მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №556
სარეგისტრაციო კოდი 080240000.10.003.024389
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (33)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 02.06.2016
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე ,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების და სხვა ავიასაწარმოების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №556
2023 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
1. „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი მე-17 დანართისა და საქართველოს საჰაერო კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“ (შემდგომში – პროგრამა).
2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილება.
მუხლი 2🔗
პროგრამის 25-ე მუხლის 46-ე პუნქტი და 39-ე მუხლის მე-9 – მე-12 პუნქტები ძალაშია დადგენილების გამოქვეყნებიდან 90 დღე.
მუხლი 3🔗
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ და „ჟ“ ქვეპუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „მ“ ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის 43-ე და 47-ე პუნქტების, 28-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი – მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, მე-8 მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს დადგენილების გამოქვეყნებიდან 180-ე დღეს.
3. ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 43-ე და 47-ე პუნქტები, 28-ე მუხლის მე-8 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი – მე-8 პუნქტები ამოქმედდეს დადგენილების გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
4. ამ პროგრამის მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 31 დეკემბერს.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მიზნები და ამოცანები
1. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში – სახელმწიფო პროგრამა) არის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დაცვის ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, მიწისზედა მომსახურე პერსონალის, მოსახლეობის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების, საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის (მათ შორის, ფრენების) განმახორციელებელი უცხო ქვეყნების ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ეფექტიანობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ავიაციაში არსებული საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკისა და პროცედურების გამოყენებით, უსაფრთხო ფრენების განხორციელების მიზნით.
2. სახელმწიფო პროგრამა განსაზღვრავს:
ა) სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის მიზნებსა და ამოცანებს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირებისა და განვითარების კუთხით;
ბ) პრევენციულ ზომებს, რომელიც უზრუნველყოფს, მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების მიზნით, არასანქცირებული იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის და სხვა სახიფათო საგნებისა და მოწყობილობების საჰაერო ხომალდზე დაშვების აღკვეთას;
გ) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მონაწილეთა შორის ქმედებების კოორდინაციას, მათ უფლებამოსილებებსა და დასახული ამოცანების შესრულების მეთოდებს.
3. სახელმწიფო პროგრამა შემუშავებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (შემდგომში – ჩიკაგოს კონვენცია), მისი მე-17 დანართის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ოფიციალური გამოცემის Doc 8973, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ოფიციალური გამოცემის Doc 30 შესაბამისად.
4. სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში, სავალდებულოა იმ სახელმწიფო უწყებებისათვის, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობა, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირებასთან.
5. „საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სპეციალური რეისების მომზადების და განხორციელების დროს, სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესრულებისას პრიორიტეტი მიენიჭება საქართველოს კანონის „საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მიღებულ საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივ აქტს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
სახელმწიფო პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებსა, ამ დადგენილების მიზნებისთვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავიაგადამზიდველი/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი - საქართველოში რეგისტრირებული ან უცხო ქვეყნის გადამყვან-გადამზიდველი/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელიც ფლობს საჰაერო ხომალდს და სახელმწიფოს მიერ გაცემული, შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე ახორციელებს კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვას და/ან საავიაციო სამუშაოებს და/ან გამოიყენება საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის;
ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი – იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციას და პასუხისმგებელია აეროდრომის ექსპლუატაციისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე;
გ) არაკონტროლირებადი ზონა – ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამით განსაზღვრული ტერიტორია და მიმდებარე შენობა-ნაგებობები, რომელიც არ განეკუთვნება კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებს და რომელშიც ხორციელდება საავიაციო უშიშროების სათანადო ზომები;
დ) აეროპორტის მარაგი/ვერტოდრომის მარაგი – აეროპორტის/ვერტოდრომის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში სხვადასხვა დანიშნულებისათვის გამოსაყენებელი ყველა საშუალება და აეროპორტის სავაჭრო ობიექტებში გასაყიდად განკუთვნილი პროდუქცია (მათ შორის, სითხეები, აეროზოლები, გელები და არასანქცირებული გახსნისაგან დაცული პაკეტები);
ე) აეროპორტის მოიჯარე – პირი, რომელსაც აეროდრომის ექსპლუატანტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე აქვს აეროპორტის ტერიტორიაზე განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება;
ვ) ავიაგადამზიდველის მასალები – მასალები, რომელთა გამგზავნი და მიმღები არის ავიაგადამზიდველი და/ან გამოიყენება ავიაგადამზიდველის პირადი მიზნებისთვის;
ზ) ავიაგადამზიდველის საფოსტო გზავნილი – საფოსტო გზავნილი, რომლის გამგზავნი და მიმღები არის ავიაგადამზიდველი;
თ) ავიასაწარმო – საწარმო, რომლის საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციასთან;
ი) ამოუცნობი ბარგი – ბარგი, რომელიც გადმოტვირთულ იქნა აეროპორტში საბარგო საჭდით ან მის გარეშე და არ იქნა მიღებული მგზავრის მიერ ან არ მომხდარა მისი იდენტიფიცირება მგზავრთან;
კ) ანკეტური მონაცემების შემოწმება – კვლევა, რომელიც ითვალისწინებს პირის შესაძლო კრიმინალური წარსულის გამოვლენას და სხვა პირადი მონაცემების დადგენას/იდენტიფიცირებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) არათანმხლები ბარგი – ბარგი, რომელიც გადაიზიდება, როგორც ტვირთი სხვა ან იმავე საჰაერო ხომალდით, რომელზეც იმყოფება მისი მფლობელი პირი;
მ) არაპროგნოზირებადობის პრინციპი – საავიაციო უშიშროების ზომების არარეგულარული სიხშირითა და სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს შემოწმების ეფექტურობის ამაღლებას;
ნ) ბარგის დახარისხების ადგილი – ადგილი, სადაც ხორციელდება გადასაზიდი ბარგის დანაწილება ფრენების მიხედვით;
ო) ბარგის შესანახი ადგილი – ადგილი, სადაც ინახება დარეგისტრირებული, საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგი, საჰაერო ხომალდში ჩასატვირთად გაგზავნამდე, აგრეთვე ადგილი, სადაც ინახება შეცდომით ჩამოტვირთული ბარგი, მისი დანიშნულების ადგილზე გაგზავნამდე, მოთხოვნამდე ან ამოღებამდე;
პ) ბაქანი – აეროდრომის განსაზღვრული ფართობი საჰაერო ხომალდების განსალაგებლად, მასში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის, ტვირთისა და ფოსტის ჩატვირთვა- გადმოტვირთვის, საწვავით გამართვის,დგომის ან ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით;
ჟ) ბორტკვება – კვების პროდუქტები, სასმელები, მშრალი პროდუქტების მარაგი და კვებასთან დაკავშირებული მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება საჰაერო ხომალდზე მგზავრებისა და ეკიპაჟის მომსახურების მიზნით;
რ) ბორტკვების საწარმო – ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატის მფლობელი იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ბორტკვების დამზადებასა და საჰაერო ხომალდის ბორტკვებით, საბორტო მარაგით ან/და თანმდევი საშუალებებით მომარაგებას;
ს) გადასატანად აკრძალული საგნები – საგნები, რომლებიც საავიაციო უშიშროების სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრულია, როგორც მოწყობილობები და ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების განსახორციელებლად ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საჰაერო ხომალდს, მასზე მყოფ პირებს, შენობა-ნაგებობებს ან მოსახლეობას;
ტ) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტი – ობიექტი, რომლის ფუნქციონირების დარღვევამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას;
უ) გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა – მოქმედების პროაქტიული გეგმა, რომელიც მოიცავს საფრთხის სხვადასხვა დონის შესაბამისად განსახორციელებელ ზომებს, რისკის შეფასებას და შეფასების საფუძველზე გასატარებელ ზომებს, რომელიც შემუშავებულია სხვადასხვა სახის შემთხვევების თავიდან აცილებისა და უარყოფითი შედეგების შესუსტების მიზნით, ასევე მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში, ყველა მონაწილე უწყების, ორგანიზაციისა და ავიასაწარმოს მიერ განსახორციელებელ მოქმედებებსა და კოორდინაციის საკითხებს;
ფ) გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედებების პრაქტიკული სწავლება – სრულმასშტაბიანი ან არასრულმასშტაბიანი სწავლება, რომელიც წარმოადგენს იმიტირებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას;
ქ) გაფრენის დარბაზი – სივრცე, რეგისტრაციის ადგილებსა და კონტროლირებად ზონას შორის;
ღ) დამრღვევი მგზავრი – მგზავრი, რომელიც არ ემორჩილება და უგულებელყოფს ქცევის დადგენილს წესებს აეროპორტის ტერიტორიასა თუ საჰაერო ხომალდზე, არ ემორჩილება აეროპორტის პერსონალისა და ეკიპაჟის წევრების მითითებებს და ამ მოქმედებით არღვევს წესრიგს;
ყ) დაშვების კონტროლი – პირისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება ავიასაწარმოს კონტროლირებადი და/ან შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების მიზნით;
შ) ექსპლუატანტის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს ექსპლუატანტის ძირითადი საქმიანობის ადგილს ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში ექსპლუატანტის მუდმივ ადგილსამყოფელს.
ჩ) თანმდევი საშუალებები – ფრენისას, მგზავრების მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა საგანი, გარდა ბორტკვებისა და საბორტო მარაგისა, ჟურნალ-გაზეთები, აუდიო და ვიდეომოწყობილობა, ბალიშები და პლედები, პირველადი მოხმარების ნივთები და სხვა;
ც) თანმქონი ნივთები – ნივთები, ხელბარგის გარდა, რომლებიც თან აქვთ სხეულზე და ტანსაცმელში მგზავრებს და მგზავრის სტატუსის არმქონე პირებს (მათ შორის: საათი, საფულე, მობილური ტელეფონი, ქამარი და ა.შ.);
ძ) კონტროლი საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით – პრევენციული ზომები, რომლებიც ხორციელდება არასანქცირებული იარაღის, ფეთქებადი ნივთიერებების, სახიფათო მოწყობილობების, გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, საჰაერო ხომალდზე დაშვების აღკვეთის მიზნით, რათა არ მოხდეს მათი გამოყენება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განსახორციელებლად;
წ) კონტროლირებადი ზონა – ავიასაწარმოს ტერიტორია, რომელში ხორციელდება დაშვების კონტროლი;
ჭ) მართლსაწინააღმდეგო ქმედება – სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მიმართული, ერთი ან რამდენიმე პირის მიერ ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება ან ქმედების მცდელობა, მათ შორის:
ჭ.ა) საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება;
ჭ.ბ) საჰაერო ხომალდის განადგურება;
ჭ.გ) ადამინ(ებ)ის მძევლად აყვანა საჰაერო ხომალდზე ან აეროდრომის ტერიტორიაზე;
ჭ.დ) საჰაერო ხომალდზე, ეროდრომის ტერიტორიაზე ან სააერნაოსნო მომსახურების ობიექტებზე ძალისმიერი შეღწევა;
ჭ.ე) მართლსაწინაღმდეგო ქმედების განხორციელების მიზნით, საჰაერო ხომალდზე ან აეროდრომის ტერიტორიაზე იარაღის ან საშიში მოწყობილობის შეტანა;
ჭ.ვ) საჰაერო ხომალდის სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, ქონების ან გარემოს დაზიანების/განადგურების მიზნით გამოყენება;
ჭ.ზ) განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ჰაერში ან ხმელეთზე მყოფი საჰაერო ხომალდის, აეროდრომის ტერიტორიაზე/სამოქალაქო ავიაციის მომსახურე ობიექტებზე მყოფი ეკიპაჟის წევრების, მგზავრების, მიწისზედა მომსახურების პერსონალის, მოსახლეობის უსაფრთხოების ხელყოფის მიზნით;
ხ) მაღალი რისკის ტვირთი/საფოსტო გზავნილი – ტვირთი/საფოსტო გზავნილი, რომელიც მიღებულია უცნობი გამგზავნისაგან ან ტვირთი/საფოსტო გზავნილი, რომელსაც აღენიშნება არასანქცირებული წვდომის ნიშნები, ამასთანავე:
ხ.ა) არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, რომ ტვირთი/საფოსტო გზავნილი წარმოადგენს საფრთხეს სამოქალაქო ავიაციისათვის, ან
ხ.ბ) ტვირთს/საფოსტო გზავნილს აღენიშნება მისთვის არადამახასიათებელი ნიშნები, რომლებიც იწვევს ეჭვს;
ჯ) მგზავრის სტატუსის არმქონე პირები – ავიასაწარმოების პერსონალი, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრები, სასაზღვრო, საბაჟო ორგანოს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ვიზიტორები, აეროპორტის სავაჭრო ობიექტების პერსონალი და სხვა პირები, რომელთაც გააჩნიათ უფლებამოსილება, იმყოფებოდნენ ავიასაწარმოს/აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში;
ჰ) მოწყვლადობის შეფასება – სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სისტემაში არსებული მოწყვლადი არეების გამოვლენა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მართლსაწინააღმდეგო ქმედების განსახორციელებლად;
ჰ1) პილოტი –ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრი, რომელსაც საჰაერო ხომალდის მართვასთან დაკავშირებული მოვალეობები აკისრია;
ჰ2) პირადი შემოწმება – პირის გულდასმით შემოწმება პირადი შემოწმების სათავსში;
ჰ3) პოტენციურად დამრღვევი მგზავრი – იძულებით გადასაყვანი პირი, რომელსაც არ აქვს სახელმწიფოში შესვლის უფლება (INAD) ან არის დეპორტირებული (DEPO, DEPA, DEPU) ან ბრალდებული/მსჯავრდებული;
ჰ4) რეგისტრაციის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის რეესტრშიც იმყოფება საჰაერო ხომალდი;
ჰ5) რეგულირებადი მიმწოდებელი – იურიდიული პირი, რომელიც საავიაციო უშიშროების დადგენილი ზომების დაცვით ახორციელებს ბორტკვების, თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის, მათ შორის, სითხეების, აეროზოლების, გელებისა და არასანქცირებული გახსნისაგან დაცული პაკეტების მიწოდებას საჰაერო ხომალდზე;
ჰ6) რისკის ადგილობრივი შეფასება – ავიასაწამოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის თანახმად განხორციელებული რისკის შეფასება, რომელიც მიზნად ისახავს ავიასაწარმოში საფრთხის დონის შესაბამისი უშიშროების ზომების განსაზღვრას;
ჰ7) საავიაციო უშიშროება – მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვა, რომელიც მიიღწევა ღონისძიებათა კომპლექსით, ადამიანური და მატერიალური რესურსების ერთობლიობით;
ჰ8) საავიაციო უშიშროების კულტურა – საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნორმების, ღირებულებების, მიდგომების, შეხედულებების ერთობლიობა, რომლებიც თან ახლავს ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას და აისახება ორგანიზაციის ყველა სუბიექტისა და პერსონალის მოქმედებასა და ქცევაში;
ჰ9) საავიაციო უშიშროების საკონტროლო გამშვები პუნქტი – კონტროლირებად ტერიტორიაზე, მათ შორის, შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში სპეციალურად აღჭურვილი შესასვლელი, რომლის მეშვეობითაც წარმოებს ფიზიკური პირების და/ან ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების კონტროლი და/ან შემოწმება;
ჰ10) საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდის სატესტო ობიექტი - იმიტირებული იარაღი ან იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდის განხორციელების დროს;
ჰ11) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობა – სპეციალური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება დამოუკიდებლად ან სისტემის შემადგენლობაში, მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით;
ჰ12) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობის სატესტო ობიექტი – კონკრეტული ტექნიკური მოწყობილობისათვის განკუთვნილი, დადგენილი სტანდარტის ობიექტი, რომლის მეშვეობით ხორციელდება ტექნიკური მოწყობილობის სისტემატური შემოწმება, ტექნიკური გამართულობის დადგენის მიზნით;
ჰ13) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა – საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი ზომების, მათ შორის, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღებისა და მომზადების, პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების, გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედებების, საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებების, ავიასაწარმოს რისკის შეფასების მეთოდოლოგიის ამსახველი წერილობითი დოკუმენტი. პროგრამა ექვემდებარება გადახედვას და განახლებას, საკანონმდებლო და/ან კანონქვემდებარე აქტებში მოთხოვნების ცვლილებებისა და ავიასაწარმოს მიერ ახალი პროცედურების დანერგვის შესაბამისად;
ჰ14) საავიაციო უშიშროების ხელმძღვანელი პირები – საავიაციო უშიშროების პასუხისმგებელი პირები, სამსახურის/ცვლის უფროსები, მენეჯერები, მათი მოადგილეები და სხვა პირები, რომელებიც თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, ახორციელებენ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროცესებისა და ადამიანური რესურსების მართვას/ხელმძღვანელობას;
ჰ15) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო – ავიასაწარმო, რომელიც საჰაერო ხომალდის და/ან მისი კომპონენტების საფრენად ვარგისობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად (ცალ-ცალკე ან ერთობლივად) ახორციელებს იმ სახის სამუშაოების ჩატარებას, რომელიც მოიცავს აღმდგენ, შემოწმებით, გაუმართაობების აღმოფხვრის სამუშაოებს, ასევე მოდიფიცირებას და/ან რემონტის პრაქტიკულ განხორციელებას;
ჰ16) საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი – ავიასაწარმოს მიერ დანიშნული პირი, რომელიც პასუხისმგებელია ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავებაზე და ამ პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელების კონტროლზე, პერსონალის მომზადებისა და ანკეტური მონაცემების შემოწმების ორგანიზებაზე;
ჰ17) საავიაციო უშიშროების პერსონალის სერტიფიცირება – საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პირის შეფასება და კვალიფიკაციის დადასტურება, საქართველოს ეკონომიკისა და მადგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) მიერ დადგენილი წესით;
ჰ18) საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგი – საჰაერო ხომალდზე მყოფი მგზავრის ბარგი, რომელიც დარეგისტრირებულია მის მიერ და მიიღება საჰაერო ხომალდზე საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდად;
ჰ19) საბორტო მარაგი – ფრენისას მგზავრებისა და ეკიპაჟის მომსახურებასთან დაკავშირებული საქონელი (მათ შორის, გასაყიდად განკუთვნილი), საჰაერო ხომალდის მომსახურებისათვის საჭირო მასალები (საწვავი, საპოხი საშუალებები და სხვა), საჰაერო ხომალდზე გასაყიდი საქონელი;
ჰ20) სადგომი – საჰაერო ხომალდის სადგომად ბაქანზე გამოყოფილი მონაკვეთი;
ჰ21) საერთაშორისო რეკომენდებული პრაქტიკა – ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლების, კონფიგურაციის, პერსონალის ან პროცედურის მიმართ წაყენებული ნებისმიერი მოთხოვნა, რომლის შესრულებაც რეკომენდებულია ფრენის უსაფრთხოების/საავიაციო უშიშროებისა და რეგულარულობის უზრუნველსაყოფად;
ჰ22) საერთაშორისო სტანდარტი – ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლების, კონფიგურაციის, პერსონალის ან პროცედურის მიმართ წაყენებული ნებისმიერი მოთხოვნა, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ფრენის უსაფრთხოების/საავიაციო უშიშროებისა და რეგულარულობის უზრუნველსაყოფად;
ჰ23) სამგზავრო დოკუმენტი – პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის;
ჰ24) სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი – იარაღი, რომლის ტარების უფლება მინიჭებული აქვთ პირებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად და მათი შეტანა აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში ნებადართულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;
ჰ25) სასაშვო სისტემა – კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვებისა და დაშვების პროცესის გამარტივების მიზნით შემუშავებული ბარათების ან სხვა სახის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დასაშვები პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირებას;
ჰ26) სატვირთო ტერმინალი - საწარმო, რომელიც დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს ავიაგადამზიდველთა სატვირთო მოცულობების დაჯავშნას/რეალიზაციას, ტვირთის მიღებას, დამუშავებას, გაგზავნას, გაცემას, შენახვას;
ჰ27) საფრთხე – მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების გონივრული ალბათობა;
ჰ28) საფრთხის შეფასება – სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მიმართული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესაძლო განხორციელების შესახებ ინფორმაციის მოძიება, შეგროვება, გაანალიზება და ალბათობის განსაზღვრა;
ჰ29) სახიფათო ტვირთი – ნაკეთობები ან ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ქონებას ან გარემოს და რომლებიც მითითებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ოფიციალური დოკუმენტის – DOC 9284 –AN /905 („საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები“) სახიფათო ტვირთების ჩამონათვალში ან კლასიფიცირდება ამ დოკუმენტის შესაბამისად;
ჰ30) საჰაერო დაცვის ოფიცერი – საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის ან ექსპლუატანტის/ავიაგადამზიდველის რეგისტრაციის სახელმწიფოების მთავრობ(ებ)ის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც ფრენის დროს უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი პირების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. აღნიშნულს არ განეკუთვნებიან ოფიციალური პირების დაცვის თანამშრომლები;
ჰ31) საჰაერო ხომალდის მარაგი – საჰაერო ხომალზე ფრენის პერიოდში საჭირო მარაგი, მათ შორის: ბორტკვება, საბორტო მარაგი, თანმდევი საშუალებები და საჰაერო ხომალდის დასუფთავებისთვის საჭირო საშუალებები;
ჰ32) სტერილური ზონა – აეროპორტის შეზღუდული დაშვების დაცული ზონა მგზავრთა შემოწმების პუნქტიდან საჰაერო ხომალდამდე, რომელშიც დაიშვებიან შემოწმებაგავლილი მგზავრები და ის პერსონალი, რომელიც ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას;
ჰ33) ტელესკოპური ტრაპი – დერეფანი მიწის ზედაპირზე, მის ქვემოთ ან ზემოთ, რომელიც აკავშირებს საჰაერო ხომალდების სადგომს და აეროპორტის ტერმინალის შენობას;
ჰ34) ტვირთი – საჰაერო ხომალდით გადასაზიდი ნებისმიერი ქონება, გარდა ფოსტის, საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, საბარგო ნაკვეთურებით გადასაზიდი ბარგისა და შეცდომით მიწოდებული ბარგისა;
ჰ35) ტრანზიტული მგზავრი/ბარგი – მგზავრი/ბარგი, რომელიც დაფრენის შუალედური აეროპორტიდან მგზავრობას/გადაზიდვას აგრძელებს იმავე საჰაერო ხომალდით, რომლითაც ჩამოფრინდა/გადაიზიდა;
ჰ36) ტრანსფერული მგზავრი/ბარგი – მგზავრი/ბარგი, რომელიც გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტში აღნიშნულ დაფრენის შუალედურ აეროპორტში მგზავრობის გასაგრძელებლად უნდა გადაჯდეს/გადაიტვირთოს ერთი ფრენიდან მეორეზე;
ჰ37) ტრანსფერული ტვირთი/საფოსტო გზავნილი – ტვირთი/საფოსტო გზავნილი, რომელიც შუალედურ აეროპორტში ჩაფრენის შემდეგ, დანიშნულების აეროპორტში გაგზავნის მიზნით, გადაიტვირთება ერთი საჰაერო ხომალდიდან მეორეზე;
ჰ38) უდისციპლინო მგზავრი – მგზავრი, რომელიც საჰაერო ხომალდის აფრენამდე კარების დახურვის მომენტიდან, დაფრენის შემდგომ მის გახსნამდე ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
ჰ38.ა) თავდასხმას, დაშინებას, მუქარას ან ნებისმიერ ქმედებას, რითაც არღვევს დადგენილ წესრიგს ან საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდზე მყოფ პირთა უსაფრთხოებას ან ქონებას;
ჰ38.ბ) თავდასხმას, დაშინებას, მუქარას ან ქმედებას, რომელიც ხელს უშლის ეკიპაჟის წევრებს თავისი საქმიანობის განხორციელებაში ან ზღუდავს მათ შესაძლებლობას, სათანადოდ განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობა;
ჰ38.გ) განზრახ ან გაუფრთხილებლობის შედეგად საჰაერო ხომალდის ან მისი აღჭურვილობის ან დამხმარე კონსტრუქციების დაზიანებით არღვევს დადგენილ წესრიგს ან საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს და მასზე მყოფ პირებს;
ჰ38.დ) განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდს;
ჰ38.ე) არ ემორჩილება ბრძანებებს ან მითითებებს, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო, მოწესრიგებული ფრენების განხორციელებას.
ჰ39) საფოსტო გზავნილი – მსოფლიო საფოსტო კავშირის მოთხოვნების შესაბამისად, საფოსტო სამსახურების მიერ გაგზავნილი და მათთვის განკუთვნილი საფოსტო გზავნილები და სხვა ნივთები;
ჰ40) საეჭვო ქცევის გამოვლენა – საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი, ქცევის გამოვლენის ტექნიკა, მათ შორის, ანომალური ფსიქოლოგიური ან ჟესტული ნიშნების ამოცნობა, რომელიც მიზნად ისახავს პირების გამოვლენას, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან სამოქალაქო ავიაციას;
ჰ41) საეჭვო ქცევის გამოვლენის სპეციალისტი – შესაბამისი მომზადების მქონე საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც, ფარული დაკვირვების მეშვეობით, უზრუნველყოფს აეროპორტში საეჭვო პირების გამოვლენას, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან სამოქალაქო ავიაციას;
ჰ42) შეზღუდული დაშვების დაცული ზონა – მაღალი რისკის ზონად განსაზღვრული ავიასაწარმოს ის ტერიტორია, სადაც ხორციელდება დაშვების კონტროლი და შემოწმება.
ჰ43) შემოწმება (სკრინინგი) – საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ტექნიკური ან სხვა საშუალებების გამოყენებით განხორციელებული შემოწმება, იარაღის, ფეთქებადი ნივთიერებების, სახიფათო მოწყობილობების, აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით;
ჰ44) შემოწმების ოპერატორი – საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი, რომელიც ახორციელებს შემოწმებას ტექნიკური ან სხვა საშუალებების გამოყენებით, იარაღის, ფეთქებადი ნივთიერებების, სახიფათო მოწყობილობების, გადასატანად აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით;
ჰ45) შეცდომით მიწოდებული ბარგი – მგზავრების ან ეკიპაჟისაგან გაუფრთხილებლობით დაშორებული/განცალკევებული ბარგი;
ჰ46) ცნობილი მიმწოდებელი – იურიდიული პირი, რომელიც უშიშროების დადგენილი ზომების დაცვით ახორციელებს აეროპორტის მარაგის, მათ შორის, სითხეების, აეროზოლების, გელებისა და არასანქცირებული გახსნისაგან დაცული პაკეტების მიწოდებას აეროპორტის კონტროლირებად ზონაში, გარდა საჰაერო ხომალდისა;
ჰ47) ცნობილი ტვირთგამგზავნი – ტვირთისა და ფოსტის მომწოდებელი, რომელიც საჰაერო ხომალდით გადაზიდვის მიზნით, უზრუნველყოფს ტვირთისა და ფოსტის მიმართ საავიაციო უშიშროების დადგენილი ზომების განხორციელებას;
ჰ48) ხელბარგი – მგზავრის პირადი ნივთები, რომელიც გადაიზიდება საჰაერხომალდის სალონით;
ჰ49) ICAO- სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.
თავი II
საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებში, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ უწყებათა/ საწარმოთა უფლებამოსილება
მუხლი 3🔗. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხების სახელმწიფო მართვა
სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), სამოქალაქო ავიაციის დარგში მის მიერვე შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში.
მუხლი 4🔗. ანკეტური მონაცემების შემოწმება
1. პირი, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მოვალეობის შესრულების, საავიაციო უშიშროების სამსახურში დასაქმების, ავიასაწარმოს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში გამცილებლის გარეშე გადაადგილების უფლების მინიჭების მიზნით, ექვემდებარება ანკეტური მონაცემების შემოწმებას, რომელიც ითვალისწინებს, მისი კრიმინალური წარსულის გამორიცხვასა და სხვა პირადი მონაცემების დადგენას/იდენტიფიცირებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პირთა ანკეტური მონაცემები მოწმდება სულ მცირე, 24 თვეში ერთხელ.
3. პირის ანკეტური მონაცემების შემოწმებას უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ანკეტური მონაცემების შემოწმების ორგანიზებას, რომელიც მოიცავს ანკეტური მონაცემების შემოწმების დაგეგმვას, საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას, გადაგზავნას შესაბამის უწყებასთან, უზრუნველყოფს პირის დამსაქმებელი.
4. დაუშვებელია ავიასაწარმოს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში პირის გამცილებლის გარეშე დაშვება, ავიასაწარმოს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში შესასვლელი პიროვნების მუდმივი და დროებითი საშვის გაცემა, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ პერსონალად დასაქმება, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მოვალეობის შესრულება ვიდრე პირის ანკეტური მონაცემები არ იქნება დადასტურებული ან თუ ანკეტური მონაცემების შემოწმების შედეგად იქნა გამოვლენილი, რომ პირი ადმინისტრაციულად სახდელდადებულია ნარკოტიკული საშუალებასთან, მის ანალოგთან ან პრეკურსორთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს, ან ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ან/და ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის, მიუხედავად ნასამართლეობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა:
ა) ნარკოტიკული დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღებას ან მოხმარებას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან გამოყენება ტერორისტული მიზნით;
გ) დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ;
დ) დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ;
ე) ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა;
ვ) ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვას, მითვისება ან გაფლანგვა;
ზ) სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება;
თ) კრიმინალური დაჯგუფების წევრობა.
5. გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია, მისცეს პირს ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება, თუ განმცხადებელი ნასამართლევია/ადმინისტრაციულად სახდელდადებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნაკლებად მძიმე დანაშაულის/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს/ითვლება ადმინისტრაციულად სახდელდაუდებლად და მიიჩნევა, რომ ის არ წარმოადგენს საფრთხეს სამოქალაქო ავიაციისთვის.
6. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ პროგრამის საფუძველზე განხორციელებული ანკეტური შემოწმების შედეგის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს/პირს უნდა მიეწოდოს ისეთი ფორმით, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს.
7. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიმართოს საშვის გამცემ უფებამოსილ უწყებას/ავიასაწარმოს კონკრეტულ პირზე გაცემული პიროვნების საშვის გაუქმების ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
8. შემოწმებასთან დაკავშირებული დამატებითი პროცედურული საკითხები, მათ შორის, შემოწმებაზე უფლებამოსილი სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ი, ასევე იმ პირთა კატეგორია, რომლებიც არ ექვემდებარებიან საშვის გაცემისას ანკეტური მონაცემების შემოწმებას, განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
მუხლი 5🔗. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო
1. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობას უზრუნველყოფს სააგენტო.
2. ფრენების უსაფრთხოდ განხორციელების, რეგულარულობის შენარჩუნებისა და საავიაციო უშიშროების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სამოქალაქო ავიაციის უშიშროების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს;
ბ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში ახორციელებს მუდმივ ზედამხედველობასა და მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლს;
გ) მის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის თანახმად, სამოქალაქო ავიაციის გამართული ფუნქციონირებისათვის, საფრთხის დონის განსაზღვრის მიზნით, აწარმოებს რისკის შეფასებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საფრთხის შეფასების ან/და სხვა, წყაროებიდან მიღებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე;
დ) უზრუნველყოფს მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფრთხის (მაგ: აფეთქების მუქარა, ოპერირება კონფლიქტის ზონებში, კიბერსაფრთხეები და სხვა) შესახებ ინფორმაციის დროულ მიწოდებას შესაბამისი ავიასაწარმოებისათვის, რისკის ადგილობრივი შეფასების ხელშეწყობის მიზნით;
ე) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებიდან, სახელმწიფოს პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რისკის შეფასების საფუძველზე, შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო პროგრამასა და სხვა სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე და უზრუნველყოფს ავიასაწარმოების ინფორმირებას განხორციელებული ცვლილებების შესახებ;
ვ) განსაზღვრავს საფრთხის დონეს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში, მის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, უზრუნველყოფს კონკრეტული საფრთხის დონის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებას, მომატებული საფრთხის შემთხვევაში, ამ ღონისძიებების სწრაფი ამოქმედების მიზნით;
ზ) სახელმწიფო უწყებებს, ავიასაწარმოებს და სხვა ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციასთან, აწვდის ინფორმაციას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში არსებული ნაკლოვანებებისა და სირთულეების შესახებ და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადგენს მათი აღმოფხვრის გზებსა და მეთოდებს;
თ) ახორციელებს ზედამხედველობას აეროპორტების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კომიტეტის საქმიანობაზე;
ი) სააგენტოს მიერ დადგენილი წესით, ახორციელებს საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის სერტიფიცირებას და გასცემს საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის სერტიფიკატს;
კ) ითანხმებს მომზადების პროგრამებს საავიაციო უშიშროების სფეროში;
ლ) ახორციელებს შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირებას;
მ) თანამშრომლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ICAO), სხვა სახელმწიფოებთან და უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას;
ნ) ითანხმებს ავიასაწარმოების მიერ სააგენტოში წარდგენილ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამებს და ასევე ამ პროგრამებში შესატან ცვლილებებს;
ო) უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების ფარგლებში, ითანხმებს საავიაციო უშიშოების უზრუნველყოფის პროგრამებს;
პ) ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდზე განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს ახორციელებს საპასუხო მოქმედებების ოპერატიულ ხელმძღვანელობას;
ჟ) უწევს კონსულტაციებს კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიულ შტაბს (შემდგომში – ოპერატიული შტაბი);
რ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს აწვდის საჭირო ინფორმაციას დაინტერესებულ სახელმწიფოებსა და ICAO-ს.
მუხლი 6🔗. აეროდრომის/ვერტოდრომის/საფრენი მოედნის ექსპლუატანტი
1. საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივი დანიშნულების სამოქალაქო აეროპორტ(ებ)ში/ვერტოდრომებზე საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელია შესაბამისი აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი.
2. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი, საავიაციო უშიშროებას უზრუნველყოფს ღონისძიებათა კომპლექსით, რომელიც ითვალისწინებს საავიაციო უშიშროების სამსახურის ფუნქციონირებას, აეროპორტების, საჰაერო ხომალდებისა და აეროპორტის ტერიტორიაზე განლაგებული სამოქალაქო ავიაციის ობიექტების დაცვას, სასაშვო სისტემის შემუშავებას და დანერგვას, დაშვების კონტროლს აეროპორტის/ვერტოდრომის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, ცნობილი/რეგულირებადი მიმწოდებლის სტატუსის არმქონე საწარმოს მიერ მიწოდებული აეროპორტის მარაგის შემოწმებას.
3. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი საავიაციო უშიშროების ნორმების, წესებისა და პროცედურების მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფს საკუთარი ძალებით ან ხელშეკრულების საფუძველზე, საწარმოსთან, რომლის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი აკმაყოფილებს სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილ შერჩევა-მიღების, მომზადების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
4. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ვალდებულია:
ა) სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად, შექმნას საავიაციო უშიშროების აეროპორტის/ვერტოდრომის კომიტეტი;
ბ) აეროპორტების/ვერტოდრომის დაპროექტების ან/და რეკონსტრუქციის დროს გაითვალისწინოს საავიაციო უშიშროების ასპექტები;
გ) ახალი სამსახურების და ტექნიკური საშუალებების პროექტირების/შექმნის ან/და სამსახურების რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის, ტექნიკური საშუალებების გადაიარაღების პროცესში გაითვალისწინოს სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული საავიაციო უშიშროების მოთხოვნები;
დ) აეროდრომის/ვერტოდრომის დაპროექტების/რეკონსტრუქციის, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი ტექნიკური მოწყობილობების, საშუალებების შეძენა/განახლებისას, უზრუნველყოს, პროექტების და ტექნიკური საშუალებების, მოწყობილობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სააგენტოსთვის, შეთანხმების მიზნით.
ე) სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შეიმუშაოს და დაამტკიცოს აეროპორტის/ვერტოდრომის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა სააგენტოსთან შეთანხმებით;
ვ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით კონტროლის განსახორციელებლად, უზრუნველყოს აეროდრომი/ვერტოდრომი საჭირო ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური მოწყობილობებით;
ზ) უზრუნველყოს საავიაციო უშიშროების სამსახური, ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალური და ადამიანური რესურსებით;
თ) უზრუნველყოს პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება და პერსონალის ანკეტური მონაცემების შემოწმების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) უზრუნველყოს საავარიო-ოპერატიული ცენტრის შექმნა, აღჭურვა და მართვა;
კ) მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს თარჯიმნის გამოყოფა/მოწვევა;
ლ) დანიშნოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია, აეროპორტის/ვერტოდრომის საავიაციო უშიშროების პროგრამის შემუშავებასა და ამ პროგრამის მოთხოვნათა შესრულების კოორდინაციაზე;
მ) დანიშნოს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირი/შექმნას სამსახური და განახორციელოს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები;
ნ) დანიშნოს რისკის შემფასებელი პირი და განახორციელოს რისკის ადგილობრივი შეფასება, სააგენტოდან ან სხვა წყაროებიდან მიღებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე;
ო) რისკის ადგილობრივი შეფასების საფუძველზე განსაზღვროს აეროპორტის/ვერტოდრომის არაკონტროლირებადი ზონა და უზრუნველყოს ამ ზონაში საავიაციო უშიშროების ზომების დადგენა და განხორციელება ამ პროგრამისა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების თანახმად;
პ) განსაზღვროს ექსპლუატაციაში არსებული სამოქალაქო ავიაციის კრიტიკული ინფორმაციისა და საკომუნიკაციო სისტემები, და უზრუნველყოს მათი დაცვა კიბერსაფრთხეებისგან ამ დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად;
ჟ) უზრუნველყოს საავიაციო უშიშროების კულტურის პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა, რომელიც ემსახურება თანამშრომელთა საავიაციო უშიშროების ცნობადობის ამაღლებას სხვადასხვა სახის ღონისძიებების საშუალებით და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.
5. სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი.
6. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა დეტალურად უნდა განსაზღვრავდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კონკრეტულ ღონისძიებებსა და მათ განხორციელებაში მონაწილეთა ვალდებულებებს.
7. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს აეროდრომის ექსპლუატანტის/ვერტოდრომის საავიაციო უშიშროების პროგრამის შესაბამისი ნაწილების მიწოდება პროგრამით გათვალისწინებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაში ჩართული სხვადასხვა სამსახურებისთვის/იურიდიული პირებისათვის/ავიასაწარმოებისათვის, მათ შორის, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველებისათვის.
8. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური უზრუნველყოფს აეროპორტის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების მიზნით საავიაციო უშიშროების ნორმების, წესების და პროცედურების შესრულებას.
9. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტს არ აქვს უფლება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით დაასაქმოს პირი, რომელსაც არ აქვს გავლილი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მიღებისა და შერჩევის პროცედურები, შესაბამისი მომზადება და არ გააჩნია სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
10. ავიასაწარმოს მიერ, ადგილობრივი საფრთხეების გათვალისწინებით განხორციელებული ადგილობრივი რისკის შეფასების საფუძველზე, რომლის შედეგიც შესათანხმებლად წარედგინება სააგენტოს, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი შეიძლება ნაწილობრივ გათავისუფლდეს საავიაციო უშიშროების მოთხოვნების შესრულებისაგან და დაუწესდეს დადგენილი მოთხოვნებისგან განსხვავებული მოთხოვნები, რომელიც უზრუნველყოფს აეროდრომზე/ვერტოდრომზე საავიაციო უშიშროების ზომების ეფექტიანად განხორციელებას. ასეთ აეროდრომებს/ვერტოდრომებს მიეკუთვნება საწარმოები, საიდანაც ხორციელდება ფრენები მხოლოდ ქვემოთ მოცემული ერთი ან მეტი პირობის გათვალისწინებით:
ა) 15 000 კგ-მდე მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებით;
ბ) ვერტმფრენებით;
გ) საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად;
დ) სამედიცინო მიზნით განხორციელებული;
ე) ჰუმანიტარული ფრენების შესასრულებლად;
ვ) იმ ავიაგადამზიდველების, საჰაერო ხომალდების მწარმოებლების და ტექნიკური მომსახურების საწარმოების მიერ, რომლითაც არ ხორციელდება მგზავრების, საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის, ტვირთის ან ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვა;
ზ) საწარმოს პერსონალის, მგზავრების ან საქონლის გადაზიდვის მიზნით, 45 500 კგ ან ნაკლები მაქსიმალური ასაფრენის მასის მქონე საჰაერო ხომალდებით განხორციელებული არაკომერციული ფრენები, რომელიც სრულდება საწარმოს საქმიანობის მიზნით.
11. აეროპორტის/ვერტოდრომის სასერტიფიკაციო და საექსპლუატაციო მოთხოვნები დადგენილია სააგენტოს ნორმატიული აქტით.
12. საფრენი მოედნები თავისუფლდება საავიაციო უშიშროების მოთხოვნებისაგან, იმ პირობით, რომ საავიაციო უშიშროებას (გაფრენისწინა შემოწმებას, საჰაერო ხომალდის დაცვას), საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს ამ საფრენი მოედნის გამომყენებელი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი.
მუხლი 7🔗. ავიაგადამზიდველი/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი
1. საქართველოში რეგისტრირებული კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელი ავიაგადამზიდველი /საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, და/ან ავიაგადამზიდველი /საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომლისთვისაც საქართველო წარმოადგენს ექსპლუატანტის სახელმწიფოს, ვალდებულია:
ა) ჰქონდეს სააგენტოსთან შეთანხმებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც დეტალურად უნდა განსაზღვრავდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კონკრეტულ ღონისძიებებსა და მათ განხორციელებაში ჩართულ მონაწილეთა ვალდებულებებს, ამ პროგრამისა და საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად.
ბ) დანიშნოს:
ბ.ა) საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი;
ბ.ბ) საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირი;
გ) უზრუნველყოს:
გ.ა) საჰაერო ხომალდის დაცვა;
გ.ბ) საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმება;
გ.გ) მგზავრების, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, ავიაგადამზიდველის მასალების/ფოსტის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, რეგულირებადი მიმწოდებლის სტატუსის არმქონე საწარმოს მიერ მიწოდებული საბორტო მარაგის მიმართ უშიშროების ზომების განხორციელება;
გ.დ) პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება;
გ.ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანკეტური მონაცემების შემოწმების ორგანიზება, მათ შორის პილოტებისთვის, ბორტგამყოლებისთვის, საჰაერო ხომალდის მომსახურებაში ჩართული ყველა კატეგორიის პერსონალისთვის, სხვა პერსონალისთვის, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში;
დ) განახორციელოს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები;
ე) დანიშნოს რისკის შემფასებელი პირი და განახორციელონ რისკის ადგილობრივი შეფასება, სააგენტოდან ან სხვა წყაროებიდან მიღებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე;
ვ) განსაზღვროს ექსპლუატაციაში არსებული სამოქალაქო ავიაციის კრიტიკული ინფორმაციისა და საკომუნიკაციო სისტემები, და უზრუნველყოს მათი დაცვა კიბერსაფრთხეებისგან ამ დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად.
ზ) უზრუნველყოს საავიაციო უშიშროების კულტურის პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა ავიასაწარმოში, რომელიც ემსახურება თანამშრომელთა საავიაციო უშიშროების ცნობადობის ამაღლებას სხვადასხვა სახის ღონისძიებების საშუალებით და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.
2. ავიაგადამზიდველი/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, საავიაციო უშიშროების ნორმების, წესებისა და პროცედურების მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფს საკუთარი ძალებით ან ხელშეკრულების საფუძველზე, საწარმოსთან, რომლის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი აკმაყოფილებს სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილ შერჩევა-მიღების, მომზადების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
3. ავიაგადამზიდველმა/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის ან პროგრამის შესაბამისი ნაწილების მიწოდება პროგრამით გათვალისწინებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაში ჩართული სხვადასხვა სამსახურებისთვის/პირებისათვის/იურიდიული პირებისათვის.
4. ავიაგადამზიდველი/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ფრენას, ვალდებულია უსასყიდლიდ მიაწოდოს უფლებამოსილ ორგანოს მგზავრის სახელის ჩანაწერი და მგზავრის წინასწარი მონაცემები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. საქართველოში რეგისტრირებული საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტები რომლებიც სარგებლობენ 5700 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდ(ებ)ით, ასევე საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ 5700 კგ -ზე ნაკლები ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებით, მაგრამ ფრენენ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან/ საერთშორისო აეროპორტებში, ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელ ავიაგადამზიდველზე/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტზე.
6. საქართველოში რეგისტრირებული საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა, რომლის საჰაერო ხომალდ(ებ)ის მაქსიმალური ასაფრენი მასა არ აღემატება 5700 კგ-ს და არ ახორციელებს ფრენებს საქართველოს საერთაშორისო აეროდრომებიდან/საერთშორისო აეროდრომებზე, უნდა უზრუნველყოს:
ა) საჰაერო ხომალდის დაცვა;
ბ) გაფრენისწინა შემოწმება;
გ) საავიაციო უშიშროების პროგრამის შემუშავება და სააგენტოსთან შეთანხმება;
დ) სახელმწიფო პროგრამით დადგენილი პერსონალის ანკეტური მონაცემების შემოწმებისა და საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების ორგანიზება.
7. საქართველოში რეგისტრირებული საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებზე, რომლებიც ასრულებენ ფრენებს 5700 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდ(ებ)ით, აგრეთვე 5700 კგ-ზე ნაკლები ასაფრენი მასის საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან/საერთშორისო აეროპორტებში, ვრცელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული, კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელი ავიაგადამზიდველის/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიმართ დადგენილი მოთხოვნები.
8. საქართველოში რეგისტრირებული საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელი საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტმა, რომლის საჰაერო ხომალდ(ებ)ის მაქსიმალური ასაფრენი მასა არ აღემატება 5700 კგ-ს, უნდა უზრუნველყოს:
ა) საჰაერო ხომალდის დაცვა;
ბ) გაფრენისწინა შემოწმება;
გ) საავიაციო უშიშროების პროგრამის შემუშავება და სააგენტოსთან შეთანხმება;
დ) სახელმწიფო პროგრამით დადგენილი პერსონალის ანკეტური მონაცემების შემოწმებისა და საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების ორგანიზება.
9. თავისუფალი აეროსტატების ექსპლუატანტი ვალდებულია, უზრუნველყოს:
ა) საჰაერო ხომალდის დაცვა;
ბ) სახელმწიფო პროგრამით დადგენილი პერსონალის ანკეტური მონაცემების შემოწმება.
10. საერთო დანიშნულების ავიაციისა და საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიმართ დადგენილი მოთხოვნები შეიძლება შეიცვალოს სააგენტოს მიერ, საფრთხეების გათვალისწინებით განხორციელებული რისკის შეფასების/ანალიზის საფუძველზე და დაუწესდეს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნებისგან განსხვავებული მოთხოვნები, რომელიც უზრუნველყოფს საავიაციო უშიშროების ზომების ეფექტიანობას.
11. საერთო დანიშნულების ავიაციის, საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგს:
ა) საქმიანობის აღწერა;
ბ) ორგანიზაციული სტრუქტურა;
გ) ექსპლუატანტის მიერ გამოყენებული საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ი;
დ) საჰაერო ხომალდის დაცვის ღონისძიებები;
ე) გაფრენისწინა შემოწმების განხორციელება;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი პერსონალის ანკეტური მონაცემებისა და საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების უზრუნველყოფა (შემოწმების/მომზადების პერიოდულობა, მომზადების განმახორციელებელი);
ზ) გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა (ხმელეთზე, ფრენის დროს).
12. საერთო დანიშნულების ავიაციის და საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი საავიაციო უშიშროების ღონისძიებებს ახორციელებს უშუალოდ, ან მესამე პირის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე.
13. სამოქალაქო აეროპორტის ექსპლუატანტი, რომელიც ახორციელებს, სატრანსპორტო გადაყვანა-გადაზიდვას, ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი:
ა) საერთო დანიშნულების ავიაციის/საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელი საჰაერო ხომალდების სადგომების დაპროექტება იმგვარად, რომ გამოირიცხოს კომერციული გადაყვანა-გადაზიდვების განმხორციელებელ საჰაერო ხომალდებთან წვდომა.
ბ) გამორიცხოს საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდების ეკიპაჟისა და მგზავრების/საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის კომერციული დანიშნულების საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებთან და მგზავრებთან შერევა, ამასთან, მათი შემოწმება უნდა განხორციელდეს განცალკევებით;
14. ფრენის შესრულებისას ისეთი ობიექტიდან, სადაც არ არის საავიაციო უშიშროების სამსახური, საჰაერო ხომალდის, ეკიპაჟის, მგზავრების, ხელბარგის, ბარგის, ბორტკვების, საბორტო მარაგის, თანამდევი საშუალებების შემოწმებას ახორციელებს ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების სამსახური. ასეთის არარსებობის შემთხვევაში – საჰაერო ხომალდის მეთაური ან ეკიპაჟის წევრი. ამასთან, საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) სამუხრუჭე და მართლსაწინააღმდეგო დაუფლების საწინააღმდეგო მოწყობილობების დაყენება;
ბ) საჰაერო ხომალდების კარების, ლუქების, საწვავგასამართი მილყელის ხუფების დაკეტვა და დაბლოკვა (დალუქვა);
გ) საჰაერო ხომალდების სიახლოვიდან ტრაპებისა და კიბეების, ამწევი და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მოცილება;
დ) საჰაერო ხომალდთან დაშვების მუდმივი კონტროლი.
15. საჰაერო ხომალდის მეთაურს უფლება აქვს უშიშროების უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გასცეს განკარგულებები საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიმართ, ამასთან, მიიღოს ყველა აუცილებელი და პროპორციული ზომა, იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ ემორჩილებიან მის განკარგულებებს და თავიანთი მოქმედებებით საფრთხეს უქმნიან საჰაერო ხომალდზე არსებული პირების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან საჰაერო ხომალდის ეკიპაჟსა და ფრენის უსაფრთხოებას. საჰაერო ხომალდის მეთაურს უფლება აქვს უახლოეს აეროპორტში/აეროდრომზე დაფრენისთანავე ჩამოსვას ასეთი პირები და გადასცეს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
16. ჰაერში მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისას, საჰაერო ხომალდის მეთაური და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრები ვალდებული არიან სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს გადასცენ ინფორმაცია მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, მოსახმობი ნიშნები, ადგილსამყოფელი (კოორდინატები), სიმაღლე, ფრენის კურსი, მონაცემები დარჩენილი საწვავის შესახებ და იმოქმედონ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად.
17. რისკის ადგილობრივი შეფასების განხორციელება არ მოეთხოვება თავისუფალი აეროსტატის ექსპლუატანტს,ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს, საერთო დანიშნულების და საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელი საჰაერო ხომალდის იმ ექსპლუატანტს, რომლის ექსპლუატაციაში არსებული საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა არ აღემატება 5700 კგ-ს და ეს უკანასკნელი არ ახორციელებს ფრენას საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებიდან/ აეროპორტებში/ვერტოდრომებიდან/ ვერტოდრომებზე.
18. უცხო ქვეყნის ავიაგადმზიდველები, რომლებიც ასრულებენ რეგულარულ ფრენებს საქართველოდან/საქართველოში, ვალდებულნი არიან ჰქონდეთ სააგენტოსთან შეთანხმებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა. პროგრამა უნდა ასახავდეს დეტალურ ინფორმაციას ავიაგაამზიდველის მიერ საქართველოში განსახორციელებელი საავიაციო უშიშროების ზომების, პროცედურების შესახებ და შეესაბამებოდეს წინამდებარე პროგრამის მოთხოვნებს. უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის პროგრამა ექვემდებარება პერიოდულ გადახედვას და შეთანხმების მიზნით ცვლილებების წარდგენას სააგენტოში.
19. უცხო ქვეყნის ავიაგადმზიდველი, ასევე ვალდებულია უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის დაცვა, გაფრენისწინა შემოწმება და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულება.
მუხლი 8🔗. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო
1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს საავიაციო უშიშროების მართვის სისტემა, როგორც მართვის სისტემის განუყოფელი ნაწილი, რათა უზრუნველყოს ავიასაწარმოს ობიექტების, პერსონალის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და მიღებული, დამუშავებული მონაცემების დაცვა არაავტორიზებული პირებისგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ავიასაწარმომ, სულ მცირე:
ა) უნდა შეიმუშავოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა;
ბ) განსაზღვროს ექსპლუატაციაში არსებული კრიტიკული ინფორმაციისა და საკომუნიკაციო სისტემები, უზრუნველყოს მათი ფიზიკური დაცვა და კიბერუსაფრთხოება, ამ დადგენილებისა და სხვა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
გ) განსაზღვროს საწარმოს როლი და ფუნქციები მართლსაწიმნააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის მიზნით;
დ) შეიმუშაოს გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა;
ე) განახორციელოს რისკის შეფასება, მოახდინოს მათი იდენტიფიცირება და უზრუნველყოს შემდგომი ღონისძიებების გატარება რისკების შემცირების მიზნით;
ვ) განახორციელოს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები;
ზ) უზრუნველყოს პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება და ანკეტური მონაცემების შემოწმების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საავიაციო უშიშროების მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.
4. სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის ან პროგრამის შესაბამისი ნაწილების მიწოდება პროგრამით გათვალისწინებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაში ჩართული სხვადასხვა სამსახურებისთვის/პირებისათვის.
მუხლი 9🔗. საერთო მოთხოვნები სხვა ავიასაწარმოების მიმართ
1. ავიასაწარმო, მათ შორის, ბორტკვების საწარმო, საავიაციო სატვირთო ტერმინალი, საავიაციო საწვავ-გასამართი საწარმო, საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო, ცნობილი ტვირთგამგზავნი, რეგულირებადი და ცნობილი მიმწოდებელი, ვალდებულია:
ა) შეიმუშაოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა;
ბ) დანიშნოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი;
გ) დანიშნოს ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირი;
დ) დანიშნოს რისკის შემფასებელი პირი;
ე) განახორციელოს რისკის ადგილობრივი შეფასება, სააგენტოდან ან სხვა წყაროებიდან მიღებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე;
ვ) განახორციელოს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები;
ზ) განახორციელოს საკუთარი ობიექტებისა და საშუალებების დაცვა;
თ) შეიმუშაოს სასაშვო სისტემა და უზრუნველყოს ობიექტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვებაზე კონტროლი;
ი) უზრუნველყოს პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება;
კ) უზრუნველყოს ანკეტური მონაცემების შემოწმების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) განსაზღვროს ექსპლუატაციაში არსებული სამოქალაქო ავიაციის კრიტიკული ინფორმაციისა და საკომუნიკაციო სისტემები, და უზრუნველყოს მათი დაცვა კიბერსაფრთხეებისგან ამ დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად.
მ) უზრუნველყოს საავიაციო უშიშროების კულტურის პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა ავიასაწარმოში, რომელიც ემსახურება თანამშრომელთა საავიაციო უშიშროების ცნობადობის ამაღლებას სხვადასხვა სახის ღონისძიებების საშუალებით და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.
2. სატვირთო ტერმინალის საავიაციო უშიშროების სამსახური ვალდებულია, უზრუნველყოს ტვირთისა და ფოსტის მიმართ კონტროლი საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით.
3. ბორტკვების საწარმო და რეგულირებადი მიმწოდებელი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, საბორტო/აეროპორტის მარაგის უშიშროების ზომების განხორციელება.
4. საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო ვალდებულია:
ა) ტექნიკური მომსახურების პროცესში უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის დაცვა;
ბ) უზრუნველყოს ტექნიკური მომსახურების ობიექტების, მათ შორის ანგარის, სასაწყობე შენობის, საამქროს დაცვა, ობიექტებზე არასანქცირებული პირების დაშვების გამორიცხვის მიზნით;
გ) უზრუნველყოს ხელსაწყოების აღრიცხვა-დაცვა, არასანქცირებული გამოყენების აღკვეთის მიზნით.
5. ცნობილი მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აეროპორტის მარაგის კონტროლი, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით.
6. საწვავ-გასამართი საწარმოს, საწვავ-გასამართი მობილური მოდულის მიმართ საექსპლუატაციო მოთხოვნები განსაზღვრულია სააგენტოს ნორმატიული აქტით.
7. ავიასაწარმო საავიაციო უშიშროების ნორმების, წესების და პროცედურების მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფს საკუთარი ძალებით ან ხელშეკრულების საფუძველზე, საწარმოსთან, რომლის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი აკმაყოფილებს სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილ შერჩევა-მიღების, მომზადების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
8. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის ან პროგრამის შესაბამისი ნაწილების მიწოდება პროგრამით გათვალისწინებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაში ჩართული სხვადასხვა სამსახურებისთვის/პირებისათვის.
მუხლი 10🔗. აეროპორტის მოიჯარეები
1. აეროპორტის თითოეული მოიჯარე, რომლის ტერიტორიის გავლითაც შესაძლებელია მოხდეს წვდომა აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, ვალდებულია მისი ტერიტორიიდან დაშვების კონტროლის განხორციელებაზე.
2. აეროპორტის მოიჯარე ვალდებულია, აეროპორტის ტერიტორიაზე დაიცვას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის წესები. საეჭვო პირის, საგნის, ნივთის, ნივთიერების დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტის მოიჯარე ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურს.
3. აეროპორტის მოიჯარე ვალდებულია, უზრუნველყოს პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება.
4. აეროპორტის მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს იმ პერსონალის ანკეტური მონაცემების შემოწმება, რომელთაც აქვთ წვდომა აეროპორტის შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები ასახული უნდა იყოს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტსა და მოიჯარეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
მუხლი 11🔗. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:
ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად და სააგენტოსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სამოქალაქო ავიაციაში კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმას (შემდგომში – კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმა), რომელიც წარმოადგენს კომპლექსურ ღონისძიებათა ერთობლიობას და მიმართულია სამოქალაქო ავიაციაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ;
ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ქმნის ოპერატიულ შტაბს, გარდა „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევისა;
გ) საქართველოს აეროპორტებში განთავსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე აწარმოებს მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების საპასპორტო კონტროლს;
დ) რეაგირებას ახდენს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევებზე;
ე) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციული ზომების გატარებას აეროპორტის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძოდ:
ე.ა) ქვეით პატრულირებას სამგზავრო ტერმინალებში შეიარაღებული თავდასხმის აღკვეთის მიზნით;
ე.ბ) ქვეით პატრულირებას სამგზავრო ტერმინალის მიმდებარედ არსებული ავტოსატრანსპორტო სადგომების ტერიტორიაზე საეჭვო პირებისა და საგნების აღმოჩენის მიზნით;
ე.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების სამგზავრო ტერმინალების უშუალო სიახლოვეს პარკირების აღკვეთას და დარღვევით პარკირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საჯარიმო სადგომზე დაუყოვნებლივი გადაყვანის უზრუნველყოფას;
ე.დ) უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, პარკირების წესის დარღვევის შემთხვევაში;
ე.ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებით პატრულირებას აეროპორტის არაკონტროლირებადი ზონის პერიმეტრზე;
ე.ვ) საფრთხის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ახორციელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას, საეჭვო ნივთების აღმოჩენის მიზნით, იმ აეროპორტებში, სადაც საზოგადებრივი ტრანსპორტის გაჩერების პუნქტები განთავსებულია სამგზავრო ტერმინალის სიახლოვეს;
მუხლი 12🔗. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური:
ა) ახორციელებს სამოქალაქო ავიაციაში დასაქმებულ პირთა და მისაღებ კანდიდატთა ანკეტური მონაცემების შემოწმებას, შესაძლო ხელისშემშლელი გარემოებების დადგენის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ხელმძღვანელობს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებს და კოორდინაციას უწევს მას „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ზედამხედველობას და იღებს სათანადო ზომებს, გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს და მითითებებს მართლსაწინააღმდეგო ქმედების, თავიდან აცილების მიზნით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვით ღონისძიებებს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ან მსგავსი იარაღის არასანქცირებელი გავრცელების, დამზადების და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის განადგურების მიზნით გამოყენების გამოვლენის, თავიდან აცილების და აღკვეთის მიზნით;
ე) რეაგირებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულებზე;
ვ) განიხილავს სხვა სახელმწიფოს მოთხოვნას და იღებს გადაწყვეტლებას საქართველოს ტერიტორიაზე დამფრენ უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებზე საჰაერო დაცვის ოფიცრის დაშვების/არდაშვების შესახებ.
2. საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, საჰაერო ხომალდის ბორტზე ან აეროპორტში მძევლების აყვანის და სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში, უზრუნველყოფს:
ა) შუამავლის წარგზავნას მძევლებთან დაკავშირებით ტერორისტებთან მოლაპარაკების საწარმოებლად;
ბ) ტერორისტების გაუვნებელყოფის მიზნით, სპეციალიზებული ჯგუფის მომზადებას;
გ) სათანადო სპეციალისტების ოპერატიულ წარგზავნას ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით.
3. ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობის განმახორციელებელი სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი არიან მიაწოდონ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სამოქალაქო ავიაციაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფრთხის შესახებ ინფორმაცია, რომელიც თავის მხრივ მუდმივად ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფრთხის შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და მის შეფასებას, აგრეთვე ამ ინფორმაციის დროულ მიწოდებას სააგენტოსთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, უფლებამოსილია, შექმნას ან მოიწვიოს ოპერატიული შტაბი.
მუხლი 13🔗. საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის
მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირი საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო:
1. უზრუნველყოფს ავიაგადამზიდველის მიერ მიწოდებული მგზავრის სახელის ჩანაწერისა და მგზავრის წინასწარი მონაცემების მიღებასა და დამუშავებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2. სსიპ – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი (CERT.OTA.GOV.GE) ახორციელებს საქართველოს კიბერსივრცეში ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ინციდენტების მართვას, ინფორმაციული უსაფრთხოების კოორდინაციისკენ მიმართულ, მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
3. ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №646 დადგენილებით დამტკიცებული „პირველი, მეორე, მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემის ნუსხით“ განსაზღვრული, პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტ ავიასაწარმოებზე ზედამხედველობას „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 14🔗. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო:
ა) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ერთობლივი გამოყენების აეროდრომებზე სამხედრო ნაწილების მიერ სახელმწიფო პროგრამით დადგენილი ღონისძიებების, წესებისა და პროცედურების შესრულებას;
ბ) სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის პროცესში მონაწილეობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) საქართველოს საჰაერო სივრცეში, საფრთხის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მის დროულ მიწოდებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის;
დ) უზრუნველყოფს მოწყვლადი ადგილების შეფასებას, საიდანაც შეიძლება, საჰაერო ხომალდის მიმართულებით განხორციელდეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის და მსგავსი იარაღის გამოყენება და მიღებული მონაცემების საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მიწოდებას;
ე) უფლებამოსილია, ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტები სხვადასხვა უწყებებიდან და გამოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია.
მუხლი 15🔗. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო:
ა) სხვა უწყებებთან ერთად მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული იმ ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო თანამშრომლობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ცენტრალური დარგობრივი ორგანოს ფუნქციებს იმ საერთაშორისო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში, რომლებიც ეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებული სიტუაციების საერთაშორისო დონეზე დარეგულირებას;
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ანკეტური მონაცემების შემოწმების პროცესში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 16🔗. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს დაზარალებულთათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 17🔗. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ციფრული მმართველობის სააგენტო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – ციფრული მმართველობის სააგენტო:
ა) უწყებათაშორისი კოორდინაციით შეიმუშავებს ციფრული მმართველობისა და სერვისების გაციფრულების ერთიან სახელმწიფო პოლიტიკასა და სტრატეგიას და ხელს უწყობს მათ განხორციელებას;
ბ) ახორციელებს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის – CERT.DGA.GOV.GE უფლებამოსილებას;
გ) ახორციელებს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხაში არსებული მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ავიასაწარმოების ზედამხედველობას „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
დ) კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის – CERT.DGA.GOV.GE მეშვეობით, უზრუნველყოფს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების კრიტიკულ ინფორმაციულ სისტემებში კომპიუტერული ინციდენტების, უსაფრთხოების შეუსაბამობების/სისუსტეების აღმოჩენას და მათზე რეაგირებას „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის შესახებ“ სსიპ – ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 14 დეკემბრის №6 ბრძანებით დადგენილი წესების შესაბამისად.
თავი III
კოორდინაცია და კავშირი
მუხლი 18🔗. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებათა კოორდინაცია
საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებათა კოორდინირებული განხორციელების მიზნით, იქმნება:
ა) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტი;
ბ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის აეროპორტების კომიტეტები.
მუხლი 19🔗. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტი
1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტი (შემდგომ – ეროვნული კომიტეტი) იქმნება ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესრულების ეროვნულ დონეზე კოორდინაციის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო პროგრამის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადების მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესებისა და საფრთხის სახეობების ცვალებადობის გათვალისწინებით.
2. ეროვნული კომიტეტი არის უწყებათაშორისი სათათბირო ორგანო. ეროვნული კომიტეტის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ქვეყანაში სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირების მასშტაბების, როლისა და ამოცანების გათვალისწინებით.
3. ეროვნული კომიტეტის შემადგენლობა და უფლებამოსილება განისაზღვრება „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივნისის N223 დადგენილებით.
მუხლი 20🔗. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის აეროპორტის/ვერტოდრომის კომიტეტი
1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს ყველა აეროპორტში/ვერტოდრომზე იქმნება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის აეროპორტის/ვერტოდრომის კომიტეტი (შემდგომში –კომიტეტი).
2. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი და საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, საბაჟო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელი, აეროდრომის ექსპლუატანტის საავარიო სამაშველო სამსახურის უფროსი, საქართველოში რეგისტრირებული იმ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტ(ებ)ის საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ(ებ)ი, რომლებიც რეგულარულად იყენებენ კონკრეტულ აეროპორტს/ვერტოდრომს; საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველების წარმომადგენლები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელი პირები (ერთობლივი გამოყენების აეროდრომების შემთხვევაში), სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი.
3. კომიტეტს თავმჯდომარეობს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი.
4. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა დაინტერესებული პირები და სპეციალისტები.
5. კომიტეტს აქვს დებულება, რომელსაც შესაბამის უწყებებთან და სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ ამტკიცებს კომიტეტის თავმჯდომარე.
6. კომიტეტი იკრიბება, სულ მცირე, წელიწადში ოთხჯერ.
7. კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო პროგრამის დებულებების შესასრულებლად აეროპორტში/ვერტოდრომზე განხორციელებული ღონისძიებების კოორდინაცია;
ბ) აეროპორტის/ვერტოდრომის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის შესრულების კონტროლი;
გ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებზე აეროპორტის/ვერტოდრომის პერსონალისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის კონკრეტული მოთხოვნების შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირების მომზადების ორგანიზაცია.
8. კომიტეტი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, სახელმწიფო პროგრამისა და თავისი დებულების შესაბამისად.
9. კომიტეტის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობენ ან იმყოფებიან აეროპორტის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე.
მუხლი 21🔗. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კავშირი
1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებზე პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან კავშირს და სათანადო ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფენ სააგენტოს, აეროდრომის და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები ან სხვა უფლებამოსილი პირები.
2. მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის გამოიყოფა სპეციალური ადგილი.
3. აკრძალულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთათვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.
მუხლი 22🔗. სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობა
1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამართლებრივი ბაზის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან ბრძოლის მეთოდების და საშუალებების სრულყოფის მიზნით, სააგენტო თანამშრომლობს ჩიკაგოს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან.
2. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ნორმებისა და პრაქტიკის კოორდინირებული შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო სხვა სახელმწიფოებს, მათივე თხოვნით, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, წერილობით გადასცემს ამ პროგრამით გათვალისწინებული საკითხების, სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის და საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების შესახებ ნორმატიული დოკუმენტების შესაბამის დებულებებს.
3. საქართველო საკუთარი სუვერენიტეტის და ინტერესების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას, სხვა სახელმწიფოსთვის (მოთხოვნის საფუძველზე), საავიაციო უშიშროების სფეროში განხორციელებული აუდიტისა და მის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარების შესახებ.
4. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სპეციალური ზომები, რომელთა მიღების შესახებ სააგენტოს თხოვნით მიმართავს სხვა სახელმწიფო, ხორციელდება პრაქტიკული შესაძლებლობების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ განისაზღვრება განსახორციელებელი მოქმედებები, საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიღება-გადაცემაზე სააგენტოს, აეროდრომის ექსპლუატანტის და ავიაგადამზიდველის უფლებამოსილი პირები, უშიშროების სპეციალური ზომების პარამეტრები და დამატებითი ხარჯების დაფინანსების წყარო.
5. საქართველო თანამშრომლობს ჩიკაგოს კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებთან პერსონალის მომზადების პროგრამის შემუშავების, ახალი მეთოდების დანერგვის, სწავლების ეფექტიანობის ამაღლებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სხვა საკითხებში.
6. სააგენტოსთვის ცნობილი ინფორმაცია სხვა სახელმწიფოს სამოქალაქო ავიაციაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, სააგენტოს მიერ, უმოკლეს ვადაში, გადაეცემა შესაბამის სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის საავიაციო უშიშროების საკონტაქტო ქსელითა (PoC Network) და ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ქსელით (SECLIST) განსაზღვრული საკონტაქტო წყაროების გამოყენებით.
7. სააგენტო უზრუნველყოფს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით საიდუმლოდ მიჩნეული ინფორმაციის დაცვას და მის ხელმისაწვდომობას უფლებამოსილი პირებისათვის. სხვა სახელმწიფოსათვის/სახელმწიფოდან გადაცემის/მიღების საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებასთან, გაცვლასა და გაგზავნასთან დაკავშირებული საკითხები დაუყოვნებლივ უნდა შეთანხმდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.
მუხლი 23🔗. ICAO-სთან თანამშრომლობა
1. სააგენტო, ჩიკაგოს კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ICAO-სთან რეგულარულ თანმშრომლობას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით, მათ შორის პერსონალის მომზადებისა და უშიშროების უზრუნველმყოფი სისტემების ტექნიკური აღჭურვილობის საკითხებში.
2. სააგენტო უზრუნველყოფს ICAO-ს ინფორმირებას ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის მოთხოვნებთან არსებული განსხვავებების შესახებ, დადგენილი წესით, აწვდის ინფორმაციას ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის მოთხოვნებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის შესრულების თაობაზე.
3. ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC-8973 განსაზღვრული შეტყობინების ფორმის მიხედვით სააგენტო უგზავნის ICAO-ს წერილობით ანგარიშს სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მიმართული მართლსაწინააღმდეგო ქმედებ(ებ)ის შესახებ.
4. ICAO-სთან თანამშრომლობას საავიაციო უშიშროების კუთხით, უზრუნველყოფს სააგენტო.
თავი IV
აეროპორტების, სანავიგაციო საშუალებებისა და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს, საჰაერო ხომალდების დაცვა
მუხლი 24🔗. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები
1. სააგენტოს მიერ, სამოქალაქო ავიაციაში საფრთხის დონის განსაზღვრის მიზნით განხორციელებული რისკის შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ავიასაწარმოების მიერ, რისკის ადგილობრივი შეფასების საფუძველზე, გამოიყოფა კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები.
2. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები განისაზღვრება და აღიწერება ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში.
3. შეზღუდული დაშვების დაცული ზონების ყველა ხელმისაწვდომი პუნქტი უნდა კონტროლდებოდეს ან/და იყოს დაკეტილი. ასეთ ზონებში საავიაციო უშიშროების საკონტროლო გამშვები პუნქტების რაოდენობა დაყვანილ უნდა იქნეს მინიმუმამდე.
4. სტერილური და შეზღუდული დაშვების სხვა ზონები, რომლებიც მუდმივად არ კონტროლდება, გამოყენების წინ განსაკუთრებულად მოწმდება.
5. სტერილურ ზონაში დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლის ყოფნაც ამ ზონაში აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე.
მუხლი 25🔗. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების დაცვა, დაშვების კონტროლი და შემოწმება
1. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები უნდა იყოს დაცული არასანქცირებული შეღწევისაგან, როგორც ფიზიკური საშუალებების, ისე საავიაციო უშიშროების სამსახურის პერსონალის გამოყენებით.
2. ფიზიკური დაცვის უზრუნველსაყოფად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა პერიმეტრული შემოღობვა, ბუნებრივი ზღვარი, შენობების გარე კედელი ან მისი გამყოფი ტიხარი და სხვა საშუალებები, რომელიც ქმნის დაცულ ზონაში შეღწევის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სამართლებრივ ბარიერებს.
3. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს, რომ შეზღულული დაშვების დაცულ ზონებში გამოირიცხოს შეუმოწმებელი პირების შეღწევა.
4. პერიმეტრულ შემოღობვაზე არაკონტროლირებადი ტერიტორიის მხრიდან განთავსებული უნდა იყოს გამაფრთხილებელი ანშლაგები.
5. ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა, ზონის პერიმეტრზე დამცავი სიგნალიზაციის, ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის, დამცავი განათების დამონტაჟება, აგრეთვე საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების პატრულირება და ა.შ. აეროპორტის შეზღუდული დაშვების დაცული ზონების დაცვის საშუალებები განისაზღვრება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით, ხოლო სხვა ავიასაწარმოების შეზღუდული დაშვების დაცული ზონების დაცვის საშუალებები, გარდა ამ პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, განისაზღვრება სააგენტოსთან შეთანხმებით, ადგილობრივი რისკის შეფასების საფუძველზე.
6. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს.
7. კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვება ხორციელდება სპეციალურად მოწყობილი საკონტროლო-გამშვები პუნქტის (შემდგომ – სგპ) გავლით, რომელიც აღიჭურვება პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირების ან/და შემოწმებისთვის საჭირო საშუალებებით.
8. ავიასაწარმო განსაზღვრავს საკონტროლო გამშვები პუნქტ(ებ)ის მდებარეობას და უზრუნველყოფს მათ საიმედო დაცვას.
9. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს სასაშვო სისტემის დანერგვა პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირებისათვის, კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში არასანქცირებული დაშვების თავიდან აცილების მიზნით.
10. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს: კონტროლირებადი/შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების კონტროლი/შემოწმება და უზრუნველყოს ამ ზონებისა და მისი დაცვის საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება.
11. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს შემოწმების განხორციელება შემოწმების შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით, ეფექტური შემოწმების განხორცილების მიზნით.
12. აეროპორტის კონტროლირებადი/შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შემოწმების საფუძველზე დაიშვებიან:
ა) მგზავრები, მოქმედი სამგზავრო დოკუმენტისა და ჩასხდომის ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში;
ბ) მგზავრის სტატუსის არმქონე პირები, კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი მოქმედი საშვის წარმოდგენის საფუძველზე;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებები კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი მოქმედი საშვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისა სააგენტოს ნორმატიული აქტის შესაბამისად გაცემული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე.
13. საქართველოში ფრენების განმახორციელებელი უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ეკიპაჟის წევრები ფრენის განხორციელების მიზნით აეროპორტის კონტროლირებადი/შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან გენერალური დეკლარაციის, მოქმედი სამგზავრო დოკუმენტის, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ეკიპაჟის წევრის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტის ან რეგისტრაციის სახელმწიფოს/ექსპლუატანტის სახელმწიფოს მიერ გაცემული პიროვნების მუდმივი საშვის წარმოდგენის საფუძველზე.
14. თუ ავიასაწარმოს გამიჯნული აქვს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები, ავიასაწამოს კონტროლირებად ზონაში პირთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვება ხორციელდება მოქმედი საშვის წარმოდგენის საფუძველზე.
15. თუ ავიასაწარმოს გამიჯნული აქვს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები, ავიასაწარმოს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში პირთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვება ხორციელდება მოქმედი საშვის წარმოდგენისა და შემოწმების საფუძველზე.
16. ავიასაწამოს, რომელსაც არ აქვს გამიჯნული კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონები, დაშვება ხორციელდება მოქმედი საშვის წარმოდგენისა და შემოწმების საფუძველზე.
17. საშვი აძლევს პირს/ავტოსატრანსპორტო საშუალებას ავიასაწარმოს კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ იმ ზონებში დაშვების უფლებას, რომელიც საშვით არის განსაზღვრული.
18. პირებს, რომლებსაც ეძლევათ უფლება გადაადგილდნენ ავიასაწარმოს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლის თანხლების გარეშე, გავლილი უნდა ჰქონდეთ საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსი და მათი ანკეტური მონაცემები უნდა იყოს შემოწმებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
19. აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი პიროვნებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საშვთა დამზადება და გაცემა ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესის საფუძველზე.
20. სააგენტო საშვთა გაცემას უზრუნველყოფს საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებისათვის, სააგენტოს თანამშრომლებისა და სააგენტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის სფეროს კურატორი მინისტრის მოადგილისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სხვა თანამშრომლებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის.
21. აეროდრომის ექსპლუატანტი საშვს გასცემს ზედა პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მგზავრის სტატუსის არმქონე სხვა პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის.
22. სხვა ავიასაწარმოების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი პიროვნებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საშვთა გაცემას უზრუნველყოფს ავიასაწარმო.
23. აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დასაშვები საშვის მიღების მიზნით განსახორციელებელი ანკეტური მონაცემების შემოწმებისთვის, დამსაქმებელი ვალდებულია მიმართოს საშვის გამცემს შუამდგომლობის თაობაზე და წარუდგინოს ანკეტური მონაცემების შემოწმებისთვის საჭირო დოკუმენტაცია. საშვის გამცემი, თავის მხრივ, დოკუმენტაციას, ანკეტური მონაცემების შესამოწმებლად, უგზავნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
24. ავიასაწარმო, რომელიც თავად გასცემს საშვს საკუთარი ავიასაწარმოს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში დაშვების მიზნით, ასევე ნებისმიერი ავიასაწარმო საავიაციო უშიშროების პერსონალის შერჩევა-მიღების პროცესში განსახორციელებელი ანკეტური მონაცემების შესამოწმებლად, თავად მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პირის ანკეტური მონაცემების შემოწმების თაობაზე.
25. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მუდმივი საშვის გაცემა ხდება ამ უკანასკნელის მიერ საქართველოში ბინადრობის მოწმობის მიღების საფუძველზე.
26. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საშვის მისაღებად საშვის გამცემს უნდა წარუდგინონ იმ ქვეყნის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული სათანადოდ დამოწმებული ცნობა ნასამართლეობის შესახებ, ნათარგმნი ქართულ ენაზე, რომლის მოქალაქეს/რეზიდენტსაც წარმოადგენს პირი.
27. საშვების გაყალბებისაგან დამცავი კოდური სისტემის გათვალისწინებით საშვის დამამზადებელმა უნდა უზრუნველყოს გაცემული საშვების დაცვის კოდური სისტემით აღჭურვა.
28. პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმება, გარდა მე-11 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.
29. საგანგებო სიტუაციისას: სახანძრო-სამაშველო ჯგუფების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საავიაციო შემთხვევების შედეგების სალიკვიდაციო ბრიგადების, მართლსაწინაღმდეგო ქმედების დროს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლები და სატრანსპორტო საშუალებები, აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან საშვის გარეშე, აეროპორტის საავიაციო უშიშროების პროგრამით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
30. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები კონტროლირებად ტერიტორიაზე სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასაროლი იარაღით და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით დაიშვებიან მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
31. უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, სასაზღვრო და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით გაცემული საშვით.
32. სხვა უწყებების/საწარმოების წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესვლა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, უწყების/საწარმოს ხელმძღვანელობის წინასწარი განაცხადისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, გაიცემა დროებითი ან ერთჯერადი საშვი.
33. ავიასაწარმოს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში შესასვლელი, პიროვნების დროებითი საშვის გაცემის მიზნით, ანკეტური მონაცემების შემოწმება ხორციელდება გამარტივებული წესით, სრული ანკეტური მონაცემების შემოწმების გარეშე. საშვის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობები ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ (ფორმა №2).
34. მუდმივი, დროებითი და ერთჯერადი საშვები სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებისათვის გაიცემა მხოლოდ სასაზღვრო და საბაჟო ორგანოებთან შეთანხმებით.
35. ყველა პირი, რომელიც იმყოფება კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში, ვალდებულია ატაროს საშვი გარე ტანსაცმლის თვალსაჩინო ადგილზე.
36.ავიასაწარმოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი საშვის გაცემა ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.
37. საავიაციო უშიშროების საკონტროლო გამშვებ პუნქტში სტენდზე გამოიკვრება მოქმედი საშვებისა და მათზე ხელმოწერის უფლების მქონე პირების ხელმოწერის ნიმუშები.
38. მგზავრებს ეძლევათ იმ შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესვლის უფლება, რომლებიც განსაზღვრულია საჰაერო ხომალდში ჩასხდომისათვის გამოსაყენებლად, იმ პირობით, თუ მათ აქვთ საჰაერო ხომალდზე ჩასხდომისათვის საჭირო დოკუმენტები: სამგზავრო დოკუმენტი და ჩასხდომის ბარათი, მათ შორის ელექტრონული, გაცემული ავიაგადამზიდველის მიერ (ჩასხდომის ბარათში ნაჩვენები უნდა იყოს დარეგისტრირებული მგზავრის გვარი).
39. ადგილობრივ ფრენებზე სტერილურ ზონაში და საჰაერო ხომალდში ჩასასხდომად მგზავრების გადაადგილების კონტროლი უნდა განხორციელდეს საავიაციო უშიშროების სამსახურების თანამშრომლების, ხოლო საერთაშორისო ფრენებზე – მათთან ერთად სასაზღვრო და საბაჟო ორგანოების წარმომადგენლების მიერ.
40. სპეციალური დავალების შესრულებისას, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან საშვის გარეშე. აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, მოთხოვნის შემთხვევაში, აცილებს საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი.
41. სახანძრო-სამაშველო ჯგუფების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საავიაციო შემთხვევების შედეგების სალიკვიდაციო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებები კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ დადგენილი წესით.
42. გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის შესრულებაში ჩართული ძალების და საშუალებების აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში დაშვების წესი განისაზღვრება აეროდრომის ექსპლუატანტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმით.
43. საქართველოს აეროპორტებში ბაზირებული/დასაქმებული, ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმხორციელებელი უწყებებისა და სხვა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები, რომელთაც აეროპორტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, ესაჭიროებათ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა და იარაღის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვთ სამსახურეობრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით, შემოწმების საფუძველზე. შემოწმება უნდა განხორციელდეს მგზავრის სტატუსის არმქონე პირის მიმართ დადგენილი შემოწმების სრული წესის დაცვით.
44. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები კონტროლირებად ტერიტორიაზე სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასაროლი იარაღით და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით დაიშვებიან მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
45. ამ მუხლის 43-ე პუნქტით განსაზღვრული პირების პიროვნების მუდმივ საშვზე დატანილი უნდა იყოს სპეციალური აღნიშვნა (სიმბოლო/ნიშანი), რომელიც ადასტურებს ამ კატეგორიის პირთა უფლებას, გადაადგილდნენ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით, აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში.
46. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით დასაშვები პირების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.
47. ყველა უწყება ვალდებულია, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტს წერილობით აცნობოს იმ პირთა შესახებ, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ესაჭიროებათ სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში. ასევე ვალდებულნი არიან, საშვის დროული დეაქტივაციის მიზნით, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია იმ პირებზე, რომელთაც შეუჩერდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება.
48. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან ბაზირებული აეროპორტის ტერიტორიაზე, მაგრამ სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად, ოპერატიულად, ესაჭიროებათ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით დაშვება კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, დაიშვებიან შემოწმების გარეშე აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების ხელმძღვანელი პირის წინასწარი ინფორმირების საფუძველზე.
49. ყველა კარი, კიბე და ტელესკოპური ტრაპი, რომელიც იძლევა წვდომას შეზღუდული დაშვების დაცულ ზონასთან უნდა იყოს ჩაკეტილი. ავარიული გასასვლელის კარი, რომელიც არ იმყოფება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, აღჭურვილი უნდა იყოს სიგნალიზაციით.
50. აეროპორტის დაპროექტების, მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციისას, უშიშროების მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით, იქმნება შესაბამისი ჯგუფი აეროპორტის კომიტეტის წევრების, შესაბამისი სამინისტროსა და სააგენტოს წარმომადგენლების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, კერძო ექსპერტების, საინჟინრო-ტექნიკური თანამშრომლებისა და საკონსულტაციო ფირმების წარმომადგენლების შემადგენლობით.
51. ავიასაწარმოს ექსპლუატანტი, საავიაციო უშიროების პროგრამის ფარგლებში, შეიმუშავებს საკუთარი ავიასაწარმოს ტერიტორიაზე დაშვების, საშვის გაცემის პროცედურას ამ დადგენილებისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნის შესაბამისად.
მუხლი 26🔗. აეროპორტის არაკონტროლირებადი ზონის უშიშროების უზრუნველყოფის ზომები
1. საერთაშორისო აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია, რისკის ადგილობრივი შეფასების საფუძველზე, განსაზღვროს აეროპორტის არაკონტროლირებადი ზონა.
2. არაკონტროლირებადი ზონები დეტალურად აღიწერება აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში. ის უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, ისეთ ზონებს, როგორიცაა:
ა) სამგზავრო ტერმინალების ის ზონები, რომლებიც არ განეკუთვნება კონტროლირებადი და შეზღუდული დავების დაცულ ზონეს;
ბ) აეროპორტის ავტოსადგომები;
გ) საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პუნქტები;
დ) სამგზავრო ტერმინალის მიმდებარედ არსებული მუნიციპალური გზები;
ე) სხვა ობიექტები, რომელთა ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო ავიაციისთვის.
3. საავიაციო უშიშროების ზომებს ახორციელებს აეროდრომის საავიაციო უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები ურთიერთქმედებითა და ურთიერთკოორდინაციით.
4. აეროპორტის არაკონტროლირებადი ზონების უშიშროების ზომების განსაზღვრა უნდა მოხდეს ამ ზონებში არსებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდეგი სააფრთხეების გათვალისწინებით:
ა) ფიზიკური პირის მიერ (სხეულზე დამაგრებული ან ბარგის სახით) ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების მიზნით;
ბ) აეროპორტის შენობაში ან სხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტში ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსება (შენიღბული ან წარმოდგენილი მიტოვებული ბარგის სახით);
გ) შეიარაღებული თავდასხმა აეროპორტის ხალხმრავალ ზონებზე;
დ) სატრანსპორტო საშუალებაში ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსება;
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება აეროპორტის სამგზავრო ტემინალის ან სხვა ობიექტის განადგურება/დაზიანების მიზნით;
ვ) ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიული ნივთიერებების გამოყენება.
5. სამგზავრო ტერმინალები დაცული უნდა იყოს ავოსატრანსპორტო საშუალების განზრახ შეჯახებისგან, ისეთი საშუალებებით როგორიცაა ფიზიკური ბარიერები, მასიური კონსტრუქციები, მყარი მასალისგან დამზადებული ბოძები.
6. სამგზავრო ტერმინალთან მისასვლელი გზები ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ გამოირიცხოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ტერმინალთან მაღალი სიჩქარით მიახლოვება ან გამოყენებულ იქნას ისეთი საშუალებები, რომელიც ხელს უწყობს ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შენელებას.
7. სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის/რეკონტრუქციის პროექტები უნდა ითვალისწინებდეს მყარი სამშენებლო მასალის გამოყენებას, რომელიც აფეთქების ან სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, გამოიწვევს მინიმალურ მსხვერპლსა და ეკონომიკურ ზარალს, მაგალითად: ლამინირებული/უნამსხვრევო მინა, შენობის გასამყარებელი საშუალებები, ცეცხლმედეგი მასალა, და სხვა.
8. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პუნქტები და ავტოსატრანსპორტო საშუალებების სამანევრო არე განთავსებული უნდა იყოს სამგზავრო ტერმინალიდან მოშორებით. სამგზავრო ტერმინალების უშუალო სიახლოვეს არსებულ გზებზე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მაღალი გამტარიანობა და გადაადგილების მკაცრი კონტროლი.
9. თუ, აეროპორტის კონფიგურაციიდან გამომდინარე, ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პუნქტების სამგზავრო ტერმინალიდან მოშორებით განთავსება, უნდა განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმება, საეჭვო ნივთების აღმოჩენის მიზნით. შემოწმება უნდა განხორციელდეს მგზავრების ჩამოსხდომის შემდეგ.
10. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სადგომ(ებ)ი უნდა განთავსდეს აეროპორტის ტერმინალის მაქსიმალური დაშორებით. მინიმალურ მანძილად განსაზღვრულია 30 მეტრი.
11. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტს შემუშავებული უნდა ჰქონდეს სამგზავრო ტერმინალის არაკონტროლირებად და კონტროლირებად ზონებში სავაჭრო, საკვები და სხვა ობიექტებისთვის მომარაგების სქემა, სამგზავრო ტერმინალებთან უცნობი სატვირთო ავტსატრანსპორტო საშუალებების წვდომისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანიის მიზნით. სქემა უნდა ითვალისწინებდეს წინასწარ ინფორმაციას მიმწოდებლის სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის, საქონლის ნუსხისა და მიწოდების დროის შესახებ, ასევე სხვა საჭირო ინფორმაციას.
12. სამგზავრო ტერმინალის შესასვლელებში დამატებითი შემოწმების პუნქტების განთავსება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება მაღალი გამტარიანობა.
13. აეროპორტის ტერმინალის როგორც კონტროლირებადი, ასევე არაკონტროლირებადი ზონები უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოების და საავიაციო უშიშროების სამსახურის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, როგორც დაკვირვების ფარული, ისე ღია მეთოდების გამოყენებით ამ ორგანოებისათვის მინიჭებული კომპეტენციით განსაზღვრული მიზნებისათვის. საეჭვო ქმედების, პირების, საგნებისა და მიტოვებული ბარგის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის ოპერატორები ვალდებულნი არიან ოპერატიულად მიაწოდონ ინფორმაცია არაკონტროლირებად ზონებში კონტროლის განმხორციელებელ საავიაციო უშიშროების სამსახურსა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, შესაბამისი რეაგირების მიზნით.
14. სამგზავრო ტერმინალში არაპროგნოზირებადი სიხშირით უნდა ხორციელდებოდეს პატრულირება. პატრულირებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ სივრცეებს, რომელიც არ ხვდება ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის არეალში (მაგ: საპირფარეშოები) და სივრცეებს, სადაც შეუმჩნევლად შეიძლება მოხდეს ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსება. პატრულირება უნდა ხორციელდებოდეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ ურთიერთკოორდინაციით. აეროდრომის ექსპლუატანტს პატრულირებისთვის შემუშავებული უნდა ჰქონდეს შესამოწმებელი სივრცეების საკონტროლი ბარათი.
15. აეროპორტში საეჭვო პირების სწრაფი გამოვლენის მიზნით, მიზანშეწონილია საეჭვო ქცევის გამოვლენის პროგრამის დანერგვა.
16. სამგზავრო ტერმინალებში მგზავრებისა და მოქალაქეების მომსახურება უნდა განხორციელდეს ისე, რომ ტერმინალების სხვადასხვა ზონაში, ხალხმრავლობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. სასაზღვრო და საავიაციო უშიშროების შემოწმების პუნქტებთან ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, უნდა ხორციელდებოდეს მგზავრთნაკადის კონტროლი.
17. თუ სამგზავრო ტერმინალის შენობაში გათვალისწინებულია სივრცეები, რომელიც გადაჰყურებს ხალხმრავალ ზონებს, როგორიცაა რეგისტრაციის და სხვა ზონები, უნდა გამოირიცხოს ამ სივრცეებიდან ფიზიკური წვდომის საშუალება.
18. აეროპორტის არაკონტროლირებად ზონებში არსებული სამგზავრო ბილეთების გასაყიდი სააგენტოები/სალაროები, მაღაზიები, ჯიხურები, და სხვა კომერციული ობიექტები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და აღჭურვილი, რომ არასამუშაო საათებში, ან ობიექტის წარმომადგენლის ადგილზე არყოფნის პერიოდში, გამოირიცხოს ობიექტში ფიზიკური წვდომა/ნებისმიერი საგნის განთავსება.
19. პატრულირებისა და ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემით დაკვირვების მიზნით, აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს ღამის საათებში, სამგზავრო ტერმინალების მიმდებარე არაკონტროლირებადი ზონის, მათ შორის ავტოსადგომების ტერიტორიის განათება.
20. ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის გამოყენებისას თვალსაჩინო ადგილზე კეთდება განცხადება ასეთი სისტემის გამოყენების თაობაზე.
21. აეროპორტის ტერმინალში 30 წუთის ინტერვალით (ქართულ, ინგლისურ და შეძლებისდაგვარად, სხვა საერთაშორისო ენებზე) გადაიცემა ინფორმაცია საავიაციო უშიშროების წესების თაობაზე, რომელთა შესრულება სავალდებულოა როგორც მგზავრებისათვის, ისე სხვა პირებისათვის. ინფორმაცია, გადასატანად აკრძალულ საგნებისა და ნივთერებების ჩამონათვალის გარდა უნდა მოიცავდეს ინსტრუქტაჟს პირის მიერ საეჭვო ქმედების გამოვლენის და საეჭვო საგნის ან მიტოვებული ბარგის აღმოჩენის შემთხვევაში განსახორციელებელი მოქმედებების შესახებ.
22. „მართლსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სამოქალაქო ავიაციაში კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმა“ და აეროდრომის ექსპლუატანტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა უნდა ითვალისწინებდეს საპასუხო მოქმედებებს აეროპორტის არაკონტროლირებად ზონაში განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში.
23. უმეთვალყურეოდ მიტოვებული ბარგი/საგანი განიხილება როგორც საეჭვო და მის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურს.
24. უმეთვალყურეოდ მიტოვებულ ბარგთან/საეჭვო საგანთან მოპყრობის წესს განსაზღვრავს აეროდრომის ექსპლუატანტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა.
მუხლი 27🔗. საჰაერო ხომალდის დაცვის ღონისძიებები
1. საჰაერო ხომალდი დაცული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან.
2. საჰაერო ხომალდის საავიაციო უშიშროებას უზრუნველყოფს ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი (ავიაგადამზიდველი).
3. საჰაერო ხომალდები, რომელთა დანიშნულებაა მგზავრების გადაყვანა და რომლის ასაფრენი მასა აღემატება 45 000 კგ-ს ან სამგზავრო ადგილების რაოდენობა 60-ზე მეტია, აღჭურვილი უნდა იყოს კაბინის კარით, რომელიც გაუძლებს ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებს და ხელყუმბარის ნამსხვრევებს, ასევე – გარეშე პირის ძალადობრივ შეჭრას კაბინაში. კაბინის კარი აღჭურვილი უნდა იყოს ჩამკეტი მოწყობილობით, რომლის გახსნა და ჩაკეტვა შესაძლებელი იქნება მფრინავების ორივე პოზიციიდან.
4. ყველა სამოქალაქო საჰაერო ხომალდი ექვემდებარება გაფრენისწინა შემოწმებას.
5. საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმება ხორცილდება მიწისზედა მომსახურების ყველა სამსახურის მიერ საჰაერო ხომალდის დატოვების შემდეგ, მგზავრების ჩასხდომამდე. შემოწმების დაწყების მომენტიდან, საჰაერო ხომალდზე დაიშვება მხოლოდ კონკრეტული ფრენის შემსრულებელი ეკიპაჟის წევრები/გაფრენისწინა შემოწმების განმახორციელებელი პირები.
6. გაფრენისწინა შემოწმება ხორციელდება „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების თაობაზე’’ სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანების შესაბამისად.
7. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ტრანზიტული მგზავრის მიერ დატოვებული ნებისმიერი ნივთი შესაბამისი წესების დაცვით იხსნება საჰაერო ხომალდიდან.
8. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშავოს:
ა) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის კაბინის დაცვის ზომები, არასანქცირებული დაშვების თავიდან აცილების მიზნით;
ბ) მართლწინააღმდეგო ქმედების დროს (აფეთქების მუქარა, საჰარო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და ა.შ.) განსახორციელებელი მოქმედებები.
9. აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში საჰაერო ხომალდთან/ხომალდიდან პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების კონტროლს, საჰაერო ხომალდზე არასანქცირებული წვდომის გამორიცხვის მიზნით, ახორციელებს აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური.
10. თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლებელია განხორციელდეს საჰაერო ხომალდზე თავდასხმა ხმელეთზე:
ა) საავარიო-ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ოპერატიულ შტაბის, აეროდრომის ექსპლუატანტის, სააგენტოსა და ავიაგადმზიდველის უფლებამოსილ პირებს;
ბ) უნდა განხორციელდეს საჰაერო ხომალდის შემოწმება, საჰაერო ხომალდზე არსებული არასანქცირებული იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის და სხვა სახიფათო საგნებისა და მოწყობილობების გამოვლენის მიზნით. უნდა განხორციელდეს შემოწმების შესახებ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის წინასწარი ინფორმირება;
გ) უნდა გატარდეს სხვა დამატებითი ზომები საჰაერო ხომალდის დასაცავად აეროპორტში, აეროპორტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედებების გეგმის შესაბამისად.
11. მიწისზედა მომსახურე პერსონალის დაშვება საჰაერო ხომალდთან შეიძლება შეიზღუდოს სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის განხორციელების პერიოდში სასაზღვრო და საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ.
მუხლი 28🔗. უდისციპლინო /დამრღვევი მგზავრები
1. თამბაქოს მოწევის აკრძალვის უგულებელყოფა, ელექტრომოწყობილობების გამოყენება ეკიპაჟის აკრძალვის მიუხედავად, მუქარა, შეურაცხყოფა, მუქარის შემცველი ან შეურაცხმყოფელი ქცევა ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების მიმართ, ეკიპაჟის წევრების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების განზრახ შეფერხება, ითვლება ქცევის წესების დარღვევად და ისჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ავიაგადამზიდველს უფლება აქვს არ დაუშვას ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი აგრესიული მგზავრი საჰაერო ხომალდზე ან გადასცეს ის დანიშნულების აეროპორტში სამართალდამცავ ორგანოს წარმომადგენლებს.
3. ავიაგადამზიდველს შემუშავებული უნდა ჰქონდეს საჰაერო ხომალდზე მომხდარი დარღვევის შესახებ შეტყობინების ფორმა, რომელსაც წარუდგენს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს უდისციპლინო/დამრღვევი მგზავრის გადაცემის პროცესში. შეტყობინების ფორმა წარმოადგენს მგზავრის შესაძლებელ სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საფუძველს.
4. იმ მგზავრთან ერთად, რომელიც არღვევს წესრიგს, წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი პირებისთვის და ამ მიზეზით, ფრენის განხორციელებამდე, იხსნება საჰაერო ხომალდიდან, უნდა მოიხსნას მისი კუთვნილი ბარგი და ხელბარგი.
5. უბაჟო ვაჭრობის ობიექტებში შეძენილი ალკოჰოლური სასმელების საჰაერო ხომალდის ბორტზე მოხმარება აკრძალულია.
6. ფრენის მიმდინარეობისას იმ მგზავრებს, რომლებიც იმყოფებიან არაფხიზელ მდგომარეობაში და რომელთა ქმედება უქმნის საფრთხეს საჰაერო ხომალდს, საჰაერო ხომალდზე მყოფ პირებს, ეზღუდებათ ალკოჰოლური სასმელებით მომსახურება.
7. არასანქცირებული გახსნისაგან დაცული პაკეტის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში, მგზავრს ჩამოერთმევა მისი კუთვნილი ალკოჰოლური სითხე და დაუბრუნდება დანიშნულების აეროპორტში ჩაფრენის შემდეგ, მგზავრის მიერ საჰაერო ხომალდის დატოვებისას.
8. უდისციპლინო/დამრღვევ მგზავრებთან მიმართებაში, გადამზიდველმა უნდა შეიმუშაოს პოლიტიკა, სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინებით. მათ შორის, განსაზღვროს ხმელეთზე და ფრენის დროს განსახორციელებელი პროცედურები, ეკიპაჟის მიერ განსახორციელებელი საპასუხო მოქმედებები, შეიმუშავოს შეტყობინების სისტემა და შეტყობინების წერილობითი ფორმები.
მუხლი 29🔗. ავიასაწარმოების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების და საშუალებების დაცვა
1. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს არაკონტროლირებად ზონებში განთავსებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტებისა და საშუალებების დაცვა, როგორიცაა, კავშირგაბმულობის საშუალებები, ძალოვანი ტრანსფორმატორები, კვების ძირითადი და სათადარიგო წყაროები, საავიაციო კრიტიკული ინფორმაციის სისტემები, მათი სერვერები, საწვავ-გასამართი საწარმოს მობილური მოდულები, ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემების მართვის ოთახები და სხვა. ეს ობიექტები ფიზიკურად უნდა იყოს დაცული, უნდა ხორციელდებოდეს დაშვების კონტროლი და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი დასაშვები პირების რაოდენობა.
2. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს განსაკუთრებით მნიშვნლოვანი საშუალებების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, რეზერვების არსებობა და გამოყენება, მათი შეცვლა ან ალტერნატიული მომსახურების მიწოდება.
3. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ზომები ასახული უნდა იყოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში.
მუხლი 30🔗. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება
1. სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სისტემაში სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს (შემდგომში − საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ კონტროლის განხორციელებისას, მხოლოდ კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების, სახიფათო მოწყობილობის, გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების საჰაერო ხომალდზე დაშვების აღკვეთისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით.
2. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერიტორიის მიღმა წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას და იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
3. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების ამ მუხლით დადგენილი წესის დაცვაზე კონტროლს ახორციელებს ავიასაწარმო.
მუხლი 31🔗. სახელმწიფო პროგრამის გავრცელება
ამ პროგრამით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენებზე.
თავი V
მგზავრების, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, ტვირთის/ფოსტის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, საბორტო/აეროპორტის მარაგის, ავიადამზიდველის მასალების/ფოსტის შემოწმება
მუხლი 32🔗. მგზავრების, მათი ხელბარგის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირებისა და მათი თანმქონი ნივთების შემოწმება
1. საჰაერო ხომალდზე არასანქცირებული იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის, ფეთქებადი ნივთიერებების და მართლსაწინააღმდეგო ქმედების განსახორციელებლად გამოსაყენებელი სხვა გადასატანად აკრძალული საგნებისა და მოწყობილობების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო და ადგილობრივი ფრენების ყველა მგზავრი, მათი ხელბარგი, მგზავრის სტატუსის არმქონე პირი, მათი თანმქონი ნივთები უნდა შემოწმდეს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში მოხვედრამდე.
2. შემოწმება უნდა განხორციელდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებისა და სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრის/მგზავრის სტატუსის არმქონე პირის სხეულზე, ხელბარგსა და თანმქონ ნივთებში ფეთქებადი ნივთერების, ასაფათქებელი მოწყობილობისა და სხვა გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების გამოვლენას.
3. შემოწმების წესი განისაზღვრება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.
4. თუ მგზავრი უარს აცხადებს შემოწმებაზე, მას უარი ეთქმის გადაყვანაზე და ავიაგადამზიდველი წყვეტს მასთან დადებულ გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულებას.
5. საავიაციო უშიშროების სამსახურმა უნდა აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმ პირთა შესახებ, რომლებსაც უარი ეთქვათ საჰაერო ხომალზე დაშვებაზე, მათ მიერ შემოწმებაზე უარის თქმის ან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა მიზეზის გამო.
6. მგზავრები, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური იმუნიტეტი, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად შემოწმებას გადიან „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციის“ და აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად.
7. შემოწმებას არ ექვემდებარებიან:
ა) საქართველოს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, პარლამენტის თავმჯდომარე, რომლებიც მიემგზავრებიან ოფიციალური ვიზიტით;
ბ) საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი უცხო სახელმწიფოების მეთაურები, მთავრობის და პარლამენტის თავმჯდომარეები, სამეფო ოჯახის წევრები.
8. შემოწმებას ახორციელებს ავიაგადამზიდველი ან აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური ხელშეკრულების საფუძველზე.
9. უნდა ხორციელდებოდეს მგზავრების, მათი ხელბარგის და თანმქონი ნივთების დაცვა მათი შემოწმების მომენტიდან საჰაერო ხომალდში ჩასხდომამდე.
10. შემოწმებული მგზავრების, მათი ხელბარგის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირებისა და თანმქონი ნივთების შეუმოწმებელ მგზავრებთან, მათ ხელბარგთან, მგზავრის სტატუსის არმქონე პირებსა და თანმქონ ნივთებთან შერევის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდში ჩასხდომამდე, უნდა განხორციელდეს მათი განმეორებითი შემოწმება.
11. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახური:
ა) მგზავრების, მათი ბარგის, ხელბარგის, აგრეთვე ტვირთისა და ფოსტის საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევებზე უზრუნველყოფს სამართალდარღვევის საქმის წარმოებას, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართალდარღვევაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, ინფორმაციას აგზავნის საჭიროების შესაბამისად;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებას.“.
მუხლი 33🔗. ტრანზიტული/ტრანსფერული მგზავრების შემოწმება
1. ტრანსფერული/ტრანზიტული მგზავრები, მათი ხელბარგი და თანმქონი ნივთები ექვემდებარება შემოწმებას, შემოწმებისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შუალედური დაფრენის აეროპორტში ტრანზიტული მგზავრები არ ტოვებენ საჰაერო ხომალდს.
2. უნდა ხორციელდებოდეს შემოწმებული ტრანსფერული/ტრანზიტული მგზავრების, მათი ხელბარგის და თანმქონი ნივთების დაცვა მათი შემოწმების მომენტიდან, საჰაერო ხომალდში ჩასხდომამდე.
3. ტრანზიტულ მგზავრებს შეიძლება მიეცეთ უფლება დარჩნენ საჰაერო ხომალდზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მგზავრების გადმოსვლა აუცილებელია ტექნიკური/ტექნოლოგიური მიზეზების გამო ან უშიშროების თვალსაზრისით საჰაერო ხომალდის შესამოწმებლად.
4. შუალედურ აეროპორტში ჩამოსვლისას მგზავრს უფლება არა აქვს შეწყვიტოს დანიშნულების პუნქტამდე მგზავრობა, თუ საჰაერო ხომალდიდან არ ჩამოიტვირთება მისი ხელბარგი და ბარგი.
მუხლი 34🔗. ცეცხლსასროლი იარაღის გადაზიდვა
1. საჰაერო ხომალდის სალონით იარაღის და საბრძოლო მასალის, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა აკრძალულია. აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება ამ დადგენილების 36-ე მუხლით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის საჰაერო დაცვის ოფიცერზე, რომელიც სახელმწიფოთაშორის შეთანხმების საფუძველზე, საჰაერო ხომალდზე საქმიანობის ფარგლებში, დაიშვება ცეცხლსასროლი იარაღით.
2. პირებს, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვის, იარაღით სარგებლობის, ტარების და/ან გადატანა-გადაზიდვის უფლება, ესაჭიროებათ ცეცხლსასროლი იარაღის გადაზიდვა და გააჩნიათ ამ იარაღის გადაზიდვისათვის საჭირო დოკუმენტაცია, გაფრენისწინა შემოწმებისას ვალდებულნი არიან ფრენის პერიოდში დროებით შესანახად ჩააბარონ იარაღი.
3. ფრენის პერიოდში დროებით შესანახად ჩაბარებული ცეცხლსასროლი იარაღი უნდა მოთავსდეს საჰაერო ხომალდის იმ ნაკვეთურში, რომელთანაც მთელი ფრენის განმავლობაში წვდომა არ ექნება საჰაერო ხომალდზე მყოფ არცერთ პირს.
4. ცეცხლსასროლი იარაღის გადაზიდვისას, დაინტერესებული მხარე 24 საათით ადრე აცნობებს ავიაგადამზიდველს/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია, აცნობოს საჰაერო ხომალდის მეთაურს.
5. გაფრენისწინა შემოწმების დროს ფრენის პერიოდში დროებით შესანახად ჩაბარებული ცეცხლსასროლი იარაღის წარმოდგენისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი მგზავრს უმოწმებს იარაღის შენახვისა და ტარების ნებართვას, საქართველოს ტერიტორიაზე იარაღის შემოტანისა და საქართველოდან გატანის უფლების დამადასტურებელ საბუთებს. წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს იარაღის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
6. იარაღის სპეციალური დათვალიერება ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილ სათავსში, რომელიც აღინიშნება საჰაერო ხომალდის ფრენის პერიოდში იარაღის მიღების აქტში. ცეცხლსასროლი იარაღი უნდა იყოს განმუხტული და განცალკევებული ვაზნებისაგან. იგი გადაიზიდება დალუქულ მდგომარეობაში.
7. საჰაერო ხომალდზე/საჰაერო ხომალდიდან ფრენის პერიოდში დროებით შესანახად ჩაბარებული ცეცხლსასროლი იარაღი უნდა განთავსდეს/მოიხსნას საავიაციო უშიშროების პერსონალის მიერ. აღნიშნულ იარაღზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს სხვა ნებისმიერ პირს.
8. ცეცხლსასროლი იარაღის მიღების/ჩაბარების/საჰაერო ხომალდზე განთავსების პროცედურა დეტალურად განისაზღვრება აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში.
9. სხვა სახის იარაღის გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 35🔗. პოტენციურად დამრღვევი მგზავრების გადაყვანა
1. შესაბამისი ორგანო ახორციელებს პოტენციურად დამრღვევ მგზავრებთან დაკავშირებული რისკის შეფასებას. იგი ვალდებულია, დადგენილი წესით აცნობოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს პოტენციურად დამრღვევი მგზავრის გადაყვანის შესახებ.
2. საჰაერო ხომალდზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ავიაგადამზიდველის/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების პროგრამა უნდა მოიცავდეს საჰაერო ხომალდზე საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, პოტენციურად დამრღვევი მგზავრების გადაყვანისათვის აუცილებელ ზომებსა და პროცედურებს.
4. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად, კონტროლის განხორციელების მიზნით უნდა ხორციელდებოდეს ავიაგადამზიდველისა და საჰაერო ხომალდის მეთაურის წინასწარი ინფორმირება პოტენციურად დამრღვევი მგზავრების და მათი რაოდენობის შესახებ.
5. კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ აღიარებული პირი, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფრენის უსაფრთხოებას, საჰაერო ხომალდზე დაიშვება თანმხლებ პირთან ერთად.
6. ხომალდის მეთაურს აქვს უფლება უარი განაცხადოს პოტენციურად დამრღვევი მგზავრების გადაყვანაზე, თუ მათი რაოდენობა აღემატება იმ რაოდენობას, რაც ავიაგადამზიდველის პოლიტიკით არის განსაზღვრული ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეიძლება საფრთხე შეექმნას კონკრეტული ფრენის უსაფრთხოებას.
7. პოტენციურად დამრღვევი მგზავრის გაფრენისწინა შემოწმება ხორციელდება მგზავრის შემოწმების ანალოგიურად.
მუხლი 36🔗. საჰაერო დაცვის ოფიცერი, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის სალონით ცეცხლსასროლი იარაღის გადაზიდვა
1. უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებზე საჰაერო დაცვის ოფიცრის განთავსების შესახებ მოთხოვნა, უცხო ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ, თანხმდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.
2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სააგენტოსთან კონსულტაციების შედეგად, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებზე საჰაერო დაცვის ოფიცრის განთავსების შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიერ გადაეცემა აეროდრომის ექსპლუატანტს, რომელიც უზრუნველყოფს აეროპორტის ტერიტორიაზე საჰაერო დაცვის ოფიცრის გადაადგილებისა და მოქმედების კონტროლს. ასეთი კონტროლის წესები დეტალურად განისაზღვრება აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში, საჰაერო მიმოსვლის სფეროში მთავრობათაშორისი ორმხრივი ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. შეიარაღებული საჰაერო დაცვის ოფიცრის განთავსების შესახებ მოთხოვნა თანხმდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წესით.
4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნის შესაბამის სამსახურთან შეიძლება გააფორმოს ურთიერთგაგების მემორანდუმი ან სხვა სახის სათანადო დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება საჰაერო ხომალდებზე საჰაერო დაცვის ოფიცრის განთავსებასთან დაკავშირებული დებულებები.
მუხლი 37🔗. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმება და დაცვა
1. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგი საჰაერო ხომალდში ჩატვირთვამდე უნდა განისაზღვროს, როგორც თანმხლები ან არათანმხლები ბარგი და შემოწმდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით.
2. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.
3. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგი უნდა იყოს დაცული არასანქცირებული წვდომისაგან, მისი შემოწმების მომენტიდან საჰაერო ხომალდის გამგზავრებამდე. ის ბარგი, რომელიც არ იყო დაცული არასანქცირებული წვდომისაგან, უნდა შემოწმდეს განმეორებით.
4. ავიაგადამზიდველმა უნდა უზრუნველყოს ბარგის მგზავრისადმი კუთვნილების დადგენისა და ავტორიზაციის პროცედურის განხორციელება, რომელიც მოიცავს მგზავრის მის კუთვნილ ბარგთან იდენტიფიკაციას. იმ მგზავრის ბარგის გადაზიდვა, რომელიც არ გამოცხადდა საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე, აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული ბარგი წარმოადგენს არათანმხლებ ბარგს და შემოწმებულია დადგენილი წესით.
5. ტრანზიტული ბარგი, რომელიც რჩება საჰაერო ხომალდზე და დაცულია არასანქცირებული წვდომისაგან, თავისუფლდება ხელახალი შემოწმების პროცედურისაგან.
6. ტრანსფერული ბარგი უნდა შემოწმდეს საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმებისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით.
7. თუ საჰაერო ხომალდიდან ჩამოტვირთული ბარგი არ იქნა მოთხოვნილი მგზავრის მიერ, ავიაგადამზიდველი ვალდებულია გაატაროს შესაბამისი ზომები მფლობელის დასადგენად, თუ მფლობელი ვერ დადგინდა, ბარგი შემოწმების შემდეგ გადაეცემა მოუკითხავი/დაკარგული ბარგის სამსახურს.
მუხლი 38🔗. ტვირთის/ფოსტის, საჰაერო ხომადლის მარაგის, ავიაგადამზიდველის მასალის/ფოსტის შემოწმება
1. ტვირთი/საფოსტო გზავნილი, საჰაერო ხომალდის მარაგი, ავიაგადამზიდველის მასალა/საფოსტო გზავნილი საჰაერო ხომალდზე ჩატვირთვამდე ექვემდებარება შემოწმებას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ტვირთს, საფოსტო გზავნილს, საკურიერო და დაჩქარებულ საფოსტო გზავნილებს სააგენტოს მიერ დადგენილი წესით ამოწმებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საავიაციო სატვირთო ტერმინალის საავიაციო უშიშროების სამსახური.
3. ტვირთი/საფოსტო გზავნილი უნდა შემოწმდეს:
ა) იმ საშუალებებითა და მეთოდებით, რომელიც შესაბამისი იქნება კონკრეტული ტვირთის/საფოსტო გზავნილი სახეობის გათვალისწინებით;
ბ) შესაბამისი სტანდარტის ტექნიკური მოწყობილობითა და შესაბამისი დადგენილი მეთოდებით, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის/საფოსტო გზავნილის ეფექტურ შემოწმებას.
4. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების ოპერატორი ტვირთის/საფოსტო გზავნილის სხვადასხვა მეთოდებით შემოწმების შედეგად ვერ რწმუნდება, რომ ტვირთი/საფოსტო გზავნილი არ შეიცავს გადასატანად აკრძალულ საგნებსა და ნივთიერებებს, ასეთი სახის ტვირთი/საფოსტო გზავნილი არ გადაიზიდება საჰაერო ხომალდით.
5. ტვირთის/საფოსტო გზავნილის შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.
6. ავიაგადამზიდველმა არ უნდა მიიღოს საჰაერო ხომალდზე გადასაზიდად ტვირთი/საფოსტო გზავნილი, თუ არ დასტურდება, რომ მის მიმართ სატვირთო ტერმინალის მიერ გატარებულია საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომები.
7. სატვირთო ტერმინალმა უნდა უზრუნველყოს შემოწმებულ ტვირთზე/საფოსტო გზავნილზე ბეჭდური ან ელექტრონული ფორმის უშიშროების დეკლარაციის წარმოება, რომელიც ადასტურებს უშიშროების ზომების დაცულობას მთელი ტრანსპორტირების მანძილზე და განსაზღვრავს ტვირთგამგზავნის პასუხისმგებლობას. უშიშროების დეკლარაცია დგება იმ პირის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ტვირთის/ფოსტის უშიშროების ზომების გატარებაზე. მასზე წვდომა მთელი ტრანსპორტირების მანძილზე აქვს ტრანსპორტირების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს. უშიშროების დეკლარაციის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო ნორმატიული აქტით.
8. მაღალი რისკის ტვირთი/საფოსტო გზავნილი ექვემდებარება დამატებით შემოწმებას. მაღალი რისკის ტვირთის/ფოსტის შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.
9. თუ ტრანზიტული ტვირთი/საფოსტო გზავნილი რჩება საჰაერო ხომალდზე და დაცულია არასანქცირებული წვდომისგან, თავისუფლდება შემოწმების პროცედურისგან.
10. ტრანსფერული ტვირთი/საფოსტო გზავნილი უნდა შემოწმდეს ტვირთის/საფოსტო გზავნილის შემოწმებისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით საჰაერო ხომალდზე დატვირთვამდე.
11. ტრანსფერული ტვირთი/საფოსტო გზავნილი თავისუფლდება შემოწმების პროცედურისგან თუ მას თან ახლავს უშიშროების დეკლარაცია და მინიჭებული აქვს უშიშროების სტატუსი, არ გააჩნია არასანქცირებული წვდომის ნიშნები და მის გადაზიდვას ახორციელებს ის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომლის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა შეთანხმებულია სააგენტოსთან. პროგრამა უნდა მოიცავდეს ტვირთის/საფოსტო გზავნილის უშიშროების უზრუნველყოფის ზომების დეტალურ აღწერას.
12. თუ სააგენტო ფლობს ინფორმაციას, რომ შემოწმებისგან გათავისუფლებული ტრანსფერული ტვირთი/საფოსტო გზავნილი არის საფრთხის შემცველი ან/და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიმართ გატარებული საავიაციო უშიშროების ზომები არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ან/და მას აღენიშნება არასანქცირებული წვდომის/არადამახასიათებელი ნიშნები, იგი უნდა შემოწმდეს მაღალი რისკის ტვირთის/საფოსტო გზავნილის მიმართ წაყენებული შემოწმების მოთხოვნების დაცვით.
13. ტვირთი/საფოსტო გზავნილი, საჰაერო ხომალდის მარაგი, ავიაგადამზიდველის მასალა/საფოსტო გზავნილი უნდა იყოს დაცული არასანქცირებული წვდომისაგან, მისი შემოწმების მომენტიდან, საჰაერო ხომალდის გაფრენამდე.
14. ტვირთი/საფოსტო გზავნილი, ბორტკვება და თანმდევი საშუალებები, საბორტო/აეროპორტის მარაგი, ავიაგადამზიდველის მასალა/საფოსტო გზავნილი, რომელიც არ იყო დაცული არასანქცირებული წვდომისაგან, უნდა შემოწმდეს განმეორებით.
15. სახელმწიფოს ამოსაცნობი ნიშნების მქონე დიპლომატიური ვალიზები (დიპლომატიური ფოსტა) არ მოწმდება, თუ ისინი დალუქულია და პირი, რომელსაც ეს ვალიზები გადააქვს, წარადგენს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და ამ ვალიზების გადატანის უფლების დამადასტურებელ შესაბამის საბუთს. დიპლომატიური ფოსტის გახსნა ან შეყოვნება დაუშვებელია.
16. დიპლომატიური კურიერები და მათი პირადი ბარგი არ თავისუფლდება საავიაციო უშიშროების შემოწმებისგან და უნდა გაიარონ შემოწმება სხვა მგზავრების ანალოგიურად.
17. საჰაერო ხომადლის მარაგის, ავიაგადამზიდველის მასალის/საფოსტო გზავნილის შემოწმებას უზრუნველყოფს ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების სამსახური ან სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ავიასაწარმოს ან აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური ხელშეკრულების საფუძველზე.
18. აეროპორტის მარაგის შემოწმებას უზრუნველყოფს აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური ან ცნობილი მიმწოდებლის საავიაციო უშიშროების სამსახური ხელშეკრულების საფუძველზე.
19. საჰაერო ხომალდის მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის მასალის/საფოსტო გზავნილის შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.
20. საბარგო ნაკვეთურებით გადასაზიდი ავიაგადამზიდველის მასალები და საფოსტო გზავნილი მოწმდება ტვირთისა და საფოსტო გზავნილის ანალოგიურად.
21. საჰაერო ხომალდის სალონით გადასაზიდი ავიაგადამზიდველის მასალები და საფოსტო გზავნილი მოწმდება ხელბარგის ანალოგიურად.
22. ავიაგადამზიდველის მასალები და საფოსტო გზავნილი დაცული უნდა იყოს არასანქცირებული წვდომისგან შემოწმების მომენტიდან საჰაერო ხომალდის გაფრენამდე.
23. ავიაგადამზიდველის მასალები და საფოსტო გზავნილი, რომელიც არ ტოვებს აეროპორტის შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებს, საჰაერო ხომალდის სათადარიგო ნაწილები, რომელიც გადაიზიდება ავიაგადამზიდველის მასალების სახით და მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით, თავისუფლდება შემოწმებისაგან.
24. კონტროლის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ასახული უნდა იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის, აეროდრომის ექსპლუატანტის და სატვირთო ტერმინალის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამებში.
მუხლი 39🔗. სამოქალაქო ავიაციის დაცვა კიბერსაფრთხეებისგან
1. სამოქალაქო ავიაციის კრიტიკული ინფორმაციის სისტემებს მიეკუთვნება ისეთი სისტემები, როგორიცაა კონტროლირებად ტერიტორიაზე დაშვების სისტემები, საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემები, ვიდეოკონტროლის ჩაკეტილი სისტემები, მგზავრთა რეგისტრაციის ავტომატიზირებული სისტემები, დაჯავშნის ავტომატიზირებული სისტემები, მგზავრისადმი ბარგის კუთვნილების დადგენის სისტემები, ბარგის შემოწმების სისტემები, ისეთი ტექნიკური მოწყობილობები, როგორიცაა რენტგენური დანადგარები, თაღური მეტალმძებნები, ასფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენი სისტემები (EDS), საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემები, საჰაერო ხომალდზე არსებული კომპიუტერული სისტემები, ტვირთისა და ფოსტის მონაცემთა ბაზები, საინფორმაციო ტაბლოები, და სხვა სისტემები, რომელთა ფუნქციონირების შეფერხებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებას.
2. ავიასაწარმომ უნდა განსაზღვროს ავიასაწარმოს ექსპლუატაციაში არსებული სამოქალაქო ავიაციის კრიტიკული ინფორმაციისა და საკომუნიკაციო სისტემები, და უზრუნველყოს მათი დაცვა კიბერსაფრთხეებისგან. დაცვის ზომები ასახული უნდა იყოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში.
3. სამოქალაქო ავიაციის კრიტიკული ინფორმაციის და საკომუნიკაციო სისტემების დაცვის მიზნით, ავიასაწარმომ უნდა:
ა) გამორიცხოს სისტემებთან არაავტორიზებული პირების წვდომა;
ბ) უზრუნველყოს სისტემებთან სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ავტორიზირებული წვდომა შეზღუდული რაოდენობის პირებისათვის;
გ) შექმნას ავტორიზაციის სისტემა;
დ) განათავსოს სისტემების სერვერები იმ ზონაში, სადაც ხორციელდება დაშვებაზე კონტროლი;
ე) უზრუნველყოს სერვერის განლაგების ადგილებში მხოლოდ იმ პირთა დაშვება, რომელთაც ამ ზონაში წვდომა ესაჭირებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
ვ) უზრუნველყოს სარეზერვო სერვერების არსებობა, რომლებიც განლაგებული იქნება ძირითადი სერვერებისაგან მოშორებულ პოზიციაზე;
ზ) შეიმუშავოს ინდენტიფიკაციის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კრიტიკული საავიაციო ინფორმაციის სისტემაში მხოლოდ ავტორიზებულ პირთა წვდომას;
თ) არაავტორიზებული წვდომის გამორიცხვის მიზნით, დაიცვას სისტემები პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
ი) უზრუნველყოს სისტემების დაცვა ანტივირუსული პროგრამებით;
კ) უზრუნველყოს კრიტიკული საავიაციო ინფორმაციის სიტემების შემადგენელი მოწყობილობებისა და აპარატურის (მათ შორის გადასატანი მოწყობილობების) ფიზიკური დაცვა, ინფორმაციის დუბლირების, მონაცემთა მთლიანობის დარღვევის გამორიცხვის მიზნით;
ლ) უზრუნველყოს კრიტიკული საავიაციო ინფორმაციის სისტემების, ქსელის განცალკევება საზოგადოებრივი ქსელებისაგან;
მ) კრიტიკული საავიაციო ინფორმაციის სისტემის სხვა სამომხმარებლო სისტემასთან დაკავშირების აუცილებლობის შემთხვევაში, მინიმუმამდე დაიყვანოს კავშირების რაოდენობა. თუ სისტემების განცალკევება შეუძლებელია, კავშირი და წვდომა უნდა იყოს მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ;
ნ) კრიტიკული ინფორმაციის სისტემების კონფიგურაციის, გამოყენების, გაუქმების და მოდიფიკაციის დროს, უზრუნველყოს მონაცემთა კონფიდენციალურობისა და მთლიანობის შენარჩუნება.
ო) უზრუნველყოს მონაცემთა კონფიდენციალურობისა და მთლიანობის შენარჩუნება კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების შესყიდვის პროცესში;
პ) უზრუნველყოს, რომ კრიტიკულ საავიაციო სისტემებთან დისტანციური წვდომა (მაგ: პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მიზნით) განხორციელდეს, მხოლოდ წინასწარი შეთანხმებითა და მონაცემთა დაცვის ზომების გათვალისწინებით;
ჟ) უზრუნველყოს, რომ შესყიდვების პროცესის დასრულების შემდეგ, მიმწოდებელს არ ჰქონდეს არაავტორიზებული წვდომა სისტემებთან.
4. ავიასაწარმო, ასევე ვალდებულია:
ა) განახორციელოს რისკების ადგილობრივი შეფასება კიბერსაფრთხეების გათვალისწინებით.
ბ) ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, სამოქალაქო ავიაციის კრიტიკული ინფორმაციის სისტემების მართვისა და ტექნიკური მომსახურების პერსონალი.
გ) უზრუნველყოს იმ პერონსალის კიბერსაფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რომელიც ჩართულია კრიტიკული საავიაციო სისტემების ექსპლუატაციაში, მართვაში, ტექნიკურ მომსახურებაში და ა.შ;
დ) აღმოაჩინოს კრიტიკული საავიაციო ინფორმაციის სისტემებზე განხორციელებული კიბერშეტევის ნიშნები და მიიღოს აღმოფხვრის ზომები, აწარმოოს კიბერსაფრთხით გამოწვეული ინციდენტების სტატისტიკა და შეფასება, საჭიროებისამებრ, მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს;
ე) უზრუნველყოს იმ პირთა ანკეტური მონაცემების შემოწმება, რომელთაც წვდომა აქვთ კრიტიკულ საავიაციო ინფორმაციის სისტემებთან;
ვ) განსაზღვროს კიბერშეტევის საპასუხო მოქმედებები;
ზ) საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, უზრუნველყოს კიბერსაფრთხესთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების კონტროლი.
5. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის დაცვის მიზნით, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხაში შემავალი ნებისმიერი ავიასაწარმო, ამ პროგრამით დადგენილი მოთხოვნების გარდა, ხელმძღვანელობს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
6. „პირველი, მეორე, და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხით“ გათვალისწინებული პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციის სუბიექტების/ავიასაწარმოების საქმიანობობაზე ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ხოლო მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციის სუბიექტებზე/ავიასაწარმოებზე სსიპ – ციფრული მმართველობის სააგენტო.
7. სააგენტო, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის დაცვის მიზნით, ახორციელებს იმ ავიასაწარმოებზე ზედამხედველობას, რომლებიც არ შედიან „პირველი, მეორე, და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის № 646 დადგენილებით დამტკიცებული კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხაში. ასევე უზრუნველყოფს ამ ავიასაწარმოებიდან, საფრთხეების/ინციდენტების შესახებ, შემოსული ინფორმაციის ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით შეფასების მიზნით ამ ინფორმაციის მიწოდებას სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოსათვის“.
8. საავიაციო უშიშრობის უზრუნველყოფის ფარგლებში განხორციელებული კიბერუსაფრთხოების ზომების განხორციელებისას, ავიასაწარმომ უნდა გაითვალისწინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები.
9. სამოქალაქო ავიაციის კრიტიკული ინფორმაციის სისტემებს მიეკუთვნება ისეთი სისტემები, როგორიცაა კონტროლირებად ტერიტორიაზე დაშვების სისტემები, საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემები, ვიდეოკონტროლის ჩაკეტილი სისტემები, მგზავრთა რეგისტრაციის ავტომატიზირებული სისტემები, დაჯავშნის ავტომატიზირებული სისტემები, მგზავრისადმი ბარგის კუთვნილების დადგენის სისტემები, ბარგის შემოწმების სისტემები, ისეთი ტექნიკური მოწყობილობები, როგორიცაა რენტგენური დანადგარები, თაღური მეტალმძებნები, ასეფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენი სისტემები (EDS), საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემები, საჰაერო ხომალდზე არსებული კომპიუტერული სისტემები და სხვა სისტემები, რომელთა ფუნქციონირების შეფერხებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებას.
10. ავიასაწარმო ვალდებულია უზრუნველყოს სამოქალაქო ავიაციის კრიტიკული ინფორმაციის სისტემებისა და საკომუნიკაციო სისტემების დაცვა კიბერსაფრთხეებისაგან. დაცვის ზომები უნდა აისახოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში.
11. საავიაციო უშიშროების სფეროში, კიბერსაფრთხეებისაგან დაცვის წესი განსაზღვრულია სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტით.
12. ავიასაწარმო ვალდებულია, საავიაციო უშიშროების დაცვის ღონისძიებების ფარგლებში დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა კიბერსაფრთხეების დაცვასთან დაკავშირებით.
თავი VI
საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობები და საშუალებები
მუხლი 40🔗. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებისა და საშუალებების შესყიდვები
1. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა უნდა შეიცავდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებისა და საშუალებების სახეობების, რაოდენობის და ადგილმდებარეობის აღწერილობას.
2. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების, საშუალებების და სატესტო ობიექტების შესყიდვა ხორციელდება სააგენტოსთან შეთანხმებით. ასეთ მოწყობილობებსა და საშუალებებს განეკუთვნება:
ა) პირებისა და ხელბარგის შესამოწმებელი მოწყობილობები და საშუალებები;
ბ) ბარგის შესამოწმებელი მოწყობილობები და საშუალებები;
გ) ტვირთის/ფოსტის, საჰარო ხომალდის მარაგის, ავიაგადამზიდველის მასალის/ფოსტის შესამოწმებელი მოწყობილობები და საშუალებები;
დ) ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემები;
ე) საჰაერო ხომალდის დაცვის მოწყობილობები და საშუალებები;
ვ) აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების პერიმეტრის დაცვის მოწყობილობები და საშუალებები;
ზ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების შესამოწმებელი სატესტო ობიექტი;
თ) სხვა მოწყობილობები და საშუალებები.
მუხლი 41🔗. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების და მათი სატესტო ობიექტების ტიპები, ტექნიკური და მუშა მახასიათებლები, აღმოჩენის მინიმალური პარამეტრები, ექსპლუატაცია და მომსახურება
1. ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემების, თხევადი ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემების, სხეულის სკანერების, ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობების, თაღური მეტალმძებნების, ფეხსაცმლის სკანერების ტექნიკურ და მუშა მახასიათებლებს, აღმოჩენის მინიმალურ პარამეტრებს განსაზღვრავს სააგენტო.
შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებული მოწყობილობების მიმართ არსებული დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები მოცემულია ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ოფიციალურ გამოცემაში Doc 30.
2. რენტგენური დანადგარის ტიპებს, ტექნიკურ და მუშა მახასიათებლებს, აღმოჩენის მინიმალურ პარამეტრებს, ტექნიკური მოწყობილობების სატესტო ობიექტის ტექნიკურ და მუშა მახასიათებლებს განსაზღვრავს სააგენტო.
3. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფ ტექნიკურ მოწობილობას უნდა გააჩნდეს შესაბამისი ტიპის სატესტო ობიექტი, რომლის გამოყენებით უნდა განხორციელდეს ტექნიკური მოწყობილობის სისტემატური ტესტირება.
4. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ექსპლუატანტი შეიმუშავებს პროფილაქტიკურ-ტექნიკური მომსახურების გრაფიკს, რათა შენარჩუნებულ იქნეს მოწყობილობის მუშაობის ეფექტიანობა.
5. ავიასაწარმოს უნდა ჰყავდეს კვალიფიცირებული და შესაბამისად სერტიფიცირებული პერსონალი საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების საჭირო ტექნიკური მომსახურების გასაწევად.
6. მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს ხარვეზის გონივრულ ვადაში აღმოფხვრა.
7. შემოწმების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ავიასაწარმო ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სათადარიგო მოწყობილობის არსებობა, ან
ბ) წინასწარ განსაზღვროს ალტერნატიული ზომები, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ შემოწმებას.
თავი VII
საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი
მუხლი 42🔗. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი
1. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ პერსონალს მიეკუთვნება ყველა ის პირი, რომელიც ჩართულია სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფაში. ეს პირები არიან:
ა) პერსონალი, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებებს;
ბ) შემოწმების ოპერატორები;
გ) საავიაციო უშიშროების ხელმძღვანელი პირები;
დ) საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორები;
ე) ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები, ავიასაწარმოს ხარისხის შიდა კონტროლის, რისკის შეფასების განმახორციელებელი პირები.
2. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს პერსონალის შერჩევა, მათ შორის, პირის ანკეტური მონაცემების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა-კონკრეტული საქმიანობის შესრულების მიზნით, მომზადება საავიაციო უშიშროების პროგრამით გათვალიწინებული წესით.
3. პირს არ აქვს უფლება განახორციელოს საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის ფუნქციები, თუ მას არ აქვს გავლილი მიღებისა და შერჩევის პროცედურები, შესაბამისი მომზადება და არ გააჩნია სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 43🔗. საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება და სერტიფიცირება
1. საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება, საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორებისა და შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.
2. სამოქალაქო ავიაციაში დასაქმებული პირების მომზადებას საავიაციო უშიშროების საკითხებში უზრუნველყოფს პირის დამსაქმებელი.
3. მომზადება უნდა განხორციელდეს:
ა) სააგენტოს მიერ შეთანხმებული/აღიარებული პროგრამის თანახმად, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული ინსტრუქტორის მიერ;
ბ) ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში.
4. სამოქალაქო ავიაციის სფეროში დასაქმებულ შემდეგ პირებს გავლილი უნდა ჰქონდეთ საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსი:
ა) სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები;
ბ) საიმიგრაციო, სასაზღვრო და საბაჟო ორგანოს წარმომადგენლები;
გ) აეროდრომის ექსპლუატანტის ხელმძღვანელი პირები და პერსონალი;
დ) ავიაგადამზიდველის/ექსპლუატანტის: მათ შორის კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელი, საერთო დანიშნულების ავიაციის, საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელი, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების თავისუფალი აეროსტატების ხელმძღვანელი პირები, მიწისზედა მომსახურების პერსონალი და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრები;
ე) სატვირთო ტერმინალების და ცნობილი ტვირთგამგზავნის ხელმძღვანელი პირები და პერსონალი;
ვ) საწვავ-გასამართი საწარმოს ხელმძღვანელი პირები და პერსონალი;
ზ) საპროტოკოლო და განსაკუთრებული მნიშვნელობის მგზავრების მომსახურების სააგენტოების ხელმძღვანელი პირები და პერსონალი;
თ) რეგულირებადი/ცნობილი მიმწოდებლის ხელმძღვანელი პირები და პერსონალი;
ი) აეროდრომის მოიჯარე საწარმოების პერსონალი;
კ) დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი პირები და პერსონალი;
ლ) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ხელმძღვანელი პირები და პერსონალი;
მ) სხვა პირები, რომელთაც აქვთ შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, თანხლები პირის გარეშე, გადაადგილების უფლება.
5. იმ მოიჯარეებსა და მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებს (მაგ: ბანკები, კვების ობიექტები, კომერციული ობიექტები, სატრასპორტო კომპანიები და ა.შ.), რომლებიც დასაქმებულნი არიან აეროპორტის არაკონტროლირებად ზონაში, მათ შორის, ტერმინალის შენობის გარეთ თუ მის უშუალო სიახლოვეს, გავლილი უნდა ჰქონდეთ (არაკონტროლირებად ზონაში დასაქმებულ პირთათვის განკუთვნილი) საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსი.
6. შემოწმების ოპერატორები და საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორები ექვემდებარებიან სერტიფიცირებას სააგენტოს მიერ.
7. საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის პერიოდული მომზადება და რესერტიფიცირება ხორციელდება 3 წელიწადში ერთხელ.
8. საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის უფლებამოსილების განხორციელების უფლება ენიჭება პირს, რომელსაც გააჩნია საავიაციო უშიშროების სფეროში არანაკლებ სამი წლის სამუშაო გამოცდილება, გავლილი აქვს საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორებისათვის განკუთვნილი მომზადების კურსი და მასზე სააგენტოს მიერ გაცემულია საავიაციო უშიშროების ინსტუქტორის სერტიფიკატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის სერტიფიცირების ფარგლებში ფასდება კონკრეტული მომზადების პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ცოდნა და მასალის გადმოცემის უნარი.
10. შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირების ფარგლებში ფასდება მომზადების შედეგად მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები.
მუხლი 44🔗. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლი
1. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლი ხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში – ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამა) მოთხოვნების შესაბამისად.
2. სააგენტო რისკის შეფასების საფუძველზე უზრუნველყოფს კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვას და მისი განხორციელების სიხშირეს.
3. სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის მიზნით, ნაკლოვანებების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრისათვის, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები სააგენტოს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოსა და გეგმის მიხედვით, ახორციელებენ ხარისხის კონტროლის ღონისძიებებს, მათ შორის: სრულმასშტაბიან შემოწმებას, საინსპექციო შემოწმებას და საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდას.
4. საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდის სატესტო ობიექტის სახეობას განსაზღვრავს სააგენტო.
5. ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება ხორციელდება იმ ავიასაწარმოებისა და იურიდიული პირებისაგან დამოუკიდებლად, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე.
6. სააგენტო უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მომზადებას სააგენტოს ნორმატიული აქტის შესაბამისად.
7. სააგენტო შეიმუშავებს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის დამატებითი კონფიდენციალური ინფორმაციის შეგროვების მექანიზმს ინფორმაციის ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა: მგზავრები, ეკიპაჟის წევრები, მიწისზედა მომსახურების პერსონალი და სხვა.
8. სააგენტო ახორციელებს ხარისხის კონტროლის ფარგლებში შესრულებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების დოკუმენტირებას და მის შემდგომ ანალიზს სახელმწიფო პროგრამის სრულყოფის მიზნით. ასევე უზრუნველყოფს გამოვლენილი ნაკლოვანებების გამომწვევი მიზეზების დადგენას და ახორციელებს ნაკლოვანებების აღმოფხვრის კონტროლს.
9. სააგენტო ადგენს წლიურ ანგარიშს, სადაც ასახული იქნება წლის განმავლობაში ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), განხორციელებული ხარისხის კონტროლის ღონისძიებების რაოდენობა და ტიპი, მათ შორის აღმოფხვრილი და აღმოსაფხვრელი ნაკლოვანებების მითითებით. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ხარისხის კონტროლის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსების შესახებ.
თავი VIII
საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებების მართვა
მუხლი 45🔗. საერთო დებულებები
1. ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის მე-5 თავის („მართლსაწინააღმდეგო ქმედებების საპასუხო მოქმედებების მართვა“) შესაბამისად:
ა) საჰაერო ხომალდზე მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შესახებ სარწმუნო ინფორმაციის არსებობისას, უნდა გატარდეს ყველა საჭირო ზომა საჰაერო ხომალდის დასახმარებლად, კერძოდ, უზრუნველყოფილ იქნეს ხმელეთზე მყოფი საჰაერო ხომალდის დაცვის ღონისძიებების განხორციელება და ასეთი საჰაერო ხომალდის საქართველოს ტერიტორიიდან აფრენის შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს დაინტერესებული სახელმწიფოების აეროპორტებისა და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ინფორმირება;
ბ) მიღებულ იქნას ყველა შესაბამისი ზომები, რათა საჰაერო ხომალდი, რომლის მიმართაც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება და რომელიც დაფრინდა საქართველოს ტერიტორიაზე, დარჩეს ხმელეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი გაფრენა აუცილებელია ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ასეთ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, განხორციელდეს მოლაპარაკებები საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოსთან და ცნობილი ან სავარაუდო დანიშნულების სახელმწიფოს ინფორმირება;
გ) უზრუნველყოფილი იქნეს, საქართველოს ყველა სამოქალაქო აეროპორტის ხელმისაწვდომობა საჰაერო ხომალდისათვის, რომელზეც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
დ) დახმარება გაეწიოს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ საჰაერო ხომალდს, უზრუნველყოს სანავიგაციო საშუალებების, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ხელმისაწვდომობა და მიეცეს დაფრენის ნებართვა;
ე) მიღებულ იქნას ყველა საჭირო ზომა მის ტერიტორიაზე ხმელეთზე მყოფი იმ საჰაერო ხომალდის მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელთა მიმართაც განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვიდრე ისინი არ შეძლებენ ფრენის გაგრძელებას.
2. სახელმწიფო უწყებები, ამ დაგენილებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობენ ICAO-ს წევრი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღსაკვეთად ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
3. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დაცვის მიზნით განსახორციელებელი მოქმედებები რეგულირდება:
ა) ამ პროგრამით და სააგენტოს მიერ დადგენილი წესებით, რომელიც შეეხება ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდს, რომელზეც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სამოქალაქო ავიაციაში კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმით“, ხმელეთზე მყოფი საჰაერო ხომალდისთვის.
4. უწყებები, საწარმოები და ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებების ხელმძღვანელობაში, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტები, აეროდრომის ექსპლუატანტი და მოიჯარეები უზრუნველყოფენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების სამოქალაქო ავიაციის დაცვის მიზნით გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმების შემუშავებას, კავშირის სისტემების დანერგვას და პერსონალისთვის გეგმით გათვალისწინებული მოქმედებების თეორიულ გაცნობას წელიწადში ერთხელ.
5. გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით, აეროპორტში უნდა განხორციელდეს გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედებების არასრულმასშტაბიანი და სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლებები.
6.არასრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება უნდა განხორციელდეს სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება – მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართული ყველა სუბიექტის მონაწილეობით, სულ მცირე, ორ წელიწადში ერთხელ.
7. სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების მიზანია, სხვადასხვა სახის საფრთხის პირობებში გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის ადეკვატურობის განსაზღვრა, ხოლო არასრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების მიზანია, გაუთვალისწინებელი ვითარების დროს საპასუხო მოქმედებებში ჩართულ უწყებებთან, ორგანიზაციებსა და ავიასაწარმოებთან კოორდინაციის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების, ასევე გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის ცალკეული კომპონენტების ადეკვატურობის განსაზღვრა, როგორიცაა საკომუნიკაციო სისტემები და სხვა;
8. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა განახორციელოს პრაქტიკული სწავლებების დოკუმენტირება, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმაში ცვლილებების შეტანა.
9. აეროპორტებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, აეროდრომის ექსპლუატანტს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უფლება აქვს შემოიღოს უშიშროების დამატებითი ზომები (როგორიცაა, აეროპორტის ტერმინალებში მოქალაქეთა დაშვების კონტროლი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და სადგომების კონტროლი და სხვ.).
10. აეროპორტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა განსაზღვრავს აეროპორტის სხვადასხვა სამსახურის, აგრეთვე აეროპორტის მიმდებარედ განლაგებულ იმ ორგანოებს შორის კოორდინირებული მოქმედებების თანამიმდევრობას, რომლებსაც შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის მცდელობის დროს.
11. ოპერატიული გამოყენების მიზნით აეროპორტში გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა უნდა ითვალისწინებდეს:
ა) გაუთვალისწინებელი ვითარების შექმნამდე მოქმედებების წინასწარ დაგეგმვას;
ბ) გაუთვალისწინებელი ვითარების დროს მოქმედებებს;
გ) დამხმარე ოპერაციებს და გაუთვალისწინებელი ვითარების დამთავრების შემდეგ დოკუმენტაციის მომზადებას.
მუხლი 46🔗. ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება
1. სააგენტო უზრუნველყოფს ინფორმაციის შეგროვებას და გაავრცელებას იმ საჰაერო ხომალდის შესახებ, რომლის მიმართაც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება, იმ მიზნით, რომ მიაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული ინტერესი ამ ფრენის მიმართ. ამ მიზნის მისაღწევად:
ა) სააერნაოსნო მომსახურების საწარმო წარუდგენს სააგენტოს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას საჰაერო ხომალდის შესახებ და ცდილობს, მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ეკიპაჟის წევრებისაგან რადიოკავშირის საშუალებით;
ბ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი აწვდის სააგენტოს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას, მათ შორის იმ ფრენის შესახებ, რომელიც არ არის ფრენის გეგმაში;
გ) აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური ახორციელებს ინფორმაციის შეკრებას და სააგენტოსთვის მიწოდებას, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს მის სისტემატიზაციას და ანალიზს, ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციებს, საჰაერო ხომალდის მეთაურის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას და დაუყოვნებლივ გადასცემს ინფორმაციას როგორც დაინტერესებულ მხარეებს, ისე, საჭიროების შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის მეთაურს.
2. სააგენტოს მიერ სხვა სახელმწიფოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საავიაციო უშიშროების საკონტაქტო ქსელითა (PoC Network) და ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ქსელით (SECLIST) განსაზღვრული საკონტაქტო წყაროების გამოყენებით, მათ შორის:
ა) ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო და სატელეგრაფო კომუნიკაციის ან საავიაციო ფიქსირებული მომსახურების (AFS) საშუალებით იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რომელიც შეიძლება მოხდეს უახლოესი 12 საათის განმავლობაში;
ბ) ელექტრონული ფოსტისა და სატელეგრაფო კომუნიკაციის საშუალებით ან საავიაციო ფიქსირებული მომსახურების (AFS) საშუალებით იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რომელიც შეიძლება მოხდეს მომდევნო 12 საათის შემდეგ და არაუგვიანეს 12 დღისა;
გ) ფოსტით ან სატელეგრაფო კომუნიკაციის საშუალებით, იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რომელიც შეიძლება მოხდეს მომდევნო 12 დღის შემდეგ.
3. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ფრენის ცნობილი ან სავარაუდო მარშრუტი;
ბ) ცნობილი ან სავარაუდო დანიშნულების პუნქტი, დაფრენის სავარაუდო დრო;
გ) საფრენოსნო გეგმასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის: ფრენის სავარაუდო ხანგრძლივობა საწვავის რაოდენობის გათვლით, აღნიშნულ მარშრუტზე ეკიპაჟის და მგზავრების რაოდენობა;
დ) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის შემადგენლობა, ინფორმაცია ეკიპაჟის მიერ სავარაუდო მარშრუტზე ფრენის გამოცდილების შესახებ;
ე) ინფორმაცია საჰაერო ხომალდზე საჰაერო დაცვის ოფიცრის არსებობის შესახებ;
ვ) საჰაერო ხომალდზე სანავიგაციო რუკებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შესახებ;
ზ) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟისათვის დაწესებული ფრენის დროის და მოცემულ მომენტში ნაფრენი საათების შესახებ.
4. სააგენტო აგზავნის დამატებით ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში): მგზავრებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირების რაოდენობის, სახელებისა და გვარების, მათი მოქალაქეობის შესახებ; დაშავებულების რაოდენობის, საჰაერო ხომალდზე არსებული იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და სხვა სახიფათო მოწყობილობებისა და ნივთიერებების არსებობის, მათი ტიპისა და რაოდენობის შესახებ, ეკიპაჟის წევრებისა და საჰაერო დაცვის ოფიცრის მდგომარეობის შესახებ.
5. ინფორმაცია გადაეცემა:
ა) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოსა და საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სახელმწიფოს;
ბ) იმ სახელმწიფოებს, რომლის მოქალაქეებიც დაშავდნენ ან დაიღუპნენ;
გ) სახელმწიფოებს, რომლის მოქალაქეებიც მძევლებად იქნენ აყვანილნი;
დ) სახელმწიფოებს, რომლის მოქალაქეები არიან ან შეიძლება იმყოფებოდნენ საჰაერო ხომალდზე;
ე) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას და ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციას.
მუხლი 47🔗. მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებების ხელმძღვანელობა
1. მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს საპასუხო მოქმედებების საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ოპერატიული შტაბი, რომელსაც, როგორც წესი, ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
2. ოპერატიული შტაბის ფუნქციები, მონაწილე უწყებები და მათი ვალდებულებები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ერთობლივი ბრძანებით.
3. ოპერატიული შტაბი იკრიბება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა შემდეგი მართლსაწინააღმდეგო ქმედება ან ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა:
ა) საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება;
ბ) საჰაერო ხომალდისათვის განზრახ ცრუ ინფორმაციის გადაცემა, რითაც საშიშროება ექმნება საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს;
გ) საჰაერო ხომალდზე მყოფი პირის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომლითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას;
დ) სანავიგაციო დანადგარის დაზიანება ან განადგურება ან მისი ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, რითაც საშიშროება ექმნება საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს;
ე) საჰაერო ხომალდზე ან სამოქალაქო აეროპორტში ისეთი მოწყობილობის ან ნივთიერების განთავსება ან განთავსების ხელშეწყობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საჰაერო ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რაც შეუძლებელს გახდის ფრენის განხორციელებას ან რამაც შეიძლება საშიშროება შეუქმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს;
ვ) საჰაერო ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რაც შეუძლებელს გახდის ფრენის განხორციელებას ან რამაც შეიძლება საშიშროება შეუქმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს;
ზ) სამოქალაქო აეროპორტში მყოფი პირის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა, ნებისმიერი მოწყობილობის, ნივთიერების ან იარაღის გამოყენებით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სხეულის მძიმე დაზიანება ან სიკვდილი;
თ) სამოქალაქო აეროპორტის ობიექტების დაზიანება ან განადგურება, რითაც ფერხდება აეროპორტის ნორმალური ფუნქციონირება;
ი) მძევლების აყვანა საჰაერო ხომალდზე ან აეროდრომზე;
კ) საჰაერო ხომალდზე, აეროპორტის ან სანავიგაციო ობიექტებში ძალისმიერი შეღწევა;
ლ) საჰაერო ხომალდის გამოყენება სიკვდილის, სხეულის მძიმე დაზიანების, ქონების ან გარემოს დაზიანების მიზნით.
4. მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს საპასუხო მოქმედებების ოპერატიული ხელმძღვანელობა ევალება:
ა) ოპერატიულ შტაბს – საჰაერო ხომალდის დაფრენის შემდეგ მისი გაჩერების მომენტიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების დასრულებამდე ან ასაფრენად საჰაერო ხომალდის მოძრაობის დაწყებამდე;
ბ) სააგენტოს ხელმძღვანელს ან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირს– საჰაერო ხომალდის ფრენის პერიოდში და დაფრენის შემდეგ საჰაერო ხომალდის გაჩერებამდე, ან ასაფრენად საჰაერო ხომალდის მოძრაობის დაწყებიდან საჰაერო ხომალდის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დატოვებამდე.
5. აეროპორტის ტერიტორიაზე ან საჰაერო ხომალდის მიმართ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ ინფორმაცის არსებობისას, მიმღები ავიასაწარმო ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს, ნებისმიერი, მისთვის ხელმისაწვდომი იმ საკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის ოპერატიულად გადაცემას.
6. ინფორმაციის მიღებისთანავე სააგენტო გასცემს მითითებას აეროპორტის საავარიო-ოპერატიული ცენტრის ამოქმედების შესახებ და ცენტრი იღებს შემდგომ ზომებს აეროპორტში გაუთვალისწინებელ ვითარებაში სამოქმედო გეგმის შესაბამისად. საავარიო-ოპერატიული ცენტრის ამოქმედებაში ჩაბმული ყველა დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს კავშირგაბმულობის საშუალებების შემოწმება, მომსახურება და სამუშაო მდგომარეობის შენარჩუნება.
7. აეროპორტის საავარიო-ოპერატიულ ცენტრს ხელმძღვანელობს აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი.
8. საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ან სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ვითარების წარმოქმნისას ან წარმოქმნის საფრთხის არსებობისას, კრიზისული მდგომარეობის რეგულირებისათვის საჭირო მოქმედებების ოპერატიული ხელმძღვანელობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების ქვედანაყოფების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მართლსაწინაღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართული უწყებების საქმიანობის კოორდინაციისათვის, აეროპორტის საავარიო-ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელის მიერ გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული შეტყობინების სქემის მიხედვით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ინფორმაციის მიღებისთანავე იკრიბება ოპერატიული შტაბი.
9. ოპერატიული შტაბი აფასებს არსებულ ვითარებას, დამატებით კონსულტაციებს გადის საავიაციო სფეროს შესაბამის სუბიექტებთან და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე რეაგირების მიზნით.
10. ტერორიზმის ნიშნების გამოვლენისას ოპერატიული შტაბი დაუყოვნებლივ ატყობინებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფს სათანადო რეაგირებისათვის, ხოლო სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს მის მიერ შემუშავებული გეგმის საფუძველზე გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებსა და დავალებებს.
11. ოპერატიული შტაბი მუშაობას ახორციელებს აეროპორტის საავარიო-ოპერატიული ცენტრიდან, რომლის მართვა გადადის ოპერატიული შტაბის დაქვემდებარებაში.
12. მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მოქმედებები ხორციელდება კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
13. ოპერატიული შტაბი უფლებამოსილია:
ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებიდან გამოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე რეაგირების მიზნით;
ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე რეაგირების მიზნით გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები და დავალებები;
გ) შეადგინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე რეაგირების გეგმა;
დ) განიხილოს და გაანალიზოს საავიაციო უშიშროების სფეროში არსებული საფრთხეები, შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები.
14. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას, საფრთხის გათვალისწინებით მგზავრების, მოქალაქეების, აეროპორტის პერსონალისა და ობიექტების დასაცავად აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებით შეიძლება გატარებულ იქნეს შემდეგი ზომები:
ა) აეროპორტის ტერმინალში და მის გარშემო, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად, შეიარაღებული თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა;
ბ) ფეთქებადი ნივთიერებების აღმომჩენი სამსახურებრივი ძაღლების გამოყენება;
გ) აეროპორტის ტერმინალში დაშვების პუნქტების რაოდენობის შემცირება/დროებით გაუქმება და ტერმინალში შემსვლელი პირების შერჩევითი შემოწმება;
დ) აეროპორტის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და პირების გადაადგილების კონტროლი;
ე) აეროპორტის ტერმინალის უშუალო სიახლოვეს ტრანსპორტის დგომის აკრძალვა;
ვ) აეროპორტის ტერმინალის ტერიტორიიდან სანაგვე ყუთების გატანა, რომლებშიც შეიძლება მოთავსდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა;
ზ) აეროპორტის ტერმინალში არაკონტროლირებადი ზონების და მიმდებარე ტერიტორიის მეთვალყურეობის გაძლიერება ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემით და ოპერატიული მორიგეობის განმახორციელებელი თანამშრომლების რაოდენობის გაზრდით.
მუხლი 48🔗. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას სააერნაოსნო მომსახურება
1. სახელმწიფოს, რომლის სამოქალაქო ავიაციის მიმართაც განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, საქართველო უწევს თანადგომას საქართველოს კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო საშუალებებით სარგებლობის უფლების მიცემის, საჰაერო მოძრაობის მომსახურებისა და აეროპორტში დაფრენის უფლების მიცემის გზით.
2. ნებისმიერ უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდს, რომელზეც ჩადენილ იქნა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება აქვს ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით შემოფრინდეს საქართველოს საჰაერო სივრცეში და დაფრინდეს ნებისმიერ სამოქალაქო აეროდრომზე. ასეთ საჰაერო ხომალდს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოები და აეროდრომები ემსახურებიან პირველ რიგში.
3. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე მზად უნდა იყოს ამოიცნოს ნებისმიერი ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ საჰაერო ხომალდის მიმართ ხორციელდება მართლსაწინაღმდეგო ქმედება.
4. საჰაერო ხომალდზე მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ ზუსტი ან სავარაუდო ინფორმაციის ან აფეთქების მუქარის არსებობისას, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურემ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის ყველა მოთხოვნა, მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია სააერნაოსნო საშუალებების, პროცედურებისა და მომსახურების შესახებ როგორც მთელი ფრენის განმავლობაში ასევე ნებისმიერ აეროდრომზე დაფრენის შემდეგ, განახორციელოს საჭირო ქმედებები შეუფერხებელი ფრენის უზრუნველსაყოფად ფრენის ყველა ეტაპზე.
5. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე ვალდებულია:
ა) იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდმა, რომელზეც ჩადენილ იქნა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, გადმოკვეთა საქართველოს საჰაერო სივრცე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო ოპერაციების ცენტრთან შეთანხმებით, უზრუნველყოს მისი ფრენის უსაფრთხოება საქართველოს საჰაერო სივრცეში ყოფნის დროს, აგრეთვე გადასცეს ინფორმაცია მოსაზღვრე სამეთვალყურეო პუნქტს და ცნობილი ან სავარაუდო დანიშნულების პუნქტის აეროპორტს მარშრუტზე და დაფრენის სავარაუდო აეროპორტში დაცვის ღონისძიებების დროულად განხორციელებისათვის;
ბ) არ დაელოდოს საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ეკიპაჟის პასუხს და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საჰაერო ხომალდზე საჭირო ინფორმაციის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში;
გ) ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით თვალყური ადევნოს და ხელი შეუწყოს საჰაერო ხომალდის ფრენის მიმდინარეობას, საჰაერო ხომალდის მხრიდან რადიოსიხშირის გადართვის მოთხოვნის გარეშე უზრუნველყოს მოსაზღვრე სამეთვალყურეო პუნქტისთვის მართვის გადაცემა იმ საჰაერო ხომალდებზე, რომელთან კავშირი სათანადოდ არ ხორციელდება;
დ) ეცადოს განსაზღვროს ფრენის სავარაუდო მარშრუტი და დანიშნულების პუნქტი, იმ შემთხვევაში თუ საჰაერო ხომალდმა შეიცვალა ფრენის მიმართულება და მისი დანიშნულების პუნქტი უცნობია. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს და ექსპლუატანტს;
ე)უზრუნველყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა/გადაცემა საჰაერო ხომალდსა და იმ სუბიექტებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან საპასუხო მოქმედებების მართვის პროცესში. მათ შორის:
ე.ა) ავიაგადამზიდველს;
ე.ბ) აეროპორტის საავარიო-ოპერატიულ ცენტრს;
ე.გ) სააგენტოს.
6. აეროდრომზე დაშვების შემდეგ საჰაერო ხომალდი უნდა გაჩერდეს იზოლირებულ სადგომზე, რის შემდეგაც ყველა მოქმედება აეროპორტში ხორციელდება სამოქალაქო ავიაციაში კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმისა და აეროპორტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის მიხედვით.
7. იმ საჰაერო ხომალდის განსაზღვრის/ამოცნობის წესი, რომელზეც ჩადენილ იქნა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, აგრეთვე ამ ქმედების ჩადენის დროს ინფორმაციის გადაცემის წესი და მოქმედება, რომელიც უნდა განახორციელოს სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ, განისაზღვრება აღნიშნული ორგანოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამით.
8. საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდზე ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, საქართველოს საჰაერო სივრცეში მისი ფრენის მომსახურება ხორციელდება გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედებების გეგმის შესაბამისად, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოებისათვის.
9. საჰაერო ხომალდის დანიშნულების პუნქტში დაფრენისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების დასრულების შემდეგ, სააერნაოსნო მომსახურების საწარმო აგზავნის შეტყობინებას საჰაერო ხომალდის დაფრენის შესახებ გაფრენის აეროპორტში და ყველგან, სადაც დაიგზავნა შეტყობინება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას.
მუხლი 49🔗. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა
1. მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, ოპერატიულ შტაბთან შეთანხმების შემდეგ, საამისოდ უფლებამოსილი პირი გადასცემს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, რათა გამოირიცხოს ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას.
2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის გამოიყოფა სპეციალური ადგილი აეროპორტის კონტროლირებადი ზონის ფარგლებს გარეთ და მათი დაშვება შემთხვევის ადგილზე ხორციელდება ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელის ნებართვით.
მუხლი 50🔗. ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხილვა და ანალიზი
1. მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემდეგ ან მისი განხორციელების საფრთხის შემთხვევაში, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფისათვის განხორციელებული ღონისძიებებისა და პროცედურების ეფექტიანობის განსაზღვრისა და შესაბამისი კორექტივების შეტანის მიზნით, სააგენტო ორგანიზებას უწევს მართლსაწინააღმდეგო ქმედების მოკვლევას და განხილვას. აღნიშნულ პროცესში შეიძლება ჩაერთონ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საერთაშორისო ექსპერტები.
2. განხილვაში მონაწილე ყველა პირი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს თავისი როლის, წამოჭრილი პრობლემებისა და მიღწეული შედეგების, სხვა მონაწილეებთან ურთიერთმოქმედების, თანამშრომლობის ეფექტიანობის შესახებ და გამოთქვას მოსაზრება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის თაობაზე.
3. განხილვისა და ანალიზის შედეგები სააგენტოს რეკომენდაციებთან ერთად უნდა ეცნობოს ყველა მონაწილეს უშიშროების საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების და გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით.
4. ანალიზის შემდეგ სააგენტო ატარებს საერთო განხილვას აეროდრომის ექსპლუატანტის და ავიაგადამზიდველის/ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირების, საავიაციო უშიშროების აეროპორტის კომიტეტის წევრების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.
მუხლი 51🔗. შეტყობინება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შესახებ
1. მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის ღონისძიებების დასრულებისა და სააგენტოს მიერ განხორციელებული საპასუხო მოქმედებების ანალიზის შემდეგ, სააგენტო ამზადებს და ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის მოთხოვნების შესაბამისად დაინტერესებულ სახელმწიფოებს უგზავნის ინფორმაციას განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ.
2. მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ პირველადი შეტყობინება ICAO-ს ეგზავნება მოქმედების განხორციელებიდან 30 დღის განმავლობაში, ხოლო საბოლოო/დაზუსტებული შეტყობინება – 60 დღის განმავლობაში.
3. საბოლოო დაზუსტებული შეტყობინება ეგზავნება სახელმწიფოებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მოკვლევაში, ექსპლუატანტისა და რეგისტრაციის სახელმწიფოს, სახელმწიფოებს, რომლის მოქალაქეებიც დაშავდნენ, დაიღუპნენ ან იქნენ დაკავებულნი, სახელმწიფოებს, რომლებმაც გაწიეს დახმარება ინფორმაციის მოწოდებით, საჭირო საშუალებებისა და ექსპერტების გამოყოფით და სხვა საშუალებით.
4. შეტყობინების ფორმა განსაზღვრულია ICAO-ს მიერ და ივსება ICAO-ს ერთ-ერთ სამუშაო ენაზე.
თავი IX
გაუთვალისწინებელი ვითარების შემთხვევებში პროგრამებისა და მოქმედებათა კორექტირება
მუხლი 52🔗. ზოგადი დებულებები
1. სახელმწიფო პროგრამის დებულებათა განახლებისა და სრულყოფის მიზნით, მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის რისკის შეფასება.
2. სახელმწიფო პროგრამა, აეროპორტების, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს და სამოქალაქო ავიაციის დარგში ფუნქციონირებადი სხვა ორგანიზაციების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამები პერიოდულად საჭიროებს გადასინჯვას და შესაბამისი ცვლილებების შეტანას.
3. განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზის საფუძველზე, თუ გამოვლინდა რომ კონკრეტული საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი ზომა/პროცედურა ვერ უზრუნველყოფს სამოქალაქო ავიაციის შესაბამის დაცვას მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პრევენციული ღონისძიების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, უნდა მოხდეს მისი დროულად ჩანაცვლება სხვა უფრო ეფექტური ზომით/პროცედურით.
4. საფრთხის შესახებ ინფორმაციის დროული, სისტემატური განზოგადება, სააგენტოსთვის მიწოდება და ამ ინფორმაციის საფუძველზე რისკის შეფასება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამ(ებ)ის ეფექტიანობის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა.
5. შესაბამისი უწყებები, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფრთხის ხასიათიდან გამომდინარე, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნების გათვალისწინებით, რისკის შეფასების საფუძველზე ახორციელებენ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისი დებულებების კორექტირებას.
მუხლი 53🔗. სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ მუქარის შემცველი ინფორმაციის შეფასება
1. სამოქალაქო ავიაციაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შესახებ მუქარის შეფასებას, შემდგომი სათანადო ზომების განსაზღვრის მიზნით, ახორციელებს აეროპორტის საავარიო-ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელი, რომელსაც გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომზადება.
2. მუქარის შეფასების შედეგები ეცნობა სააგენტოს და დაინტერესებულ ავიასაწარმოებს, საჭიროების შემთხვევაში – მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართულ უწყებებს, ოპერატიული შტაბის შეკრების მიზნით.
3. წერილობით, ტელეფონით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებით მიღებული ნებისმიერი მუქარა განიხილება, როგორც რეალური, ვიდრე არ მოხდება მისი შეფასება დადგენილი წესით.
4. მუქარის მიღებისას განსახორციელებელი მოქმედებები ასახული უნდა იყოს ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების პროგრამაში.
მუხლი 54🔗. მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებების კორექტირება
1. მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ნებისმიერი კორექტივების შეტანა უნდა განხორციელდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტის და აეროპორტის კომიტეტების მეშვეობით, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ ყველა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით, აეროპორტში განხორციელებული სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების ან/და განხორციელებული მარლთსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ გატარებული საპასუხო მოქმედებების ანალიზის საფუძველზე.
2. სამოქალაქო ავიაციაში საფრთხის დონის მატების შემთხვევაში, სამოქალაქო ავიაციის მთელ დარგში საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომები შესაბამისად მკაცრდება სააგენტოს მითითებით.
3. გაუთვალისწინებელი ვითარების წარმოქმნის პირობებში მნიშვნელოვანია:
ა) განხორციელდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროული ლოკალიზება და შემდგომი განვითარების აღკვეთა;
ბ) თავიდან იქნეს აცილებული მგზავრებსა და პერსონალს შორის პანიკის წარმოქმნა;
გ) სიტუაცია აყვანილ იქნეს კონტროლზე.
თავი X
საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ხარჯების დაფინანსება. პასუხისმგებლობა
მუხლი 55🔗. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ხარჯების დაფინანსება
1. ავიასაწარმოების კომპეტენციას მიკუთვნებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებების დაფინანსებას უზრუნველყოფენ ავიასაწარმოები.
2. სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული სამინისტროების/უწყებების მიერ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებზე გაწეული ხარჯების დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტით მათთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 56🔗. პასუხისმგებლობა
სახელმწიფო პროგრამით ან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობასთან ან არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.