📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 25.01.2024
ძალის დაკარგვა 30.01.2025
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.156.016509
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 318 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2024 მიღება
30.01.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0,23 1,0
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №3 2024 წლის 25 იანვარი ქ. დმანისი დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლი პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის დადგენილება №7 (სსმ www.matsne.gov.ge, 27/02/2023, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.156.016473)  მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი დანართი დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = IMG * ITL * C * K, სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის ქ. დმანისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,23-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე  დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი  მნიშვნელობა უდრის 45-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. დმანისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:  IMG  ITL  C  K CN (ლარი)         0,23           1,0           0,24           45       2,484 3. დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიებზე მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. დმანისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,242 ლარს.