📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №978
სარეგისტრაციო კოდი 100020030.22.027.017466
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2024
matsne.gov.ge 1,547 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი
2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე
3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე – მთავარი ექიმი
4 სამმართველოს უფროსი
5 სამმართველოს უფროსის მოადგილე
6 განყოფილების უფროსი
7 განყოფილების უფროსის მოადგილე
8 სექტორის მენეჯერი
9 კორპუსის ოფიცერი
10 ოპერატიული მორიგე
11 მთავარი ინსპექტორი
12 უფროსი ინსპექტორი
13 ოპერატიული მორიგის თანაშემწე
14 ინსპექტორი
15 ინსპექტორ-კონტროლიორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 24.01.2018 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 15.01.2018 საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონი 88% 22.12.2017 „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 11.03.2026

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №978 2024 წლის 25 იანვარი ქ. თბილისი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ პენიტენციური კოდექსის 27-ე მუხლის მე-10 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების თანდართული წესი. 2. დაევალოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს, 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 მაისის პერიოდში გასაცემი წელთა ნამსახურობის დანამატის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის გაცემა უზრუნველყოს 2024 წლის 1 ივლისამდე. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 იანვარის №5 ბრძანება. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა  შრომის  ანაზღაურების  წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ეს წესი არეგულირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა (შემდგომ – მოსამსახურე) შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. მოსამსახურეზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ იმავე კანონითა და ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 2🔗. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება 1. მოსამსახურეს სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად ეძლევა ხელფასი, რომელიც მოიცავს: ა) თანამდებობრივ სარგოს; ბ) სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს (შემდგომ – წოდებრივი სარგო);  გ) წელთა ნამსახურობის დანამატს. 2. სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს არ მიეცემა წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. 3. მოსამსახურეს სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით. 4. მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი ან/და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის ან/და განსაკუთრებული დამსახურებისთვის წახალისების ფორმით, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 5. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს წოდებრივი სარგო და სახელფასო დანამატი მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება სამსახურის გენერალურ დირექტორზე, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეზე. 6. მოსამსახურეს არ მიეცემა საკლასო დანამატი. მუხლი 3🔗. თანამდებობრივი სარგო 1. მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება №1 დანართით. 2. მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა აისახება, აგრეთვე, სამსახურის საშტატო ნუსხასა და მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებაში. 3. სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. მუხლი 4🔗. წოდებრივი სარგო მოსამსახურის წოდებრივი სარგო განისაზღვრება შემდეგი სახით: სახელმწიფო სპეციალური წოდება წოდებრივი სარგო (ლარი) იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი 120 იუსტიციის გენერალ-მაიორი 110 იუსტიციის პოლკოვნიკი 70 იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი 60 იუსტიციის მაიორი 50 იუსტიციის კაპიტანი 40 იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი 30 იუსტიციის ლეიტენანტი 25 იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი 20 იუსტიციის ზემდეგი 7 იუსტიციის უფროსი სერჟანტი 6 იუსტიციის სერჟანტი 5 იუსტიციის უმცროსი სერჟანტი 4 იუსტიციის რიგითი 3 მუხლი 5🔗. წელთა ნამსახურობის დანამატი 1. მოსამსახურის წელთა ნამსახურობის დანამატი განისაზღვრება სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლების მიხედვით, თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს ჯამური თანხის შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5%; ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10%; გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15%; დ) 10 წლის ან მეტი ხნის ნამსახურობისთვის − 20%. 2. წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის მიზნებისთვის ნამსახურებ წლებში ჩაითვლება სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა საჯარო/სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისა/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა). 3. მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნისას მოსამსახურის მიერ წელთა ნამსახურობის დამადასტურებელი დოკუმენტების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში წარდგენის ან/და ამ დოკუმენტის სხვა საჯარო დაწესებულებიდან გამოგზავნის შემდეგ აღნიშნული სამმართველო უზრუნველყოფს მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლების შესახებ ნამსახურები წლების გამოთვლასა და შესაბამისი ინფორმაციის სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტისათვის მიწოდებას. 4. სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი წელთა ნამსახურობის დანამატის დაანგარიშებას ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღების თარიღიდან/ინფორმაციაში მითითებული თარიღიდან. 5.  მოსამსახურისთვის წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემა შეწყდება მისი დათხოვნის/გათავისუფლების შემდეგ, ნამუშევარი დღეების შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს გაცემის შეწყვეტასთან ერთად. მუხლი 6🔗. მოსამსახურის შრომის ანაზღაურების გაცემისა და დაანგარიშების წესი 1. მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი მიეცემა ყოველთვიურად, ნამუშევარი დღეების მიხედვით. 2. მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში (გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და დადგენილი წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები ან/და ეძლევა სხვა კომპენსაცია. 3. კადრების განკარგულებაში აყვანილ პირს წელთა თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი მიეცემა კადრების განკარგულებაში აყვანიდან 2 თვის განმავლობაში. 4. დისციპლინური წარმოებისას სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები. 5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მოსამსახურის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები ან/და სხვა კომპენსაცია არ ეძლევა. 6. უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელის მიერ სამუშაოზე მოსამსახურის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის გამო ჩამოშორების შემთხვევაში სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს სამსახურისგან ჩამოშორების პერიოდისთვის ხელფასი (თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები) არ ეძლევა. 7. მოსამსახურეს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პირის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. მოსამსახურეს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა სახელფასო დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისიწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით დადგენილი ოდენობით. 8. მოსამსახურეს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ფუნქციებს, უნარჩუნდება წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. 9. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. მუხლი 7🔗. შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირება მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა სამსახურის ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი. დანართი №1 სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობები 1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის (გარდა პენიტენციური დაწესებულებებისა) მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობები № შტატით გათვალისწინებული თანამდებობების დასახელება თანამდებობრივი სარგო (ლარი) 1 გენერალური დირექტორი 10,507 2 გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე 10,321 3 გენერალური დირექტორის მოადგილე 10,268 4 დეპარტამენტის დირექტორი 10,268 5 დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 10,149 6 მთავარი სამმართველოს უფროსი 8,260 7 დეპარტამენტის უფროსი 6,650 5,852 8 დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 5,320 9 მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე 6,358 10 სამმართველოს უფროსი 6,358 5,719 5,320 4,655 4,389 11 შტაბის (სამმართველოს) უფროსი 5,719 12 სამმართველოს უფროსი (მთავარი ექიმი) 5,320 5,054 4,655 13 შტაბის (სამმართველოს) უფროსის მოადგილე 4,655 14 სამმართველოს უფროსის მოადგილე 4,655 4,389 3,990 3,724 15 განყოფილების უფროსი 3,857 3,724 3,458 3,325 2,660 16 განყოფილების უფროსი (ექიმი) 2,660 17 განყოფილების უფროსის მოადგილე 3,724 3,059 2,394 18 გენერალური დირექტორის თანაშემწე 3,325 19 უფროსი ინსპექტორი 3,192 2,261 1,995 20 მთავარი სპეციალისტი 3,192 21 ოცეულის მეთაური 2,993 2,062 22 უფროსი მებრძოლი ოფიცერი 2,847 23 გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანაშემწე 2,793 24 გენერალური დირექტორის მოადგილის თანაშემწე 2,793 25 დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე 2,793 26 დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანაშემწე 2,793 27 პროფესიული ზედამხედველი ფსიქოლოგი 2,793 28 პროფესიული ზედამხედველი სოციალური მუშაკი 2,793 29 პროფესიული ზედამხედველი შემთხვევის ადმინისტრატორი 2,793 30 უფროსი სპეციალისტი 2,793 31 მებრძოლი ოფიცერი 2,714 32 მძღოლი ოფიცერი 2,714 33 მთავარი ინსპექტორი 2,461 1,822 34 ინსპექტორი 2,660 2,036 1,995 1,729 1,663 35 წამყვანი სპეციალისტი 2,527 36 ფსიქოლოგი (I კატეგორია) 2,461 37 სოციალური მუშაკი (I კატეგორია) 2,461 38 სპეციალისტი (ექიმი-ფსიქიატრი) 2,660 39 სპეციალისტი (ექიმი-დერმატოლოგი) 2,660 40 სპეციალისტი (ექიმი-სტომატოლოგი) 2,660 41 სპეციალისტი (ექიმი-ენდოსკოპისტი) 2,394 42 სპეციალისტი (ექიმი-ეპიდემიოლოგი) 2,394 43 სპეციალისტი (ექიმი-რადიოლოგი) 2,394 44 სპეციალისტი (ექიმი-სტატისტიკოსი) 2,394 45 სპეციალისტი (ექიმი) 2,394 2,261 46 სპეციალისტი (ექიმი-ლაბორანტი) 2,394 47 სპეციალისტი 2,261 48 სპეციალისტი (მორიგე ექიმი) 2,128 49 სპეციალისტი (ფარმაცევტი) 1,995 50 სპეციალისტი (წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი) 1,995 51 სპეციალისტი (სტატისტიკოსი-არქივარიუსი) 1,995 52 ფსიქოლოგი (II კატეგორია) 2,208 53 სოციალური მუშაკი (II კატეგორია) 2,208 54 შემთხვევის ადმინისტრატორი 2,036 55 უმცროსი სპეციალისტი 2,128 1,862 56 უმცროსი სპეციალისტი (მორიგე ექთანი) 1,676 57 უმცროსი სპეციალისტი (ექთანი) 1,676 58 უმცროსი სპეციალისტი (ლაბორანტი) 1,676 59 უმცროსი სპეციალისტი (ფარმაციის ასისტენტი) 1,330 60 ინსტრუქტორი (თეორიული მიმართულება) 1,995 61 ინსტრუქტორი (საცეცხლე მიმართულება) 1,995 62 ინსტრუქტორი (ტაქტიკური მიმართულება) 1,995 63 უფროსი ესკორტის ოფიცერი 1,822 64 ესკორტის ოფიცერი (მძღოლი) 1,729 65 ესკორტის ოფიცერი 1,729 66 მორიგე ოფიცერი (თბილისი) 1,716 67 მორიგე ოფიცერი (ქუთაისი) 1,716 68 მორიგე ოფიცერი (ლაითური) 1,716 69 უმცროსი ინსპექტორი (ლოჯისტიკის დარგში) 1,463 70 უმცროსი ინსპექტორი 1,397 2. პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობები № შტატით გათვალისწინებული თანამდებობების დასახელება თანამდებობრივი სარგო (ლარი) 1 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი 11,372 10,827 9,723 9,523 8,898 2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე 9,257 6,650 5,985 5,852 5,054 3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე – მთავარი ექიმი 5,852 4 სამმართველოს უფროსი 4,389 5 სამმართველოს უფროსის მოადგილე 3,724 6 განყოფილების უფროსი 3,591 3,059 2,780 2,660 2,394 7 განყოფილების უფროსის მოადგილე 5,054 2,780 2,075 8 სექტორის მენეჯერი 2,780 9 კორპუსის ოფიცერი 2,554 2,421 1,849 10 ოპერატიული მორიგე 2,554 2,421 1,849 11 მთავარი ინსპექტორი 2,461 2,328 1,836 12 უფროსი ინსპექტორი 2,208 2,075 1,995 1,796 13 ოპერატიული მორიგის თანაშემწე 2,208 2,075 1,729 14 ინსპექტორი 2,036 1,903 1,729 1,716 15 ინსპექტორ-კონტროლიორი 2,036 1,903 1,716 16 სპეციალისტი (ბუღალტერი) 1,995 17 სპეციალისტი (საქმისმწარმოებელი) 1,637 18 სამოქალაქო და სახანძრო თავდაცვის ინსპექტორი 1,543 19 დირექტორის თანაშემწე 1,543 20 ინსპექტორი-მძღოლი 1,543 21 სპეციალისტი (საწყობის მენეჯერი) 1,543 22 უმცროსი სპეციალისტი (ბიბლიოთეკის მენეჯერი) 1,197 23 უმცროსი სპეციალისტი (სასადილოს მენეჯერი) 1,197 შენიშვნა: კონკრეტული მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა აისახება სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხასა და მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებაში.