1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში.
2. პროგრამა ითვალისწინებს დახმარების გაცემას:
ა) დიდი სამამულო ომის მონაწილეებზე - 1000 (ათასი) ლარის და მათთან გათანაბრებულ პირებზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით - 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის შშმ ვეტერანებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებზე (მშობელი, შვილი, ქორწინებაში მყოფი მეუღლე) 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით - 17 ოქტომბერს ვეტერანთა დღის აღსანიშნავად;
გ) სოციალურად დაუცველ (1000-დან 65 000 ქულის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე წელიწადში ერთხელ 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
დ) სოციალურად დაუცველ (65 001-დან 100 000 ქულის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე წელიწადში ერთხელ 300 (სამასი) ლარის ოდენობი