“საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 1999 წლის 2 ნოემბრის №1 დადგენილებით დამტკიცებული "საბროკერო კომპანიების საწყისი საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნათა შესახებ" წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№58
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.12.005.007.498
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 78, 30/06/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.12.005.007.498

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება №58

2005 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 1999 წლის 2 ნოემბრის №1 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საბროკერო კომპანიების საწყისი საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნათა შესახებ” წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის საერთაშორისო სტანდარტებამდე ეტაპობრივად განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით, კომისია ადგენს:

1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 1999 წლის 2 ნოემბრის №1 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საბროკერო კომპანიების საწყისი საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნათა შესახებ” წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. იმ ლიცენზიის მისაღებად ან შესანარჩუნებლად, რომელიც კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან ორივე საქმიანობის განხორციელების უფლებას იძლევა:

ა) ინვესტორებისათვის პირდაპირი კონსულტაციების გაწევა ინვესტიციებთან დაკავშირებით, მათ შორის: ფასიანი ქაღალდების ფასის, ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელების, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვისა და მათთან დაკავშირებულ უცხოური ვალუტის გარიგებებში; ან/და

ბ) ფასიანი ქაღალდების გამოშვებასა და ფულის მოზიდვასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა,

იურიდიული პირის აუდიტებული საწყისი საკუთარი კაპიტალი ქვემოთ ჩამოთვლილი შესაბამისი პერიოდებისათვის არ უნდა იყოს მითითებულ ოდენობაზე ნაკლები:

ამ წესის ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ – 4 000 ლარი

2001 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 5 600 ლარი

2002 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 7 800 ლარი

2003 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 7 800 ლარი

2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 8 600 ლარი

2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 10 300 ლარი

2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 12 400 ლარი

2007 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 15 000 ლარი

2008 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 18 000 ლარი

2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 21 500 ლარი

2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 26 700 ლარი

2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 33 400 ლარი

2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 41 700 ლარი

2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 56 300 ლარი

2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 78 800 ლარი

2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 110 000 ლარი”;

ბ) მე-3 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. იმ ლიცენზიის მისაღებად ან შესანარჩუნებლად, რომელიც, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვა-ლისწინებულის გარდა, კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ”, ,,დ”, ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან მეტი საქმიანობის განხორციელების უფლებას იძლევა:

ა) ემიტენტის ფასიანი ქაღალდების არაგარანტირებულ საფუძველზე განთავსების მომზადება და განხორციელება;

ბ) ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით კლიენტის დავალებების მიღება და გადაცემა, კლიენტების სახსრებით მათივე ინტერესებისათვის ფასიანი ქაღალდებით გარიგების განხორციელება;

გ) კლიენტების საინვესტიციო პორტფელებისა და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებისათვის გამოყოფილი სახსრების მართვა;

დ) კლიენტების საინვესტიციო სახსრების ან/და ფასიანი ქაღალდების შენახვისა და აღრიცხვის წარმოება, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელის მომსახურება,

იურიდიული პირის აუდიტებული საწყისი საკუთარი კაპიტალი ქვემოთ ჩამოთვლილი შესაბამისი პერიოდებისათვის არ უნდა იყოს მითითებულ ოდენობაზე ნაკლები:

ამ წესის ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ – 10 000 ლარი

2001 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 14 000 ლარი

2002 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 19 600 ლარი

2003 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 19 600 ლარი

2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 21 600 ლარი

2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 25 900 ლარი

2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 31 000 ლარი

2007 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 37 200 ლარი

2008 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 45 000 ლარი

2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 54 000 ლარი

2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 67 000 ლარი

2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 84 000 ლარი

2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 105 000 ლარი

2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 140 000 ლარი

2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 195 000 ლარი

2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 270 000 ლარი”.

გ) მე-3 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. იმ ლიცენზიის მისაღებად ან შესანარჩუნებლად, რომელიც, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ” და ,,ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან მეტი საქმიანობის განხორციელების უფლებას იძლევა:

ა) თავისივე ინტერესებისათვის საკუთარი სახსრებით ფასიანი ქაღალდებით გარიგების განხორციელება;

ბ) ემიტენტის ფასიანი ქაღალდების გარანტირებულ საფუძველზე განთავსების მომზადება და განხორციელება;

გ) კლიენტებისათვის ფასიანი ქაღალდების სესხად მიცემა და მათგან სესხება, აგრეთვე კლიენტებისათვის ფასიანი ქაღალდების შესაძენად საკუთარი სახსრების გამოყენება, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წესებით განსაზღვრულ ,,მოკლე გაყიდვებში” მონაწი-ლეობის მიღება,

იურიდიული პირის აუდიტებული საწყისი საკუთარი კაპიტალი ქვემოთ ჩამოთვლილი შესაბამისი პერიოდებისათვის არ უნდა იყოს მითითებულ ოდენობაზე ნაკლები:

ამ წესის ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ – 18 600 ლარი

2001 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 26 000 ლარი

2002 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 36 000 ლარი

2003 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 36 400 ლარი

2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 40 000 ლარი

2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 48 000 ლარი

2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 57 600 ლარი

2007 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 69 100 ლარი

2008 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 82 900 ლარი

2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 100 000 ლარი

2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 125 000 ლარი

2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 155 500 ლარი

2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 194 400 ლარი

2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 262 400 ლარი

2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 362 100 ლარი

2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 500 000 ლარი”.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნების დღიდან.

მ. ჯიბუტი