1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება განხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სისხლის ბანკის შერჩევის მე-9 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და პირობების საფუძველზე.
2. მე-3 მუხლის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ცენტრი.
3. მე-3 მუხლის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისთვის საჭირო ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალის (მ.შ. სატრანსპორტო ცივი ყუთებისა და შტატივების) შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა „ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
4. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო მე-3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტი განხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დაწესებულების შერჩევის, ცენტრის მიერ სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმებისა და პირობების საფუძველზე.
5. მე-3 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სამედიცინო დაწესებულების შერჩევის, ცენტრის მიერ სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმებისა და პირობების საფუძველზ