ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35-106
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.101.017168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე თანხმობის გაცემის, აღნიშნული სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემით ან სქემის გარეშე წარმოების წესის დამტკიცების შესახებ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“; გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის დროის და პირობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35-106
2023 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ2“ ქვეპუნქტისა და 75-ე მუხლის „ე.ე2“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 22–ე მუხლების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1352 მუხლის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე 08:00-11:00 და 17:00-20:00 საათების შუალედში აიკრძალოს M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები:
ა) არ ვრცელდება:
ა.ა) საჯარო დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე, რის თაობაზეც საჯარო დაწესებულება ინფორმაციას მიაწვდის მუნიციპალიტეტს;
ა.ბ) ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე აღჭურვილია ლურჯი ან ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით;
ა.გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე;
ა.დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლითაც ბავშვის, მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის, მსმენელის, სტუდენტის ან/და იმავე დაწესებულების თანამშრომლის/იმავე დაწესებულებასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირის გადაყვანა ხორციელდება;
ა.ე) იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით გასცა სათანადო თანხმობა და რომელიც ამ თანხმობის შესაბამისად მოძრაობს;
ა.ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე იმ პირობით, რომ მათი მარშრუტ(ებ)ი წინასწარ არის შეთანხმებული მუნიციპალიტეტთან;
ა.ზ) საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემომავალ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა მოძრაობის მარშრუტები დამტკიცებულია კანონმდებლობის შესაბამისად;
ა.თ) მუნიციპალური/სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებებზე;
ა.ი) კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კუთვნილ საინკასაციო ტრანსპორტზე, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი ან ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი;
ა.კ) არაგეგმიური საავარიო და სიცოცხლის/ჯანმრთელობის საფრთხის შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო სატრანსპორტო საშუალებებზე;
ა.ლ) ბეტონმზიდ მანქანებზე;
ა.მ) ნავთობპროდუქტების გადამზიდველ სატრანსპორტო საშუალებებზე – 08:00-11:00 საათების შუალედში;
ა.ნ) ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სატრანსპორტო საშუალებით მიწოდების/ტრანსპორტირებისის საჭირო სატრანსპორტო საშუალებებზე – 08:00-11:00 საათების შუალედში;
ა.ო) დაგვა-დასუფთავების განმახორციელებელ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებზე;
ბ) არ მოქმედებს:
ბ.ა) კალენდარული წლის აგვისტოს თვეში;
ბ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში;
ბ.გ) შაბათს და კვირას.
მუხლი 2🔗
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების ჩამონათვალი, რომლებზეც ვრცელდება ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აკრძალვა (გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა), დამტკიცდეს დანართის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართით გათვალისწინებულის გარდა სხვა გზებზე არ ვრცელდება ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა.
მუხლი 3🔗
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ამ დადგენილებით განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი დამტკიცებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებით.
მუხლი 4🔗
1. ამ წესის მოთხოვნების დაუცველობისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1352 მუხლით საჯარიმო ქვითრის შედგენა ხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემით (Protocols), რომლის მეშვეობითაც ხორციელდება წვდომა ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებულ ინფორმაციაზე.
2. საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗
1. დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ნ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2024 წლის პირველი სექტემბრიდან.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე