1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ან/და საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. პროგრამის მე-3 მუხლის:
ა) „ა.ა.ა“ და „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების სრული კომპლექტი და „ექიმის ჩანთა“ შესყიდულ და გადაცემულ იქნეს ერთჯერადად, საჭიროების შესაბამისად. ამასთან, განმახორციელებლის მიერ მე-3 მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების კომპლექტის შევსება განხორციელდება მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) „ა.ა.ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში დაბეჭდილი რეცეპტის ბლანკები გადაეცემა სოფლის ექიმს, მოთხოვნის შესაბამისად;
გ) „ა.ა.ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სოფლის ექიმის/ექთნის უნიფორმა შეისყიდება ეტაპობრივად, ჰოლდინგის გადაწყვეტილების შესაბამისად;
3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების ან/და საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისა