⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.01.2014)
გაუქმებულია:

“ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის გამოყენებისა და რეკულტივიზაციის შესახებ" დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 27.05.2005
ძალის დაკარგვა 10.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №113
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.435
გამოქვეყნების წყარო სსმ, 66, 01/06/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,926 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.05.2005 მიღება
10.01.2014 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის გამოყენებისა და რეკულტივიზაციის შესახებ" დებულების დამტკიცების შესახებ" p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:28.35pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-weight:normal; font-style:italic;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-style:italic;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:21.3pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.435 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №113 2005 წლის 27 მაისი ქ. თბილისი ,,ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე ,,ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს 2003 წლის 3 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №14 03.06.03წ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება ,,ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ”. 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.  გ. პაპუაშვილი დ ე ბ უ ლ ე ბ ა ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ     თავი I     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ,,ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ” დებულება შემუშავებულია ,,ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე. 2. ეს დებულება ეფუძნება ,,გარემოს დაცვის შესახებ”, ,,ნიადაგის დაცვის შესახებ”, ,,ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა გაუმჯობესების შესახებ”, ,,წიაღის შესახებ”, ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ”, ,,საქართველოს ტყის კოდექსის შესახებ” საქართველოს კანონებს და სხვა ნორმატიულ აქტებს.     თავი II. დებულების მიზანი     მუხლი 2🔗. დებულების მიზანი 1. დებულება უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მიწის რესურსების დაცვის და რაციონალურად გამოყენების მიზნით სხვადასხვა მიწის სამუშაოების ჩატარების დროს მოხსნან ნიადაგის ნაყოფიერი, პროდუქტიული ფენები და ქანები განათავსონ ისინი სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში მათი შემდგომი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების მიზნით. 2. შეიტანონ მოხსნილი ნიადაგის ნაყოფიერი და პროდუქტიური ფენები, ქანები, რომლებიც არ უნდა შეიცავდნენ ნარჩენ პესტიციდებს, მძიმე ლითონებს, სხვადასხვა საშიშ ნივთიერებებს და რადიონუკლიდებს, დეგრადირებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში, სატყეო-სამეურნეო, ეროზირებულ, დაკონსერვებულ, გამწირებულ საძოვრებში ნაყოფიერების ამაღლების მიზნით და სხვა. 3. უზრუნველყოს რადიონუკლიდებით და საშიში ნივთიერებებით, ტოქსიკური (სახიფათო) ნარჩენებით, ჩამდინარე წყლებით დაბინძურებული და დეგრადირებული ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენა რეკულტივაციის (ტექნიკური, ბიოლოგიური) მეთოდებით.     თავი III. დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება     მუხლი 3🔗. დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნიადაგი _ დედამიწის ზედა ნაყოფიერი ფენა, რომელიც ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორთა ხანგრძლივი ურთიერთობების პროდუქტია;  ბ) ნიადაგის ნაყოფიერება _ ნიადაგის უმთავრესი და არსებითი თვისება, რომელიც განასხვავებს მას დედაქანისაგან და რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის უზრუნველმყოფი თვისებების ერთობლიობას; გ) დეგრადირებული ნიადაგი _ ნიადაგი, რომლის ბიოლოგიური თვისებები გაუარესებულია, ხოლო ეკონომიკური მაჩვენებლები დაცემულია სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად; დ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენა _ ნიადაგის პროფილის ზედა ჰუმუსოვანი ნაწილი, რომელიც შეიცავს ზრდა-განვითარებისათვის ხელსაყრელ ქიმიურ, ფიზიკურ და აგროქიმიურ თვისებებს; ე) დარღვეული ნიადაგები _ ნიადაგები, რომლებმაც დაკარგეს სამეურნეო ფასეულობანი ან სამეურნეო საქმიანობის შედეგად განიცადეს ნიადაგის საფარის, ჰიდროლოგიური რეჟიმის დარღვევა და ტექნოგენური რელიეფის წარმოქმნასთან დაკავშირებით წარმოადგენს გარემოზე უარყოფით ზემოქმედების წყაროს; ვ) მიწა _ ხმელეთის ბიოპროდუქტიული სისტემა, რომელიც მოიცავს ნიადაგს, მცენარეულ საფარს, სხვა ბიომასებს, ეკოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებს, რომლებიც მოქმედებენ ამ სისტემაში; ზ) პოტენციურად ნაყოფიერი მიწის ფენა _ ნიადაგის პროფილის ნაწილი (ფენა), რომელიც უზრუნველყოფს მცენარის ზრდა-განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებს; თ) რეკულტივაცია _ სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად დაზიანებული მიწების აღდგენასთან ერთად არის მისი სასოფლო-სამეურნეო ათვისებაც; ი) მიწის ტექნიკური რეკულტივაცია _ ნიადაგის რეკულტივაციის ეტაპი, რომელიც მოიცავს დარღვეული ზედაპირის მომზადებას ბიოლოგიური რეკულტივაციის განხორციელების მიზნით; კ) მიწის რეკულტივაციის ბიოლოგიური ეტაპი (ბიოლოგიური რეკულტივაცია) _ მიწის რეკულტივაციის ეტაპი, რომელიც ხორციელდება ტექნიკური რეკულტივაციის შემდეგ და მოიცავს აგროტექნიკურ, ფიტომელიორაციულ კომპლექსურ ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია (ცხოველთა სამყაროს, მცენარეთა საფარის, სოკოების, მიკროორგანიზმებისა და სავა) მიწის სამეურნეო პროდუქტიულობის აღსადგენად; ლ) რეკულტივირებული მიწების წყალსამეურნეო მიმართულება _ დადაბლებულ ტექნოგენურ რელიეფზე სხვადასხვა მიმართულების წყალსაცავების შექმნა; მ) რეკულტივირებული მიწების რეკრეაციული მიმართულება _ რეკრეაციულ მიწებზე დასვენების ობიექტების შექმნა; ნ) მიწის რეკულტივაციის გარემოსდაცვითი მიმართულება _ გარემოსდაცვითი გამოყენების მიზნებისათვის დარღვეული ნიადაგების ვარგის მდგომარეობაში მოყვანა; ო) მიწის რეკულტივაციის სანიტარიულ-ჰიგიენური მიმართულება _ დარღვეული ნიადაგების ტექნიკური და ბიოლოგიური კონსერვაცია, რომელიც გარემოზე უარყოფითად მოქმედებს, მისი გამოყენება სოფლის მეურნეობაში არაეფექტურია;           პ) პოტენციურად ნაყოფიერი ქანები _ წიაღის ქანები, რომელთა პარამეტრები ემთხვევა ნიადაგის პოტენციურად ნაყოფიერ ფენას.     თავი IV. ძირითადი დებულებანი     მუხლი 4🔗 ძირითადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს ნიადაგის საფარის მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებით სამუშაოების განხორციელებას, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენების და რეკულტივაცის წესს, რომელიც ვრცელდება ყველა კატეგორიისა და სტატუსის მიწებზე დამოუკიდებლად მათი ადგილმდებარეობის, საკუთრების ფორმისა და სავალდებულოა შესასრულებლად ყველა ფიზიკური და იურდიული პირის მიერ. 2. სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სახის საქმიანობა (მილსადენის, გზების გაყვანა ან სპეცდანიშნულების ობიექტების მშენებლობა და სხვა), რომელიც დაკავშირებულია ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნასთან (მათ შორის ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სავარგულები) ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებისა და პროექტების საფუძველზე. 3. რეკულტივაციას ექვემდებარება ყველა კატეგორიის დაზიანებული და დარღვეული ნიადაგები, ასევე მისი მიმდებარე მიწის ნაკვეთები, რომლებმაც დაზიანებული და დარღვეული ნიადაგების უარყოფითი ზემოქმედების შედეგად ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგეს პროდუქტიულობა. 4. დარღვეული ნიადაგის რეკულტივაცია ხორციელდება მათი სასოფლო-სამეურნეო, სატყეო-სამეურნეო, წყალ-სამეურნეო, სამშენებლო, რეკრეაციული, გარემოსდაცვითი, სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი და სხვა დანიშნულების აღდგენის მიზნით. 5. ნიადაგს, რომელსაც ესაჭიროება სარეკულტივაციო სამუშაოების ჩატარება, ნაყოფიერების აღდგენის, მისი შემდგომი სოფლის მეურნეობისათვის, ტყის მეურნეობისათვის ან სხვა მიზნების გამოყენებისათვის, მიწის ფართობის წინასწარი საველე ნიადაგური გამოკვლევის ჩატარება მოსახსნელი ფენების სიმძლავრის დადგენის მიზნით, ხორციელდება რეკულტივა-ციის პროექტის თანახმად, ორ ეტაპად _ ტექნიკური და ბიოლოგიური რეკულტივაციის ეტაპად: ა) ტექნიკური ეტაპი ითვალისწინებს რეკულტივაციის პროექტის თანახმად დაგეგმარებას, რელიეფის ფორმირებას, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-დატანას, ჰიდროტექნიკური და მელიორაციული ნაგებობების მოწყობას, უვარგისი ქანების დამარხვას ასევე სხვა სამუშაოების ჩატარებას, რომლებიც ქმნიან საჭირო პირობებს რეკულტივირებული მიწის შემდგომი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისათვის ან ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებების გატარებისათვის (ბიოლოგიური ეტაპი); ბ) ბიოლოგიური ეტაპი მოიცავს აგროტექნიკურ და ფიტომელიორაციულ კომპლექსურ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია აგროფიზიკური, აგროქიმიური, ბიოქიმიური და ნიადაგის სხვა თვისებების გაუმჯობესებისაკენ. 6. რეკულტივაციას ექვემდებარება დარღვეული მიწები: ა) წიაღით სარგებლობის, მათ შორის მიწისქვეშა ობიექტებისა და კომუნიკაციების მშენებლობისას, ექსპლოატაცისას და კონსერვაციის (შახტების, გამონამუშევარის, საცავების, მეტროპოლიტენის, საკანალიზაციო ნაგებობების და სხვა) სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ღია ან მიწისქვეშა მეთოდით დამუშავების შემთხვევაში ლიცენზიის პირობების შესაბამისად; ბ) მილსადენების გაყვანა, საამშენებლო, მელიორაციული, ტყის დამზადების, გეოლოგიური სადაზვერვო, საექსპლოატაციო, საპროექტოსაძიებო, საველე და ნიადაგის საფარის დარღვევასთან დაკავშირებით სხვა სამუშაოების ჩატარება; გ) მრეწველობის, სამხედრო, სამოქალაქო და სხვა ობიექტების ნაგებობების ლიკვიდაციის შემთხვევებში; დ) ნიადაგის დაბინძურების შედეგების ლიკვიდაცია, თუ მათი აღდგენის პირობები მოითხოვს მიწისზედა ნაყოფიერი ფენის მოხსნას; ე) მრეწველობის, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენების დასაწყობება და დამარხვა სპეციალურ გამოყოფილ ადგილებში. 7. ფიზიკურ და იურიდიული პირთა საკუთრებაში არსებულ მიწებზე ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლების ღონისძიებები შემუშავდება და ხორციელდება მათივე სახსრებით და მიწის მესაკუთრეთა ნებასურვილის მიხედვით. 8. სამეწარმეო, სამეურნეო ან ყოველგვარი საქმიანობა, რომელმაც გამოიწვია ნიადაგის საფარის დარღვევა, დეგრადაცია საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია თავისი ხარჯებით აანაზღაუროს და უზრუნველყოს ნიადაგის საფარის მთლიანობა და მისი ნაყოფიერება მიახლოებით პირვანდელ მდგომარეობამდე, რისთვისაც საჭიროა: ა) მოხსნან ნიადაგის ნაყოფიერი და პროდუქტიული ფენა, შეინახონ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას და დაიცვან ნიადაგის ხარისხის გაუარესება (სხვადასხვა ნიადაგის ფენებთან და ქანებთან შერევა, მისი დაბინძურებისაგან, გადარეცხვისაგან, გაბნევისაგან დაცვა და სხვა) მათი დაცვისა და შემდგომი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების მიზნით; ბ) საქმიანობის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე მოახდინონ ნიადაგის პოტენციურად ნაყოფიერი ფენების და ტოქსიკური ქანების ცალკე სელექციური მოხსნა, დასაწყობება, ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; გ) ტერიტორიის დაბინძურების შემთხვევაში მოახდინონ დამაბინძურებული წყაროს ლიკვიდაცია და უმოკლეს ვადებში ჩაატარონ დაბინძურებელი ტერიტორიის რეკულტივაცია, ნიადაგური საფარის მთლიანობის აღდგენის მიმართულებით; დ) დაიცვან მიმდებარე ტერიტორია დაზიანებისა და დეგრადაციისაგან. 9. რეკულტივაციის პროექტის შემუშავება ხორციელდება მოქმედი ეკოლოგიური, სანიტარიულ-ჰიგიენური, სამშენებლო, წყალსამეურნეო, სატყეო-სამეურნეო ნორმატივების და სტანდარტების საფუძველზე, რეგიონული ბუნებრივ-კლიმატური პირობების და დარღვეული ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. 10. სამეწარმეო, სამეურნეო ან ყოველგვარი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მოხსნას ნიადაგის ნაყოფიერი და პროდუქტიული ფენა, განათავსოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას მისი შემდგომი მიზნობრივი გამოყენების მიზნით, რომელსაც განსაზღვრავს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქმიანობის სუბიექტი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 11. მიწის რეკულტივაციაზე ჩასატარებელი სამუშაოების დანახარჯები მოიცავს: ა) საპროექტო-საძიებო სამუშაოების განხორციელებას, მათ შორის ნიადაგის და სხვა საველე სამუშაოების გამოკვლევებს, ლაბორატორიულ ანალიზებს, კარტოგრაფირების შესრულებას; ბ) რეკულტივაციის პროექტს; გ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, ტრანსპორტირების და დასაწყობების, შენახვის და დაცვის სამუშაოებს; დ) პოტენციურად ნაყოფიერი ფენების დასაწყობების სამუშაოებს; ე) დამრეცი ზედაპირების მოსწორების დაგეგმარებას, ნაყარის (ტერიკონების) და კარიერების გვერდების დატერასებას და სხვა; ვ) ტოქსიკური ქანების ქიმიურ მელიორაციას; ზ) საჭიროების შემთხვევაში ნაყოფიერი ნიადაგის ფენის შეძენას; თ) სარეკულტივაციო მიწებზე პოტენციურად ნაყოფიერი ქანების და ნაყოფიერი მიწის ფენის დატანა (მოფენა); ი) ღრმულების და არხების მიწით ამოვსებას; კ) საწარმოო მოედნების, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ელექტროქსელების და სხვა ობიექტების ლიკვიდაცია, რომელიც საჭირო აღარ არის; ლ) სარეკულტივაციო ტერიტორიის საწარმოო, მათ შორის საამშენებლო და სხვა ნარჩენებისაგან გაწმენდა, მათი დამარხვა ან დასაწყობება დადგენილ ადგილას; მ) რეკულტივაციის პროექტით გათვალისწინებული სადრენაჟო და წყალამრიდი ქსელების მოწყობა, რომელიც საჭიროა რეკულტივირებული ნაკვეთების შემდგომი გამოყენების მიზნით; და სარეკულტივაციო პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა სამუშაოების განხორციელება; ნ) ნარგავების შეძენა, დარგვა; ო) რეკულტივირებული მიწების ნაყოფიერების აღდგენა, მათი სასოფლო-სამეურნეო, სატყეო-სამეურნეო და სხვა დანიშნულებით გადაცემის მიზნით (სასუქების და მელიორანტების შესყიდვის და შეტანის ღონისძიებები); პ) რეკულტივირებული მიწების მიღება-გადაბარების სამუშაო კომისიების საქმიანობა და სხვა. 12. ნიადაგის ნაყოფიერი ფენის, პოტენციურად ნაყოფიერი ფენების და ქანების მოხსნის ნორმები დგინდება პროექტირების დროს ნაყოფიერი დარღვეული ნიდაგის ფენის დონის მიხედვით, მათი გამოყენება ხდება მომხმარებლის განაცხადის გათვალისწინებით და შესაბამისი გარანტიის საფუძველზე ან მიზნობრივი დანიშნულების გამოყენების მიზნით. მოხს-ნილი ნიადაგის ზედა ნაყოფიერი ფენა გამოიყენება დარღვეული ნიადაგების რეკულტივაციისათვის ან ნაკლებად პროდუქტიული სავარგულების გაუმჯობესების მიზნით. თუ მოხსნილი ნაყოფიერი ნიადაგის, პოტენციურად ნაყოფიერი ფენები და ქანები სოფლის მეურნეობის სავარგულების, ტყის მეურნეობისათვის და ნაკლებად ნაყოფიერი ნიადაგების აღსადგენად ეკონომიურად მიზანშეწონილი არ არის მათი გამოყენება, მაშინ შესაძლებელია დასახლებული პუნქტების ტერიტორიების გამწვანება, კეთილმოწყობა (ბაღები, სკვერები, გაზონები, სპორტული კომპლექსების და სხვა დანიშნულების) სანიტარიულ-ჰიგიენური და ეკოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. 13. სამხედრო სწავლების, სადაზვერვო, გეოლოგიური, საძიებო და სხვა სამუშაოების ჩატარების დროს, რომელიც დაკავშირებული არ არის ნიადაგის მოხსნასთან (ამოღებასთან) რეკულტივაციის სამუშაოების ვადები განისაზღვრება მიწის მესაკუთრესთან ან მიწის მეიჯარესთან შეთანხმებით.     თავი V. კონტროლი და პასუხისმგებლობა ნიადაგის რეკულტივაციის ვალდებულებების შესრულებაზე     მუხლი 5🔗. კონტროლი და პასუხისმგებლობა ნიადაგის რეკულტივაციის ვალდებულებების შესრულებაზე 1. დარღვეული მიწების რეკულტივაციის, მათი ნაყოფიერების აღდგენის, ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, ხარისხის დაცვის, ასევე პოტენციურად ნაყოფიერი ფენების და ქანების დროულ და ხანგრძლივ გამოყენებაზე სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 2. წიაღით მოსარგებლე ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური ან იურდიული პირი ვალდებულია წარუდგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბურებრივი რესურსების სამინისტროს ყოველწლიური უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-01-ის მიხედვით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობებისა და სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინებით, წიაღით სარგებლობისათვის ნიადაგის და სამთო (გეოლოგიური) მინაკუთვნის შემდეგი მაჩვენებლები: ა) მიწის მინაკუთვნის ფართობი დატანილი რუქაზე; ბ) სამთო და გეოლოგიური სამუშაოებით დარღვეული ნიადაგები; გ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოცულობა, მათ შორის დასაწყობებული; დ) მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული (გაცემული) და ჩატარებული ტექნიკური ან ბიოლოგიური რეკულტივაცია; ე) ნარჩენების დასაწყობების მდგომარეობა. 3. ლიცენზიის მოქმედების ყოველწლიური აღნიშვნის გაკეთების უფებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და მის რეგიონულ ორგანოებს. 4. ფიზიკური და იურდიული პირები, რომლებიც აწარმოებენ ნიადაგის საფარის დარღვევასთან დაკავშირებით ნიადაგის რეკულტივაციას, პროექტით განსაზღვრული პირობების სამუშაოების არახარისხიანი, ეკოლოგიური და სხვა სტანდარტების წესების და ნორმების დაუცველობისას, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     თავი VI. დასკვნითი ნაწილი     მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებები და დამატებები შედის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.