1. გარდა სანიტარიული დაცვის მესამე სარტყელში მოცემული აკრძალვებისა, მეორე სარტყელში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის დაზიანება/დაბინძურება ან/და წყლის ხარისხის გაუარესება, მათ შორის:

ა) ყოველგვარი ახალი შენობა-ნაგებობების მოწყობა და ექსპლუატაცია;

ბ) მინერალური რესურსის, მათ შორის ინერტული მასალის მოპოვება, გარდა ნაპირდაცვისთვის აუცილებელი კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებებისა;

გ) სასაფლაოების მოწყობა;

დ) მდინარე არაგვში, მის შენაკადებში და გრუნტში ყოველგვარი ჩამდინარე წყლების ჩაშვება.

2. მეორე სანიტარიული სარტყლის დაშვებები და გასატარებელი ღონისძიებები:

ა) არსებული შენობა-ნაგებობების საკანალიზაციო წყლები ჩართული უნდა იყოს ცენტრალურ საკანალიზაციო ქსელში ან საკანალიზაციო წყლების შესაგროვებლად მოეწყოს ჰერმეტული ინდივიდუალური/კოლექტიური რეზერვუარი;

ბ) ამ ზოლში არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას და კომუნიკაციას უნდა განესაზღვროს კონკრეტული ღონისძიებები წყლის ხარისხზე ნეგატიური ზემოქმედების გამორიცხვის მიზნით;

გ) დასაშვებია არსებული შენობა-ნაგებობების სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები არსებული მასშტაბების ზრდის გარეშე;

დ) დასაშვებია არსებულ შენობა-ნაგებობებზე სხვადასხვა სახის კომუნიკაციის დაერთების სამუშაოები;

ე) არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების ადგილმონაცვლეობა შესაძლებელია თუ შერჩეული ალტერნატივა და განთავსება/მოწყობის საპროექტო გადაწყვეტები გააუმჯობესებს სანიტარიული სარტყლის არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას;

ვ) შესაძლებელია ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, რომლის დანიშნულებაა არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათ შორის საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოწყობა და სხვ;

ზ) სდზ-ის მეორე სარტყელში განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი საინფორმაციო ნიშნები;

თ) უნდა მოხდეს ტერიტორიების საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნაგვისგან რეგულარულად დასუფთავებ