⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.04.2011)
გაუქმებულია:

“საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე"

მიღების თარიღი 27.05.2005
ძალის დაკარგვა 14.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/693
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.024.007.434
გამოქვეყნების წყარო სსმ, 66, 01/06/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,364 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.05.2005 მიღება
14.04.2011 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ე ნ ა კ ი თ ხ ვ ა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Grigolia_DB;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:Grigolia_DB;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.024.007.434 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/693 2005 წლის 27 მაისი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანე-ბულების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება”. 2. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2001 წლის 30 მარტის №კ-39 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ა. ალექსიშვილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სიტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი 1. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო 1. ეს დებულება შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების შესაბამისად. 2. ეს დებულება განსაზღვრავს ატესტაციის ჩატარების, კონკურსის და საკონკურსო-საატესტაციო საქმიანობის წესებს და ვრცელდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოხელეებზე. 3. სამინისტროს აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისია და სამინისტროს გამგებლობაში არსე-ბული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საკონკურსო-საატესტაციო კომისიები იქმნება და საქმიანობს აღნიშნული დებულების საფუძველზე. თავი II. საკონკურსო-საატესტაციო კომისია     მუხლი 2🔗. კომისიის მიზანი და ფუნქციები 1. კომისიის მიზანია: ა) დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი პირის კონკურსის წესით შერჩევა; ბ) დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენა; გ) საკადრო რეზერვის შექმნა. 2. კომისიის ფუნქციებია: ა) პირის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შეფასების პროცედურის წარმართვა; ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის (ატესტანტის) შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.     მუხლი 3🔗. კომისია 1. კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან, რეზერვის ფორმირებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში _ კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საკონკურსო-საატესტაციო კომისიების თავმჯდომარეებს შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. 3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. 4. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები.     მუხლი 4🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა 1. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში პროფესიული პრინციპის გათვალისწინებით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით. 2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.     მუხლი 5🔗. საპრეტენზიო კომისია 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრების შემადგენლობასა და რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი. 3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 4. საპრეტენზიო კომისიას პრეტენზიის მქონე პირმა უნდა მიმართოს შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 48 საათისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შემოტანილი განცხადება განიხილება გონივრულ ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ როგორც საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, ისე განმცხადებელს. 5. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხოვნობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.     მუხლი 6🔗. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი კომისიის წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე შემდეგი წესით: ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და მათი პროფესიული დონის გათვალისწინებით; ბ) მოწვეული სპეციალისტები ინიშნებიან მათი თანხმობით.     მუხლი 7🔗. კომისიის რეგლამენტი 1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან ხმა-თა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.     მუხლი 8🔗. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბიუჯეტიდან. თავი III. კონკურსი     მუხლი 9🔗. კონკურსის გამოცხადება 1. მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით. 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შე-სახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან. 3. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს (შემდგომში _ სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი. 4. სამდივნოს უფროსს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 5. სამდივნოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 6. სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის გამართვისათვის ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატების განცხადებების მიღებასა და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენას. 7. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.     მუხლი 10🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემის ორგანოებში თანამდებობაზე მისაღები კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.     მუხლი 11🔗. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები 1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა კომისიის თავმჯდომარის სახელზე წერილობით განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს: ა) ავტობიოგრაფია; ბ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა; გ) შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში); დ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3X4); ე) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს მიერ გაცემული ანკეტა (დანართი №1); ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 2. კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ არანაკლებ ორი კვირისა ვაკანტური თანამდებობის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.     მუხლი 12🔗. კანდიდატის უფლება შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი კანდიდატს, რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით.     მუხლი 13🔗. კონკურსის პირობები 1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე. 2. ტესტირების ან გასაუბრების თემატიკის შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ორი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებული.     მუხლი 14🔗. ტესტირება 1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკას და პროგრამას დასაკავებელი თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს მინისტრი. 2. ტესტირების საკითხთა პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას. 3. კონკურსანტი ტესტირებისაგან თავისუფლდება კომისიის გადაწყვეტილებით, თუ მას აქვს სამეცნიერო ხარისხი შესაბამისი სპეციალობით. 4. დადებითი შეფასების მისაღებად კონკურსანტმა უნდა დააგროვოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინადადებით მინისტრის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი). 5. კონკურსის მხოლოდ ტესტირების ფორმით ჩატარების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ქულათა რაოდენობის მიხედვით იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც გადალახეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მინიმალური ზღვარი. 6. კონკურსანტების მიერ ქულათა თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში ტარდება გასაუბრება.     მუხლი 15🔗. გასაუბრება კანდიდატის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობისა და პირადი ღირსებების დასაკავებელ თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია ზეპირი გასაუბრების (ინტერვიუს) გზით.     მუხლი 16🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა 1. კომისია კანდიდატების ტესტირების ან გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად. 2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს.     მუხლი 17🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას. 2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. 3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 4. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ხმები მიიღეს, ხელახლა ეწყობა კენჭისყრა. 5. იგივე შედეგის შემთხვევაში უპირატესობა მიეცემა იმას, ვისაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპე-ციალობით მუშაობის მეტი სტაჟი. იმავე დროს ყურადღება ექცევა კანდიდატის საქმიან რეპუტაციას. 6. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.     მუხლი 18🔗. კონკურსის შედეგი 1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. 2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა სამდივნოს მეშვეობით წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი _ კომისიის გადაწყვეტილებას კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. 3. კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში. 4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ან კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე სხვა პირი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.     მუხლი 19🔗. ჩაშლილი კონკურსი კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე. თავი IV. მოხელის ატესტაცია     მუხლი 20🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ატასტაციას ექვემდებარება: ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) რეზერვში ჩარიცხული პირი; დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.     მუხლი 21🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ორი კვირით ადრე მაინც.     მუხლი 22🔗. ატესტაციის ჩატარების წესი 1. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ადმინისტრაციულ დეპარტამენტში (საქვეუწყებო დაწესებულებების შემთხვევაში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში) წარადგენს საჯარო მოხელის დახასიათებას ( დანართი №2). 2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას. 3. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ახორციელებს ადმინისტრაციული დეპარტამენტი (საქვეუწყებო დაწესებულებების შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურული ერთეული). 4. მოხელის გასაუბრება (ინტერვიუ) იმართება სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს. 5. ატესტაცია ტარდება ზეპირი ან/და ტესტირების ფორმით. ტესტირებული ატესტაციისათვის ტესტირების თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. 6. მოხელის ატესტაციაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს უარყოფით შეფასებას. 7. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად და უსვამს კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.     მუხლი 23🔗. საჯარო მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-17 მუხლით. 2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს ჩამოქვეითებას; ე) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს; 3. კომისია ვალებულია მოტივირებული დასაბუთებით მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 4. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ. 5. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.     მუხლი 24🔗. ატესტაციის შედეგები 1. ატესტაციის შედეგები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს მოხსენდება ატესტა-ციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში. 2. თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის მოხელის წახალისების, საკლასო ჩინის მინიჭების ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი V. საჯარო მოსამსახურეთა რეზერვი     მუხლი 25🔗. საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის მიზანი საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის მიზანს წარმოადგენს: ა) მოხელეთა კანდიდატების შერჩევა; ბ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურისათვის სამსახურის ადგილის გამოძებნა; გ) სამსახურიდან გათავისუფლებული პირებისათვის სამსახურის ახალი ადგილის გამოძებნა.     მუხლი 26🔗. რეზერვში ჩარიცხულ საჯარო მოსამსახურეთა სტატუსი რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.     მუხლი 27🔗. რეზერვში ჩარიცხული პირის სტატუსი რეზერვში ჩარიცხული პირის სამართლებრივი სტატუსი, მისი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 113-120-ე მუხლებით. თავი VI. დასკვნითი დებულებანი     მუხლი 28🔗. ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით. დანართი №1 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში შესაბამის თანამდებობაზე პრეტენდენტის განათლებისა და მუშაობის გამოცდილების აღწერა 1. სახელი, გვარი --------------------------------------------------------------------------------------------------- 2. დაბადების წელი, თვე და რიცხვი --------------------------------------------------------------------------- 3. დაბადების ადგილი -------------------------------------------------------------------------------------------- 4. ოჯახური მდგომარეობა --------------------------------------------------------------------------------------- 5. განათლება ------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონის, მობილურის ნომერი 7. უცხო ენების ფლობა ე ნ ა კ ი თ ხ ვ ა მ ე ტ ყ ვ ე ლ ე ბ ა წ ე რ ა 8. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: ---------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 9. კვალიფიკაციის ამაღლება ------------------------------------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------------------------------------------- 10. სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო შრომები, პუბლიკაციები -------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 11. შრომითი საქმიანობა ------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ხელმოწერა ---------------------------------------------------------- დანართი №2 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემის საჯარო მოხელის დახასიათება სახელი, გვარი ------------------------------------------------------------------------------------------------------ დაკავებული თანამდებობა --------------------------------------------------------------------------------------- ფუნქცია, მოვალეობები ------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ---------------------------------------------------------------------------------------------- საკითხთა ჩამონათვალი, რომლის გადაწყვეტაშიც მიიღო მოხელემ მონაწილეობა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები ----------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------------------------------------------- წახალისებები ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------------------------------------------- დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ----------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------------------------------------------- უარყოფითი ჩვევები ---------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------------------------------------------- წინადადებები მოხელის შესაძლო თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების      მინიჭების შესახებ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ხელმოწერა ------------------------------------------- რიცხვი, თვე და წელი -------------------------------------------------------