“საქართველოს გენერალური პროკურატურის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 19.05.2005
გამომცემი ორგანო სხვა ადმინისტრაციული ორგანო
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.007.422
გამოქვეყნების წყარო სსმ, 62, 20/05/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.05.2005 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს გენერალური პროკურატურის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:17.75pt; margin-bottom:0in; margin-left:-27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.007.422
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №8
2005 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დანართი
საქართველოს გენერალური პროკურატურის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების, დოკუმენტური მასალის საარქივო შენახვისთვის გადასაცემად მომზადების, საარქივო საქმიანობაში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევისა და კოორდინირების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში იქმნება გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანო – მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისია (შემდგომში – კომისია).
2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, ,,ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონით, ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით.
მუხლი 2🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისია იქმნება საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, პროკურატურის კვალიფიციური მუშაკებისაგან სულ ცოტა სამი კაცის შემადგენლობით.
2. კომისიის შემადგენლობაში სავალდებულო წესით შედის არქივის უფროსი.
3. კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მუშაკი.
მუხლი 3🔗. კომისიის მუშაობის წესი
1. კომისია თავის სხდომებს მართავს კომისიის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესაბამისად საჭიროების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ მაინც.
2. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით.
3. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 4🔗. კომისიის ფუნქციები
1. კომისია ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ა) საქმისწარმოების სამმართველოსთან ერთად ორგანიზებას უწევს და ატარებს დოკუმენტების ყოველწლიურ შერჩევას მათი შემდგომი შენახვისა თუ განადგურების საკითხის გადასაწყვეტად;
ბ) ახორციელებს მუდმივად და ხანგრძლივად (10 წელზე მეტი ხნით) შესანახ საქმეთა კრებსით აღწერებს გენერალური პროკურატურის აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს არქივისათვის გადასაცემად;
გ) იღებს გადაწყვეტილებას არქივში არსებული იმ დოკუმენტების გასანადგურებლად გამოყოფის თაობაზე, რომელთა შენახვის ვადები ამოიწურა;
დ) მონაწილეობს საქმეთა ნომენკლატურის, საქმისწარმოებაში დოკუმენტების ბრუნვის, მათი შემფასებელი ექსპერტიზისა და შემდგომი შენახვისათვის დოკუმენტების მომზადების მეთოდური სახელმძღვანელოების შედგენასა და განხილვაში;
ე) განიხილავს წინადადებებს მოქმედი ნუსხებით დადგენილი ცალკეული დოკუმენტების შენახვის ვადების შეცვლისა და ნუსხებით გაუთვალისწინებელი დოკუმენტების შენახვის ვადების დადგენის შესახებ და გამოაქვს გადაწყვეტილებები შესაბამის საარქივო დაწესებულებაში ამ წინადადების დასამტკიცებლად წარდგენის თაობაზე.
მუხლი 5🔗. საექსპერტო კომისიის უფლებები და მოვალეობები
1. ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად კომისიას უფლება აქვს:
ა) მითითება მისცეს გენერალური პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებსა და საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელ მუშაკებს საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის, მათი შემფასებელი ექსპერტიზისა და შემდგომი შენახვისათვის გადასაცემად მომზადების საკითხებზე;
ბ) მოითხოვოს გენერალურ პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებისაგან სახელმწიფო არქივში შესანახად გადასაცემ საქმეთა მოძიება და მათი დაკარგვის შემთხვევაში წერილობითი ახსნა-განმარტების წარმოდგენა;
გ) გამოითხოვოს გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისგან დოკუმენტების შეფასებისა და შენახვის ვადების დადგენისათვის საჭირო ცნობები და დოკუმენტები;
დ) მოისმინოს საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი პირების და გენერალური პროკურატურის არქივის ინფორმაციები დოკუმენტების გაფორმების ხარისხის, მუდმივად და ხანგრძლივად შესანახ საქმეთა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ.
2. კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომებზე მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს შესაბამის დაწესებულებათა სპეციალისტები, როგორც კონსულტანტები და ექსპერტები, ასევე საარქივო დაწესებულებათა მუშაკები.
3. კომისია ვალდებულია პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.
4. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების და მისი შედეგების გაფორმების წესი და პირობებები განისაზღვრება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით.
მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულება
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით.