილიან ოჯახებში, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და ფაქტობრივად ცხოვრობენ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც 18 წლამდე 4 და მეტი ბავშვია, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად გაიცეს ფინანსური დახმარება 30 ლარის ოდენობით.
ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) ერთ-ერთი მშობლის განცხადება;
ა.ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ა.დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ა.ე) განმცხადებლის (მშობლის) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. ახალშობილ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამა:
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რიცხულ ახალშობილ ბავშვთა ოჯახებზე ფინანსური დახმარება გაიცეს წლის განმავლობაში ერთჯერადად, ბავშვის დაბადებიდან 6 თვის ვადაში, შემდეგი სახით:
ა) ყოველ სოციალურად დაუცველ ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, პირველ ახალშობილზე გაიცეს ფინანსური დახმარება 400 ლარის ოდენობით, მეორე ახალშობილზე – 500 ლარის ოდენობით, ორი ტყუპის დაბადების შემთხვევაში – 800 ლარის ოდენობით, ხოლო სამი ტყუპის დაბადების შემთხვევაში – 1200 ლარის ოდენობით;
ბ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის საჭიროა:
ბ.ა) ერთ-ერთი მშობლის განცხადება;
ბ.ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები;
ბ.გ) მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (აუცილებელია, რომ წარმოდგენილ ამონაწერში ფიქსირდებოდეს ბავშვების მონაცემები);
ბ.ე) განმცხადებლის (მშობლის) საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ პირთა 18 წლამდე შვილების დახმარების ქვეპროგრამა:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ პირთა 18 წლამდე ასაკის თითოეულ შვილზე ყოველთვიურად გაიცეს ფინანსური დახმარება 150 ლარის ოდენობით.
ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები;
ა.გ) შესაბამისი სტატუსის მქონე მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.დ) განმცხადებლის (მშობლის) საბანკო ანგარიშის ნომერი.
4. 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულ პირთა დახმარების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამა ითვალისწინებს 1989 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებული პირების ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით.
ა) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
5. სარიტუალო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა:
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (აფხაზეთი-სამაჩაბლო) მებრძოლ, ვეტერანთა და დევნილ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცეს ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით, ხოლო უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, გაიცეს ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით.
ა) ვეტერანის ან დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) ოჯახის წევრის განცხადება;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.დ) გარდაცვალების მოწმობა;
ა.ე) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ვ) დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება განმცხადებლისა და გარდაცვლილის ნათესაური კავშირი;
ბ) უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად უპატრონოა;
ბ.დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ბ.ე) გარდაცვალების მოწმობა;
ბ.ვ) უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში განცხადების წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს, გარდაცვლილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამა:
საერო, რელიგიურ და სხვა სახის დღესასწაულებზე, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სასაჩუქრე ამანათების ან/და ფულადი თანხების გაცემა, ასევე სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა შემდეგი სამიზნე ჯგუფებისათვის: მრავალშვილიანი ოჯახები, სადაც 18 წლამდე ოთხი და მეტი ბავშვია და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს; უდედმამო ბავშვები; 100 წელს გადაცილებული მოხუცები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; შშ სტატუსის მქონე ბავშვები; ომის მონაწილეები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა 18 წლამდე ასაკის შვილები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახები; იძულებით გადაადგილებული პირები; სოციალურად დაუცველი ოჯახები; მარტოხელა მშობლები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები; მარჩენალდაკარგული ოჯახები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები; ახალშობილთა ოჯახები.
ა) საერო და რელიგიური დღესასწაულების ჩამონათვალი:
ა.ა) 1 იანვარი – ახალი წელი;
ა.ბ) 3 მარტი – დედის დღე;
ა.გ) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
ა.დ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
ა.ე) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, იესო ქრისტეს აღდგომის დღე, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის მეორე დღე – ორშაბათი);
ა.ვ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
ა.ზ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
ა.თ) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე – მარიამობა;
ა.ი) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე;
ა.კ) თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების რელიგიური დღესასწაულები;
ბ) გასაწევი დახმარების ფარგლები:
ბ.ა) პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების ღირებულება თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 20-დან 60 ლარის ფარგლებში;
ბ.ბ) ფულადი საჩუქრის ოდენობა თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 100-დან 1000 ლარის ფარგლებში;
ბ.გ) სასაჩუქრე ამანათის ღირებულება თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 10-დან 1000 ლარის ფარგლებში;
გ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ფულადი დახმარების გაცემის შემთხვევაში ასევე საბანკო ანგარიშის ნომერი.
7. ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუნველსაყოფად დაფინანსების ქვეპროგრამა:
ზამთრის სეზონზე სათბობით უზრუნველსაყოფად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, კომუნალური გადასახადების (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) სუბსიდირება განხორციელდება მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან, თითოეულ ოჯახზე 100 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით განცხადებების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან. ანგარიშსწორება მოხდება ბუნებრივი აირის/ელექტროენერგიის მიმწოდებელი/სადისტრიბუციო კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, წლის განმავლობაში ერთჯერადად.
ა) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
ა.დ) შესაბამისი მომსახურების განმახორციელებელი კომპანიის ქვითარი;
ა.ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
8. ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების ქვეპროგრამა:
ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: მკვეთრად გამოხატული შშმ პირები; დევნილები; შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები; 18 წლამდე ასაკის უდედმამო ბავშვების; მარტოხელა მშობლები და მარჩენალდაკარგული ოჯახები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა მარჩენალდაკარგული ოჯახები; მრავალშვილიანი ოჯახები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტი შვილი და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს.
ა) ქვეპროგრამის ფარგლებში, თითოეულ ოჯახზე ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსების თანხა 10 ლარის ოდენობით, ამასთან, სავალდებულოა, რომ დახმარების მიმღები რეგისტრირებული იყოს თელავის მუნიციპალიტეტში. ანგარიშსწორება განხორციელდება ელექტროენერგიის მიმწოდებელი/სადისტრიბუციო კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით;
ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმანტაცია:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.დ) ელექტროენერგიის ქვითარი;
ბ.ე) მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.
9. დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით დაფინანსების ქვეპროგრამა:
ოჯახებს, რომელთაც აქვთ საცხოვრებლად უვარგისი ბინები, სადაც ცხოვრება საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი, მათი უსაფრთხოების ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მოხდეს დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით დაფინანსება ყოველთვიურად 120 ლარის ფარგლებში. დაფინანსების თაობაზე, ოჯახის ადგილზე შემოწმების შემდეგ, გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია. ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:
ა) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, ძალადობის მსხვერპლი პირები, მარტოხელა მშობლები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირთა ოჯახები, პირები, რომლებიც გასული არიან სახელმწიფოს ზრუნვიდან ბოლო 1 წლის განმავლობაში;
ბ) რეგისტრაციის არმქონე პირები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
გ.ა) განცხადება;
გ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
გ.დ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, სადაც დადასტურებული იქნება ოჯახის ქირით ცხოვრების ფაქტი და ინფორმაცია გამქირავებლის შესახებ;
გ.ე) გამქირავებლის განცხადება, სადაც დადასტურებული იქნება საცხოვრებლის გაქირავების ფაქტი და ქირავნობის თანხის ოდენობა;
გ.ვ) განმცხადებლის ანგარიშის ნომერი;
გ.ზ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი.
10. 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების დაფინანსებას 0-1 წლამდე ასაკის ბავშვების ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველსაყოფად. ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს. ქვეპროგრამაში ვერ ჩაერთვებიან ოჯახები, რომლებიც უკვე სარგებლობენ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გაცემული კვების ვაუჩერით.
ქვეპროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 2 (ორი) თვეს, რომლის ფარგლებშიც თითოეულ ბავშვზე გაიცემა ყოველთვიური დაფინანსება 150 ლარის ოდენობით.
ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით განმცხადებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის მიერ შევსებული მომართვის ფორმა;
ა.ბ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
ა.გ) განმცხადებლის (ერთ-ერთი მშობლის) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ა.ე) ფორმა NIV-100/ა, სადაც აღნიშნული უნდა იყოს, რომ ბავშვს ესაჭიროება ხელოვნური კვება;
ა.ვ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა).
11. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამა ითვალისწინებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ან/და ფაქტობრივად ცხოვრობენ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას წელიწადში ერთჯერადად. ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდული საქონლის ან/და სამუშაოს ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს. განსაზღვრული საქონლის, სამუშაოს ან/და თანმდევი მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) ერთ - ერთი მშობლის (მეურვე/მზრუნველი) განცხადება;
ა.ბ) მეურვეობის/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.გ) ერთ - ერთი მშობლის (მეურვე/მზრუნველი) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ასლები;
ა.დ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები;
ა.ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ა.ვ) თელავის თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების დასკვნა ოჯახის შეფასების შესახებ;
ა.ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულების შესახებ; სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 100 000-ს (აუცილებელია ამონაწერში ფიქსირდებოდეს ბავშვის/ბავშვების მონაცემები);
ა.თ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
მუხლი 5🔗. ჯანდაცვის ქვეპროგრამები, სამიზნე ჯგუფები, დაფინანსების ოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია
1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამით სარგებლობა მოიცავს სტაციონალური, ამბულატორიული და სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსებას, გარდა სტომატოლოგიური მომსახურებისა. ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლები; მარჩენალდაკარგულები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის პირები; იძულებით გადაადგილებული პირები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები. ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია წლის განმავლობაში ერთჯერადად. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება:
ა) პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხის 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით;
ბ) ქვეპროგრამის მოქმედება აგრეთვე გავრცელდეს იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც არ განეკუთვნებიან ქვეპროგრამით გათვალისწინებულ არც ერთ სამიზნე ჯგუფს, მაგრამ განიცდიან ეკონომიკურ გაჭირვებას, საჭიროებენ დახმარებას და პაციენტის გადასახდელი თანხა აღემატება 1500 ლარს. ასეთი კატეგორიის ბენეფიციარებზე სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია. დაფინანსება განხორციელდეს პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 80%-ის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით;
გ) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
გ.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;
გ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ.გ) ქვეპროგრამით განსაზღვრული სამიზნე კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
გ.ე) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის, ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია (მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, დავალიანების ცნობა და სხვა).
2. მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული: მარტოხელა მშობლები; 18 წლამდე ასაკის ბავშვები; მარჩენალდაკარგულები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; იძულებით გადაადგილებული პირები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები. ბენეფიციარები დაფინანსდებიან ლიმიტირებული თანხის ფარგლებში, რომლის ოდენობა შეადგენს 350 ლარს. ლიმიტის ათვისება შესაძლებელია ერთჯერადად ან საჭიროებისამებრ წლის განმავლობაში რამდენჯერმე.
ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;
ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ა.გ) ქვეპროგრამით განსაზღვრული სამიზნე კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
ა.ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
3. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიურ (ავთვისებიანი სიმსივნე) პაციენტთა სამედიცინო მომსახურების, მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების ან/და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსებას. სარგებლობა შეუძლიათ ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ან ირიცხებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ფაქტიური საცხოვრებელი არის თელავის მუნიციპალიტეტი.
ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარები დაფინანსდებიან ლიმიტირებული თანხის ფარგლებში, რომლის ოდენობა შეადგენს 1800 ლარს. ლიმიტის ათვისება შესაძლებელია ერთჯერადად ან საჭიროებისამებრ წლის განმავლობაში რამდენჯერმე, სხვადასხვა სახის სამედიცინო (სტაციონარული, ოპერაციული ან/და ამბულატორიული) მომსახურების, მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების ან/და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დასაფინანსებლად;
ბ) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ბ.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;
ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
ბ.დ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია (მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, დავალიანების ცნობა და სხვა).
4. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ყოველთვიური ფინანსური დახმარების გაცემას მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებზე. გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება დასახლებების ზონირების შესაბამისად, ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:
ზონა
დასახლება
თანხა
(ლარი)
I ზონა
ქ. თელავი
70
II ზონა
შალაური
90
კურდღელაური
ვარდისუბანი
III ზონა
ნასამხრალი
110
კისისხევი
კონდოლი
გულგულა
ყარაჯალა
რუისპირის ადმ. ერთეული (სოფლები: რუისპირი, ახატელი)
იყალთო
IV ზონა
წინანდალი
120
ქვემო ხოდაშენი
ბუშეტი
ვანთა
აკურა
V ზონა
ნაფარეული
130
ლაფანყური
სანიორის ადმ. ერთეული (სოფლები: სანიორე, ჯუღაანი)
ართანა
ფშავლის ადმ. ერთეული (სოფლები: ფშაველი, ლეჩური)
ლალისყური
თეთრიწყლების ადმ. ერთეული (სოფლები: თეთრიწყლები, კობაძე, სეროდანი, პანტიანი, ნადიკვარი)
ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;
ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა); ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
5. სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი (მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები) ბავშვების სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი, თელავის მუნიციპალიტეტში არსებული (ქ. თელავი და სოფ. კურდღელაური) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები 18 წლამდე ბავშვების სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსებას წლის განმავლობაში 300 ლარის ფარგლებში.
ა) ბენეფიციარის დაფინანსება ხდება სოციალური მუშაკის მიერ წარდგენილი მიმართვის საფუძველზე, სადაც ასახული იქნება ბენეფიციარის კონკრეტული საჭიროება, თანდართული დოკუმენტებით:
ა.ა) სპეციალური ფორმა, რომელიც ივსება სოციალური მუშაკის მიერ;
ა.ბ) დახმარების მიმღები ბენეფიციარის დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი მომწმობის ასლი;
ა.გ) სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა NIV-100/ა;
ა.დ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ე) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემული თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას დამატებითი დოკუმენტაცია.
6. მუსიკათერაპიის სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამა ითვალისწინებს წლის განმავლობაში თითოეული ბენეფიციარისთვის მუსიკათერაპიის არანაკლებ ერთი სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსებას და ბენეფიციარის სპეციალური სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში განმეორებით მეორე კურსის დაფინანსებას. ერთი კურსი მოიცავს 15 თერაპიულ სეანსს, თითოეული სეანსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ჯგუფური თერაპიის შემთხვევაში 40-45 წუთით, ხოლო ინდივიდუალური თერაპიის შემთხვევაში 20-30 წუთით.
ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 1-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და მოზარდები.
ა) ინდივიდუალური თერაპიის ერთი კურსის (15 თერაპიული სეანსი) დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება 750 ლარის ოდენობით;
ბ) ჯგუფური თერაპიის ერთი კურსის (15 თერაპიული სეანსი) დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება 500 ლარის ოდენობით;
გ) ქვეპროგრამის ფარგლებში გასაცემი ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადა განისაზღვრება მიმდინარე საბიუჯეტო წლით;
დ) ადმინისტრაციული დაპირება ბენეფიციარის მიერ მომსახურების გამწევთან წარდგენილი უნდა იქნას მომსახურების დაწყებამდე;
ე) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ე.ა) ბენეფიციარის წარმომადგენლის განცხადება;
ე.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე.გ) ბენეფიციარის თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
ე.ე) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის, ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია;
ვ) მომსახურების გამწევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ვ.ა) აკადემიური განათლება მუსიკათერაპიის მიმართულებით;
ვ.ბ) არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ვ.გ) უპირატესობა მიენიჭება მუსიკათერაპიის სფეროში საერთაშორისო განათლების და პრაქტიკის მქონე სპეციალისტს;
ზ) გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ზ.ა) მომსახურების გამწევის წერილობითი მომართვა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესახებ;
ზ.ბ) გაწეული მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ზუსტად უნდა მიეთითოს მომსახურების დაწყების და დასრულების პერიოდი;
ზ.გ) მომსახურების გამწევის საიდენტიფიკაციო და საბანკო რეკვიზიტები;
ზ.დ) თითოეული სეანსის ამსახველი ფოტო, აუდიო ან ვიდეო მასალა (წარმოდგენილი იქნას ელექტრონულ ფორმატში დისკის სახით);
თ) ბენეფიციარის მიერ ზედიზედ 2-ჯერ არასაპატიო მიზეზით ინდივიდუალური ან/და ჯგუფური თერაპიის გაცდენის შემთხვევაში (გაცდენის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს მომსახურების გამწევის წერილობითი მომართვით) ბენეფიციარი ჩაითვლება პროგრამიდან მოხსნილად და მისი ჩანაცვლება მოხდება სხვა ბენეფიციარით.
7. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნება: დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ასევე ქვეპროგრამის მოქმედება ვრცელდება ამავე ტერიტორიაზე მოქმედ მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებზე.
ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) წერილობითი განცხადება;
ა.ბ) დაბადების მოწმობის ასლი;
ა.გ) მშობლის ან წარმომადგენელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ა.დ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV100/ა;
ა.ე) მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.
7 წლამდე ასაკის ბენეფიციარების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 1200 ლარით, ხოლო 7-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 2400 ლარით.
ქვეპროგრამის ბენეფიციარს რეაბილიტაციის კურსი დაუფინანსდება ადმინისტრაციულ დაპირებაში მითითებული ფიქსირებული თანხით. ქვეპროგრამის ფარგლებში გასაცემი ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადა განისაზღვრება მიმდინარე საბიუჯეტო წლით.
8. მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნება: თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ესაჭიროებათ ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების შეძენა.
ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია კვარტალურად; დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება ყოველ კვარტალში 300 ლარის ფარგლებში.
ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;
ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ა.გ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
ა.ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია;
ა.ზ) განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს ყოველი შესაბამისი კვარტლის დასრულებამდე.
მუხლი 6🔗. ჯანდაცვის ქვეპროგრამების ფარგლებში დაფინანსების გაცემის წესი
1. თელავის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის ქვეპროგრამებით დაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის გზით, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) ბენეფიციარის სტატუსის შესწავლას;
გ) ბენეფიციარის თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას;
დ) ბენეფიციარის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას.
2. განცხადება არ დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს;
ბ) სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული დავალიანების დასაფარად განაცხადი შემოსულია მომსახურების დასრულებიდან 30 კალენდარული დღის შემდგომ;
გ) განცხადების შესწავლის პროცესში ან ადმინისტრაციული დაპირების გაცემამდე ბენეფიციარი გარდაიცვალა;
დ) ბენეფიციარი ითხოვს მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსებას.
3. ჯანდაცვის ქვეპროგრამების ფარგლებში დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ მიმართვაში მითითებული თანხის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ მითითებული თანხის შესაბამისად. თუ სააგენტოდან წარმოდგენილი დუკუმენტის საფუძველზე ირკვევა, რომ მოთხოვნილი მომსახურება არ ფინანსდება, მაშინ დაფინანსება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.
4. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თელავის მუნიციპალიტეტის მერია გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას, ხოლო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ანგარიშსწორებას მოახდენს მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადები:
ა) „სამედიცინო მომსახურების დაფინანსების“, „ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დაფინანსების“ და „ბავშვთა სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსების“ ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების წარმოდგენის ვადა შეადგენს ადმინისტრაციული დაპირების გაცემიდან არაუგვიანეს 90 კალენდარულ დღეს;
ბ) „მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის“ და „მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების წარმოდგენის ვადა შეადგენს ადმინისტრაციული დაპირების გაცემიდან არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღეს.
6. ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, რა დროსაც განმცხადებელი ვალდებულია წარმოადგინოს გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი. ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილების შეტანა დაიშვება:
ა) ადმინისტრაციულ დაპირებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების მიზნით;
ბ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების შემთხვევაში.