“სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივნისის №437 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.509
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №478
2005 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივნისის №437 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივნისის №437 ბრძანებაში (სსმ III, 2004წ. №66, მუხლი 578) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წესი განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.
3. მხარჯავი დაწესებულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნების 10 პროცენტის ფარგლებში.”.
2. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მხარჯავ დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურულ ერთეულებს, ასევე მხარჯავი დაწესებულების ღონისძიებებსა და პროგრამებს შორის.
ამ პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.”.
3. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2.
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ მოთხოვნას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
2. მოთხოვნა წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება წერილობითი სახით მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით. წერილში აუცილებელია მოყვანილ იქნეს სათანადო არგუმენტაცია (მათ შორის ნორმატიული აქტი) და შესაბამისი დასაბუთება მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ასიგნებათა გადანაწილებაზე. ასევე, წერილს უნდა დაერთოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცნობა (ამონაწერი) აღნიშნულ ასიგნებებზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.
3. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ მოთხოვნაზე პასუხის მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ სახაზინო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულებების დოკუმენტი იმ ასიგნებებზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, საბიუჯეტო დეპარტამენტი ამზადებს ცვლილებას წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების შესახებ.
6. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით (სამ ეგზემპლარად). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სახაზინო სამსახურს.
სახაზინო სამსახური საბიუჯეტო ასიგნებების გაცემას ახორციელებს საბიუჯეტო დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით მხარჯავი დაწესებულებების დაზუსტებული გეგმის შესაბამისად.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ასიგნებების გადანაწილებაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ეცნობება წერილით.”.
4. ბრძანების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
1. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით ასევე ზუსტდება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდით და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდით გათვალისწინებული ასიგნებები და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული სხვა მიზნობრივი გასაცემლები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნებების გაცემა ხორციელდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
2. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული სხვა მიზნობრივი გასაცემლებიდან ასიგნებების გამოყოფის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ნორმატიული ან ინდივიდუალური აქტი.”.
5. ბრძანებით დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი
ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა №
20--- წლის ------ ---------------
__________________________________________________________________________________
(მხარჯავი დაწესებულება, ორგ. კოდი)
__________________________________________________________________________________
(დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, მინისტრის თანხმობა წერილზე)
20---№
__________________________________________________________
(ცვლილების შინაარსი)
/ლარებში/
| საბიუჯეტო ორგანიზაცია, პროგრამა ან ღონისძიება | ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი | ცვლილების თანხა +/- (გადიდებული, შემცირებული) | |||||
| დასახელება | ორგანიზაციული კოდი | დასახელება | წლიური თანხა | მ.შ. კვარტალები | |||
|
|
|
|
| 1 კვ. | 2 კვ. | 3 კვ. | 4 კვ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
დაფარვის ან სახსრების მიმართვის წყაროები:
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან
2. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი
3. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი
4. დავალიანების დაფარვა
5. დანარჩენი ცვლილება
სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო დეპარტამენტის
სამმართველოს უფროსი: უფროსი: