2. სააგენტომ ამ დადგენილების ფარგლებში მიღებული მონაცემები გამოიყენოს მის მიერ ადმინისტრირებადი სხვა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება) ფარგლებში ყოველთვიურად სხვადასხვა წყაროდან დადგენილი წესითა და პერიოდულობით მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად.

3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ დადგენილებით დამტკიცებული, მის მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში, რეგულირების სააგენტოს კონტროლის ან/და რევიზიის აქტ(ებ)ით დაკისრებული საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულებების გადახდის ადმინისტრირება განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებისათვის ასანაზღაურებელი თანხებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამ დადგენილებით დამტკიცებული „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე-17 მუხლის მე-10 პუნქტითა და მე-18 მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

შენიშვნა: ეს წესი გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებისათვის ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაშიც, დაკისრებული საჯარიმო სანქციის/ ფულადი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე