„2024 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №407
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016511
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „2025 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2025
დოკუმენტის ტექსტი
„2024 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №407
2023 წლის 29 დეკემბერი
ქ. თეთრიწყარო
„2024 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტისა და ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „2024 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე
დანართი
2024 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის რეგულირები სფერო
წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტიურად მცხოვრები, 0-7 წლამდე ასაკის, განვითარების დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისათვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის დანერგვისა და ცენტრალურ (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის სამინისტროს) პროგრამაში ჩართვამდე მათი კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობის, განვითარების შეფერხების პრევენციის, მიტოვების პრევენციის მომსახურების მიწოდების ასევე ბავშვის აღზრდა-განვითარების სფეროში მათი მშობლების განათლება-გაძლიერების მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს, აგრეთვე პროგრამის განხორციელებისას მუნიციპალიტსა და ბენეფიციარს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.
პროგრამის ამოცანაა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტიურად მცხოვრები 0-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის ადრეული განვითარების ხელშეწყობა, მათი პოტენციალის სრულად გამოვლენა-ხელშეწყობა, განვითარების ეტაპების დარღვევის დროული იდენტიფიცირება და პროგრამაში ჩართვა, ბავშვის ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის პოტენციური ბენეფიციარებისათვის, პროგრამაში ჩართვამდე, მომსახურების დაუყოვნებლივ მიწოდება.
პროგრამის დანერგვის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ ადრეული ასაკი 0-7 წ უმნიშვნელოვანესი ეტაპია ადამიანის ფიზიკური, გონებრივი, სოციალური და ემოციური განვითარებისთვის. სწორი და დროული ჩარევის შემთხვევაში (0-3) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან 30%-ში დიაგნოზი იხსნება. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტიტეში სპეციალური საჭიროების მქონე, იდენტიფიცირებულ ბავშვებს მომსახურებაზე არ მიუწვდებათ ხელი, მისი მუნიციპალიტეტში არ არსებობის გამო. გამოწვევას წარმოადგენს ასევე საბავშვო ბაღების მიღმა დარჩენილი ბავშვების წინაშე მდგარი საჭიროებების იდენტიფიცირება. შესაბამისად, არსებობს მაღალი საჭიროება, არსებობდეს მომსახურება, რომელიც მოახდენს საჭიროებების დროულ იდენტიფიცირებას და მომსახურების მიწოდებას, რათა ხელი შეეწყოს ბავშვთა კოგნიტურ, მოტორულ, კომუნიკაციურ განვითარებას და ემოციური სამყაროს ფორმირებას.
მუხლი 2🔗. პროგრამით მომსახურების კრიტერიუმები
1. მომსახურებაში შეიძლება ჩაერთოს 0-დან 7 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი, რომელის ქცევაშიც ვლინდება სოციალურ ემოციური, შემეცნებითი, აკადემიური სფეროების, ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთი ნიშანი:
აგრესიული ქცევა
თვითდამაზიანებელი ქცევა
უჭირთ ურთიერთობა სხვა ბავშვებთან
ნაკლებ ინტერესს იჩენენ თამაშისადმი
უჭირთ დასწავლა
აქვთ მეტყველების პრობლემები
ხშირად არიან უჩვეულოდ მოწყენილები
უჭირთ წესების დამორჩილება
რომელსაც ესაჭიროება კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა, განვითარების შეფერხების პრევენცია, მიტოვების პრევენცია, განვითარების დაყოვნების და დაყოვნების რისკების დროული იდენტიფიცირება და პრევენცია.
2. პროგრამით ვერ ისარგებლებს ბავშვი, რომელიც უკვე ჩართულია ცენტრალურ ადრეული განვითარების პროგრამაში.
3. მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, პროგრამაში ჩარიცხვისას უპირატესობით ისარგებლებს ბავშვი, რომელსაც სკრინიგ-ინსტრუმენტით დაუდგინდა ორ ან მეტ სფეროში დაყოვნება.
მუხლი 3🔗. პროგრამით განსახორციელებელი აქტივობები
პროგრამით განსახორციელებელი აქტივობებია:
1. სივრცის მოწესრიგება და ინვენტარით აღჭურვა სტანდარტების მიხედვით.
2. მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირება
3. ბაღებში აღმზრდელების და მედ. პერსონალის მომზადება სკრინინგ-ინსტრუმენტის გამოყენებისა და მისი მნიშვნელობის, მშობლებთან ბავშვის საჭიროებების კომუნიკაციის შესახებ.
4. პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრები, სკრინინგისა და გადამისამართების მექანიზმის გამართვის მიზნით
5. სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელის იდენტიფიცირება საბავშვო ბაღის მიერ. (რომლებსაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართულობისათვის აქვთ მხარდაჭერის საჭიროება) და ადრეული განვითარების მომსახურებაში ჩართვა
6. საინფორმაციო/საგანმანათლებლო ჯგუფური შეხვედრები მშობლებთან
7. ინდივიდუალური კონსულტაციები მშობლებთან
8. ადრეული განვითარების პროგრამის გუნდის რეგულარული კოორდინაცია და კომუნიკაცია მშობლებთან, ბაღების აღმზრდელებთან და პირველადი ჯანდაცვის რგოლთან.
9. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, სკრინინგის ეტაპზე გამოვლენილი ბავშვის სიღრმისეული შეფასება (ბავშვზე დაკვირვება, სიღრმისეული შეფასება) და დასკვნა-რეკომენდაციის შემუშავება; განვითარების ინდივიდუალური გეგმის (შემდგომში „გიგ“) შემუშავება ან/და გადამისამართება შესაბამის სახელმწიფო სერვისში.
10. განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რაც მოიცავს:
ა) სპეციალისტების მიერ, გიგ -ის განხორციელება-კოორდინაციას;
ბ) ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის კონსულტაციას;
გ) მშობლის კონსულტაცია/ჩართულობის ხელშეწყობას;
დ) ბავშვის ცენტრალურ პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელ ღონისძიებებს (იგულისხმება სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა).
11. გადაფასება/ხელახალი გეგმის შედგენა ან პროგრამიდან გასვლა (ბაღიდან სკოლაში ან სხვა პროგრამაში ტრანზიციის გეგმის შემუშავება ბაღის გუნდთან ერთად).
მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელების ეტაპები, ვადები და პროცედურები
1. პროგრამის განხორციელების ეტაპები და ვადები:
ა) პროგრამის ეფექტურად დანერგვის მიზნით, მოსამზადებელი საქმიანობები (სპეციალისტების მოძიება და გადამზადება, ფართის აღჭურვა სტანდარტების შესაბამისად) განხორციელდება 2024 წლის 1 თებერვლამდე.
ბ) ბავშვებში განვითარების ეტაპების დარღვევის დროულად იდენტიფიცირების მიზნით სკრინინგის ჩატარება ინტერვენციონისტის მიერ მოხდება 2024 წლის 1 თებერვლიდან 2024 წლის ბოლომდე, ბავშვების შეფასება-გადაფასების პრინციპებით.
გ) მესამე ეტაპი, როდესაც 1 ინტერვენციონისტი უზრუნველყოფს არაუმეტეს 10 ბავშვის მომსახურებას, რომელიც საინფორმაციო შეხვედრებს დაიწყებს 1 თებერვლიდან და სერვისის მიწოდებას განახორციელებს 2024 წლის 1 აპრილიდან.
2. პროგრამის პროცედურები:
ა) პროგრამის ეფექტურად დანერგვის მიზნით, ხორციელდება მოსამზადებელი საქმიანობები : სპეციალისტების მოძიება, ფართის აღჭურვა სტანდარტების შესაბამისად, კოორდინაციის მექანიზმის გამართვა.
ბ) ბავშვებში განვითარების ეტაპების დარღვევის დროულად იდენტიფიცირების მიზნით ბაღებში, ტარდება თითოეული ბავშვის შეფასება მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით. მომსახურება თანამშრომლობს სამედიცინო დაწესებულებებთან (პედიატრებთან) ბავშვების გადმომისამართების მიზნით.
გ) პროგრამაში ჩართვის საჭიროების მქონე ბავშვების გადამისამართება ადრეული ინტერვენციის პროგრამაში ხორციელდება ბაღის აღმზრდელების ან პედიატრების მიერ, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით.
მუხლი 5🔗. პროგრამის მიწოდება და შერულების მონიტორინგი
1. პროგრამის განმახორციელებელია ა.ა.ი. პ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი“ და მასტან არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფი ინტერვენციონისტის, ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლის, პედიატრისა და სხვა(საჭიროებების გატვალისწინებით) სპეციალისტების შემადგენლობით. ჯგუფის წევრთა კომპეტენციები და კვალიფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
2. პროგრამის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, წინასწარ შემუშავებული მონიტორინგის ფორმების მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მიერ. მონიტორინგი ხორციელდება შემდეგი მიმართულებით, შესაბამისი ინდიკატორების მიხედვით:
ა) მომსახურების დანერგვა (მუნიციპალიტეტში, ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია რეგისტრირებულია ცენტრალურ პროგრამაში (მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის დოკუმენტი).
ბ) მომსახურების ხელმისაწვდომობა ( ა) მოსარგებლეთა რაოდენობა, რომელმაც გაიარა ბაღებში სკრინინგი, შესაბამისი ინსტრუმენტით (მოსარგებლეთა კოდირებული რეესტრი); ბ) მოსარგებლეთა რაოდენობა, რომელსაც სკრინინგის შედეგად გამოუვლინდა პროგრამაში ჩართვის საჭიროება (მოსარგებლეთა კოდირებული რეესტრი); გ) მოსარგებლეთა რაოდენობა რომლებიც ჩაერთნენ ცენტრალურ პროგრამაში (მოსარგებლეთა კოდირებული რეესტრი); დ) მოსარგებლეთა რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს მომსახურება ცენტრალურ პროგრამაში ჩართვამდე (მოსარგებლეთა კოდირებული რეესტრი); ე) მოსარგებლეთა დაყოვნების საშუალო მაჩვენებელი)
გ) მოსარგებლეთა კმაყოფილება (ა) მშობლების რაოდენობა, რომლებიც გამოხატავენ ზოგად კმაყოფილებას პროგრამაში ჩართვის გამო (მოსარგებლეთა გამოკითხვა; შიდა უკუკავშირის დოკუმენტის ანალიზი).
3. მონიტორინგის შედეგების დამუსავებისა და ანალიზის შედეგად მოხდება საჭიროებების იდენტიფიცირება და გათვალისწინება მომდევნო წლებში განსახორციელებელ მუნიციპალურ პროგრამებში
მუხლი 6🔗. პროგრამის მოსალოდნელი შედეგები
პროგრამის შედეგად მუნიციპალიტეტში დაინერგება ბავშვებისთვის ადრეული ინტერვენციის სახელმწიფო პროგრამა, განხორციელდება 0-3 წლამდე და 3-6 წლამდე ბავშვთა განვითარების დაყოვნების და დაყოვნების რისკების დროული იდენტიფიცირება და მომსახურებაში ჩართვა, ადრეული ინტერვენცია ხელმისაწვდომი გახდება ბავშვებისთვის ცენტრალურ პროგრამაში ჩართვამდეც.