უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 6 23 00003725
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრძანება №REG 6 23 00003725

2023 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის  შესახებ

საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 36-ე მუხლის  საფუძველზე, ვ  ბ  რ  ძ  ა  ნ  ე  ბ:

1. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს მისამართის ცვლილება, კერძოდ, ,,შპს ,,იმერმედი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის (თერჯოლამედი)“ (ს/ნ 431948066, ფაქტიური მისამართი: ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქუჩა N82)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს, ,,შპს ,,იმერმედი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი)“ (ს/ნ 431948066, ფაქტიური მისამართი: ქ. თერჯოლა, შოთა რუსთაველის ქუჩა N82ა)“ და შესაბამისად, გაიცეს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ახალი სალიცენზიო მოწმობა. 

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის  გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს ,,იმერმედი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის (თერჯოლამედი)“ დირექტორის, დავით სარიშვილის განცხადებები: №1025453, 29.09.2023წ; №1052896, 05.10.2023 წ;   და თანდართული დოკუმენტაცია.

 

სააგენტოს დირექტორი                                                 ირაკლი მხეიძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2023.
როდის იქნა მიღებული „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 18.12.2023. მიმღები ორგანო — სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №REG 6 23 00003725.
სად არის „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“, №REG 6 23 00003725, 18.12.2023 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6050293/