,,საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 10.02.2009
ძალის დაკარგვა 13.05.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 300.250.000.10.003.001.233
გამოქვეყნების წყარო სსმ, 16, 13/02/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 63.0pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №20
2009 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ
1. „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის თანდართული დებულება.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს ძალადაკარგულად გამოაცხადოს „სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 ივნისის №277 ბრძანებულების მე-3 პუნქტი.
3. დადგენილება ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 ივნისის №277 ბრძანებულების მე-3 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗
1. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი (შემდგომში – ფონდი) შედგება ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, გრავიმეტრიული, აეროკოსმოსური გადაღებითი, გეოინფორმაციული სისტემების, გეომონაცემთა ბაზებისა და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული მონაცემებისა და მასალებისაგან, რომელიც წარმოდგენილია გრაფიკული და ციფრული სახით და განეკუთვნება ცენტრალიზებულ აღრიცხვასა და მუდმივად ან ხანგრძლივი დროით შენახვას.
2. ფონდში განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი ათეული წლის განმავლობაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქმიანობის შედეგად შექმნილი საერთო სახელმწიფოებრივი და დარგთაშორისი მნიშვნელობის კარტოგრაფიული მასალები და გეოდეზიური მონაცემები (შემდგომში – მასალები და მონაცემები), რომელშიც ასახულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური განვითარების, მისი სახელმწიფო და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებისა და სხვა ისტორიული მნიშვნელობის ინფორმაცია.
მუხლი 2🔗
ფონდის მასალები და მონაცემები სახელმწიფო საკუთრება და ეროვნული საარქივო ფონდის შემადგენელი ნაწილია, ხოლო „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მის შენახვასა და მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
მუხლი 3🔗
ფონდის საქმიანობა წარიმართება „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ და „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონებით და ამ დებულებით.
მუხლი 4🔗
ფონდის შემადგენლობაში შედის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები.
მუხლი 5🔗
საუწყებო (დარგობრივი) გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები იქმნება შესაბამის სახელმწიფო უწყებებში და შეიცავენ მხოლოდ სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების მონაცემებსა და მასალებს, რომელსაც განკარგავს შესაბამისი უწყება.
მუხლი 6🔗
ფონდის მასალები და მონაცემები იქმნება და გამოიყენება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, დარგობრივი სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ფიზიკური და იურიდიული პირების მონაცემებითა და მასალებით უზრუნველსაყოფად.
მუხლი 7🔗
ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფონდის მასალებითა და მონაცემებით უზრუნველყოფა ხორციელდება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 27 ივნისი – 1 ივლისის ერთობლივი ბრძანება №500 – 360-ის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი სამუშაოების „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციები „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად ვალდებულნი არიან ფონდს უსასყიდლოდ გადასცენ აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად შექმნილი მრავალჯერადი გამოყენების პროდუქცია, კერძოდ: აეროფირები (დედანი), გეოდეზიური მონაცემების, კარტოგრაფიული მასალებისა და ორთოფოტოგეგმების ასლების (მყარ საფუძველზე ან/და ციფრული სახით) თითო ეგზემპლარი.
მუხლი 9🔗
დარგობრივი სახელმწიფო ორგანიზაციები და უწყებები, რომლებსაც გააჩნიათ სახელმწიფო სახსრებით შექმნილი საუწყებო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან ყოველი მომდევნო წლის დასაწყისში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია მათ უწყებრივ ფონდებში არსებული მონაცემებისა და მასალების შესახებ.
მუხლი 10🔗
შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ დანართში მითითებული მასალებისა და მონაცემების ფონდში გადაცემის, მათი აღრიცხვის, შენახვისა და გამოყენების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახური.
მუხლი 11🔗
სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალებისა და მონაცემების ფონდში გადაცემა და მათი გამოყენება ხორციელდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 12🔗
მუდმივ შენახვას დაქვემდებარებული მონაცემები, მასალები და დოკუმენტები არ შეიძლება იყოს ყიდვა-გაყიდვის ან სხვა სახელმწიფო საკუთრების უფლების დამრღვევი გარიგების საგანი.
მუხლი 13🔗
ფონდებიდან დროებით სარგებლობაში მიღებული ან შეძენილი მასალებისა და მონაცემების მესამე პირისათვის გადაცემა ან რეალიზაციის მიზნით მათგან ასლების მოხსნა (ციფრირება) აკრძალულია აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოს თანხმობის გარეშე, რომლის გამგებლობაშიც არის ეს მონაცემები და მასალები.
მუხლი 14🔗
ახალი გამოცემის სახელმწიფო ტოპოგრაფიულ რუკებზე ქვეყნის ტერიტორიაზე სამეურნეო მოღვაწეობის ან ბუნებრივი მოვლენების შედეგად წარმოქმნილი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ცვლილებების, აგრეთვე სახელმწიფო და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრების ცვლილებების ტოპოგრაფიულ რუკებზე სწორად ასახვის მიზნით ფონდებში დაცულია 1:100000 მასშტაბის მორიგე საცნობარო ტოპოგრაფიული რუკები, რომლებზეც შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან ოფიციალურად შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ხორციელდება ცვლილებების დატანა.
მუხლი 15🔗
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შედეგად ახლადშექმნილი სხვადასხვა მასშტაბის სახელმწიფო ტოპოგრაფიული და თემატიკური რუკების საბოლოო რედაქტირებისა და მორიგე საცნობარო ტოპოგრაფიული რუკების წარმოების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება სარედაქციო-საკონტროლო ჯგუფი.
მუხლი 16🔗
ფონდში მუდმივ შენახვას ექვემდებარება ამ დებულების დანართის ჩამონათვალში მითითებული მასალების, მონაცემებისა და დოკუმენტების დედნები ან მათი შემცვლელი ასლები.
დანართი
ფონდში მუდმივ შენახვას დაქვემდებარებული მასალებისა და მონაცემების
ჩ ა მ ო ნ ა თ ვ ა ლ ი
1. ტექნიკური ანგარიშები, კოორდინატებისა და სიმაღლეების კატალოგები, სხვა მასალები და მონაცემები, რომლებიც ეხება ყველა კლასის სახელმწიფო გეოდეზიური და სანიველირო (მათ შორის თანრიგულის), აგრეთვე გრავიმეტრიული, ასტრონომიული და ბაზისური ქსელების პუნქტებს, რომლებიც საჭიროა მათი პერიოდულად გაახლებისა და სამუშაო მდგომარეობის შენარჩუნებისათვის.
2. დედამიწის დისტანციური ზონდირების (აერო და კოსმოსური გადაღების) პირველადი და მათ ბაზაზე შექმნილი მასალები (ორთოფოტოგეგმები შესაბამისი აეროტრიანგულიაციის მასალებით აეროფოტოგადაღების კარტოგრაფიული მიბმის სქემები, აეროსურათების პირგადადებითი მონტაჟი და სხვ.) გრაფიკული ან ციფრული სახით, რომელიც საჭიროა გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე აეროფოტოგადაღების პასპორტები და სპეცხელსაწყოების მონაცემები.
3. გეოდეზიური, გრავიმეტრიული და კოსმოსური გაზომვების ბაზაზე შექმნილი გეოდინამიკური კვლევების მასალები და მონაცემები.
4. საქართველოს ტერიტორიის 1:2000 და უფრო წვრილი მასშტაბების, ადგილმდებარეობის, ტოპოგრაფიული აგეგმვების ტექნიკური ანგარიშები.
5. 1:10000, 1:25000, 1:50000, 1:100000, 1:200000, 1:500000 და 1:1000000 მასშტაბების, სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკების ორიგინალები და მათი ტირაჟული ანაბეჭდები, აგრეთვე 1:500, 1:2000, 1:5000 და 1:10000 მასშტაბების ქალაქებისა და დასახლებების ტოპოგრაფიული რუკების (გეგმების) ორიგინალები, მათი ტირაჟული ანაბეჭდები და კარტოგრამები.
6. საერთო-სახელმწიფოებრივი და დარგთაშორისი დანიშნულების ზოგად-გეოგრაფიული, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, სამეცნიერო-საცნობარო და სხვა თემატიკური რუკებისა და ატლასების ორიგინალები, დამხმარე სასწავლო კარტოგრაფიული მასალა და იმ კარტოგრაფიული მასალის ტირაჟული ანაბეჭდები, რომლებიც ახალი რუკების შედგენის საფუძველია.
7. ატლასებისა და სხვა ფუნდამენტური კარტოგრაფიული ნაწარმის პროექტები და შესაბამისი სარედაქციო კოლეგიის სხდომის მასალები.
8. მორიგე საცნობარო ტოპოგრაფიული რუკები და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ კანონით დადგენილი წესით გადმოგზავნილი ოფიციალური დოკუმენტები, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფო და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრების დადგენასა და მათ ცვლილებებს, აგრეთვე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების ცვლილებებს.
9. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სახელმწიფო კატალოგი და მასთან საწყისი მასალები, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიის, საზღვარგარეთის ქვეყნების, ხმელეთისა და ზღვების გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების შესაბამისი ლექსიკონები და ცნობარები.
10. სახელმწიფო და ადგილობრივი დანიშნულების გეოინფორმაციული სისტემებისა და გეომონაცემთა ბაზების მასალები.
11. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საქმიანობის სფეროში არსებული პროგრამები, სამეცნიერო-ტექნიკური ანგარიშები, დოკუმენტები, სხვა მასალები და მონაცემები.
12. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საქმიანობის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტები (ინსტრუქციები, დებულებები, მეთოდური მითითებები, ციფრული კარტოგრაფირების სტანდარტები, პირობითი აღნიშვნები და სხვ).