„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №24 |
|
2024 წლის 29 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ასევე სამშვიდობო ოპერაციის/საერთაშორისო ოპერაციის განხორციელებისას დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა არარეგისტრირებულ ქორწინებაში შეძენილ 18 წლის ზემოთ ასაკის შვილ(ებ)ს, პროპორციული განაწილებით, ყოველთვიურად მიეცეს ფულადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილ პირს არ ჰყავს პირველი რიგის სხვა მემკვიდრე. ამ პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარების მიღების უფლება პირს წარმოეშობა განცხადების წარდგენის თარიღიდან.". |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი თებერვლიდან. |
|