“ვეტერან ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 07.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-164
სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.007.546
გამოქვეყნების წყარო სსმ, 83, 15/07/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,027 სიტყვა · ~10 წთ

დოკუმენტის ტექსტი

“ვეტერან ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-.25in; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.25in; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.5in; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt .75in .25in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.007.546 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-164 2005 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ,,ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ა” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს თანდართული დებულება. 2. ვეტერინარიის დეპარტამენტმა (ჯ. მაღლაკელიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და მისი გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ნ. სარჯველაძეს. 4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სვიმონიშვილი ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. დებულება შემუშავებულია ,,ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ” – საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. ვეტერინარ ექიმთა, ვეტერინარულ-სანიტარიულ ექიმთა, ვეტერინარ ფარმაცევტთა სახელმწიფო სერტიფიკატის გამცემი ორგანოა სასერტიფიკაციო საბჭო (შემდგომში – სასერტიფიკაციო საბჭო). 3. სასერტიფიკაციო საბჭო იქმნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. სასერტიფიკაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 13 წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარე, პასუხისმგებელი მდივანი და წევრები. 4. სასერტიფიკაციო საბჭოს შემადგენლობა ყოველ 2 წელიწადში განახლდება. 5. სასერტიფიკაციო საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე – საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი. 6. სასერტიფიკაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკური-სავეტერინარო უნივერსიტეტის წარმომადგენლები; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტების წარმომადგენლები; გ) ვეტერინარიის სფეროში არსებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლები. 7. სასერტიფიკაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მიწვეულ იქნენ აგრეთვე საერთაშორისო ვეტერინარულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები. 8. სასერტიფიკაციო საბჭოს საქმიანობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება ,,ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ” – საქართველოს კანონითა და ამ დებულებით. 9. სასერტიფიკაციო საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.     მუხლი 2🔗. სასერტიფიკაციო საბჭოს ფუნქციები სასერტიფკაციო საბჭო: ა) შეიმუშავებს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამებს კერძო ვეტერინარულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ, კერძო ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის (ლაბორატორიის), კერძო ვეტერინარული ფარმაციის, კერძო ვეტერინარულ-ლაბორატორიული სამსახურის სპეციალობებში, გამოსაცდელის ცოდნის შეფასების კრიტერიუმებს, გამოცდის ჩატარების წესს, გრაფიკსა და ადგილს; ბ) განიხილავს სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილ საბუთებს; გ) იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის შესახებ ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სასერტიფიკაციო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში სასერტიფიკაციო საბჭოს თავმჯდომარე სარგებლოს გადამწყვეტი ხმის უფლებით. სასერფიტიკაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით; დ) განიხილავს და ამტკიცებს სახელმწიფო სასერტფიკაციო გამოცდის შედეგებს; ე) ახორციელებს ,,ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ” – საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 3🔗. სასერტიფიკაციო საბჭოს მიერ სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველი სასერტიფიკაციო საბჭოს მიერ სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველია: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს განმცხადებლის სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, მოქალაქეობას, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართს, აგრეთვე მითითებას, თუ რომელი ვეტერინარული სპექციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას; ბ) უმაღლესი ვეტერინარული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი; გ) შესაბამის ვეტერინარულ სპეციალობაში საკვალიფიკაციო კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა; დ) საკვალიფიკაციო კურსის ხელმძღვანელის წარდგინება-რეკომენდაცია ან იმ ვეტერინარული სამსახურის წარდგინება-რეკომენდაცია, სადაც სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი მუშაობდა; ე) შესაბამის ვეტერინარულ სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა; ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ზ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს ასეთი წიგნაკი აქვს); თ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ შესაბამის ვეტერინარულ სპეციალობაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების აღწერა; ი) სასერტიფიკაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.     მუხლი 4🔗. სამეცნიერო ხარისხის მქონე ვეტერინარი ექიმებისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველი 1. ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატისათვის ან ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველია: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს განმცხადებლის სახელს, გვარს, დაბადების ადგილს და თარიღს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, მოქალაქეობას, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართს, აგრეთვე მითითებას, თუ რომელი ვეტერინარული სპექციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას; ბ) უმაღლესი ვეტერინარული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი; გ) ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატის ან ვეტერიინარიის მეცნიერებათა დოქტორის დიპლომის ასლი, რომელითაც დასტურდება სამეცნიერო ხარისხის მინიჭება; დ) შესაბამისი ვეტერინარული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატისათვის და შესაბამისი ვეტერინარული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორისათვის; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ვ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს ასეთი წიგნაკი აქვს). 2. ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატს და ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორს სასერტიფიკაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო სერტიფიკატი ენიჭება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.     მუხლი 5🔗. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა 1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრის მიერ განსაზღვრულ ვეტერინარულ სპეციალობებში, სასერტიფიკაციო საბჭოს მიერ შემუშავებული და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად. 2. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება ვეტერინარი ექიმი (ვეტერინარულ-სანიტარიული ექიმი, ვეტერინარი ფარმაცევტი), რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი საკვალიფიკაციო კურსი. 3. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პირს აქვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე ხელახლა გასვლის უფლება, ამასთან, მომდევნო 1 წლის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ, გამოცდებს შორის 6 თვიანი შუალედით.     მუხლი 6🔗. სასერტიფიკაციო საბჭოზე სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი საბუთების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება 1. სასერტიფიკაციო საბჭო წარდგენილი საბუთების განხილვისა და სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის შესახებ ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. 2. სასერტიფიკაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელის მიერ განცხადების წარდგენიდან 30 დღეში. 3. სასერტიფიკაციო საბჭო წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგებს აცნობს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს გადაწყვეტილების მიღებიდან   10 დღეში. 4. თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაში არ გაეგზავნა შეტყობინება სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, მას უფლება აქვს ამ ვადის გასვლისთანავე დაიწყოს განცხადებაში აღნიშნული კერძო ვეტერინარული საქმიანობა.     მუხლი 7🔗. უარი სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე 1. სასერტიფიკაციო საბჭო უარს ეუბნება სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს სერტფიკატის გაცემაზე, თუ: ა) სახელმწიფო სერტფიკატის მაძიებელის მიერ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება “ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნებს; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი ითხოვს სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემას იმ საქმიანობისათვის, რომლის უფლებაც მას სასამართლომ ჩამოართვა; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს შეჩერებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და აღმოფხვრილი არ არის მისი შეჩერების საფუძველი. 2. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სასერტიფიკაციო საბჭო სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს წერილობით აცნობებს ამ გადაწყვეტილებას საფუძვლის მითითებით. 3. აკრძალულია სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტთა რაოდენობის შეზღუდვის მოტივით. 4. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 8🔗. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი სასერტიფიკაციო საბჭოს მიერ მისი გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტმა უნდა გაიაროს განმეორებითი სერტიფიცირება “ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ” – საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2.  სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართულ კერძო ვეტერინარულ საქმიანობას მისი მფლობელი ახორციელებს სასერტიფიკაციო საბჭოს მიერ სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. 3. კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტი პროფესიული საქმიანობის დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას უგზავნის სასერტიფიკაციო საბჭოს საქმიანობის დაწყებიდან 10 დღეში, სამსახურის მისამართის ჩვენებით.     მუხლი 9🔗. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება 1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება 5 წლით, ,,ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველია: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება; ბ) არსებული სახელმწიფო სერტიფიკატი; გ) შესაბამის ვეტერინარულ სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის განმეორებით ჩაბარების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ე) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს ასეთი წიგნაკი აქვს); ვ) სახელმწიფო სეტიფიკატის მაძიებლის მიერ შესაბამის ვეტერინარულ სპეციალობაში ჩატარებული სამუშაოების აღწერა. 