საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.01.2024
ძალის დაკარგვა 11.03.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017192
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/01/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (3)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეაქვს
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს
თავდაცვის
მინისტრის
ბრძანება №15
2024 წლის 22 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების
დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მეორე რანგი, კატეგორია – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)
1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:
ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები);
ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);
გ) ხელოვნება (ენები);
დ) სამართალი.
2. თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წელი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე – 1 წელი.
3. სასურველია გამოცდილება რისკის მართვის სფეროში.
4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენცია“;
გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ზ) თავდაცვის კოდექსი;
თ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ი) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
კ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;
ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანება.
5. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).
6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:
ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები);
ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);
გ) ხელოვნება (ენები);
დ) სამართალი.
2. თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი.
3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) თავდაცვის კოდექსი;
ე) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
თ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;
ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანება.
4. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).
5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.
მუხლი 3🔗. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი ნატოსა და ევროკავშირში –აპარატის უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:
ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები);
ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);
გ) ხელოვნება (ენები);
დ) სამართალი.
2. საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.
3. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.
4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენცია“;
გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) თავდაცვის კოდექსი;
ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
თ) ნატოს წესდება;
ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;
კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანება.
5. ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).
6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.
მუხლი 4🔗. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლის მოადგილე ნატოსა და ევროკავშირში – აპარატის უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:
ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები);
ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);
გ) ხელოვნება (ენები);
დ) სამართალი.
2. საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი.
3. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.
4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენცია“;
გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) თავდაცვის კოდექსი;
ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
თ) ნატოს წესდება;
ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;
კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანება.
5. ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).
6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.
მუხლი 5🔗. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლის მრჩეველი ნატოსა და ევროკავშირში (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)