„უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 6 აგვისტოს №218/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.22.035.007.432
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №138/ნ
2005 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
,,უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 6 აგვისტოს №218/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2004 წლის 29 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 6 აგვისტოს №218/ნ ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ III, 15.02.2002წ., №83, მუხლი 753) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
პირველი მუხლის:
ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ წესის მიზანია:
ა) პროცედურების დადგენა, რომელთა მიხედვითაც წარმოებს სასწავლებლების შერჩევა უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების მიზნით;
ბ) სასწავლებლის შერჩევის მიზნით სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ორგანიზებული ტენდერის ჩატარების პერიოდულობის, ვადებისა და პრინ-ციპების განსაზღვრა;
გ) უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლებლის შერჩევის პროცესში სააგენტოს მონაწილეობის ფორმებისა და კონკრეტული ფუნქციების განსაზღვრა.”
ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ამ წესით დადგენილი ნორმები ვრცელდება მხოლოდ სააგენტოს მიერ უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ორგანიზებული ტენდერების მონაწილე იურიდიულ პირებზე.”.
ბ) მე-2 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს ტენდერს უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლებლის შესარჩევად”.
ბ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. სააგენტო უზრუნველყოფს რეგისტრირებულ უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა გაგზავნას ტენდერის შედეგად შერჩეულ სასწავლებლებში პროფესიული მომზადების, გადამზადების ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, მოქმედი კანონმდებლობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სააგენტოს კომპეტენცია
1. სააგენტო ,,დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის მონიტორინგს.
2. ინფორმაციას შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და ცალკეულ პროფესიებზე რეალური თუ პერსპექტიული მოთხოვნის შესახებ სააგენტო საქართველოს შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგენს ყოველკვარტალურად, მომდევნო კვარტლის პირველი თვის 15 რიცხვამდე.
3. სააგენტო უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს ტენდერის ჩატარება, სასწავლებლის გამოვლენა და მასთან ხელშეკრულების დადება.
4. სააგენტო ახორციელებს უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგ-რამის მიმდინარეობისა და შესრულების კონტროლს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.”.
დ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს შრომის ბაზრის მდგომარეობის შეფასებას და განსაზღვრავს იმ სპეციალისტებისა და პროფესიების ჩამონათვალს, რომელთა მიხედვითაც წარმოებს უმუშევართა პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.”.
ე) მე-41 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი