“გარდაბნის სატყეო მეუნრეობის წყნეთის სატყეოს №14, №22 კვარტალებისათვის განსაკუთრებული ფუნქციური დანისნულების უბნის სტატუსის მინიჭების შესახებ”

მიღების თარიღი 01.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №122
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.454
გამოქვეყნების წყარო სსმ, 68, 06/06/2005
matsne.gov.ge 714 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

“გარდაბნის სატყეო მეუნრეობის წყნეთის სატყეოს №14, №22 კვარტალებისათვის განსაკუთრებული ფუნქციური დანისნულების უბნის სტატუსის მინიჭების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .75in 56.7pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.454 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №122 2005 წლის 1 ივნისი ქ. თბილისი გარდაბნის სატყეო მეურნეობის წყნეთის სატყეოს №14, №22  კვარტლებისათვის განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის სტატუსის მინიჭების შესახებ ,,საქართველოს ტყის კოდექსის” საქართველოს 1999 წლის კანონის  (1999 წელი, 22 ივნისი №2124-IIს) 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 44-ე, 45-ე და 48-ე მუხლების საფუძველზე, ამავე მუხლებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს დაბა წყნეთის მოსახლეობის თხოვნა და გარდაბნის სატყეო მეურნეობის წყნეთის სატყეოს №14 და №22 კვარტლებს (სულ 166.46 ჰა) განსაკუთრებული რეკრეაციული მნიშვნელობიდან და აღნიშნულ სატყეო უბნებში ანთროპოგენული ფაქტორების ზეგავლენით შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე უვადოდ მიენიჭოთ განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის სტატუსი. 2. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის სტატუსი არ გავრცელდეს ,,თბილისის სატყეო მეურნეობის წყნეთის სატყეოს მიწებიდან მიწის რეფორმის ფონდში ფართობის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 17.08.95წ.-ის №496 და საქართველოს მიწის გამოყენების და დაცვის სახელმწიფო კომისიის 24.03.97 №16/30 ,,თბილისის სატყეო მეურნეობის მიწებიდან რეფორმის ფონდში ფართობების გამოყოფის შესახებ” გადაწყვეტილებით აღნიშნულ კვარტლებში რეფორმის ფონდში გამოყოფილ 2.54 ჰა ფართობზე, რომელიც დღეისათვის ათვისებულია მოსახლეობის მიერ. 3. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანზე აიკრძალოს: ა) ყოველგვარი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება გარდა აღდგენითი ღონისძიებებისა; ბ) ტყეთსარგებლობის ყველა სახე, გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ტყეთსარგებლობისა. 4. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის მართვასა და დაცვაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს გარდაბნის სატყეო მეურნეობას. 5. დაევალოს გარდაბნის სატყეო მეურნეობის დირექციას ბრძანების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის სათანადო სტატუსის, განსაკუთრებული მოთხოვნებისა და საზღვრების მიმანიშნებელი ფირნიშების დაყენება უბანთან მისასვლელ გზებსა და ბილიკებზე. 6. დამტკიცდეს განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის მართვის წესები (დანართი 1). 7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ შალვა ჯავახაძეს. 8. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი     დანართი 1 განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის მართვის წესები 1. დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმში არსებული საქართველოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მოვლის, დაცვის და აღდგენის ღონისძიებები ხორციელდება ამ უბნის დანიშნულების მიზნებიდან გამომდინარე და გულისხმობს: ა. ამ უბნის ოპტიმალური ტყიანობის, მრავალფეროვნების და ბუნებრივი სახეობრივი შემადგენლობის დაცვას, შენარჩუნებასა და აღდგენას ამ პირობებისათვის ბუნებრივ მდგომარეობასთან მიახლოების მიზნით; ბ. ამ უბნებისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ღირსების ან დანიშნულების შემქმნელი თვისებების და ფუნქციების დაცვასა და გაძლიერებას; გ. ტყის ნიადაგდაცვითი თვისებების და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვასა და გაუმჯობესებას; დ. ისეთი საქმიანობის განხორციელების თავიდან აცილებას, რომელიც შეუთავსებელია ამ უბნისათვის განსაკუთრებული სტატუსის მიკუთვნების მიზნებთან. 2. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანში დასაშვებია: ა. მოქმედი ნორმების საფუძველზე და დადგენილი წესით შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, რეკრეაციული დანიშნულების მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა (სავალი ბილიკები, მცირე ზომის ფანჩატურები, მაგიდები, სკამები, სანაგვე ურნები, წყლის დასალევი ფანტანები, ცეცხლის დასანთები ადგილები და სხვა); ბ. ერთეული ხმელი, ფაუტი, დაავადებული და ავარიული ხეების მოჭრა; გ. ტყის აღდგენითი სამუშაოები.