მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის წარმოების და მართვის წესებისა და პირობების, აგრეთვე მინიმალური დასაცავი ინფორმაციისა და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესისა და პროცედურის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №98/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017117
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ჩანაწერების შენახვის შესახებ „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება მატარებლის მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მატარებლის მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის აღიარებისა და მათი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის წარმოების და მართვის წესებისა და პირობების, აგრეთვე მინიმალური დასაცავი ინფორმაციისა და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესისა და პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №98/ნ
2023 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის წარმოების და მართვის წესებისა და პირობების, აგრეთვე მინიმალური დასაცავი ინფორმაციისა და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესისა და პროცედურის განსაზღვრის შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, 631 მუხლისა და „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359
დადგენილებით დამტკიცებული „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-13 მუხლით განსაზღვრულ ცხრილის XII თავის (დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, დამატებით აუცილებელია) მე-13 გრაფის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის წარმოების და მართვის წესები და პირობები, აგრეთვე მინიმალური დასაცავი ინფორმაციისა და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი და პროცედურა“, დანართის №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი