,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №18
2009 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2009 წელი, №11, მუხლი 127) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მინისტრის აპარატი (დეპარტამენტი);
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
გ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);
დ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და რეფორმების დეპარტამენტი;
ე) რეგიონული განვითარების დეპარტამენტი;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
ზ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახური.“.
2. დებულების მე-9 მუხლის:
ა) „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მინისტრის აპარატი – მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა; სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა; სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომებისა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზება და სხდომის ოქმის წარმოება; სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნების შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და მათთან ურთიერთობის კოორდინაცია; სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროებში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამართვა, პროტოკოლური უზრუნველყოფა, სამინისტროს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა და შესაბამის ღონისძიებათა საქართველოში მოწყობა; მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულება;“;
ბ) ,,დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და რეფორმების დეპარტამენტი – სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება და გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაცია; სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილების მიხედვით საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტთან ან საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენის უზრუნველყოფა; სხვა უწყებებიდან შემოსული, ასევე სამინისტროს სისტემაში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ დასკვნების მომზადება; სამინისტროს წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოში; მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროში შემოსული განცხადება-საჩივრების განხილვა-რეაგირებისა და სამინისტროს სახელით დასადებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების სამარათლებრივი უზრუნველყოფა; სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ანგარიშების შესწავლა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების წარდგენა; სათანადო საფუძვლების არსებობისას სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტების გაუქმების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილების გამიჯვნის, მუნიციპალური განვითარების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და რეგიონული მმართველობითი სისტემების რეფორმირების შესახებ წინადადებების შემუშავება; რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალურ, საკადრო და საინფორმაციო უზრუნველყოფის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება; წინადადებების შემუშავება დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის პროცესის სტრატეგიისა და მისი ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის, მართვის სისტემის ოპტიმიზაციისა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის საქმიანობის მონიტორინგი; მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად;“;
გ) ,,ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) რეგიონული განვითარების დეპარტამენტი – რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება დეპრესიული, მაღალმთიანი რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით; რეკომენდაციების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის არსებულ დისპროპორციათა შემცირების უზრუნველსაყოფად; წინადადებების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების, რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებათა განხორციელებისათვის; თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროგრამებისა და პროექტების რეალიზაციის მონიტორინგის განხორციელება; სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციის ეფექტიანობის ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად სათანადო წინადადებების მომზადება; საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებაში მონაწილეობა საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, აგრეთვე ტრანსფერების განაწილებისა და მათი მიზნობრივი გამოყენების თაობაზე; წინადადებების მომზადება თვითმმართველი ერთეულის შექმნისა და გაუქმების, ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე; გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება; ტერიტორიულ ჭრილში საბიუჯეტო პროცესის რეგულირების საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;“;
დ) ,,ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური – მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; საზოგადოებასა და მედიის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო საშუალებებისათვის;“;
ე) „ზ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახური – სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია; სამობილიზაციო ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; სამხედრო-სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; სამხედრო სამსახურში გაწვევის გეგმების დაყვანა სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებამდე და მისი რეალიზაციის გრაფიკის დადგენა; სამხედრო გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებზე კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა.“;
ვ) „თ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური