1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს ერთ წლამდე ბავშვთა ხელოვნური საკვების დაფინანსებას თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. ადმინისტრაციული დაპირებით სარგებლობის დაწყება ბენეფიციარისათვის შესაძლებელია მერის ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება (გამოუყენებლობის შემთხვევაში) შესაძლებელია ერთჯერადად, 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.
4.ფარმაცევტული კომპანიის მიერ მიღება-ჩაბარების გადმოგზავნის ვადაა საკვების გაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღ