“საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ"
მიღების თარიღი 21.06.2005
ძალის დაკარგვა 25.10.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №141
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.18.011.007.491
გამოქვეყნების წყარო სსმ, 78, 30/06/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:6.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:6.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:351.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-315.0pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-9.0pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-1.0in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.18.011.007.491
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №141
2005 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გოცირიძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ
1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის წესს.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
3. აუქციონის ფორმით ქონების რეალიზაციის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს მყიდველს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს (შემდგომში _ გამყიდველს) ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
2. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას სააუქციონო კომისიის მეშვეობით ახორციელებს გამყიდველი.
2. აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე გამყიდველი უზრუნველყოფს აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას პრესაში. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აუქციონის გამართვის თარიღს;
ბ) გასაყიდი ქონების დასახელებასა და საწყის ფასს;
გ) აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადის მიღების ვადასა და ადგილს;
დ) ბეს მოცულობასა და შეტანის წესს.
3. გასაყიდი ქონების საწყის ფასს განსაზღვრავს დამოუკიდებელი აუდიტორი (ექსპერტი).
4. ბეს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გასაყიდი ქონების ფასის 10%-ს.
3. სააუქციონო კომისია
1. საქართველოს ეროვნული ბანკის სააუქციონო კომისია (შემდგომში _ კომისია) იქმნება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით.
2. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე. ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის მდივნის ფუნქციას. კომისიის წევრთა რაოდენობა, თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში დაუშვებელია თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დაკისრება კომისიის იმ წევრისათვის, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის მოადგილის ან კომისიის მდივნის მოვალეობას. ამასთან, კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების დელეგირება კომისიის სხვა წევრისათვის უნდა მოხდეს საქართველოს ეროვ-ნული ბანკის პრეზიდენტის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
4. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით. კომისიას აქვს ბეჭედი (თანახმად დანართისა)‚ რომელიც გამოიყენება მონაწილის ბილეთის, კომისიის ოქმებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების დასამოწმებლად და ინახება კომისიის მდივანთან.
5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
6. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. კომისიის შედეგები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.
7. კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილებასა და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
8. კომისიამ უნდა მოამზადოს სარეგისტრაციო ჟურნალი (დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი ლუქით), რომელშიც აღირიცხება აუქციონის მონაწილის მიერ განაცხადის წარდგენის დრო, ვინაობა, მისამართი, აუქციონით გასაყიდი ქონების დასახელება, რომლის შეძენაც სურს მას და ქვითარი ბეს შეტანის შესახებ.
4. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღებას კომისია იწყებს აუქციონის გამოცხადების დღიდან და ამთავრებს 24 საათით ადრე აუქციონის დაწყებამდე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადები არ მიიღება.
2. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირმა კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს:
ა) შევსებული განაცხადის ფორმა (რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილისა და იმ ობიექტის შესახებ, რომლის შეძენაც მას სურს);
ბ) ბეს შეტანის ქვითარი;
გ) ფიზიკურმა პირმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო იურიდიულმა პირმა ან კანონმდებლობით გათვალისწინებულმა იმ ორგანიზაციულმა წარმონაქმნმა, რომელიც არ არის იურიდიული პირი _ ნოტარიულად დამოწმებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა ქონების რამდენიმე ობიექტით ვაჭრობაში, უნდა გადაიხადოს ბე ცალ-ცალკე ყველა ობიექტისათვის.
4. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, მყიდველი იღებს „მონაწილის ბილეთს“.
5. კომისიის მდივანი „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“ აკეთებს შესაბამის ჩანაწერებს მონაწილეებზე, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტებს და ბილეთს გადასცემს მონაწილეს.
5. აუქციონის გამართვის წესი
1. მონაწილე აუქციონის დაწყებამდე 15 წუთით ადრე შედის დარბაზში, წარუდგენს ბილეთს კომისიის მდივანს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. კომისიის მდივანი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობას, რითაც აზუსტებს თითოეულ ლოტზე დამსწრე მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აცხადებს საწყის ფასს, ბიჯს და მოუწოდებს მონაწილეებს ჩაერთონ ვაჭრობაში. ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია დარბაზში გადაადგილება.
4. თუ აუქციონის მსვლელობისას გასაყიდი ქონების საწყისი ფასის გამოცხადებიდან სამ წუთში არ გამოჩნდება შესყიდვის მსურველი, საჯარო ვაჭრობა წყდება.
5. მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ასწევს თავის ნომერს ისე, რომ თვალსაჩინო იყოს კომისიისათვის. თუ დასახელდება მომდევნო ფასი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა. ვაჭრობა გრძელდება მანამდე, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ამის შემდეგ ქონება მიყიდულად ითვლება იმ მონაწილისათვის, ვინც შესთავაზა აუქციონს ყველაზე მაღალი ფასი.
6. სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ, კომისია ადგენს ოქმს, რომელშიც ასახული უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება და მას ხელს აწერს მყიდველი, კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიის მდივანი. კომისიის წევრებს უფლება აქვთ ოქმს დაურთონ შენიშვნები.
7. აუქციონში გამარჯვებულმა ვაჭრობის დამთავრებიდან ათ წუთში უნდა წარუდგინოს კომისიის მდივანს „მონაწილის ბილეთი“ და ხელი მოაწეროს აუქციონის შედეგების ოქმს.
8. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდა სათანადო შეთავაზება, განმეორებითი აუქციონი გაიმართება ქონების საწყისი ღირებულების 50%-ით ფასდაკლებით. თუ ქონება ასეთ შემთხვევაშიც არ გაიყიდება, მომდევნო აუქციონზე ეს ღირებულება შეიძლება კიდევ შემცირდეს.
9. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები ესწრებოდნენ აუქციონს და არ მიიღეს საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა, მაშინ დგება ოქმი არშემდგარ აუქციონზე.
10. ყველა სადავო საკითხს წყვეტს კომისია აუქციონის მიმდინარეობის დროს.
6. აუქციონის შედეგები
1. აუქციონის შედეგების ოქმის საფუძველზე გამოიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.
2. იმ ქონების შესახებ, რომელიც ფასდაკლების შემდეგაც ვერ გაიყიდა, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
7. ანგარიშსწორების წესი
1. აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერიდან სამ დღეში მყიდველმა ოქმში მითითებულ ანგარიშზე უნდა შეიტანოს ფულადი თანხა, რომელიც შეესაბამება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს, ნაღდი ფულით ან გადარიცხვით. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა გადაიხდა ობიექტის ღირებულების სულ ცოტა 50 პროცენტი, გადახდის ვადა გახანგრძლივდება კიდევ 30 კალენდარული დღით. თუ მყიდველი უარს იტყვის ნაყიდ ქონებაზე ან დროულად არ შეიტანს საჭირო თანხას, მას ჩამოერთმევა უფლება ქონების შეძენაზე და გადახდილი თანხა და ბე არ დაუბრუნდება.
2. მყიდველს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
3. აუქციონში მონაწილე პირებს ბე უბრუნდებათ სამი საბანკო დღის ვადაში, ბეს შეტანის ქვითრის წარდგენის საფუძველზე.
4. თუ მონაწილე არ გამოცხადდა აუქციონზე, მისთვის ბეს დაბრუნების საკითხს წყვეტს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო აუქციონზე გამოცხადებულ იმ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს ვაჭრობაში, ბე არ უბრუნდებათ.
5. აუქციონზე გაყიდვიდან ამონაგები თანხა ჩაირიცხება ეროვნული ბანკის შემოსავლების ანგარიშზე.
8. საკუთრების უფლების გადასვლა მყიდველზე
1. გამარჯვებულ მონაწილეს გადაეცემა აუქციონის შედეგების ოქმისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის ერთი პირი, ხოლო გამარჯვებული მონაწილის მიერ ნაყიდი ქონების საფასურის სრულად გადახდის შემდეგ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
2. აუქციონზე უძრავი ქონებისა და იმ მოძრავი ქონების შემძენი, რომელიც საჭიროებს ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირებას, მესაკუთრედ ჩაითვლება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამის სახელმწიფო ორგანოში დარეგისტრირების შემდეგ.
9. პასუხისმგებლობა აუქციონის არაჯეროვნად ჩატარებისათვის
აუქციონის კანონდარღვევით ჩატარებით წარმოშობილი ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ეროვნულ ბანკს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ დებულების
დანართი
საქართველოს ეროვნული ბანკის
სააუქციონო კომისიის
ბეჭედი