გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი გვარი, სახელი
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| გვარი, სახელი | საბუთების ჩამონათვალი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის
ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური
პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის
ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2023 წლის 28 დეკემბერი
ქ.გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ქვეპროგრამები თანდართული რედაქციით:
ა) „ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 01) დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) „სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 03) დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) „ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი – 06 02 05) დანართი №3-ის შესაბამისად;
დ) „მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 06) დანართი №4-ის შესაბამისად;
ე) „დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი – 06 02 07) დანართი №5-ის შესაბამისად;
ვ) „დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 09) დანართი №6-ის შესაბამისად;
ზ) „უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 10) დანართი №7-ის შესაბამისად;
თ)„ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა“ ( პროგრამული კოდი – 06 02 11) დანართი №8-ის შესაბამისად;
ი) „უხუცეს პირთა სოციალური დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 12) დანართი №9- ის შესაბამისად;
კ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 13) დანართი №10-ის შესაბამისად;
ლ) „სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 14) დანართი №11-ის შესაბამისად;
მ) „სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 15) დანართი №12-ის შესაბამისად;
ნ) „სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 16) დანართი №13-ის შესაბამისად;
ო) „ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა“ ( პროგრამული კოდი – 06 02 17) დანართი №14-ის შესაბამისად;
პ) „მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 18) დანართი №15-ის შესაბამისად;
ჟ) „სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 19) დანართი №16-ის შესაბამისად;
რ) „სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 20) დანართი №17-ის შესაბამისად;
ს) „მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი – 06 02 21) დანართი №18-ის შესაბამისად;
ტ) „სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 22) დანართი №19-ის შესაბამისად“;
უ) „ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 23) დანართი №20-ის შესაბამისად;
ფ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 24) დანართი №21-ის შესაბამისად;
ქ) „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 26) დანართი №22 -ის შესაბამისად;
ღ) „ბავშვთა ადრეული და თერაპიული ინტერვენციის პროგრამა (პროგრამული კოდი – 06 02 14) დანართი №23 -ის შესაბამისად;
ყ) „უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 19) დანართი №24 -ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ და „ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის “ ქვეპროგრამებში გადატანილ სახსრებზე.
მუხლი 3🔗
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №41 დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირებისა და წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2023-2024 წლებში მიღებული გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის შესახებ დაფინანსდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ შესაბამისი ქვეპროგრამებიდან.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური
დანართი №1
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 01)
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, ასევე, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სამედიცინო მომსახურების მიღების ხელშეწყობით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსების საჭიროების მქონე ბენეფიციართა ის კატეგორია, რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, მაგრამ ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობით, ან ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილით დასაბუთებული იქნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
მუხლი 5🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსარგებლის დაფინანსება და მისი ორგანიზება
1. სამედიცინო დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას, გარდა სტომატოლოგიური მომსახურებისა, მშობიარობისა, ესთეტიკური ქირურგიისა, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობისა, ლაზერული კორექციისა, არჩეული ექიმის ჰონორარისა (დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც) და მოქალაქის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევისა.
3. კერძო დაზღვევის, საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების (ან/და დაფინანსებაზე უარის თქმის) გათვალისწინებით მოქალაქეთა დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ ოქმის საფუძველზე: არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა; მედიკამენტების შეძენის შემთხვევაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემთხვევაში არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა; თვალის ინექციის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
4. ადმინისტრაციული დაპირებით სარგებლობის დაწყება ბენეფიციარისათვის შესაძლებელია მერის ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება (გამოუყენებლობის შემთხვევაში) შესაძლებელია ერთჯერადად, 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. ადმინისტრაციული დაპირების გაცემამდე ჩატარებულ მომსახურებაზე მერია არ იღებს ფინანსურ ვალდებულებას.
5. სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს გადმოგზავნის ვადაა პაციენტის გაწერიდან/კვლევის ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ფარმაცევტული კომპანიის მიერ მიღება-ჩაბარების გადმოგზავნის ვადაა მედიკამენტების გაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
მუხლი 6🔗. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის ან/და პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
გ) სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ (შშმ პირის მომართვის შემთხვევაში);
დ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ზ) ცნობა კერძო დაზღვევის ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და რეფერალური და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის, ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი. საკრებულოს მაჟორიტარი წევრი იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას);
ი) ხელშეკრულება (შეთანხმება) დავალიანების შესახებ (მოქალაქის სამედიცინო დაწესებულებასთან დავალიანების არსებობის შემთხვევაში);
კ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული;
ლ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შესახებ;
მ) ცნობა გამოუყენებელი ადმინისტრაციული დაპირების შესახებ (ადმინისტრაციული დაპირების გამოუყენებლობის შემთხვევაში);
ნ) დავალიანების არსებობის შემთხვევაში, თუ შეთანხმება ან/და ხელშეკრულება ფორმდება ოჯახის წევრზე, წარმოდგენილ იქნას ქორწინების მოწმობა (მეუღლის შემთხვევაში), ან/და დაბადების მოწმობა (მშობლის, შვილის, დედმამიშვილის შემთხვევაში).
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
1. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური ამოწმებს შემოსულ განცხადებებს და სრულყოფილ დოკუმენტაციას განსახილველად გადასცემს მერის მიერ შექმნილ „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიას“. სამსახური სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის ოქმის საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტს ან ადმინისტრაციულ დაპირებას მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად.
2. განცხადებაში ან დაწესებულებიდან შემოსული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან სამუშაოს შემსრულებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესი
1. ამ პროგრამის თანახმად შემოსულ განცხადებებს განიხილავს „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისია“, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
2. კომისია იკრიბება არანაკლებ თვეში 2-ჯერ ან საჭიროებისამებრ.
3. „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ სხდომის შემდეგ ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი და კომისიის მდივანი.
4. „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ ოქმის სათანადო წესით შეკერვასა და შენახვას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
მუხლი 9🔗. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დაფინანსების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
პროგრამაში ჩართულ მოსარგებლეთა რაოდენობა.
მუხლი11. პროგრამის შედეგი
მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
დანართი №2
სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 03)
სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალური ჯგუფების, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების სადღესასწაულო დღეებში ნობათების (ტკბილეული, სურსათი და სხვა) გადაცემის პირობებსა და პროცედურებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების მორალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
1. მრავალშვილიანი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-სს და ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი);
2. სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000- სს);
3. დიდი სამამულო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
4. ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები;
5. შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები (ეტლსმიჯაჭვული, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი, აუტიზმი, მხედველობადაქვეითებული);
6. სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები;
7. ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის ბავშვები;
8. სოციალურად დაუცველი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 5000-სს);
9. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები;
10. მხედველობით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (მკვეთრი- მნიშვნელოვანი);
11. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეთათვის სასაჩუქრე ნობათის გაცემა
პროგრამა ითვალისწინებს მოსარგებლეებზე საჩუქრების გადაცემას სადღესასწაულო დღეებში, კერძოდ:
1. 3 მარტი (დედის დღე) - მრავალშვილიან ოჯახები;
2. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული - სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერები და მხედველობით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
3. 9 მაისი - დიდი სამამულო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირები;
4. 26 მაისი (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე) - ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები;
5. 1 ივნისი (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე):
ა) შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები (ეტლსმიჯაჭვული, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი, აუტიზმი, მხედველობადაქვეითებული);
ბ) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვები;
გ) ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის ბავშვები;
დ) „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები.
6. ახალ წელი:
ა) სოციალურად დაუცველ ოჯახები;
ბ) შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები (ეტლსმიჯაჭვული, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი, აუტიზმი, მხედველობადაქვეითებული);
გ) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვები;
დ) ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის ბავშვები;
ე) „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
1. წერილი ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისგან პროგრამის დასახელების მითითებით (გარდა მე-4 მუხლის მე-7, მე-9 და მე-11 პუნქტის შემთხვევებისა);
2. ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის“ - წერილი ბენეფიციარების შესახებ პროგრამის დასახელების მითითებით (მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შემთხვევაში);
3. წერილი ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებიდან პროგრამის დასახელების მითითებით (მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის შემთხვევაში);
4. წერილი ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის ადმინისტრაციიდან (მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შემთხვევაში).
მუხლი 7🔗. სასაჩუქრე ნობათის გაცემის ორგანიზება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამით მოსარგებლე პირებისთვის საჩუქრების შესყიდვას ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად;
2. პროგრამის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახური სასაჩუქრე ნობათებს მოსარგებლეებზე გადასაცემად მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს;
3. პროგრამის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის შემთხვევაში ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახური სასაჩუქრე ნობათებს მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის ადმინისტრაციას.
მუხლი 8🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
ბენეფიციარების რაოდენობა, რომელთაც გადაეცათ ნობათები.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგი
პროგრამის მოსარგებლეთა მორალური მხარდაჭერა.
დანართი №3
ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 05)
ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ოჯახების, ფენილკეტონურიით დაავადებული და სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსული პირების, ასევე „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
დახმარების საჭიროების მქონე ოჯახების, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების, ფენილკეტონურიით დაავადებული პირების და სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსული ბენეფიციარების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
1. ოჯახი, რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, მაგრამ ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობით ან ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილით საჭიროებს მატერიალურ დახმარებას.
2. სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსული პირი (18+), რომელმაც ზრუნვის ორგანო დატოვა არაუმეტეს 6 თვის ვადისა (სოციალურად დაუცველის სტატუსის მიუხედავად).
3. ფენილკეტონურიით დაავადებული პირი (სოციალურად დაუცველის სტატუსის მიუხედავად).
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსების ორგანიზება
1. მატერიალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (მერის დავალებით ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ ოქმის საფუძველზე და გასცემს მას 300 (სამასი) ლარის ფარგლებში, სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსულ და ფენილკეტონურიით დაავადებულ პირებზე 1000 (ათასი) ლარის ფარგლებში.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი. საკრებულოს მაჟორიტარი წევრი იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას);
დ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული;
ვ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შესახებ;
ზ) საოქმო გადაწყვეტილება სახელმწიფო მზრუნველობიდან ამორიცხვის შესახებ (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში);
თ) ფორმა №IV-100/ა (ფენილკეტონურიით დაავადებულ პირების შემთხვევაში);
ი) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
1. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური ამოწმებს შემოსულ განცხადებებს და სრულყოფილ დოკუმენტაციას განსახილველად გადასცემს მერის მიერ შექმნილ „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიას“, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
2. სამსახური „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ ოქმის საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად.
მუხლი 8🔗. სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესი
1. ამ პროგრამის თანახმად შემოსულ განცხადებებს განიხილავს „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისია“, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
2. კომისია იკრიბება არანაკლებ თვეში 2-ჯერ ან საჭიროებისამებრ.
3. „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ სხდომის შემდეგ ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი და კომისიის მდივანი.
4. „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ ოქმის სათანადო წესით შეკერვასა და შენახვას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
მუხლი 9🔗. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დაფინანსების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა. სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსული პირის რაოდენობა. ფენილკეტონურიით დაავადებულ პირების რაოდენობა. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების რაოდენობა.
მუხლი 11🔗. პროგრამის შედეგი
დახმარების საჭიროების მქონე ოჯახების, სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსული და ფენილკეტონურიით დაავადებულ პირების, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების მატერიალური დახმარებით დაკმაყოფილება.
დანართი №4
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 06)
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიცვალებულების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ვეტერანების, იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების, ასევე „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახის წევრები.
2. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების ოჯახის წევრები, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს.
3. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები.
4. დამკრძალავი ბიურო (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო მიცვალებულის აღმოჩენის შემთხვევაში).
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსების ორგანიზება
1. ანაზღაურების მისაღებად მოქალაქე წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება მიმართავს სამსახურს. უპატრონო მიცვალებულის აღმოჩენის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ან სხვა დაწესებულება წერილობით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს.
2. პროგრამა ითვალისწინებს:
ა) მიცვალებულის ოჯახის წევრებზე სარიტუალო დახმარებას 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) უპატრონო მიცვალებულების სარიტუალო მომსახურების ანაზღაურებას 800 (რვაასი) ლარის ფარგლებში.
3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარგებლეთა მიერ განცხადების წარდგენის ვადად განისაზღვროს გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღე.
4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დამკრძალავ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);
ე) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);
ვ) ინფორმაცია/წერილი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისაგან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ან სხვა დაწესებულებიდან (უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში);
ზ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი;
თ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ;
ი) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
კ) დამკრძალავი ბიუროს ხარჯთაღრიცხვა გაწეული მომსახურების შესახებ (უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში).
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში/წერილში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს/დაწესებულებას, მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დაფინანსების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
სარიტუალო ხარჯის დასაფარად გაწეული დახმარება. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის შემთხვევების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
გარდაცვლილი ვეტერანების, იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების ოჯახის წევრების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო დახმარება. უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვა
დანართი №5
დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 07)
დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დიალიზის მომსახურების მიღების ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან დიალიზზე დამოკიდებული, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქეები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგეებლეების დაფინანსების ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში.
2. პროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქეების სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებას დიალიზის მომსახურების მისაღებად. თანხა გაიცემა ყოველთვიურად 180 (ას ოთხმოცი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV – 100/ა);
ვ) საბანკო რეკვიზიტი (ყოველთვიურად).
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) .
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
სატრანსპორტო დახმარების მიმღები დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
დიალიზის სახელმწიფო პროგრამის სერვისის ხელმისაწვდომობა.
დანართი №6
დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 09)
დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები;
ბ) „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარი -18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსების ორგანიზება:
1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლი ბავშვების ფინანსურ მხარდაჭერას, კერძოდ, დედ-მამით ობოლ თითოეულ ბავშვზე, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, დახმარება გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წელიწადში ორჯერ (1 ივნისს და ახალ წელს).
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) მეურვის/მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მეურვეობის/მზრუნველობის ან კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის (ბავშვის) მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);
ზ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების შესახებ;
თ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული დედ-მამით ობოლი ბავშვების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
დედ-მამით ობოლი ბავშვების მატერიალური უზრუნველყოფა.
დანართი №7
უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 10)
უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების, ხანძრის/სტიქიის შედეგად დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების და „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების ბინის ქირის გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
უსახლკაროდ დარჩენილი, დაზარალებული ოჯახების და „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების ბინის ქირის დაფარვის მატერიალური დახმარება.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
1. სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 75 000-სს);
2. ხანძრის ან სტიქიის შედეგად დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები;
3. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგეებლეების დაფინანსების ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს ბინის ქირის ყოველთვიურ დახმარებას 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში:
ა) სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახებზე;
ბ) ხანძრის (ან სტიქიის) შედეგად დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი დაზარალებული ოჯახებზე;
გ) „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარებზე.
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ხელშეკრულების ასლი ქირავნობის შესახებ (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული) სადაც მითითებული იქნება ქირავნობის თანხის ოდენობა;
ვ) შუამდგომლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისაგან, რომელშიც დადასტურებული იქნება, რომ განმცხადებელს ნამდვილად არ აქვს საცხოვრებელი;
ზ) გამქირავებლის ამონაწერი ბინის საკუთრების შესახებ;
თ) დოკუმენტი საჯარო რეესტრიდან, რომ განმცხადებელს არ გააჩნია სხვა უძრავი ქონება;
ი) მერის მიერ შექმნილი ხანძრის ან სტიქიის სამუშაო ჯგუფის დასკვნა;
კ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შესახებ;
ლ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
უსახლკაროდ დარჩენილი, ხანძრის/სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების ბინის ქირით უზრუნველყოფა.
დანართი №8
ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 11)
ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების მატერიალური დახმარება.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსების ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში.
2. პროგრამა ითვალისწინებს დახმარების გაცემას:
ა) დიდი სამამულო ომის მონაწილეებზე - 1000 (ათასი) ლარის და მათთან გათანაბრებულ პირებზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით - 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის შშმ ვეტერანებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებზე (მშობელი, შვილი, ქორწინებაში მყოფი მეუღლე) 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით - 17 ოქტომბერს ვეტერანთა დღის აღსანიშნავად;
გ) სოციალურად დაუცველ (1000-დან 65 000 ქულის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე წელიწადში ერთხელ 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
დ) სოციალურად დაუცველ (65 001-დან 100 000 ქულის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე წელიწადში ერთხელ 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ქორწინების მოწმობის ასლი ან/და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი (ომში დაღუპულთა ოჯახის წევრის დახმარების შემთხვევაში);
დ) ვეტერანის მოწმობა;
ე) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფა.
დანართი №9
უხუცეს პირთა სოციალური დაცვის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი - 06 02 12)
უხუცეს პირთა სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან 100 (ასი) და ას წელს გადაცილებული უხუცესები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგეებლეების დაფინანსების ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი/განმცხადებელი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში.
2. პროგრამა ითვალისწინებს ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების მატერიალურ დახმარებას:
ა) 1 ოქტომბერი - უხუცესთა საერთაშორისო დღის ღონისძიებასთან დაკავშირებით 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
ბ) 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების მატერიალური უზრუნველყოფა.
დანართი №10
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 13)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბენეფიციარების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ასევე „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები:
1. 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთაც აქვთ: დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა, აუტიზმი, ლეიკემია, დიაბეტი, მხედველობის შეზღუდვა, მეტყველების შეზღუდვა, სმენადაქვეითებული და ეტლსმიჯაჭვული მდგომარეობა.
2. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვები (განურჩევლად დიაგნოზისა).
3. ეტლსმიჯაჭვული, მხედველობაშეზღუდული, მეტყველებაშეზღუდული და სმენადაქვეითებული შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირები.
4. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, რომელიც არის ბავშვის მშობელი.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგეებლეების დაფინანსების ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ შეზღული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების (18 წლამდე) მატერიალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით:
ა) შეზღული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა) - 21 მარტი;
ბ) შეზღული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (აუტიზმი) - 2 აპრილი;
გ) შეზღული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (ლეიკემია, ეტლსმიჯაჭვული, მხედველობა, მეტყველება და სმენადაქვეითებული) და „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარი - შეზღული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (18წლამდე ) - 1 ივნისი;
დ) შეზღული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (დიაბეტი) – 14 ნოემბერი.
3. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (3 დეკემბერი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (18 წლის ზემოთ) მატერიალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (ეტლსმიჯაჭვული, მხედველობაშეზღუდული, მეტყველება და სმენადაქვეითებული);
ბ) „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობელი.
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის (მეურვე/მზრუნველი/ მხარდამჭერი) განცხადება;
გ) განმცხადებლის (შშმ პირის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის მოწმობის ასლი;
ზ) სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;
თ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების შესახებ;
კ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის პირთა რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბენეფიციარის მატერიალური უზრუნველყოფა.
დანართი №11
სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 14)
სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების მატერიალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების მატერიალური მხარდაჭერა, ოჯახური გარემოს შენარჩუნებისათვის.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები.
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგეებლეების დაფინანსების ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას თითოეულ ბავშვზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) ცნობა ან/და ხელშეკრულება ბავშვის რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართვის შესახებ;
ვ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების შესახებ;
ზ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს, მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული რეინტეგრირებული ბავშვების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახურ გარემოში შენარჩუნება.
დანართი №12
სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 15)
სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტუდენტების სწავლის საფასურის, მატერიალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
წარჩინებული, დედ-მამით ობოლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 25 წლამდე აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, რომლებიც:
ა) სწავლობენ საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურზე, არიან დედ-მამით ობოლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ან/და სოციალურად დაუცველი (100 000 ქულის ჩათვლით) ოჯახებიდან;
ბ) სწავლობენ საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურზე და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (მთლიანი სარეიტინგო 90 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით).
მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსების ორგანიზება
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში.
2. პროგრამა ითვალისწინებს:
ა) მე-4 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტების სოციალურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით, ყოველთვიურად აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში;
ბ) მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ წინა სემესტრის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებას 500 (ხუთასი) ლარის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში 700 (შვიდასი) ლარის ფარგლებში;
გ) შესაძლებელია ერთი სტუდენტი დაფინანსდეს წელიწადში ორჯერ. პროგრამა ითვალისწინებს წლის მანძილზე პირველი 60 (სამოცი) განცხადების თანხის დაფარვას. განცხადება საჭიროა წარმოდგენილ იქნას პირველი სემესტრის შემთხევაში 15 სექტემბრამდე, ხოლო მეორე სემესტრის - 15 მარტამდე, გადასახადის დაფარვის საბოლოო ვადის მითითებით;
დ) სწავლის საფასურის თანადაფინანსების მიღება არ გამორიცხავს ყოველთვიური სტუდენტის სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ცნობა საქართველოს იუსტისიის სამინისტროდან „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ“ ან განმცხადებლის და მისი დედმამიშვილების დაბადების მოწმობების ასლები (მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში);
ვ) მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედ-მამით ობოლი სტუდენტის შემთხვევაში);
ზ) სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ (შშმპ შემთხვევაში);
თ) ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის დადასტურების შესახებ (ცნობა საჭიროა წარმოდგენილ იქნას ყოველი თვის 10-დან 25 რიცხვამდე მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის შემთხვევაში);
ი) საბანკო რეკვიზიტი (მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის შემთხვევაში);
კ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან აქტიური სტუდენტის აკადემიური მოსწრების (ქულების შეფასების), გადასახადის რაოდენობისა და მისი დაფარვის ვადის შესახებ (მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტის შემთხვევაში);
ლ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) საბანკო რეკვიზიტების მითითებით აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან (მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტის შემთხვევაში).
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული სტუდენტების რაოდენობა. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების რაოდებობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
დედ-მამით ობოლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა. წარჩინებული სტუდენტების მოტივაცია.
დანართი №13
სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 16)
სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სამედიცინო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პირობებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სამედიცინო მომსახურების მიღების ხელშეწყობით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსების საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველი პირები და „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-სს.
მუხლი 5🔗. მოსარგებლის დაფინანსების ორგანიზება
1. სამედიცინო დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას გარდა სტომატოლოგიური მომსახურებისა, ესთეტიკური ქირურგიისა, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობისა, ლაზერული კორექციისა, არჩეული ექიმის ჰონორარისა (დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც) და მოქალაქის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევისა, თუ:
ა) მომსახურება არ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამით დახმარება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:
ა.ა. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 100%-ით (1000 დან -70 000 ქულის ჩათვლით);
ა.ბ. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 80%-ით (70 001 დან -150 000 ქულის ჩათვლით).
ბ) მომსახურება ნაწილობრივ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამით, თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:
ბ.ა. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 100%-ით (1000 დან -70 000 ქულის ჩათვლით);
ბ.ბ. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით (70 001 დან -150 000 ქულის ჩათვლით).
3. მომსახურება ფინანსდება:
ა) არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;
ბ) მედიკამენტების შეძენის შემთხვევაში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა და შშმ პირის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;
გ) თვალის ინექციის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
4. ადმინისტრაციული დაპირებით სარგებლობის დაწყება ბენეფიციარისათვის შესაძლებელია მერის ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება (გამოუყენებლობის შემთხვევაში) შესაძლებელია ერთჯერადად, 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. ადმინისტრაციული დაპირების გაცემამდე ჩატარებულ მომსახურებაზე მერია არ იღებს ფინანსურ ვალდებულებას.
5. სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს გადმოგზავნის ვადაა პაციენტის გაწერიდან/კვლევის ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ფარმაცევტული კომპანიის მიერ მიღება-ჩაბარების გადმოგზავნის ვადაა მედიკამენტების გაცემიდან 30(ოცდაათი) კალენდარული დღე.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის ან/და პაციენტის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ზ) ცნობა კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და რეფერალური ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ხელშეკრულება (შეთანხმება) დავალიანების შესახებ (მოქალაქის სამედიცინო დაწესებულებასთან დავალიანების არსებობის შემთხვევაში);
ი) აქტი (განმეორებით მომართვის შემთხვევაში), სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი);
კ) სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ (მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ლ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შესახებ;
მ) ცნობა გამოუყენებელი ადმინისტრაციული დაპირების შესახებ (ადმინისტრაციული დაპირების გამოუყენებლობის შემთხვევაში);
ნ) დავალიანების არსებობის შემთხვევაში, თუ შეთანხმება ან/და ხელშეკრულება ფორმდება ოჯახის წევრზე, წარმოდგენილ იქნას ქორწინების მოწმობა (მეუღლის შემთხვევაში), ან/და დაბადების მოწმობა (მშობლის, შვილის, და-ძმის შემთხვევაში).
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
1. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების შემდეგ, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ადმინისტრაციულ დაპირებას ან ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად.
2. განცხადებაში ან დაწესებულებიდან შემოსული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან სამუშაოს შემსრულებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
დანართი №14
ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 17)
ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ონკოლოგიურ დაავადების მქონე პირთა სამედიცინო, სამკურნალო მომსახურების დაფინანსების პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სამედიცინო მომსახურების მიღების ხელშეწყობით ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადების მქონე პირები, ასევე „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ონკოლოგიური დაავადების მქონე პირები.
მუხლი 5🔗. მოსარგებლის დაფინანსების ორგანიზება
1. სამედიცინო დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მხრიდან წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ):
ა) ონკოლოგიური დიაგნოსტიკის დაფინანსებას არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა;
ბ) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას (კერძო დაზღვევის ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით):
ბ.ა. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი ღირებულების 80%-ით;
ბ.ბ. სოციალურად დაუცველი (150 000 ქულის ჩათვლით) ბენეფიციარის მიერ გადასახდელი ღირებულების 100%-ით.
3. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დახმარება გაიცემა სამედიცინო კლასიფიკატორის დაავადების კოდის (C, D00-დან D09-ის ჩათვლით) გათვალისწინებით 3000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში.
4. არ ფინანსდება არჩეული ექიმის ჰონორარი (დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც) და მოქალაქის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევა.
5. ადმინისტრაციული დაპირებით სარგებლობის დაწყება ბენეფიციარისათვის შესაძლებელია მერის ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება (გამოუყენებლობის შემთხვევაში) შესაძლებელია ერთჯერადად, 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. ადმინისტრაციული დაპირების გაცემამდე ჩატარებულ მომსახურებაზე მერია არ იღებს ფინანსურ ვალდებულებას.
6. სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს გადმოგზავნის ვადაა პაციენტის გაწერიდან/კვლევის ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ფარმაცევტული კომპანიის მიერ მიღება-ჩაბარების გადმოგზავნის ვადაა მედიკამენტების გაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის ან/და პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ვ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) ცნობა კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ხელშეკრულება (შეთანხმება) დავალიანების შესახებ (მოქალაქის სამედიცინო დაწესებულებასთან დავალიანების არსებობის შემთხვევაში);
ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შესახებ;
კ) ცნობა გამოუყენებელი ადმინისტრაციული დაპირების შესახებ (ადმინისტრაციული დაპირების გამოუყენებლობის შემთხვევაში);
ლ) დავალიანების არსებობის შემთხვევაში, თუ შეთანხმება ან/და ხელშეკრულება ფორმდება ოჯახის წევრზე, წარმოდგენილ იქნას ქორწინების მოწმობა (მეუღლის შემთხვევაში), ან/და დაბადების მოწმობა (მშობლის, შვილის, და-ძმის შემთხვევაში).
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
1. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების შემდეგ, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ადმინისტრაციულ დაპირებას ან ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად.
2. განცხადებაში ან დაწესებულებიდან შემოსული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან სამუშაოს შემსრულებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება/შენარჩუნება.
დანართი №15
მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 18)
მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
ა) პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-სს;
ბ) „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები, რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი.
მუხლი 5🔗. მოსარგებლის დაფინანსების ორგანიზება
1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ ერთჯერად მატერიალური დახმარების გაწევას მრავალშვილიან ოჯახებზე თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ცნობა იუსტისიის სამინისტროდან „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ“ ან ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
ვ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შესახებ;
ზ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფა.
დანართი №16
სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 19)
სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების დახმარების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების მატერიალური დახმარება.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს.
მუხლი 5🔗. მოსარგებლის დაფინანსების ორგანიზება
1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში.
2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ მატერიალურ დახმარებას სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებზე:
ა) 1000-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის შემთხვევაში - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) 65 001-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის შემთხვევაში - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება, რომ განმცხადებელი არის მარტოხელა, არ ჰყავს შვილი და მარჩენალი (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი);
დ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების მატერიალური უზრუნველყოფა.
დანართი №17
სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 20)
სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების დახმარების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახები, იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს.
მუხლი 5🔗. მოსარგებლის დაფინანსების ორგანიზება
1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების მატერიალურ დახმარებას:
ა) 1 000 ქულიდან 65 000 ქულის ჩათვლით - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) 65 001 ქულიდან 100 000 ქულის ჩათვლით - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული;
ე) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შესახებ;
ვ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველი იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფა.
დანართი №18
მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 21)
მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მარტოხელა მშობლების მატერიალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
მარტოხელა მშობლების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები მარტოხელა მშობლები, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები.
მუხლი 5🔗. მოსარგებლის დაფინანსების ორგანიზება
1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ მარტოხელა მშობლების მატერიალურ დახმარების გაცემას:
ა) სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობელზე, რომლის სარეიტინგო ქულაა 1000-დან 120 000 ქულის ჩათვლით - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) მარტოხელა მშობელზე, რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსი 11911 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის ცნობის წარმოდგენისას);
დ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების შესახებ;
ე) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული მარტოხელა მშობლების რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
მარტოხელა მშობლების მატერიალური უზრუნველყოფა.
დანართი №19
სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 22)
ჩვილ ბავშვთა სოციალური დახმარების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველსაყოფად დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფისათვის მატერიალური დახმარება.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ერთ წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც არიან:
ა) სოციალურად დაუცველები (65 000 ქულის ჩათვლით);
ბ) „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები.
მუხლი 5🔗. მოსარგებლის დაფინანსების ორგანიზება
1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს ერთ წლამდე ბავშვთა ხელოვნური საკვების დაფინანსებას თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. ადმინისტრაციული დაპირებით სარგებლობის დაწყება ბენეფიციარისათვის შესაძლებელია მერის ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება (გამოუყენებლობის შემთხვევაში) შესაძლებელია ერთჯერადად, 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.
4.ფარმაცევტული კომპანიის მიერ მიღება-ჩაბარების გადმოგზავნის ვადაა საკვების გაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (მშობლის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ (ფორმა №IV-100/ა), სადაც მითითებული იქნება, რომ ბავშვი საჭიროებს ხელოვნურ კვებას (საკვების მითითებით);
ვ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შესახებ.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
1. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების შემდეგ, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ადმინისტრაციულ დაპირებას, ხოლო შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის შემდეგ ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად.
2. განცხადებაში ან დაწესებულებიდან შემოსული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან სამუშაოს შემსრულებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორი
პროგრამაში ჩართული ჩვილ ბავშვთა რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფა.
დანართი №20
ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 23)
ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველსაყოფად ოჯახების დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
ზამთრის პერიოდში პროგრამით მოსარგებლეთა გათბობისათვის მატერიალური დახმარება.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 5 000 -სს;
ბ) დედ-მამით ობოლი ბავშვები (18 წლამდე);
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა, ეტლსმიჯაჭვული, მხედველობადაქვეითებული) ბავშვები (18 წლამდე);
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ვეტერანები (კოდი-311, 312, 313);
ე) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვები;
ვ) „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები.
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (მხედველობადაქვეითებული - მკვეთრად გამოხატული);
თ) სოციალურსდ დაუცველი მარტოხელა პენსიონერები (100 000 ქულის ჩათვლით).
მუხლი 5🔗. მოსარგებლის დაფინანსების ორგანიზება
1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით (იანვარი, თებერვალი, ნოემბერი, დეკემბერი) გათბობის უზრუნველსაყოფად ფინანსურ დახმარებას, თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) ბენეფიციარის ან/და მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტის შემთხვევაში);
დ) ბავშვის(ების) დაბადების მოწმობა (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ე) მშობლების გარდაცვალების მოწმობები (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტის შემთხვევაში);
ვ) სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შშმ სტატუსის შესახებ (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ და „ზ“ პუნქტის შემთხვევაში);
ზ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის შემთხვევაში);
თ) ვეტერანის მოწმობა (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის შემთხვევაში);
ი) წერილი ან/და ცნობა ბავშვის რეინტეგრაციაში ყოფნის შესახებ (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის შემთხვევაში);
კ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების შესახებ (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ვ“ პუნქტის შემთხვევაში);
ლ) მერის წარმომადგენლის აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება, რომ განმცხადებელი არის მარტოხელა, არ ჰყავს შვილი და მარჩენალი (ამ პროგრამის მე-4 მუხლის „თ“ პუნქტის შემთხვევაში);
მ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შედეგის ინდიკატორები
პროგრამაში ჩართული მოსარგებლეთა რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ოჯახების ზამთრის სეზონზე გათბობით უზრუნველყოფა.
დანართი №21
სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 24)
სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები (100 000 ქულის ჩათვლით), ასევე „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები (100 000 ქულის ჩათვლით).
მუხლი 5🔗. მოსარგებლის დაფინანსების ორგანიზება
1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ მატერიალური დახმარების გაცემას სოციალურად დაუცველი ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არის:
ა) 1 000 ქულიდან 65 000 ქულის ჩათვლით - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) 65 001 ქულიდან 100 000 ქულის ჩათვლით - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელისაგან;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების შესახებ;
დ) საბანკო რეკვიზიტი.
მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან/და მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებებისა და დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
3.მ საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორები
პროგრამაში ჩართული მოსარგებლეთა რაოდენობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის შედეგი
სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა.
დანართი №22
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 26)
მუხლი 1🔗. პროგრამის განხორციელება
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამას (შემდგომში-პროგრამა) ახორციელებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.
მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი
1. სოციალურ მუშაობაზე დაყრდნობით გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა /მხარდაჭერა.
2. ბავშვების ზიანის რისკების აღმოფხვრა ან აცილება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ან შეიძლება შეუქმნან მათ სრულფასოვან განვითარებას და კეთილდღეობას.
3. პრევენციული ღონისძიებების გატარება.
4. მატერიალური და არამატერიალური დახმარების გზით ოჯახების გაძლიერება.
მუხლი 3🔗. პროგრამის ამოცანები
პროგრამის მთავარი ამოცანაა იმ ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა, რომლებიც არიან მძიმე სოციალურ გარემოსა და პირობებში, ემუქრებათ ძალადობა, ქუჩაში დარჩენის/მუშაობის, ადრეული ქორწინების, კანონთან კონფლიქტში აღმოჩენის, ბულინგის, ოჯახში უგულვებელყოფის, ჯანმრთელობის დაზიანების, განათლების მიღმა დარჩენის, მავნე ზეგავლენის და სხვა საფრთხის წინაშე აღმოჩენის რისკი. პროგრამის ამოცანებია:
1. სოციალური მუშაკის მიერ ბავშვისა და ოჯახის პირველადი ან/და სრული შეფასება;
2. ფსიქოლოგის მიერ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება და მართვა;
3. ჯანმრთელობის მართვის სპეცილისტის მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასება და მდგომარეობის მართვა;
4. იურისტის მიერ ბავშვისა და ოჯახის სამართლებრივი საკითხების შესწავლა და კონსულტირება;
5. ბავშვისა და ოჯახის ზიანის რისკების იდენტიფიცირება და საჭიროებების განსაზღვრა;
6. მაღალი რისკების შემთხვევაში რეფერირების დროული განხორციელება;
7. პრევენციული ღონისძიებების გატარებით რისკების აცილება /შემცირება/აღმოფხვრა და საჭიროებების დაკმაყოფილება:
ა) მატერიალური დახმარება;
ბ) სამედიცინო და ბავშვთა ადრეული/თერაპიული ინტერვენციის მომსახურებებით უზრუნველყოფა;
გ) ბავშვის საგანმანათლებლო (სკოლამდელი, საშუალო, პროფესიული, ინკლუზიური) პროგრამებითა და სახელოვნებო, სპორტული და სხვ. აქტივობებით უზრუნველყოფა;
დ) ბინის ქირით უზრუნველყოფა;
ე) ბავშვისათვის აუცილებელი ავეჯით უზრუნველყოფა;
ვ) ოჯახისთვის აუცილებელი საოჯახო ტექნიკით უზრუნველყოფა;
ზ) პოზიტიური მშობლობის სერვისით უზრუნველყოფა;
თ) საოჯახო პირობების გაუმჯობესება;
ი) ბავშვის (16+) და ოჯახის წევრთა დასაქმებაში ხელშეწყობა;
თ) სახელმწიფო, მუნიციპალური და სხვა სერვისების მიღების ხელშეწყობა.
მუხლი 4🔗. მოსარგებლეთა ჯგუფი
პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მათი ოჯახები (რეგისტრაციის მიუხედავად), რომელთაც არ ძალუძთ მხარდაჭერის გარეშე გაუმკლვდნენ გამოწვევებს:
1. სოციალურად დაუცველი ბავშვები და მათი ოჯახები;
2. ძალადობის/ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვები და მათი ოჯახები;
3. მიუსაფარი/უსახლკარო ბავშვები და მათი ოჯახები;
4. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები და მათი ოჯახები;
5. ქუჩაში მომუშავე ბავშვები და მათი ოჯახები;
6. კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები და მათი ოჯახები;
7. მავნე ზეგავლენის ქვეშ მყოფი ბავშვვები;
8. ადრეულ ქორწინებაში ან რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები და მათი ოჯახები;
9. მარასრულწლოვანი მშობლები და მათი შვილები;
10. კანონთან კონფლიქტში მყოფი მშობლის არასრულწლოვანი შვილები;
11. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები და მათი ოჯახები;
12. ბავშვები, რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელი(ები);
13. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები და მათი ოჯახები;
14. სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვები და მათი ოჯახები;
15. სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულების (სახელოვნებო, სპორტის და სხვ.) ბავშვები და მათი ოჯახები;
16. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობლის ბავშვები;
17. მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვები;
18. განსაკუთრებული საკვების საჭიროების მქონე ბავშვები (ფენილკეტონურია);
19.მიშვიათი დაავადების მქონე ბავშვები;
20. სხვა უწყებიდან რეფერირებული ბავშვები და მათი ოჯახები;
21. და სხვა ბავშვები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილ არც ერთ ჯგუფს.
მუხლი 5🔗. პროგრამის აქტივობები
1. მოქალაქის მომართვა, მესამე პირის მხრიდან განხორციელებული შეტყობინება, ანონიმური, სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/რეფერირებული საკითხი, მუნიციპალიტეტის მიერ გამოვლენილი შემთხვევების ადგილზე შესწავლა სოციალური მუშაკის მიერ;
2. საჭიროებების და ზიანის რისკების დონის იდენტიფიცირება პირველადი შეფასების (სკრინინგის) გზით;
3. პირველადი შეფასებით გამოკვეთილ ადრეული დახმარების - საწყისი საჭიროება/ზიანის მსუბუქ რისკის შემთხვევაში ბავშვისა და ოჯახის შეფასება;
4. პირველადი შეფასებით გამოკვეთილი სხვა უწყებათა კომპეტენციის ან მაღალი რისკის შემთხვევაში საკითხის რეფერირება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში;
5. ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორების შეფასებაზე დაყრდნობით, ბავშვისა და ოჯახის ფუნქციონირების ანალიზი და საჭირო პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;
6. საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არსებული სერვისების მოძიება;
7. სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის პროექტის შედგენა (ჯანმრთელობის, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული, განათლების, განვითარების და სხვა სერვისების დაგეგმვა);
8. მულტიდისციპლინური გუნდის სხდომაზე საქმის და ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის პროექტის განხილვა და დამტკიცება (მატერიალური და არამატერიალური დახმარებები);
9. მშობელთან/წარმომადგენელთან შეთანხმებული ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის შესაბამისი ღონისძიებების გატარება, საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი სამსახურების ჩართვა, პროგრამის ამოცანებში გაწერილი სერვისებით უზრუნველყოფა;
10. სხვა მუნიციპალიტეტიდან და უწყებიდან რეფერირებული საკითხის შესწავლა, საჭირო მომსახურების მიწოდება ან აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა;
11. მხარდაჭერის გეგმის განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
12. მხარდაჭერის ღონისძიებების შეწყვეტა;
13. შეწყვეტილი საქმეების მონიტორინგი.
მუხლი 6🔗. პროგრამის პროცედურები
1. პროგრამაში ჩართვის მსურველმა უნდა მიმართოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას, წარმოადგინოს პირადობის მოწმობა/პასპორტი და შეავსოს განაცხადი. განაცხადზე რეაგირებას 5 სამუშაო დღეში ახორციელებს სოციალური მუშაკი და ავსებს პირველადი შეფასების ფორმას (სკრინინგს);
2. მესამე პირის მხრიდან, ანონიმური, სახელმწიფო/ სხვა ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციას და მუნიციპალიტეტის მიერ გამოვლენილ შემთხვევებს მიწოდებიდან 5 სამუშაო დღეში ადგილზე შეისწავლის სოციალური მუშაკი და ავსებს პირველადი შეფასების ფორმას (სკრინინგს);
3. პირველადი შეფასების შემდეგ სოციალური მუშაკი განსაზღვრავს სრული შეფასების საჭიროებას და სხვა უწყებაში რეფერირების აუცილებლობას. ზიანის რისკის არარსებობის შემთხვევაში ამზადებს უარის წერილს;
4. სრული შეფასების განხორციელებამდე ბავშვის მშობელი/წარმომადგენელი ვალდებულია წარმოადგინოს სოციალური მუშაკის მიერ მოთხოვნილი საბუთები (დანართი 1.1 - დოკუმენტების ჩამონათვალის ფორმა) განცხადების ფორმით და განაცხადოს თანხმობა წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების გამოყენების შესახებ;
5. სოციალური მუშაკი სრული ინტერდისციპლინური შეფასების შემდგომ ადგენს ბავშვის მხარდაჭერის გეგმას საჭირო ღონისძიებებით და წარუდგენს მულტიდისციპლინურ გუნდის სხდომას განსახილველად;
6. ბავშვის მხარდაჭერის გეგმის პროექტი შეიძლება შეიცავდეს როგორც სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ჩამონათვალსა და დახმარებებს (სამედიცინო, თერაპიული, მედიკამენტები, საგანმანათლებლო, ბინის ქირით უზრუნველყოფა, დასაქმება, მატერიალური დახმარება, სასაჩუქრე ნობათები და სხვა), ასევე აღნიშნულ პროგრამას, მის ღონისძიებებსა და გასაცემლებს;
7. ბავშვის მხარდაჭერის გეგმა გაიწერება განსაზღვრული ვადით, არაუმეტეს 6 თვისა. საჭიროებიდან გამომდინარე ვადის გაგრძელება შესაძლებელია ახალი გეგმის შედგენისა და მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილების საფუძველზე;
8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული მულტიდისციპლინური გუნდი ინდივიდუალურად განიხილავს სოციალური მუშაკის მიერ წარმოდგენილ მხარდაჭერის გეგმის პროექტებს, თანხმდება, იღებს გადაწყვეტილებას და ადგენს ოქმს. მიღებულ ოქმს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი ამტკიცებს შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება);
9. ბავშვის მხარდაჭერის გეგმას ეცნობა მშობელი/წარმომადგენელი და ადასტურებს ხელმოწერით;
10. განყოფილება უზრუნველყოფს დამტკიცებული მხარდაჭერის გეგმის შესრულებასა და მონიტორინგს;
11. სხვა უწყებებიდან საკითხის რეფერირების შემთხვევაში, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბენეფიციარი შეფასდება და მიიღებს საჭირო მუნიციპალურ მომსახურებას. აუცილებლობის შემთხვევაში ჩაერთვება აღნიშნულ პროგრამაში როგორც მოსარგებლე;
12. ბენეფიციარი, რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროგრამაში იღებს „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ მოსარგებლის სტატუსს;
13. მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით მხარდაჭერის ღონისძიებები წყდება და საქმე იხურება: შედეგების მიღწევის, სხვა უწყებაში რეფერირების, კრიტერიუმების ცვლილების (ასაკის შესრულება, მისამართის ცვლილება) შემთხვევაში;
14. დახურული საქმის მონიტორინგი განხორციელდება 6 თვეში ერთხელ.
მუხლი 7🔗. პროგრამის ღონისძიებები
1. მატერიალური დახმარება - მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით საქმის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე მატერიალური დახმარება. დახმარების ბიუჯეტი შეადგებს 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარს.
2. პოზიტიური მშობლობის სერვისის მიწოდება - აღნიშნული მომსახურება წარმოადგენს ამ პროგრამის შემადგენელ ღონისძიებას, რომლის აუცილებლობაც გამოიკვეთება ბავშვისა და ოჯახის ინტერდისციპლინური შეფასების შემდგომ. სოციალური მუშაკისა და მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით მოსარგებლე ბავშვის მშობელი თავისივე თანხმობით ჩაერთვება აღნიშნულ ღონისძიებაში. ღონისძიება მოიცავს ფსიქოლოგის მიერ მშობლისთვის აღზრდის პოზიტიური მიდგომის შესწავლას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ბავშვის პატივისცემას, სიყვარულს, სითბოს გამოხატვას, დახმარებისა და მხარდაჭერის აღმოჩენას, მასზე ზრუნვას, აღზრდისა და სწავლებას ჰუმანური გზებით და გამორიცხავს მკაცრი მეთოდების გამოყენებას, დასჯას, მუქარას, შეშინებას, ზეწოლას, შეურაცხყოფას და ა.შ.
მშობლის მიერ პენსონალური ინფორმაციის გაცემაზე წერილობითი თანხმობის გამოხატვის შემდეგ სოციალური მუშაკი უკავშირდება პოზიტიური მშობლობის სერვისის მიმწოდებელ იურიდიული პირის ფსიქოლოგს, რომელიც სოციალური მუშაკის მიერ დაგეგმილ ადგილას ხვდება მშობელს. შეხვედრების რაოდენობა განისაზღვრება საჭიროებიდან გამომდინარე, თითო მშობელზე არაუმეტეს 5 შეხვედრისა. სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ერთად განიხილავენ დასაძლევ საკითხებსა და გამოწვევებს. მშობელთან შეთანხმებით სოციალური მუშაკი ადგენს შეხვედრების განრიგს და აკონტროლებს მას. შეხვედრის ხანგრძლივობა 1 საათია. მომსახურება მშობელს მიეწოდება საცხოვრებელ ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის მიერ დროებით გამოყოფილ მყუდრო ფართში. ფსიქოლოგი მიღწეულ შედეგებზე წერს დასკვნას, ადასტურებს პირადი ხელმოწერით და კონფიდენციალობის სრული დაცვით უგზავნის სოციალურ მუშაკს. პოზიტიური მშობლობის პროგრამის მიმწოდებელი იურიდიულის პირი თითოეულ მშობელზე სრული მომსახურების დასრულების შემდგომ აგზავნის შესრულებული სამუშაოს შესახებ წერილსა და ინვოისს, რაოდენობისა და ფასის მითითებით. მომსახურება ფინანსდება შესრულებული სამუშაოს მოწოდებიდან 10 სამუშაო დღეში. ერთეული შეხვედრის ფასი განისაზღვრება 100 (ასი) ლარის ოდენობით. პოზიტიური მშობლობის მთლიანი ბიუჯეტი შეადგებს - 5000 (ხუთი ათასი) ლარს და ითვალისწინებს ჯამში 50 შეხვედრას(დანართი 1.2).
3. ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა - აღნიშნული ღონისძიება მოიცავს საჭიროებიდან გამომდინარე:
ბავშვებისათვის საწოლებისა(მატრასით) და საწერ მაგიდების შეძენას, ასაკისა და ზომების გათვალისწინებით. ავეჯის შეძენის ბიუჯეტი შეადგენს 5000 (ხუთი ათასი) ლარს.
ოჯახისთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას: მაცივარი, გაზქურა, სარეცხის მანქანა. საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის ბიუჯეტი შეადგენს 5000 (ხუთი ათასი) ლარს.
4. ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები - ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ მისი ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება და ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრების განხორციელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ღონისძიებების მთლიანი ბიუჯეტი შეადგებს 5000 (ხუთი ათასი) ლარს.
მუხლი 8🔗. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფლებამოსილება
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება უფლებამოსილია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარადაჭერისათვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე აწარმოოს ბიო-ფსიქო-სოციალური მუშაობა; დაეხმაროს ბავშვებსა და მათ ოჯახებს მუნიციპალური პროგრამებისა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში; განახორციელოს კოორდინირებული მუშაობა ბავშვზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო იურიდიულ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამიდან დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის შესახებ.
2. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის მიერ თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 10🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორები
1. პროგრამის მოსარგებლეთა მთლიანი რაოდენობა.
2. რეფერირებულ საკითხთა სახეები და რაოდენობა.
3. მოსარგებლეთა რაოდენობა, რომელზეც შედგა საქმე.
4. ბენეფიციართა რაოდენობა, რომელთაც გაეწიათ ინდივიდუალური მომსახურება.
5. მატერიალური დახმარების მიმღებ მოსარგებლეთა რაოდენობა.
6. პოზიტიურ მშობლობის პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა.
7. ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფილი მოსარგებლეთა რაოდენობა.
8. ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების რაოდენობა.
9. მოსარგებლეთა რაოდენობა, რომელზეც დაფიქსირდა გაუმჯობესება.
10. მოსარგებლეთა რაოდენობა, რომელზეც მიღწეულ იქნა შედეგი.
11. კმაყოფილი მოსარგებლეთა რაოდენობა (კმაყოფილების ინდიკატორი).
მუხლი 11🔗. პროგრამის მოსალოდნელი შედეგები
1. ჩატარებულია სოციალური მუშაობა ყველა შემოსულ საკითხზე.
2. ინტერდისციპლინური შეფასებით იდენტიფიცირებულია ზიანის რისკები და განსაზღვრულია საჭიროებები.
3. მაღალი რისკების შემთხვევებში განხორციელებულია დროული რეფერირება.
4. რეფერირებულ საკითხებზე განხორციელებულია საჭირო ღონისძიებები.
5. განხორციელებულია პრევენციული ღონისძიებები.
6. დაკმაყოფილებულია მხარდაჭერის გეგმით გათვალისწინებული მოსარგებლეთა საჭიროებები.
7. გაუმჯობესებულია ბიო-ფსიქო-სოციალური მდგომარეობა მოსარგებლეებში.
8. პოზიტიური მშობლობის პროგრამის მოსარგებლეებში გაძლიერებულია მიდგომის შესაბამისი უნარები.
9. მოსარგებლეებზე მიწოდებულია ავეჯი და აუცილებელი საოჯახო ტექნიკა.
10. გაზრდილია ცნობიერება მოსახლეობაში სოციალურ მუშაობასა და აღნიშნულ პროგრამაზე.
მუხლი 12🔗. პროგრამის ვადები
პროგრამის მოქმედების ვადად განისაზღვროს 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 13🔗. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის დაფინანსების წყაროა გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი (პროგრამული კოდი 06 02 26).
დანართი N22.1
საბუთების ჩამონათვალის ფორმა
გვარი, სახელი
საბუთების ჩამონათვალი
წარმოდგენის ვადა
1.
2.
დანართი N22.2
პოზიტიური მშობლობის პროგრამის მომსახურების მიმწოდებლის სავალდებულო კრიტერიუმები:
კრიტერიუმი 1. მომსახურების მიმწოდებელი უნდა იყოს ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პოზიტიური მშობლობის პროგრამას და ამ სფეროში აქვს მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
კრიტერიუმი 2. ჰყავს ფსიქოლოგი(ები), რომელსაც აქვს აკადემიური განათლების დამადასტურებელი დიპლომი ფსიქოლოგიაში. ასევე აქვს პოზიტიური მშობლობის სასწავლო კურსის სერთიფიკატი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი;
კრიტერიუმი 3. ორგანიზაციას მოეთხოვება ჰქონდეს ელექტრონული ხელმოწერა.
დანართი №23
ბავშვთა ადრეული და თერაპიული ინტერვენციის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 14)
ბავშვთა ადრეული და თერაპიული ინტერვენციის პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ არასრულწლოვანთა, ასევე „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციართა (18 წლამდე) ადრეული და თერაპიული ინტერვენციის მომსახურების დაფინანსების პირობებსა და პროცედურებს, მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხასა და გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანები
ბავშვთა შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, ფიზიკური და ინტელექტუალური ფუნქციური პოტენციალის ამაღლება, ზოგადი ჯანმრთელობის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური განვითარების პროცესის მხარდაჭერა, სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლობლო პროგრამებში ინტეგრაციის და სოციალიზაციის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივიბა
პროგრამა ძალაშია 2024 წლის პირველი იავრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები
1. ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვები (7 წლამდე).
2. თერაპიული ინტერვენციის საჭიროების მქონე 0-დან 3 წლამდე ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (3 დან 18 წლამდე).
3. არასრულწლოვნები, რომელთაც ვერ დააკმაყოფილეს ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმები, მაგრამ საჭიროებენ მსგავსი ტიპის ინტერვენციებს.
მუხლი 5🔗. მოსარგებლის ჩართვის კრიტერიუმი, დაფინანსება და მისი ორგანიზება
1. დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარის მშობელი/წარმომადგენელი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციართა შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს. მომსახურებაზე განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 31 ოქტომბერი.
2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) ინტერვენციული მომსახურების დაფინანსებას:
ა) სოციალურად დაუცველ ბავშვებში (1000 დან - 150 000 ქულის ჩათვლით) – 1500 (ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში;
ბ) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ მყოფ ბავშვებში, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დასაბუთებული იქნება ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობით, ან ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილით - 1200 (ათას ორასი) ლარის ფარგლებში;
3. მერიის მიერ დაფინანსების თაობაზე ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა განცხადებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ადმინისტრაციული დაპირებით სარგებლობის დაწყება ბენეფიციარისათვის შესაძლებელია მერის ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება (გამოუყენებლობის შემთხვევაში) შესაძლებელია ერთჯერადად, 30 კალენდარული დღით. ადმინისტრაციული დაპირების გაცემამდე ჩატარებულ მომსახურებაზე მერია არ იღებს ფინანსურ ვალდებულებას.
4. თანხა ანაზღაურდება იურიდიული პირის მიერ მომსახურების დასრულებისა და არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრება 10 დეკემბერი.
5. მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს 110 განცხადებას, მომართვის რიგითობის მიხედვით პროგრამით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
6. მომსახურების დაფინანსება მოიცავს:
ა) „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ მომლოდინეთა რეესტრში მყოფი ბავშვებისათვის - თვეში მაქსიმუმ 8 ვიზიტს;
ბ) ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის „ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“ მომლოდინეთა რეესტრში მყოფი ბავშვებისათვის - თვეში მაქსიმუმ 20 სეანსს
(მომსახურებების მთლიანი ჯამი);
გ) არასრულწლოვნებისათვის, რომელთაც უარი ეთქვათ ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე, მაგრამ საჭიროებენ სხვა სახის ინტერვენციებს - თვეში 16 სეანსს, არაუმეტეს 2 სახის მომსახურებისა.
მუხლი 6🔗. გამომრიცხავი კრიტერიუმები
1. მომსახურებას ვერ მიიღებს არასრულწლოვანი, რომელიც არ არის რეგისტრირებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარდა „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარებისა.
2. მომსახურებას არ მიიღებს არასრულწლოვანი, რომელიც ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამების სერვისის მიმღებია („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“, „ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა“).
მუხლი 7🔗. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის/წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
გ) კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) იძულებით გადაადგილებული პირის/ დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/ დევნილის მოსარგებლის შემთხვევაში);
ვ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე მოსარგებლე ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული;
ზ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), გაცემული არაუმეტეს 3 თვის ვადისა;
თ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან სხვა დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტი;
ი) ცნობა სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მცხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან“ მომსახურებაში ჩართვის ან უარის შესახებ;
კ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (მე-4 მუხლის მეორე პუნქტის შემთხვევაში);
ლ) აქტი, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულის მაჟორიტარი წევრი. საკრებულის მაჟორიტარი წევრი იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის ოჯახის მდგომარეობას). (მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);
მ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი („ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში);
ნ) ცნობა გამოუყენებელი ადმინისტრაციული დაპირების შესახებ (ადმინისტრაციული დაპირების გამოუყენებლობის შემთხვევაში).
მუხლი 8🔗. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურის უფლებამოსილება
1. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული განცხადებების შემოწმების შემდგომ, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია ამზადებს ადმინისტრაციულ დაპირებას.
2. განცხადებაში ან მომსახურების მიმწოდებელი იურიდიული პირიდან შემოსული შესრულებულ სამუშაოს დამადასტურებელ საბუთებში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან სამუშაოს შემსრულებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
3. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შემოსული შესრულების შემოწმების შემდგომ ამზადებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტს.
მუხლი 9🔗. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას.
2. დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქვს (ბრძანებას).
3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური უზრუნველყოფს თანხის გადარიცხვას ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 10🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
1. მოსარგებლეთა რაოდენობა, რომელზეც გაიცა ადმინისტრაციული დაპირება.
2. დაგეგმილი სეანსების რაოდენობის ინდიკატორი.
3. დაგეგმილი სეანსების შესრულების ინდიკატორი.
4. გაცემული ადმინისტრაციული დაპირების შესრულების ფინანსური ინდიკატორი.
5. ინტერვენციის შედეგის მაჩვენებელი (მოსარგებლეთა რაოდენობა, რომელზეც დაფიქსირდა გაუმჯობესება).
მუხლი 11🔗. პროგრამის შედეგი
ბავშვთა შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარება. ამაღლებული ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალი. სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლობლო პროგრამებში ჩართვა. გაუმჯობესებული ცხოვრების ხარისხი და სოციალური ინტეგრაცია.
დანართი 23.1
ბავშვთა ადრეული და თერაპიული ინტერვენციის პროგრამის საგარანტიო ფურცელი
იურიდიული პირის სახელწოდება
იურიდიული პირის მისამართი
გარდაბნის მუნიციაპალიტეტის მერია იძლევა ადმინისტრაციულ დაპირებას, რომ ----------------------------მიერ
(იურიდიული პირი)
წარმოდგენილი ------------------- N--------------------- ინვოისის საფუძველზე,
(თარიღი)
-------------------------------------------------------------მიერ წარმოდგენილი ----------------------------------------
(მშობლის/წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ( ბენეფიციარის სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
ადრეული/თერაპიული ინტერვენციის მომსახურებისათვის გადმორიცხული იქნება ------------ ლარი, თვეში -------- ვიზიტის/სეანსის ლიმიტის გათვალისწინებით. ლიმიტის გადაჭარბება ჩაითვლება პროგრამის პირობების დარღვევად და არ ანაზღაურდება.
ადმინისტრაციული დაპირებით სარგებლობის დაწყება ბენეფიციარისათვის განისაზღვრება მერის ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. თანხა ანაზღაურდება იურიდიული პირის მიერ მომსახურების დასრულებისა და არაუმეტეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება (გამოუყენებლობის შემთხვევაში) შესაძლებელია ერთჯერადად, 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. ადმინისტრაციული დაპირების გაცემამდე ჩატარებულ მომსახურებაზე მერია არ იღებს ფინანსურ ვალდებულებას. შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრება 20 დეკემბერი.
დანართი №24
უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა
(ქვეპროგრამის კოდი 06 02 19)
მუხლი 1🔗. პროგრამის დასახელება
უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა.
მუხლი 2🔗. პროგრამის განხორციელება
უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ.
მუხლი 3🔗. მოსარგებლეთა ჯგუფი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალიზაციის ხელშეწყობის საჭიროების მქონე უფროსი თაობის (60+) ადამიანები (არაუმეტეს 30 პირისა).
მუხლი 4🔗. პროგრამის მიზანი
უფროსი თაობის ადამიანების სოციალური უფლებების რეალიზების ხელშეწყობა.
მუხლი 5🔗. პროგრამის ამოცანები
1. უფროსი თაობის ადამიანების ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის მომსახურების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა (ჯანმრთელობა, საცხოვრისი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჰიგიენა).
2. უფროსი თაობის ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
3. უფროსი თაობის ადამიანების სოციალური ინტეგრაცია.
4. უფროსი თაობის ადამიანების სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა.
მუხლი 6🔗. პროგრამის აქტივობები
1. პროგრამაში ჩართვის მსურველთა მოძიება სხვადასხვა მხარის ჩართულობის და ინფორმაციის გავრცელების გზით;
2. შეფასება და ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილება:
2.1. ძლიერი მხარეების, საჭიროებების და ინტერესების პირველადი შეფასება შემდგომი ნაბიჯების (ინდივიდუალური, ჯგუფური) დაგეგმვის მიზნით;
2.2. პირველადი შეფასებიდან გამომდინარე, სრული შეფასების განხორციელება და შემთხვევის მართვა გამოკვეთილ ინდივიდუალურ ბაზისური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, არსებულ სხვადასხვა მომსახურებაში გადამისამართება/სოციალური თანხლება და ჩართვის ხელშეწყობა;
2.3. მოსარგებლეთა პირველადი შეფასებიდან გამოვლენილ ძლიერი მხარეების, საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინებით ჯგუფურ აქტივობებში ჩართვა.
3. ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა:
3.1. პროგრამის მოსარგებლეებთან ჯგუფური შეხვედრების უზრუნველყოფა სხვადასხვა ფსიქო- სოციალურ საკითხებზე, მოსარგებლეთა საჭიროებებზე, ძლიერ მხარეებსა და სურვილებზე დაყრდნობით;
3.2. ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფა სრული შეფასებისა და მუშაობის პროცესში გამოკვეთილი საჭიროებიდან გამომდინარე ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ფუნქციონირების გაუმჯობესება-შენარჩუნებისთვის;
3.3. თვითდახმარების ჯგუფების ორგანიზება სხვადასხვა საკითხზე (სულ ცოტა თვეში ერთხელ).
4. თვითრეალიზაციის და სხვა უნარების გაძლიერება:
4.1. სასწავლო ჯგუფების ორგანიზება ციფრული უნარების განვითარებისთვის, რათა შეძლონ დისტანციურად კომუნიკაციის დამყარება სოციალურ გარემოსთან;
4.2. მოსარგებლეთა გამოკვეთილი ინტერესების საფუძველზე სასწავლო ჯგუფების ორგანიზება;
4.3. უფროსი თაობის ადამიანების ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და სურვილისამებრ ახალგაზრდებისათვის ამ უნარების სწავლება/გაზიარება;
4.4. მოსარგებლეების სხვადასხვა საზოგადოებრივ-მოხალისეობრივ საქმიანობებში ჩართვა (მათი ინტერესის გათვალისწინებით);
4.5. საკუთარი უფლებების და მათი დაცვის გზების შესახებ საინფორმაციო ჯგუფური შეხვედრების ორგანიზება იურისტთან;
4.6. კონსულტაციის გაწევა თვითდასაქმებასა და მცირე ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურების შესახებ.
5. სოციალურ-კულტურული აქტივობები:
5.1. მოსარგებლეთა საინტერესო ყოველდღიური აქტივობები და საჭირო სოციალურ-კულტურული აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა (წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით);
5.2. დღესასწაულების აღნიშვნა მულტიკულტურული ფაქტორების გათვალისწიებით და პროგრამის მოსარგებლთა აქტიური ჩართულობით;
5.3. ხანდაზმულთა დღის აღნიშვნა ოჯახის წევრების ან/და სხვადასხვა უწყების, მათ შორის ბიზნესის ჩართულობით;
5.4. მოსარგებლეთა საქმიანობიდან შემოსავლის მიღების ხელშეწყობა (მაგ. ნამუშევრების გამოფენებზე გატანა, ონლაინ გაყიდვებში მხარდაჭერა, გამოფენა-გაყიდვების ორგანიზება).
მუხლი 7🔗. პროგრამის მოსალოდნელი შედეგები
1. გაზრდილია ხელმისაწვდომობა ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ მიმართულ ცენტრალურ და ადგილობრივ პროგრამებზე.
2. პროგრამით მოსარგებლეებში გაუმჯობესებულია ფსიქო-ემოციური მდგომარეობა.
3. გაზრდილია საზოგადოების და თავად უფროსი თაობის ადამიანების მიერ საკუთარი როლისა და მნიშვნელოვნების განცდა, აქვთ საკუთარი უფლებების დაცვისთვის საჭირო ცოდნა და უნარები (ძალადობა, სოციალიზაცია, ქონების და პენსიის განკარგვა, მონაწილეობა/ჩართულობა და ა.შ.).
4. უფროსი თაობის ადამიანები ჩართულები არიან მათთვის საინტერესო სასწავლო, სოციალურ-კულტურულ და შემოსავლის მომტან აქტივობებში (მაგ: ნამუშევრების გაყიდვა და სხვა აქტივობები);
მუხლი 8🔗. მომსახურებაში ჩართვის კრიტერიუმები
პროგრამაში ჩართვისათვის აუცილებელია მოსარგებლე (60 წლის და მეტი ასაკის) აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთ კრიტერიუმს:
აქვს სოციალიზაციის აქტივობებში ჩართვის დაბალი ხელმისაწვდომობა
აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი (150 000 ქულამდე)
ცხოვრობს მარტო
მუხლი 9🔗. მომსახურებიდან გამომრიცხველი კრიტერიუმი
პროგრამით ვერ ისარგებლებს მოქალაქე, თუ არ არის რეგისტრირებული და მცხოვრები გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ასევე თუ არ შეესაბამება მუხლი 8🔗-ში ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთ კრიტერიუმს.
მუხლი 10🔗. პროგრამის ვადები
1. პროგრამის მოქმედების ვადად განისაზღვროს 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მოსარგებლეთა პროგრამის აქტივობაში ჩართვა განხორციელდება წლის განმავლობაში. მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს მიმართოს განცხადებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას 1 მაისიდან 1 ნოემბრამდე.
2. მუნიციპალიტეტის მერია პირის მომსახურებაში ჩარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში.
3. პროგრამაში ჩართვიდან არაუმეტეს ერთი თვისა განხორციელდება პირველადი და საჭიროების შემთხვევაში სრული შეფასება. შეფასებაზე დაყრდნობით პროგრამის მოსარგებლესთან ერთად განისაზღვრება საჭირო ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობები.
4. ინდივიდუალური მომსახურებისათვის შემთხვევის მართვის სპეციალისტი გაწერს დროში განსაზღვრულ გეგმას.
5. ყოველდღიურ და სოციალურ-კულტურულ ჯგუფურ აქტივობებში ჩართვა დაიწყება შეფასების დასრულებისთანავე.
6. ფსიქოლოგის, იურისტის და მუნიციპალიტეტის მერიის თემის სოციალური მუშაკის მიერ კონსულტირება განხორციელდება წლის განმავლობაში, ინდივიდუალურ და ჯგუფების საჭიროებებზე დაყრდნობით.
7. ცენტრი ფუნქციონირებს სამუშაო დღეებში (3 დღე კვირაში) 11:00 საათიდან 16 საათამდე.
8. ჯგუფური შეხვედრები განხორციელდება წლის განმავლობაში, თვეში სულ მცირე ოთხჯერ.
მუხლი 11🔗. პროგრამის პროცედურები
1. პროგრამაში ჩართვის მსურველმა უნდა მიმართოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას, წარმოადგინოს პირადობის მოწმობა/პასპორტი და შეავსოს განაცხადი.
2. მერის წარმომადგენელი ადგენს აქტს მოსარგებლის ფაქტიური მდგომარეობის შესახებ.
3. მუნიციპალიტეტის მერია პირის მომსახურებაში ჩარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს მომართვის რიგითობის მიხედვით ადგილების შევსებამდე (30 ადგილი) და აცნობებს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას.
4. მომსახურებაში ჩარიცხვა დასტურდება ხელშეკრულებით, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი და პროგრამით მოსარგებლე.
5. პირის მომსახურებაში ჩართვის შემდეგ ხორციელდება მოსარგებლის ძლიერი მხარეების, ინტერესების და საჭიროებების პირველადი შეფასება, რის მიხედვითაც განისაზღვრება სრული შეფასება ესაჭიროება პირს თუ მხოლოდ დაინტერესებულია ჯგუფური აქტივობებით.
6. სრული შეფასების საჭიროების გამოვლენისას შემთხვევის მართვის სპეციალისტი გაწერს ინდივიდუალურ გეგმას და ახორციელებს მას.
7. სხვა საჭიროებებით დაინტერესებული მოსარგებლეები ერთვებიან დღიურ და ჯგუფურ აქტივობებში.
8. პროგრამიდან ბენეფიციარის ამორიცხვა განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.
9. პროგრამაში ჩართვის მსურველთა ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში იფუნქციონირებს მომლოდინეთა რეესტრი.
მუხლი 12🔗. პროგრამის მიმწოდებლის მოთხოვნები
მომსახურების მიმწოდებელი შეიძლება გახდეს იურიდიული პირი, რომელსაც აქვს (დააკმაყოფილებს დანართი N1 შესაბამის კრიტერიუმებს):
მსგავსი სოციალური მომსახურების გაწევის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
შესაბამისი ფართი და გამართული ინფრასტრუქტურა;
ჰყავს გამოცდილი კვალიფიციური სპეციალისტები;
შემუშავებული საორგანიზაციო პროცედურები და სამუშაო ინსტრუმენტები.
მუხლი 13🔗. პროგრამის მონიტორინგი და ანალიზი
პროგრამის მონიტორინგი ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ დანართი N2-ის შესაბამისად. მონიტორინგი მოიცავს სამ დონეს:
პროგრამის მიმდინარეობის/პროცესის შეფასება - გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების მონიტორინგი;
პროგრამის შედეგების შეფასება - გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების მიღწეული შედეგების (შუალედური, საბოლოო) მონიტორინგი.
მოსარგებლეთა კმაყოფილების შეფასება - მონაწილეთა კმაყოფილების მონიტორინგი (გამოკითხვა).
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ სამივე დონის მონიტორინგის ანალიზის (ინდიკატორებზე დაყრდნობით) საფუძველზე წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის მერს წარედგინება პროგრამის ანგარიში.
მუხლი 14🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორები
მოსარგებლეების რაოდენობა, რომლებიც ჩაერთნენ ჯგუფურ აქტივობებში;
მოსარგებლეების რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს ინდივიდუალური მომსახურება;
მოსარგებლეთა რაოდენობა, რომლებიც გადამისამართდნენ სხვადასხვა პროგრამაში (პროგრამების მიხედვით).
ჯგუფური აქტივობების ინდიკატორი (ჯგუფური აქტივობების რაოდენობა ამოცანების მიხედვით);
შედეგის ინდიკატორი (მოსარგებლეთა რაოდენობა, რომელიც ამბობს რომ მინიმუმ 1 სფეროში აქვს გაუმჯობესება).
კმაყოფილების ინდიკატორი (კმაყოფილი მოსარგებლეთა რაოდენობა).
მუხლი 15🔗. პროგრამის ბიუჯეტი
1. პროგრამის დაფინანსების წყაროა გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი (პროგრამული კოდი 06 02 19);
2. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასა და მომსახურების მომწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
დანართი N24.1
მომსახურების მომწოდებლის სავალდებულო კრიტერიუმები:
კრიტერიუმი 1. მსგავსი სოციალური მომსახურების გაწევის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
კრიტერიუმი 2. შესაბამისი ფართი (სულ მცირე 50კვ.მ) საკუთრებაში ან იჯარით აღებული (იჯარის ვადა არ უნდა წყდებოდეს პროგრამის დასრულებამდე); გამართული ინფრასტრუქტურა - ერთი ოთახი ჯგუფებთან და ერთი ოთახი ინდივიდუალური მუშაობისათვის, სველი წერტილები (სასადილო კუთხე, საპირფარეშო);
კრიტერიუმი 3. ჰყავს გამოცდილი კვალიფიციური სპეციალისტები:
პასუხისმგებელი პირი, რომელსაც აქვს მსგავს სოციალურ მომსახურებაში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
შემთხვევის მართვის სპეციალისტი (შემთხვევის მართვის სატრენინგო კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის მქონე).
ჯგუფის მმართველი, რომელსაც აქვს მსგავს ჯგუფურ მუშაობაში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
ფსიქოლოგი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.
დამლაგებელი.
კრიტერიუმი 4. უნდა ახორციელებდეს საქმის წარმოებისთვის მინიმალური პროცედურებს/ინსტრუმენტებს, როგორიცაა:
ძლიერი მხარეების, საჭიროებების და ინტერესების პირველადი შეფასების ფორმა;
საჭიროებისა და ინტერესების სრული შეფასების ფორმა;
ინდივიდუალური მომსახურების გეგმის ფორმა;
შემთხვევის მართვის სპეციალისტის მომსახურების ფორმა;
ინდივიდუალური და ჯგუფური მომსახურებების გეგმა-გრაფიკისა და აღწერის ფორმა;
შედეგისა და კმაყოფილების შეფასების ფორმა (ქულებით 1 დან 5 ჩათვლით);
დასწრების ფორმა;
მოსარგებლესთან ხელშეკრულების შაბლონი.
კრიტერიუმი 5. უზრუნველყოს სამაგიდო თამაშების, აქტივობებში გამოსაყენებელი მასალისა და საშუალებების შეძენა.
დანართი 24.2
მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის განსახორციელებელი აქტივობები:
1. დოკუმენტების გამოთხოვა და ანალიზი: მომსახურების ამსახველი დოკუმენტების მიღება მომსახურების მიმწოდებლისგან უნდა მოხდეს სულ მცირე თვეში ერთხელ. დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
თვის განმავლობაში განხორციელებული ჯგუფური აქტივობების და მათში ჩართული მოსარგებლეთა რაოდენობას;
თვის განმავლობაში განხორციელებული ინდივიდუალური აქტივობების და ინდივიდუალური მომსახურების მიმღებ მოსარგებლეთა რაოდენობას;
სხვა პროგრამებში გადამისამართებულ მოსარგებლეთა რაოდენობას;
მომდევნო თვის აქტივობების გეგმას;
ფინანსური ვალდებულების ამსახველ დოკუმენტს.
ჯგუფური და ინდივიდუალური აქტივობებით მიღწეული შედეგების ამსახველი დოკუმენტის მიღება მომსახურების მიმწოდებლისგან უნდა მოხდეს სულ მცირე წელიწადში ორჯერ. დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს „შედეგისა და კმაყოფილების შეფასების ფორმებზე“ დაყრდნობით:
1. ინდივიდუალურ მომსახურებების შედეგების მაჩვენებელს;
2. ჯგუფური აქტივობების შედეგების მაჩვენებელს.
მონიტორინგზე პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს მოითხოვოს დაზუსტებისთვის ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია მომსახურების მიმწოდებლისგან.
2. ადგილზე ვიზიტები და დაკვირვება: მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი აღწერს მომსახურებაში არსებულ მდგომარეობას, ადგილზე მყოფ მოსარგებლეთა რაოდენობას და აქტივობას, რომელიც ხორციელდება მომსახურებაში მონიტორინგის დროს. ყურადღება ექცევა პროცესის დინამიკას და მოსარგებლეთა ჩართულობას პროცესში. დაკვირვება ხორციელდება მოსარგებლეთა უფლებების დაცვით. ვიზიტის დროს მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი მოითხოვს და ეცნობა შემთხვევითი შერჩევით არჩეული მოსარგებლეების სულ მცირე 10%-ის დოკუმენტაციას და ყურადღებას აქცევს დოკუმენტების სისრულეს:
1. პირველადი შეფასების შედეგები;
2. სრული შეფასების შედეგები და ინდივიდუალური გეგმა(მოსარგებლის ხელმოწერით);
3. ჯგუფური აქტივობების ჩამონათვალი სადაც ერთვება მოსარგებლე;
4. ხელშეკრულება მოსარგებლესა და მიმწოდებელს შორის;
5. მოსარგებლის გეგმის განხორციელების შეფასება, სადაც ასახულია გეგმით გათვალისწინებული მიღწევის შედეგები (სულ მცირე წელიწადში ორჯერ).
მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი თითოეული ვიზიტისას ესაუბრება ყველა სპეციალისტს ინდივიდუალურად და აგროვებს ინფორმაციას სპეციალისტების მუშაობის მიღწევების და გამოწვევების შესახებ. ასევე, ხვდება მოსარგებლეთა ჯგუფს, აცნობს მონიტორინგის მიზნებს და აფასებს მათ ზოგად კმაყოფილებას.
3. ინდივიდუალური გამოკითხვა: წლის განმავლობაში უნდა მოხდეს მოსარგებლის თანხმობით მისი გამოკითხვა „შედეგისა და კმაყოფილების შეფასების ფორმის“ გამოყენებით. გამოკითხვისას ხდება შედეგების და კმაყოფილების შეფასება.