აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2022 წლის 19 იანვარს დადებული „შეთანხმების“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე

მიღების თარიღი 29.12.2023
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №N - 19 რს
სარეგისტრაციო კოდი 480140030.31.060.016032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2023
matsne.gov.ge 290 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №3 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 91% 30.07.2024 „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წევრთა ოჯახის წევრების შემოსავლიანი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 25.05.2023 „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ საიმპლემენტაციო ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 31.10.2014 „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ“ საიმპლემენტაციო ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 18.04.2016 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 12 დეკემბრის №14 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 89% 10.07.2015

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2022 წლის 19 იანვარს დადებული „შეთანხმების“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება №19/რს 2023 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2022 წლის 19 იანვარს დადებული „შეთანხმების“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე მუხლი 1🔗 რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის  2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში ხელმოწერილი  ე. წ. შეთანხმების საგანია ბიჭვინთა-მიუსერას სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის გასხვისების საკითხი. დოკუმენტი ითვალისწინებს სახელმწიფო აგარაკის ყველა შენობა-ნაგებობის რუსეთისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში, ხოლო მიმდებარე 186 ჰექტარი მიწისა და მიმდებარე ზღვის აკვატორიის 49 წლის ვადით იჯარით გადაცემას. „შეთანხმების“ სისრულეში მოყვანა უკიდურესად შეავიწროებს ადგილობრივ მოსახლებას, გამოიწვევს ათობით ოჯახის მათი საცხოვრებელი ადგილებიდან აყრას და სხვაგან გადასახლებას. თვეების განმავლობაში გასაიდუმლოებული „შეთანხმების“ გასაჯაროებამ და  აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში მის „რატიფიკაციასთან“ დაკავშირებული პროცედურების დაწყებამ აფხაზურ საზოგადოებაში საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს მოახდინა შეთანხმების „რატიფიკაცია“. ბიჭვინთის აგარაკების გასხვისების თაობაზე მოსკოვსა და სოხუმს შორის 2022 წლის 19 იანვარს გაფორმებული „შეთანხმება“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების უხეშ დარღვევას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართ მცოცავი ანექსიის პოლიტიკის თანმიმდევრულად განხორციელების მორიგ გამოვლინებას წარმოადგენს. ამასთანავე, „შეთანხმება“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს: უკანონოდ იქნეს ცნობილი აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში  გადაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2022 წლის 19 იანვარს დადებული „შეთანხმება“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილება. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეჯემალ გამახარია