3. უმაღლესისშემდგომი ვეტერინარული განათლების სისტემაში მონაწილეობის შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველია: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება; ბ) არსებული სახელმწიფო სერტიფიკატი; გ) უმაღლესისშემდგომი ვეტერინარული განათლების სისტემაში სასერტიფიკაციო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ე) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს ასეთი წიგნაკი აქვს); ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ შესაბამის ვეტერინარულ სპეციალობაში ჩატარებული სამუშაოების აღწერა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ სისტემაში მუშაობის დამადასტურებელი საბუთის ფორმა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ნორმატიული აქტით.     მუხლი 10🔗. სახელმწიფო სერიტიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის წარდგენილი საბუთების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება 1. სასერტიფიკაციო საბჭო წარდგენილი საბუთების განხილვისა და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ან სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე. 2. სასერტიფიკაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენიდან 4 კვირაში. 3. სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს სასერტიფიკაციო საბჭოში წარდგენილი საბუთების განხილვის პერიოდში გააგრძელოს კერძო ვეტერინარული საქმიანობა. 4. სასერტიფიკაციო საბჭო არ განიხილავს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის წარდგენილ საბუთებს, თუ: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს შეჩერებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და აღმოფხვრილი არ არის მისი შეჩერების საფუძველი; ბ) სასერტიფიკაციო საბჭომ სასამართლოს მიმართა განცხადებით სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ. 5. სასერტიფიკაციო საბჭო წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგებს აცნობებს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში. 6. თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ ვადაში არ გაეგზავნა შეტყობინება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ, მას უფლება აქვს ამ ვადის გასვლისთანავე გააგრძელოს კერძო ვეტერინარული საქმიანობა. 7. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.     მუხლი 11🔗. უარი სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე 1. სასერტიფიკაციო საბჭო უარს ეუბნება სახელმწიფო სერტიფიკატის გაგრძელებაზე, თუ: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ,,ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ” – საქართველოს კანონის მოთხოვნებს; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი ითხოვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებას იმ საქმიანობისათვის, რომლის უფლებაც მას სასამართლომ ჩამოართვა. 2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასერტიფიკაციო საბჭო სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს წერილობით აცნობებს ამ გადაწყვეტილებას საფუძვლის მითითებით. 3. აკრძალულია სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმა კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტთა რაოდენობის შეზღუდვის მოტივით. 4. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 12🔗. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შემდეგ მისი მოქმედების შეჩერება, განახლება ან სერტიფიკატის გაუქმება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შემდეგ მისი მოქმედების შეჩერება, განახლება ან სერტიფიკატის გაუქმება ხდება “ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე და 41-ე მუხლებით დადგენილი წესით.     მუხლი 13🔗. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრი 1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოების მიზანია სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების, სერტიფიკატის გაუქმების, მისი ასლის გაცემის შესახებ მონაცემების სრული და ერთიანი ბაზის შექმნა. 2. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრს აწარმოებს სასერტიფიკაციო საბჭო. 3. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეიტანება: ა) მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის შესახებ (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის მისამართი (სახელმწიფო ან კერძო ვეტერინარულ სამსახურში შეთავსების მითითებით); ბ) ვეტერინარული სპეციალობა, რომელშიც გაიცა სახელმწიფო სერტიფიკატი; გ) მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების, განახლების, სერტიფიკატის გაუქმების, მისი ასლის გაცემის შესახებ; დ) სასერტიფიკაციო საბჭოს იურიდიული მისამართი და სახელმწიფო სერტიფიკატზე ხელის მომწერი პირის ვინაობა; ე) სახელმწიფო სერტიფიკატის ნომერი და გაცემის თარიღი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემები სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეიტანება სასერტიფიკაციო საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში. 5. ყველას აქვს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს და წერილობით მიიღოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეტანილი მონაცემები.     მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულებები 1. სასერტიფიკაციო საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. 2. სასერტიფიკაციო საბჭოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.