თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №330203323007313472
საქმე №2/13830-23
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
უსწორობის გასწორების შესახებ
2023 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – ალექსანდრე გზირიშვილი
განმცხადებელი – შპს „მშენებელი 2011“
წარმომადგენელი (ლიკვიდატორი) – მედეა მხეიძე
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების რეჟიმით
შუამდგომლობა – უსწორობის გასწორება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა უსწორობის გასწორების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2023 წლის 19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „მშენებელი 2011“-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს „მშენებელი 2011“-ის მიმართ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.
სასამართლოს მიერ 2023 წლის 2 ნოემბერს მიღებული განჩინებით, შპს „მშენებელი 2011“ გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემასა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2023 წლის 3 ნოემბერს.
2023 წლის 29 ნოემბერს, სასამართლოს განცხადებით მომართა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. კერძოდ, განმცხადებლის განმარტებით, შპს „მშენებელი 2011“-ის საიდენტიფიკაციო კოდი განჩინებაში მითითებულია არასწორად – ნაცვლად 429319720-ისა, წერია – 423219720. შესაბამისად, განმცხადებელმა ითხოვა დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრა.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორების შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლოს სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტლებაში შეწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია უსწორობათა გასწორების საკითხი გადაწყვიტოს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, რადგან საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე შესაძლებელია საკითხის გადაწყვეტა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოხსენებული განჩინების აღწერილობით ნაწილში და სარეზოლუციო ნაწილის 1-ელ პუნქტში დაშვებულია აშკარა უსწორობა საიდენტიფიკაციო ნომერთან დაკავშირებით, შესაბამისად, დასახელებული განჩინების შესაბამის პუნქტში შეტანილი უნდა იქნეს სათანადო შესწორება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 260-ე, 284-ე, 285-ე, 414-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამოქალაქო საქმეზე №2/13830-23, 2023 წლის 2 ნოემბერს მიღებულ განჩინებაში შეტანილ იქნეს შესაბამისი შესწორება და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„1. შპს „მშენებელი 2011“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 429319720) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში“.
2. სამოქალაქო საქმეზე №2/1380-23, 2023 წლის 2 ნოემბერს მიღებული განჩინების დანარჩენი ტექსტი დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილი