“პატიმრების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრსი 1999 წლის 28 დეკემბრის №362 დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№935
სარეგისტრაციო კოდი
100.110.000.22.027.007.429
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 64, 27/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.007.429

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

  ბრძანება №935

2005 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

„პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №362 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

„პატიმრობის შესახებ“საქართველოს კანონის 97-ე მუხლის „ბ.ჟ“ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №362 ბრძანებით დამტკიცებულ „პატიმრობის მოხდის წესის შესახებ“დებულებაში (სსმ, 1999 წელი, №71(78), მუხ. 1092) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-20 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„7. საპყრობილის გარეთ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად პატიმრის გაყვანის შემთხვევაში, საპყრობილეში დაბრუნებისას, პატიმარს უნდა ჩაუტარდეს სავალდებულო სამედიცინო შემოწმება. შემოწმების შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საპყრობილის ადმინისტრაციას.“.

2. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 24. პატიმრის ხანმოკლე გათავისუფლება

არსებით და გადაუდებელ პირად ან სამართლებრივ საქმეებზე, რაც მოითხოვს პატიმრის უშუალო მონაწილეობას, გამომძიებლის შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია გასცეს პატიმრის ხანმოკლე გათავისუფლების ნებართვა სამი დღის ვადით. პატიმარზე ზედამხედველობისა და ბადრაგირების წესს განსაზღვრავს სასამართლო. ხანმოკლე გათავისუფლებასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება პატიმარს. ხანმოკლე გათავისუფლების შემდეგ საპყრობილეში დაბრუნებისას, პატიმარს ჩაუტარდება სამედიცინო შემოწმება ამ დებულების მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია