⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.03.2015)
გაუქმებულია:

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 07.07.2005
ძალის დაკარგვა 20.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/320
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.547
გამოქვეყნების წყარო სსმ, 83, 15/07/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,405 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.07.2005 მიღება
20.03.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ" p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:15.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.25in; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 55.3pt 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.547 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/320 2005 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 აპრილის №259 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის    სახელმწიფო ცენტრის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის” შესახებ საქართველოს კანონითა და დადგენილი წესების დაცვით სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი სამეცნიერო-შემოქმედებითი დაწესებულება. 2. ცენტრის სრული სახელწოდებაა – ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი”. 3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, საბანკო ანგარიშები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. ცენტრი საკუთარი სახელით განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ. 5. ცენტრი არის ხალხური შემოქმედების სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის სამართალმემკვიდრე. 6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. №22. 7. ცენტრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.     მუხლი 2🔗. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი ,,კულტურის შესახებ”, ხელოვნების სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, აგრეთვე ეს დებულება. 2. ცენტრი საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე უფლებამოსილია გამოიყენოს და დადგენილი წესით განკარგოს მასზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები, გადაწყვიტოს მის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები.     მუხლი 3🔗. ცენტრის მიზნები და ამოცანები ცენტრის ძირითადი მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანია: ა) ხალხური შემოქმედების, ფოკლორულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის მოძიება, შენარჩუნება, პოპულარიზაცია და მისი მეცნიერული კვლევა; ბ) ხალხური ხელოვნების მოვლა-დაცვისა და განვითარების საკითხებზე საქართველოს რეგიონებში (რაიონი, ქალაქი, სოფელი) მოქმედი ხალხური შემოქმედებისა და მხატვრული თვითმოქმედების კოლექტივებისათვის, ფოლკლორული ჯგუფების, შემოქმედებითი გაერთიანებების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან არსებულ ფოლკლორის სტუდიების, თვითნასწავლი მხატვრების, ხალხური რეწვის ოსტატებისა და სახალხო მთქმელებისათვის კვალიფიციური კონსულტაციების გაწევა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მეცნიერული კვლევის წარმოება; საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დ) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიზნობრივი მივლინებებისა და სპეციალური ექსპედიციების მეშვეობით ფოლკლორული მასალის მოძიება, შეკრება-დამუშავება (გაშიფვრა) და ამ გზით ხალხური შემოქმედების დარგების (ჟანრების) მეცნიერული კვლევა და ანალიზი; ე) შესაბამის დაწესებულებებთან ერთად თეორიულ და სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში მონაწილეობის მიღება; ვ) კულტურული (ფოლკლორული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ფოლკლორის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება; ზ) ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს რეგიონებში და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ღონისძიებების (მათ შორის საკონცერტო საქმიანობის) განხორციელება.     მუხლი 4🔗. ცენტრის უფლებები 1. თავისი მიზნების განხორციელებისათვის ცენტრს უფლება აქვს: ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებით მიმართულებათა განსაზღვრაში; ბ) ხალხური შემოქმედების კვლევის, მოძიების, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით მოაწყოს სამეცნიერო ექსპედიციები, სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები, კონცერტები, გამოფენები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ; გ) ჩამოაყალიბოს შემოქმედებითი სახელოსნოები, სტუდიები, ანსამბლები და სხვა; დ) მოაწყოს სამეცნიერო ექსპედიციები, მოამზადოს და გამოსცეს სხვადასხვა სახის სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურა; ე) ითანამშრომლოს ტრადიციული ხელოვნებით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მეცნიერებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ ოსტატებთან; ვ) დადოს გარიგებები საქართველოსა და საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, შეიმუშაოს ხალხური შემოქმედების ხელშემწყობი პროექტები და პროგრამები; ზ) მოაწყოს ფესტივალები, კონკურსები, ფორუმები, დებულებით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ; თ) განათავსოს სპეციალური ვებ-გვერდი ადგილობრივ და საერთაშორისო ქსელებში; ი) წარმართოს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას; კ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით შექმნას ფილიალები საქართველოში და საზღვარგარეთ; ლ) დადგენილი წესის შესაბამისად, ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები საბიუჯეტო სახსრებით; მ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს ცენტრის შინაგანაწესი, განსაზღვროს ცენტრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა; დაადგინოს მუშაკთა მატერიალური წახალისების ფორმები და მეთოდები; ნ) დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელოს ცენტრის სტრუქტურული რეორგანიზაცია; ო) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა. 2. ცენტრს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 5🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრის მართვას ახორციელებს დირექტორი. 2. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. 3. ცენტრის დირექტორი: ა) წარმართავს ცენტრის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე; ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას და ხელფასის ფონდს; გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ცენტრს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს ხელშეკრულებებს; დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს ცენტრის ქონებას და სახსრებს და ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; ე) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი წესით, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის თანამშრომლებსა და, საჭიროებისამებრ, დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ; ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებლივ აქტებს; ზ) ამტკიცებს ცენტრის და მისი სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებას; თ) ამზადებს პროექტს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; ი) ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორის მოადგილეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით; კ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები; ლ) ვალდებულია მისი არყოფნის პერიოდში აცნობოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ.     მუხლი 6🔗. ცენტრის ქონება 1. ცენტრი დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს სახელმწიფოს მიერ მისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემული ქონების ბაზაზე, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. 2. ცენტრის ქონებად ითვლება აგრეთვე მის საკუთრებაში არსებული ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი. 3. ცენტრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განკარგოს კანონით ნებადართული სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის წარმართვისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი შემოსავლები, რომელიც მთლიანად ხმარდება ცენტრს.     მუხლი 7🔗. ცენტრის ფინანსური სახსრები 1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები; ე) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.     მუხლი 8🔗. ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება 1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს. 2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 9🔗. სახელმწიფო კონტროლი და გარანტიები 1. ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის ზედამხედველობას. 2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. 3. ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია გაასაჩივროს მაკონტროლებელი ორგანოს უკანონო მოქმედება.     მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 11🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.