„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №16 |
|
2024 წლის 23 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/01/2018, 140080000.10.003.020343) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიულ და საკონტრაქტო სამსახურში გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ მოსამსახურეებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, აგრეთვე იმ სახელმწიფო ორგანოებში, რომლებშიც დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებები, სამხედრო წოდებით, სახელმწიფო სპეციალური წოდებით ან/და სამოქალაქო პირად ნამსახურევი კალენდარული წლების (გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდისა) მიხედვით ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი ერთი თვის კუთვნილი ფულადი სარგოს შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 2 წლამდე − 5%; ბ) 2-დან 5 წლამდე − 10%; გ) 5-დან 10 წლამდე − 15%; დ) 10-დან 20 წლამდე − 20%; ე) 20 წელი და მეტი − 25%. შენიშვნა: ამ დადგენილების მიზნებისათვის: ა) ფულადი სარგო ნიშნავს თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების ჯამს; ბ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) ნიშნავს ყველა სახის სარგოს, დანამატსა და კომპენსაციას.“. 2. დადგენილების პირველი მუხლის მე-20 პუნქტით დამტკიცებული დანართი №1 („სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა, სამსახურის საშტატო ნუსხისა და სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა, სამსახურის საშტატო ნუსხისა და სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით
შენიშვნა: თანამდებობრივი სარგო იმ თანამშრომლისა, რომელიც „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამსახურს გადის სხვა შესაბამის დაწესებულებაში, შეადგენს 3200 ლარს.“. 3. დადგენილების პირველი მუხლის 27-ე პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 („სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ საკონტრაქტო მოსამსახურეთა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ნუსხა“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ საკონტრაქტო მოსამსახურეთა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ნუსხა 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ საკონტრაქტო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები:
შენიშვნა: თუ საკონტრაქტო სამსახურში მყოფი მოსამსახურე დაინიშნება უმცროსი სპეციალური წოდების სხვა შესაბამის თანამდებობაზე (გარდა დაცვის თანამშრომლისა), თანამდებობრივი სარგო განესაზღვრება მინიჭებული სპეციალური წოდების შესაბამისი კატეგორიის მიხედვით. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურში/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები :
.“. 4. დადგენილების პირველი მუხლის 28-ე პუნქტით დამტკიცებული დანართი №3 („სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის
.“. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.01.2024.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.01.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.10.003.024408.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.01.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №16, 23.01.2024, სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.024408 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6082472/