⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.03.2013)
გაუქმებულია:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 22.06.2005
ძალის დაკარგვა 29.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №195
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.007.496
გამოქვეყნების წყარო სსმ, 76, 27/06/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,101 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.06.2005 მიღება
29.03.2013 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:DumbaMtavr; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h4 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:DumbaMtavr;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:-.5in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-.5in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.007.496 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №195 2005 წლის 22 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 18-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის” თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის №316 ბრძანება ,,თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”. 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები. ი. ოქრუაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი 1. თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და მინისტრის მოადგილის სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე. 2. დეპარტამენტის დანიშნულებაა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ ღონისძიებათა შემუშავება და ანალიზი, რომელიც აუცილებელია საქართველოს შეირაღებული ძალების წინაშე მდგარი ამოცანების და ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე და თავის ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ხელმძღვანელობით. 4. დეპარტამენს აქვს ტიტულოვანი ბლანკი. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები 5. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, სამხედრო სტრატეგიის და სამხედრო დოქტრინის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის მიღება; ბ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, სამხედრო სტრატეგიის და სამხედრო დოქტრინის მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამისი თავდაცვის პოლიტიკის და შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციის და განვითარების ალტერნატიული პროგრამების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის განსახილველად მათი წარდგენა; გ) თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების რეფორმირების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების შემუშავების უზრუნველყოფა; დ) თავდაცვის ბიუჯეტის პერსპექტიული დაგეგმარება და ანალიზი; ე) შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციისა და NATO-სთან თავსებადობის მიღწევისათვის ზოგადი პრინციპებისა და მეთოდების შემუშავება; ვ) შეიარაღებული ძალების განვითარების გეგმების ანალიზი. 6. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი; ბ) თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესის ანალიზი; გ) თავდაცვის თეთრი წიგნის საგამომცემლო მასალების მომზადება; დ) თავდაცვის მინისტრის ყოველწლიური სახელმძღვანელო დირექტივების შემუშავება; ე) თავდაცვის რესურსების მართვისა და დაგეგმარების სისტემების მეშვეობით თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებული ინფორმაციის თავმოყრა ანალიტიკური და სტატისტიკური თვალსაზრისით; ვ) თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ფუნქცია-მოვალეობანი: 7. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს და თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება თავდაცვის მინისტრის მიერ. 8. დეპარტამენტის უფროსი: ა) წარმოადგენს სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტს; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს; გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებულია დაქვემდებარებული დეპარტამენტის მუშაობის წარმართვისათვის; ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; თ) ასრულებს თავდაცვის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან მისი დავალებით მინისტრის მოადგილეების მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს. თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურა 9. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) თავდაცვის პოლიტიკის სამმართველო; ბ) თავდაცვის დაგეგმვის სამმართველო. 10. თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სიტუაციის ანალიზი და წინადადებების შემუშავება საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ფორმირებისათვის; ბ) მონაწილეობის მიღება სტრატეგიული საფრთხეების შეფასებების შედგენაში; გ) NATO-ს და სხვა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის ორგანიზაციების სტრატეგიული დოკუმენტებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებების ანალიზი; დ) სხვა ქვეყნების სტრატეგიული დოკუმენტებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებების ანალიზი, თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია; ე) თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი; ვ) სამხედრო მზადყოფნის დონის ცვლილების შესახებ პროექტების კოორდინაცია; ზ) საერთაშორისო კრიზისებში თავდაცვის დაგეგმვის სამმართველოს მონაწილეობის კოორდინაცია თავდაცვის სამინისტროს დონეზე; თ) სახელმწიფო უწყებების საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის კოორდინირება. 11. თავდაცვის დაგეგმვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის განხორციელება და დაგეგმვის პროცესის მართვა; ბ) დაგეგმვის პროცესის და პროცედურების ანალიზი და სათანადო წინადადებების მომზადება; გ) წარმართოს და კოორდინირება გაუწიოს საქართველოს მონაწილეობას NATO-ს თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში; დ) თავდაცვის სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტის პროექტის მომზადების კოორდინირება; ე) ბიუჯეტის ხარჯვის პერიოდული ანალიზი თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ეროვნული თავდაცვის პროგრამებისა და გეგმების განვითარებისა და შესრულების კოორდინირება; ზ) თავდაცვის ძალების ან სხვა სამთავრობო უწყებების საერთაშორისო სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებში მონაწილეობის კოორდინირება. 12. სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. თავი V დასკვნითი დებულებები 13. წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.