ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალაქ ჩხოროწყუში მდებარე ჩოგბურთის კორტის სახელდების თაობაზე
მიღების თარიღი 25.12.2023
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.107.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯუმითის მე-2 ქუჩის სახელდების თაობაზე ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N1 ქუჩისთვის მერაბ კოსტავას სახელის მინიჭების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის მე-3 ქუჩის სახელდების თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლესიჭინეში
მდებარე სტადიონის სახელდების თაობაზე ქალაქ ახმეტაში მდებარე უსახელო ქუჩისათვის მამა გაბრიელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალაქ ჩხოროწყუში მდებარე ჩოგბურთის კორტის სახელდების თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება № 16
2023 წლის 25 დეკემბერი
ქ. ჩხოროწყუ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალაქ ჩხოროწყუში მდებარე ჩოგბურთის კორტის სახელდების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“, მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირხისა და ლეწურწუმის მაჟორიტარი დეპუტატის, შოთა წურწუმიას 2023 წლის 22 სექტემბრის N 111.111212657 ინიციატივის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 1 დეკემბრის N40 სხდომის ოქმის საფუძველზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალაქ ჩხოროწყუში მდებარე ჩოგბურთის კორტს ეწოდოს „მიხეილ კვირტიას“ სახელი (ორთოფოტი თან ერთვის).
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მის. ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12).
საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია