„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 524 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-40 პუნქტისა და მე-13 მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 დეკემბრის №346/04 ბრძანების საფუძველზე:
1. გაიცეს შპს „გალტ ენდ თაგარტ ესპივი 2“-ზე (ს/ნ: 404696389) აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზია.
2. აღნიშნული განკარგულება 10 დღის განმავლობაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია