“საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.22.024.007.433
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/692
2005 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ
,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. 2005 წ. 27 მაისიდან დადგენილი და გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში შემდეგი ნიმუშის საქართველოს საფოსტო მარკები:
,,ევროპა 2005 _ გასტრონომია” _ 2 მარკა; ავტორი: ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა: ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი: 20 და 80 თეთრი; რაოდენობა: 165000 ცალი თითოეული დასახელების მარკა, აქედან 40000 ცალი თითოეული დასახელების მარკა 10-მარკიან ფურცლებზე და 25000 ცალი ბუკლეტებად (ორ მცირე ფურცლად), ბუკლეტი შეიცავს 5 ცალ თითოეული დასახელების მარკას.
მარკა №376 მარკა №377
20 თეთრი 80 თეთრი
მუხლი 2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.
ა. ალექსიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ"?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.05.2005.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ"?
- “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ" მიღებულია 27.05.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/692. სარეგისტრაციო კოდი — 300.010.000.22.024.007.433.
- სად არის “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ", №1-1/692, 27.05.2005, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.22.024.007.433 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60418/