მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016423
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ჯუჯა ფიჭვი |
| 2 | ღვია |
| 3 | ღვია |
| 4 | ღვია |
| 5 | ღვია |
| 6 | ჩიტავაშლა |
| 7 | კოწახური |
| 8 | თრიმლი |
| 9 | გრაკლა |
| 10 | შქერი |
| 11 | იფანი ჩვეულებრივი |
| 12 | ცაცხვი კავკასიური |
| 13 | იფანი გრძელფოთოლა |
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| # | სახელწოდება ქართულად |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის
შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2023 წლის 29 დეკემბერი
დაბა მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის
შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და საამშენებლო საქმიანიბის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“, „ვ“, „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ამ დადგენილების დანართი #1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ წინამდებარე დადგენილების დანართი #2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:
ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;
ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;
გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე
დანართი N1
მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე
ნარგავების სახეობების სია
მესტიის მუნიციპალიტეტში ურბანული ზონის გამწვანებაში გამოსაყენებელი მცენარეების ჩამონათვალი
ფოთლოვანი ხეები
#
სახელწოდება ქართულად
სახელწოდება ლათინურად
ვარჯის გარშემოწერილობა
(სანტიმეტრებში)
სიმაღლე (სანტიმეტრებში)
1
მაღალმთის
მუხა
Quercus macranthera
2
არყის
ხე
Betula alba
3
არყის ხე
(მტირალა ფორმის)
Betula pendula
4
როდეს არყი
Betula raddeana
5
ლიტვინოვის
არყი
Betula litwinowii
14 სმ-დან
250 სმ
6
ჭნავი
(ცირცელი)
Sorbus aucuparia
7
კავკასიური
რცხილა
Carpinus betulus
8
შიშველი
თელა
Ulmus glabra
9
ნეკერჩხალი
მაღალმთის
Acer trautvetteri
10
წითელი
ტყემალი
Prunus cerasifera “Pisardii”
11
იფანი
ჩვეულებრივი
Fraxinus excelsior
12
ცაცხვი
კავკასიური
Tilia caucasica
14 სმ-დან
250 სმ
13
იფანი
გრძელფოთოლა
Fraxinus coriariaefolia
წიწვოვანი ხეები
1
კავკასიური
ფიჭვი
Pinus sosnowskyi var. Hamata
2
ფიჭვი
Pinus sylvestris
3
ფიჭვი
Pinus montana
4
ევროპული ნაძვი
Picea excelsa
5
აღმოსავლეთის
ნაძვი
Picea orientalis
14-16 სმ
200-300 სმ
6
ლარიქსი
Larix sibirica
7
კავკასიური
სოჭი
Abies nordmanniana
8
ერთფერა
სოჭი
Abies concolor
ფოთლოვანი ბუჩქები
1
ცხრატყავა
Lonicera sp.
2
ცხრატყავა
ქართული
Lonicera iberica
3
ცხრატყავა
კავკასიური (წერწა)
Lonicera caucasica
20-25 სმ
15-20 სმ
4
ჩიტავაშლა
Pyracantha coccinea
5
ჩიტავაშლა
Cotoneaster integerriam
6
ჩიტავაშლა
Cotoneaster melanocarpa
7
კოწახური
Berberis vulgaris
8
თრიმლი
Cotinus coggygris
20-25 სმ
15-20 სმ
9
გრაკლა
Spiraea hipericifolia / Spiraea crenata
10
შქერი
Rhododendron Caucasica
წიწვოვანი ბუჩქები
1
ჯუჯა ფიჭვი
Pinus mugo “Mugus”
2
ღვია
Juniperus x pfitzeriana
3
ღვია
Juniperus pigmaea
30 სმ
30 სმ
4
ღვია
Juniperus despressa
5
ღვია
Juniperus virginiana
დანართი N 2
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა.
2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
3. გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი
1. განანშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.
2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები:
ა)გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იქნას მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.
ბ)გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნას გასამწვანებელი არეალები.
გ)გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე.
დ)მოსაჭრელი/ გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნას საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე.
ე)პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს.
ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.
მუხლი 3🔗. განშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი
1. განშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;
ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);
გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი;
დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;
ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;
ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;
ზ)დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ;
3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი #1-ის გათვალისწინებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან.
4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.
5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა)გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს;
ბ)შედგენილი უნდა იყოს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით;
6. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
ა)მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;
ბ)ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;
გ)კვლევის ჩატარების მეთოდი;
დ)ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;
ე)მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია.
ვ)დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას;
ზ)ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარეების გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე;
თ)წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში - მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი;
ი)საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი და სხვა) და საპროექტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობისა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.
მუხლი 4🔗. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი
1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:
ა) განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში - ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს;
ბ)გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულ ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას.
გ)დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათება, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.
2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტორულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის იმ ფუნქციურ ზინაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტორული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:
ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;
ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;
გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);
დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;
ე)ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისათვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;
ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;
ზ)შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.
მუხლი 5🔗. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი
1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.
2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;
ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;
გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით;
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.