“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ თუმანიშვილისი სახელობის კინომსახიობთა თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 09.06.2005
ძალის დაკარგვა 04.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/263
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.472
გამოქვეყნების წყარო სსმ, 70, 13/06/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (6)
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონი
- საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი
- კულტურის შესახებ საქართველოს კანონი
- სახელმწიფო თეატრების შესახებ საქართველოს კანონი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ თუმანიშვილისი სახელობის კინომსახიობთა თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ"
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:20.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.472
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/263
2005 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 07 მაისის №319 ბრძანებულების მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დებულება
მუხლი 1🔗 ზოგადი დებულებანი
1. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი (შემდგომში _ თეატრი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 07 მაისის №319 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილ, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევე-ბულ შემოქმედებით დაწესებულებას.
2. თეატრი წარმოადგენს ხანგრძლივი თეატრალური ტრადიციების მქონე სტაციონარულ სარეპერტუარო დაწესებულებას, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოსაგან კანონმდებლობით დადგენილი ფორმით გადმოცემული ქონება, ჰყავს თეატრალური დასი, რომელთა უშუალო მონაწილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებები _ დრამატული, ტრაგიკული, კომედიური თუ სხვა სახის სცენური წარმოდგენები (სპექტაკლები).
3. თეატრის დამფუძნებელია სახელმწიფო.
4. თეატრის სრული სახელწოდებაა _ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი”.
5. თეატრს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, სხვადასხვა სახის ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, საკუთარი ბეჭედი, შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. თეატრს უფლება აქვს საკუთარი სახელით შეიძინოს პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, დადოს კანონით ნებადართული გარიგებები.
7. თეატრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
8. თეატრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, აღმაშენებლის გამზირი №164.
მუხლი 2🔗 თეატრის საქმიანობის საგანი, მიზნები და ამოცანები
1. თეატრის ძირითად ფუნქციებს, მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ თეატრალურ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, აგრეთვე სხვა ტიპის წარმოდგენებისა და შემოქმედებითი პროექტების განხორციელება, თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა-დაოსტატება, მათთვის კლასიკური და თანამედროვე თეატრალური ნამუშევრების გაცნობა.
2. შემოქმედებითი ახალგაზრდული ძალების რეალიზაცია, ეროვნული და მსოფლიო თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, თეატრალური ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება.
მუხლი 3🔗 თეატრის უფლება-მოვალეობანი
1. თეატრს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს:
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების განსაზღვრაში (რეპერტუარის არჩევა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაცია);
ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გადასცეს სპექტაკლის დადგმის უფლება სხვა თეატრებს, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს თანხმობა (რეჟისორის, დრამატურგის ან ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემის, სპექტაკლების ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;
გ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე სახის სამეურნეო-საფინანსო ეკონომიკური საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე) და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, თეატრის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე თეატრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მიზნების განხორციელებას;
ე) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი, განსაზღვროს თეატრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს მსახიობთა გაცვლა და სხვა სახის პროექტები საზღვარგარეთის ქვეყნებთან (მათ შორის ერთობლივი პროექტები);
ზ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას და დააფინანსოს თეატრის ფილიალები და სტრუქტურული ერთეულები, განსაზღვროს თეატრის საშტატო განრიგი და თეატრის სახელფასო ფონდი,
თ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად.
2. თეატრს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. თეატრი ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ,,კულტურის შესახებ”, ,,საქართველოს თეატრების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი (მათ შორის სახელშეკრულებო) ურთიერთობანი საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
დ) დაიცვას თეატრის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები.
მუხლი 4🔗. თეატრის მართვა და სტრუქტურა
1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, ,,საქართველოს თეატრების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. თეატრი შედგება თეატრის ხელმძღვანელობის, თეატრის სამხატვრო საბჭოს, თეატრალური დასისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისაგან.
3. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ახორციელებს თეატრის მიმდინარე შემოქმედებით საქმიანობის ხელმძღვანელობას და პერსონალურად პასუხისმგებელია ამ საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
4. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ხელშეკრულებას დებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
5. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი უფლებამოსილია უხელმძღვანელოს თეატრის სათათბირო ორგანო _ სამხატვრო საბჭოს ან სხვა სათათბირო ჯგუფს (მათი არსებობის შემთხვევაში).
6. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი წყვეტს შემოქმედებითი პერსონალის მოწვევა-გათავისუფლების საკითხს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და თეატრის დებულების შესაბამისად.
7. თეატრის ფინანსურ, სამეურნეო-ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ-საწარმოო საქმიანობას წარმართავს თეატრის დირექტორი და პასუხისმგებლია ამ საქმიანობაზე.
8. თეატრის დირექტორთან ხელშეკრულებას დებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
9. დირექტორი თეატრის მიმდინარე სამეურნეო-საფინანსო და ადმინისტრაციულ საქმიანობას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
10. თეატრის დირექტორი წარმოადგენს თეატრს და თეატრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელს აწერს დოკუმენტებს, ბანკებში ხსნის და აუქმებს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით წყვეტს თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მიღება-გათავისუფლების საკითხს, უფლებამოსილია დანიშნოს რწმუნებულები, გასცეს მინდობილობები თეატრის ინტერესებიდან გამომდინარე.
11. თეატრის დირექტორი ადგენს თეატრის წლიურ ბალანსს და წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
12. თეატრის დირექტორის გადაწყვეტილებანი შესასრულებლად სავალდებულოა თეატრის მთელი შრომითი კოლექტივისათვის.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს თეატრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და სამეურნეო-საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში, არის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 6🔗. თეატრის ქონება, ფინანსური სახსრები და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
1. თეატრი მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით გადაცემული სახელმწიფო ქონების ბაზაზე, რომელიც თეატრის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
2. თეატრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს კანონით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ მთლიანად ხმარდება თეატრს.
3. თეატრის ქონებად ითვლება აგრეთვე მის საკუთრებაში არსებული ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი.
მუხლი 7🔗. თეატრის დაფინანსების წყაროები
1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები (სუბსიდიის და სხვა მიზნობრივი ასიგნებების სახით);
ბ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები;
გ) თეატრალურ სფეროში საგამომცემლო-სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები (ბუკლეტები, ცნობარები, სპექტაკლის პროგრამები და სხვ.);
დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება სპექტაკლების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო-აუდიო ჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციათა კომერციული მიზნებით გამოყენებით;
ე) შემოსავლები, რომლებიც მიიღება თეატრის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის გაწეული თეატრალურ-კულტურული მომსახურების შედეგად;
ვ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების გრანტები და შემოწირულობები;
ზ) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება თეატრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8🔗. საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
1. თეატრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. თეატრი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს, აწარმოებს საბუღალტრო ოპერატიულ და სტატისტიკურ აღრიცხვას და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
3. თეატრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. თეატრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
1. თეატრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. თეატრის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში.
3. თეატრის ლიკვიდაციას ახორციელებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს თეატრის დირექტორი.
4. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.