საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.024.007.505
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-2/291
2005 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატთა თანდართული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1. ტრანსპორტის დეპარტამენტი
1. სამოქალაქო ავიაციის და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს უფროსი:
ა) უმაღლესი განათლება პროფილით (შესაბამისი პროფილის ტექნიკური, იურიდიული ან ეკონომიკური განათლება);
ბ) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის/თანამშრომლობის გამოცდილება (სასურველია სარეკომენდაციო წერილის წარმოდგენა);
გ) საავიაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი).
დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
2. სამოქალაქო ავიაციის და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი განათლება პროფილით;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი (სასურველია პროფილით);
გ) ინგლისური ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
3. საზღვაო ტრანსპორტისა და სანავსადგურო ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს უფროსი:
ა) უმაღლესი განათლება პროფილით (შესაბამისი პროფილის ტექნიკური, იურიდიული ან ეკონომიკური განათლება);
ბ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან მუშაობის/თანამშრომლობის გამოცდილება (სასურველია სარეკომენდაციო წერილის წარმოდგენა);
გ) საზღვაო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი);
დ) რომელიმე უცხო ენის ცოდნა (სასურველია ინგლისური);
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
4. საზღვაო ტრანსპორტისა და სანავსადგურო ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი განათლება პროფილით;
ბ) სასურველია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან მუშაობის/თანამშრომლობის გამოცდილება;
გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება;
დ) რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
5. სატრანსპორტო სატრანზიტო სისტემების განვითარების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი განათლება (სასურველია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით);
ბ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
მუხლი 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ქსელებისა და ტექნოლოგიური სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება;
ბ) ლოკალური ქსელისა და სერვერის (MS Windows 2000 Advansed Server) ადმინისტრირების გამოცდილება;
გ) უსაფრთხოების პოლიტიკის კონტროლის, საოფისე ტექნიკის მომსახურების, ქსელის გაყვანისა და მონტაჟის, კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკისა და შეკეთების, არასტანდარტული ამოცანების გადაწყვეტის უნარი;
დ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება;
ე) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული).
მუხლი 3. კავშირგაბმულობის დეპარტამენტი
1. დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი:
ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის 5 წლის სტაჟი;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0);
2. დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი:
ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის 3 წლის სტაჟი;
გ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური და/ან რუსული);
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
მუხლი 4. იურიდიული დეპარტამენტი
1. სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა, საჯარო სამსახურის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზისა და შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება;
დ) სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
2. სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა, საჯარო სამსახურის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზისა და შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება;
დ) სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
მუხლი 5. ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი
1. სამეწარმეო საქმიანობის ანალიზისა და პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
გ) საქართველოში არსებული სამეწარმეო გარემოს ცოდნა, ამ სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მუშაობის გამოცდილება და ხედვა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
2. სამეწარმეო საქმიანობის ანალიზისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
გ) საქართველოში არსებული სამეწარმეო გარემოს ცოდნა, ამ სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მუშაობის გამოცდილება და ხედვა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
3. რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა, რომლითაც რეგულირდება რეგიონული საკითხები;
გ) ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ცოდნა;
დ) რეგიონები და მათი ბუნებრივ-ეკონომიკური თავისებურებების ცოდნა;
ე) რეგიონულ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
მუხლი 6. პრივატიზების დეპარტამენტი
1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) უმაღლესი განათლება პროფილით (იურიდიული ან ეკონომიკური);
ბ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
2. პრივატიზების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი:
ა) უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური);
ბ) სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან და მართვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ზოგადი ცოდნა;
გ) ანგარიშებისა და მოხსენებების მომზადების გამოცდილება;
დ) სასურველია ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ე) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
3. პრივატიზების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური);
ბ) სახელმწიფო ქონების განკარგვისა და მართვის კუთხით მუშაობის გამოცდილება;
გ) სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან და მართვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ზოგადი ცოდნა;
დ) სასურველია სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის 1 წლის გამოცდილება;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
4. ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური);
ბ) რეგიონალურ სტრუქტურებთან მუშაობის გამოცდილება;
გ) სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან და მართვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ზოგადი ცოდნა;
დ) სასურველია საჯარო სამსახურში მუშაობის 1 წლის გამოცდილება;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
5. პრივატიზების ორგანიზების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური);
ბ) სახელმწიფო ქონების განკარგვისა და მართვის კუთხით მუშაობის გამოცდილება;
გ) სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან და მართვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების სრულყოფილი ცოდნა;
დ) სასურველია საჯარო სამსახურში მუშაობის 1 წლის გამოცდილება;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
მუხლი 7. მშენებლობისა და ურბანიზაციის დეპარტამენტი
1. საბინაო კომუნალური პოლიტიკის სამმართველოს უფროსი:
ა) უმაღლესი განათლება (შესაბამისი პროფილის ტექნიკური, იურიდიული ან ეკონომიკური განათლება);
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება (სასურველია სარეკომენდაციო დახასიათება);
გ) მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი)
დ) უცხო ენის ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
2. საბინაო-კომუნალური პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი განათლება პროფილით;
ბ) პროფილით მუშაობის სტაჟი მინიმუმ 1 წელი
გ) ინგლისური ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
3. საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირებისა და ნებართვების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის სტაჟი მინიმუმ 1 წელი;
გ) ინგლისური ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word 2000/XP, MS Office Excel 2000/XP, MS Office Outlook 2000/XP ან MS Outlook Express 5.0/6.0, MS Internet Explorer 5.0/6.0).
4. მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: