„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.107.016442
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/01/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2024 წლის 22 იანვარი

ქ. ჩხოროწყუ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023  წლის  25 დეკემბრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2023 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.107.016438) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) ცელიაკიით დაავადებულ პირთა დახმარება.“;

მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ერთჯერად ფულად დახმარებას – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის – 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;“;

გ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებული დახმარება განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) პირველი-მე-2 შვილის  შეძენა – 400 (ოთხასი) ლარი;

ბ) მე-3 შვილის შეძენა – 500 (ხუთასი) ლარი;

გ) მე-4 შვილის შეძენა – 600 (ექვსასი) ლარი;

დ) მე-5 შვილის შეძენა – 1000 (ათასი) ლარი;

ე) მე-6  შვილის შეძენა – 5000 (ხუთი ათასი) ლარი;

ვ) მე-7 და ყოველი მომდევნო  შვილის შეძენა – 15000 (თხუთმეტი ათასი).“;

დ)  მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედააქციით:

„1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) მქონე პირთა ყოველთვიური დახმარება განისაზღვრება 80  (ოთხმოცი) ლარის ოდენობით,  ხოლო დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვთა ყოველთვიური დახმარება – 100 (ასი) ლარის ოდენობით .“;

„3. უსინათლო პირებისთვის ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“;

ე) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. 100 და მეტი წლის ხანდაზმულთა წლიური ერთჯერადი დახმარების თანხა განისაზღვრება 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.“;

ვ) მე-6 მუხლის  პირველი, მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხანძრით, სტიქიური მოვლენებით (დიდთოვლობა, მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ.) და მეწყრული პროცესებით დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიცემა ერთჯერადად 1000 (ათასი) ლარიდან 8000 (რვა ათასი) ლარამდე, რომელიც განისაზღვრება სახლის დაზიანებული ფართობისა და ხარისხის მიხედვით, მერიის შესაბამისი კომისიის მიერ შედგენილი დასკვნის შესაბამისად.

3. უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის სახით, თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“;

„5. ხანძრის, სტიქიური მოვლენების და მეწყრული პროცესის შემთხვევაში, თუ ოჯახი დარჩა უსახლკაროდ და მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, მერიის შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე გაიცემა ყოველთვიური ფულადი თანხა ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის, არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფამდე.“;

„7. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის  სახით, განისაზღვრება თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება გაიცემა პირის თავშესაფრით ან საცხოვრისით უზრუნველყოფამდე.“;

ზ) მე-11 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს:

ა) არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ღირებულების შემთხვევაში – 50%-დან 100 %-მდე;

ბ) 301 (სამას ერთი) ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში – 20%-დან 50%-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.“.

„4. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს მომსახურების ღირებულების 30%-დან  60 %-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.“;

თ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებისთვის თითოეულზე გაიცემა თვეში თანხა 250  (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“;

ი) მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 16მუხლი:

„მუხლი 161. ცელიაკიით დაავადებული პირების დახმარება

1. ცელიაკიით დავადებულ პირთა ყოველთვიური დახმარების ოდენობა განისაზღვრება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

2. ბენეფიციარმა თვითონ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;

დ) ანგარიშფაქტურა და/ან საბანკო ანგარიშის ნომერი;

ე) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა წურწუმია