⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.09.2010)
გაუქმებულია:

“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 15.06.2005
ძალის დაკარგვა 28.09.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №138
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.007.485
გამოქვეყნების წყარო სსმ, 74, 17/06/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,838 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.06.2005 მიღება
28.09.2010 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:6.0pt; font-family:LitMtavrPS; font-style:italic;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.007.485 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის  ბრძანება №138 2005 წლის 15 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. წინამდებარე დებულება აწესრიგებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) სისტემაში შიდა უწყებრივი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექციის (შემდგომში _ გენერალური ინსპექცია ან ინსპექცია) და მისი თანამშრომლების ფუნქციურ უფლებებსა და მოვალეობებს.     მუხლი 2🔗. გენერალური ინსპექცია წარმოადგენს სამინისტროს სისტემის შიდა უწყებრივი კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავისი საქმიანობით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილ სამსახურებრივი გადაცდომისა და სხვა სახის სამართალდარღვევათა გამოვლენას, ხელს უწყობს მათი თავიდან აცილებისა და კანონშესაბამისი რეაგირების მიზნით მიმართულ მუშაობას.     მუხლი 3🔗. ინსპექცია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, სამინისტროს და წინამდებარე დებულებების შესაბამისად.     მუხლი 4🔗. ინსპექცია ხელმძღვანელობს სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, პატივს სცემს და იცავს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, პრიორიტეტებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და საქმიანობას წარმართავს კანონიერების, ჰუმანიზმის, ობიექტური მიუკერძოებლობის, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებით.     მუხლი 5🔗. გენერალური ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს (შემდგომში _ მინისტრი) და ანგარიშვალდებულია მხოლოდ მის წინაშე. დაუშვებელია სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კანონით გაუთვალისწინებელი ჩარევა ინსპექციის და ინსპექციაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ საქმიანობაში.     მუხლი 6🔗. ინსპექციის დებულებას და სტრუქტურას ამტკიცებს მინისტრი. თავი II. გენერალური ინსპექციის ამოცანები     მუხლი 7🔗. ინსპექციის ამოცანები განსაზღვრულია სამინისტროს და წინამდებარე დებულებებით.     მუხლი 8🔗. ინსპექციის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის მომსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს პრე-ზიდენტისა და მინისტრის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა განუხრელი დაცვის კონტროლი; ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და სხვა სახის ინფორმაციის შესწავლა-შემოწმება; გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ ფინანსების მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა სახის ქონების დაცვის, მათი ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, მინისტრის დავალებით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის გეგმური და მოულოდნელი შემოწმებები; დ) სამინისტროს სისტემაში შემოსული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და მიზნობრივი ხარჯვის კონტროლი; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შენობანა-გებობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების დაცვის მდგომარეობის, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ ტექნიკური და სხვა მატერიალური ფასეულობების ჯეროვანი გამოყენების მდგომარეობის კონტროლი; ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელისშემწყობი მიზეზების დადგენა, ანალიზი და მომავალში მათი თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ზ) სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მინისტრის სხვა დავალებების შესრულება. თავი III. ინსპექციის უფლება-მოვალეობები     მუხლი 9🔗. გენერალურ ინსპექციას უფლება აქვს: ა) მიიღოს და განიხილოს სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევის, კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის და კანონმდებლობის სხვა სახის დარღვევის შესახებ მოქალაქეთა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა განცხადება-საჩივრები, ინფორმაცია და მინისტრის ბრძანებით, ან მინისტრთან შეთანხმებით ჩაატაროს შესაბამისი სამსახურებრივი და/ან ფინანსური შემოწმება; ბ) მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს სამინისტროს სისტემაში მომუშავე ნებისმიერი თანამდებობრივი რანგის მქონე მოსამსახურისგან სამსახურებრივი და/ან ფინანსური შემოწმების ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტი ან ინფორმაცია; გ) შესაბამისი წერილობითი ან სიტყვიერი ინფორმაციის მიღების მიზნით, გასაუბრებაზე გამოიძახოს როგორც სამინისტროს სისტემაში მომუშავე ნებისმიერი რანგის მოსამსახურე, ასევე მოიწვიოს საკითხით დაინტერესებული მოქალაქე და მიიღოს ახსნა-განმარტება; დ) აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვოს სამსახურებრივი და/ან ფინანსური შემოწმების დაწყებამდე ან შემოწმების მიმდინარეობის პროცესში სამინისტროს სისტემაში მომუშავე ან მოწვეულ სპეციალისტთა მონაწილეობა, მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია; ე) მინისტრთან შეთანხმებით ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო და სამართალდამცავ ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, სამინისტროს სისტემის მუშაკთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა, ან თანამდებობისათვის შეუფერებელი საქციელის გამოვლენის მიზნით; ვ) სამსახურებრივი და ფინანსური შემოწმების შედეგების მიხედვით, მინისტრის წინაშე დააყენოს საკითხი დამრღვევი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ; ზ) დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად შესრულების მიზნით, მინისტრთან შეთანხმებით ითანამშრომლოს მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან; თ) შეიმუშაოს და მინისტრს წარუდგინოს სარეკომენდაციო წინადადებები შემოწმების შედეგად გამოვლენილი მდგომარეობის გამოსწორების შესახებ.     მუხლი 10🔗. გენერალური ინსპექცია ვალდებულია: ა) განახორციელოს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით და მინისტრის სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა განუხრელი დაცვის კონტროლი; ბ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს ყოველწლიური გეგმა ჩასატარებელი შემოწმებების შესახებ და ჩაატაროს სამინისტროს სისტემაში მოქმედი ორგანიზაციების სამსახურებრივი და ფინანსური შემოწმებები; გ) მოპოვებული მონაცემების გაანალიზების შედეგად შეაფასოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საქმიანობა. შეადგინოს მოხსენებითი ბარათი ან დასკვნა ჩატარებული შემოწმებების შედეგების შესახებ. თავი IV. ინსპექციის საქმიანობის სხვა საკითხები     მუხლი 11🔗. ა) ჩასატარებელ შემოწმებათა დამტკიცებული გეგმის გარდა, სამსახურებრივი და ფინანსური შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ინფორმაცია სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის მოქალაქეთა ზეპირი ან წერილობითი განცხადება-საჩივრები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მოხსენებითი ბარათები და სიტყვიერი ინფორმაცია, სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მიღებული შეტყობინებები და დოკუმენტური მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ახალი ფაქტები და მინისტრის ცალკეული დავალებები; ბ) გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი და ფინანსური შემოწმების შედეგების ამსახველი მასალები ინახება ინსპექციაში და მათი გამოთხოვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) ინსპექციაში შემოსული და ინსპექციიდან გასული დოკუმენტაციის აღრიცხვას აწარმოებს ინსპექციის სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია აგრეთვე ინსპექციაში არსებული მასალების შენახვაზე; დ) ინსპექციის თანამშრომელი არ მონაწილეობს შემოწმებაში, თუ შემოწმების ობიექტი არის მასთან ახლო-ნათესაურ დამოკიდებულებაში მყოფი პირი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს ამ თანამშრომლის შემოწმების შედეგებისადმი დაინტერესებაში; ე) ინსპექციის თანამშრომლის აცილების საკითხს წყვეტს ინსპექციის უფროსი, ხოლო ინსპექციის უფროსის აცილების საკითხს _ მინისტრი; ვ) ინსპექციის თანამშრომელს სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარდა დამატებით გააჩნია განმასხვავებელი სამსახურებრივი სამკერდე ნიშანი, რომლის გარეგნულ მახასიათებლებს ინსპექციის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი; ზ) გენერალური ინსპექციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემოწმებების მაქსიმალური ობიექტურობის ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს ინსპექციის თანამშრომელთა მატერიალური წახალისების წესი. თავი V. ინსპექციის შემადგენლობა     მუხლი 12🔗. ინსპექციის შემადგენლობაშია: ა) ინსპექციის უფროსი; ბ) ინსპექციის მთავარი სპეციალისტები; გ) ინსპექციის სპეციალისტი. თავი VI. გენერალური ინსპექციის უფროსი     მუხლი 13🔗. გენერალური ინსპექციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ინსპექციის საქმიანობას; ბ) მთავარ სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს ჩასატარებელი შემოწმებების გეგმას, ბრძანების პროექტს შემოწმების ჩატარების შესახებ და სხვადასხვა სახის ფორმებს, რომლებიც საჭიროა ინსპექციის საქმიანობის გამართულობის უზრუნველსაყოფად; გ) ანაწილებს მოვალეობებს ინსპექციის მოხელეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებს, დავალებებს და ახორციელებს კონტროლს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) ხელს აწერს ან ახდენს ვიზირებას ინსპექციაში შემოსულ, ან ინსპექციიდან გასულ დოკუმენტაციაზე. ამტკიცებს ჩასატარებელი შემოწმების კონკრეტულ პროგრამას; ე) განხილვისა და ვიზირების შემდეგ მინისტრს წარუდგენს შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნას შემდგომი რეაგირების მიზნით. შესაბამისი არგუმენტირებული მიზეზების არსებობის შემთხვევაში წინადადებით შედის მინისტრთან მიმდინარე შემოწმების შეწყვეტის შესახებ; ვ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ინსპექციის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, ინსპექციის მოხელეთა მატერიალური წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობით გათვალისწინებული ზომების გამოყენების შესახებ; ზ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ინსპექციაზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; თ) შუამდგომლობს ინსპექციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე; ი) ექვს თვეში ერთხელ მინისტრს წარუდგენს ანგარიშს ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; კ) რწმუნების გარეშე წარმოადგენს ინსპექციას აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში; ლ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას; მ) გენერალური ინსპექციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას მინისტრის დავალებით ასრულებს ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი; ნ) გენერალური ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 14🔗. სამსახურებრივი, ან ფინანსური შემოწმების პროცესში, გენერალური ინსპექციის უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება, ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ნებისმიერი რანგის მოსამსახურისათვის. თავი VII. გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტი     მუხლი 15🔗. გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტი: ა) ასრულებს მინისტრის ბრძანებითა და გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებებით განსაზღვრულ საქმიანობას; ბ) ჩასატარებელი შემოწმების წინამოსამზადებელ პერიოდში შეიმუშავებს შემოწმების კონკრეტულ პროგრამას და დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს; გ) ატარებს სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებში სამსახურებრივ და ფინანსურ შემოწმებებს. შეისწავლის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქმიანობას და მათი მხრიდან ჩადენილი დარღვევების გამომწვევ მიზეზებს; დ) შემოწმების დაწყების მომენტში შესამოწმებელი ობიექტისგან მოითხოვს საჭირო დოკუმენტურ მასალას ან ინფორმაციას; ე) ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას ინსპექციის უფროსს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას შე-მოწმების მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ; ვ) საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, პასუხისმგებელი პირისგან ან საკითხით დაინტერესებული მოქალაქისგან ითხოვს შესაბამის ახსნა-განმარტებას; ზ) შემოწმების სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში გენერალური ინსპექციის უფროსს მიმართავს თხოვნით, რათა სამინისტროს სისტემიდან ან სისტემის გარედან მოწვეულ იქნენ კონკრეტული დარგის სპეციალისტები, კომისიური წესით შემოწმებაში მონაწილეობის მისაღებად ან შესაბამისი კონსულტაციისათვის; თ) შემოწმების დასრულებისას ინსპექციის უფროსთან და შესამოწმებელ პირებთან ერთად მონაწი-ლეობს შემოწმების მასალების წინასწარ განხილვაში. დასკვნის გაფორმებამდე, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისაგან იღებს დამატებით ახსნა-განმარტებებს და ეცნობა მათ მიერ დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციას; ი) შემოწმების დასრულების შემდეგ ინსპექციის უფროსთან ერთად განსახილველად შეიმუშავებს წინადადებებს დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. აფორმებს დასკვნას ან მოხსენებით ბარათს და ხელმოწერის შემდეგ წარუდგენს ინსპექციის უფროსს; კ) ჩატარებული შემოწმებების შედეგების გაანალიზების გზით შეიმუშავებს და გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს სარეკომენდაციო წინადადებებს შემოწმებული ობიექტისა და თანამშრომელთა საქმიანობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ; ლ) გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტის სხვა დამატებით ფუნქციებს განსაზღვრავს ინსპექციის უფროსი. მ) გენერალური ინსპექციის მთავარ სპეციალისტებს ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. თავი VIII. გენერალური ინსპექციის სპეციალისტი     მუხლი 16🔗. გენერალური ინსპექციის სპეციალისტი: ა) ახორციელებს ინსპექციის საქმისწარმოების ორგანიზაციას, შემოსული და გასული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას, სისტემატიზაციას, საარქივო საქმის წარმოებას და პასუხისმგებელია მასზე გადაცემული დოკუმენტაციის დაცვასა და მოვლა-შენახვაზე; ბ) სამინისტროს პრესსამსახურიდან იღებს და ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გა-მოქვეყნებული იმ ინფორმაციის აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, რომელიც ეხება ინსპექციის საქმიანობას, ან შეიცავს ინფორმაციას სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ; გ) ყოველთვიურად წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს მონაცემებს კორესპონდენციის აღრიცხვისა და მოძრაობის მდგომარეობის შესახებ; დ) ყოველი სამუშაო კვირის დასაწყისში ინსპექციის უფროსს წარუდგენს წარმოებაში მყოფი და დასრულებული საქმეების სტატისტიკას; ე) გენერალური ინსპექციის სპეციალისტს ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. თავი IX. დასკვნითი დებულებები     მუხლი 17🔗. ინსპექციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.