საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე მოედნის (სტადიონის) სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2023
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-53. 53233614
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.165.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაღაროს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე მოედნის (სტადიონის) სახელდების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-53. 53233614
2023 წლის 27 დეკემბერი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე მოედნის (სტადიონის) სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-4, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და მე-7 მუხლის საფუძველზე და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 1 დეკემბრის №40 ოქმით გაცემული თანხმობის შესაბამისად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ სოფელ პატარძეულში მდებარე მოედანს (სტადიონს) ეწოდოს „გიორგი ოდიკაძის სახელობის სტადიონი“ თანდართული ორთოფოტოს შესაბამისად.
2. განკარგულება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული “მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-15, მე-16 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, გადაეგზავნოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას, გაეგზავნოს ასევე სსიპ- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს.
3. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
4. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სიღნაღის რაიონულ სასამართლოში. (მისამართი: ქ.სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15).
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილი