„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 13.07.2005
ძალის დაკარგვა 05.03.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/846
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.007.556
გამოქვეყნების წყარო სსმ, 83, 15/07/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Gogebashvili;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:15.0pt; font-family:"Gogebashvili","sans-serif";} p.Text, li.Text, div.Text {mso-style-name:Text; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"Gogebashvili","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 41.8pt 56.7pt 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.007.556
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/846
2005 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის (ზ) ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულება თანდართული სახით.
3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარეს (ზ. ბროლაძე) 35 დღის ვადაში უზრუნველყოს დეპარტამენტის სტრუქტურულ რეორგანიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულება.
4. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 27 ოქტომბრის 1-1/176 ბრძანება ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.
5. ბრძანების 1-ლი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. ბრძანება (გარდა 1-ლი და მე-3 პუნქტებისა) ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 35-ე დღეს.
ი. ჩოგოვაძე
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. სტატისტიკის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საერთაშორისოდ აღიარებული სტატისტიკის პრინციპების შესაბამისად.
3. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით და მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ხარჯთაღრიცხვა და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში ასევე სიმბოლიკა, რომელიც რეგისტრირდება დადგენილი წესით.
5. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქალაქი თბილისი, კ. გამსახურდიას გამზირი №4.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროა სახელმწიფო სტატისტიკა.
2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სტატისტიკის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
გ) ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაცია;
დ) ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ეკოლოგიური მდგომარეობის ამსახველი მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა, ანალიზი და გავრცელება;
ე) საერთაშორისო ანალოგებთან თავსებადი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა;
ვ) საწარმოთა და სხვა სუბიექტთა რეგისტრების სისტემის ფორმირება და აქტუალიზება;
ზ) სტატისტიკური კლასიფიკაციების სისტემის ფორმირება და აქტუალიზება;
თ) სტატისტიკურ მონაცემთა ბაზების, ინფორმაციული ბანკებისა და ქსელების ფორმირება და სრულყოფა;
ი) შეგროვებულ პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის უზრუნველყოფა;
კ) სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების ფორმების შემუშავება და დამტკიცება;
ლ) საყოველთაო (მოსახლეობის, საცხოვრისების, სასოფლო-სამეურნეო, ეკონომიკური და სხვ.) და მიკრო აღწერების, სხვა სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვებების განხორციელება;
მ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და სტატისტიკური მონაცემების სხვა მომხმარებლების ინფორმაციული უზრუნველყოფა;
ნ) სხვა ქვეყნების ეროვნულ სტატისტიკურ სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორ სუბიექტებთან თანამშრომლობა სტატისტიკის სფეროში.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებას ანიჭებს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესრულებისათვის სტატისტიკის სფეროში;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
დ) აწესრიგებს დეპარტამენტის სისტემის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს;
ვ) განსაზღვრავს მოადგილეების, დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და დეპარტამენტის სისტემის სხვა დაწესებულებების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებებს;
ზ) ამტკიცებს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხას;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
4. მოადგილეთა შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე; დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი მოადგილე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და დეპარტამენტის სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულებების საქმიანობას.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სისტემა, სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
1. დეპარტამენტის სისტემას ქმნიან ცენტრალური აპარატი, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი დაწესებულებები და ტერიტორიული ორგანოები, რომლებიც შედგებიან სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
2. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატი შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.
3. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მეთოდოლოგიის, კოორდინაციისა და სტანდარტების სამმართველო;
ბ) მაკროეკონომიკური სტატისტიკის სამმართველო;
გ) საწარმოთა სტატისტიკის სამმართველო;
დ) ფასების სტატისტიკის სამმართველო;
ე) სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის სამმართველო;
ვ) სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის სტატისტიკის სამმართველო;
ზ) დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატი (სამმართველოს სტატუსით).
4. მეთოდოლოგიის, კოორდინაციისა და სტანდარტების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება, მათი დანერგვის კოორდინაცია და მონიტორინგი; სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი; საკლასიფიკაციო სისტემის კოორდინაცია და მონიტორინგი; სტატისტიკური დაკვირვების ფორმების შემუშავების, ტირაჟირებისა და დანერგვის კოორდინაცია; დეპარტამენტის სისტემაში სტატისტიკური საქმიანობის მეთოდოლოგიური კოორდინაცია და მონიტორინგი; შერჩევითი და სხვა სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვებების კოორდინაცია და მონიტორინგი; სტატისტიკურ ანალიზთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.
5. მაკროეკონომიკური სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ეროვნულ ანგარიშთა სისტემისა და საგადასახდელო ბალანსის წარმოება; საგარეო ვაჭრობის მონაცემთა დამუშავება და აღურიცხავი ოპერაციების შეფასება; ექსპორტ-იმპორტის მონაცემების სარკისებური შედარებებების განხორციელება; საშინაო და საგარეო როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური საინვესტიციო ნაკადების შესწავლა; სახელმწიფო ფინანსებისა და მონეტარული სისტემის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება.
6. საწარმოთა სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: საწარმოთა და სხვა სუბიექტთა რეგისტრების სისტემის ფორმირება და აქტუალიზება; რეგისტრების სისტემის კოორდინაცია და მონიტორინგი; საყოველთაო და მიკროეკონომიკური აღწერების, აგრეთვე სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული სუბიექტებზე სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროს შესწავლა.
7. ფასების სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ფასების (ტარიფების) რეგისტრაცია; სამომხმარებლო, მწარმოებელთა და სხვა ფასების ინდექსების გაანგარიშება; ინფლაციის დონისა და დინამიკის განსაზღვრა; ინფორმაციული ბაზის მომზადება საერთაშორისო შედარებების პროგრამაში მონაწილეობისათვის.
8. სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: მოსახლეობის და საცხოვრისების საყოველთაო აღწერების, აგრეთვე აღწერათაშორის პერიოდში შერჩევითი სოციალურ-დემოგრაფიული დაკვირვებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის ამსახველი მონაცემების შეგროვება და დამუშავება; მოსახლეობის ეკონომიკური სტატუსის, დასაქმებისა და უმუშევრობის საკითხების შესწავლა; შინამეურნეობებზე სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; სოციალური მომსახურების სფეროების შესწავლა.
9. სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: საყოველთაო სასოფლო-სამეურნეო აღწერების, აგრეთვე სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის სფეროში სხვადასხვა სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რესურსები-გამოყენება ანგარიშებისა და სურსათის ბალანსების წარმოება.
10. დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატის ძირითადი ამოცანებია: საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და დეპარტამენტის სისტემაში სახსრების მიზნობრივი ხარჯვის კონტროლი; დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების და სხვა ძირითადი ფონდების მომსახურება და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა; საკანცელარიო, სამეურნეო ინვენტარითა და მასალებით დეპარტამენტის უზრუნველყოფა; დეპარტამენტის სისტემაში ადამიანური რესურსების მენეჯმენტი; საქმის წარმოების ორგანიზაცია და შესაბამის დოკუმენტებზე საიდუმლოების რეჟიმის დაცვა დეპარტამენტის სისტემაში; საარქივო საქმიანობის განხორციელება; სტატისტიკის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მომზადება, სხვა სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ერთიანი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; დეპარტამენტის სისტემაში ამ სფეროს კოორდინაცია და მონიტორინგი; კორპორაციული და ლოკალური კომპიუტერული ქსელების შექმნა და ადმინისტრირება; სტატისტიკური საქმიანობისათვის სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და დანერგვა; მონაცემთა ბაზების პროექტირება, დაცვა და ადმინისტრირება; დეპარტამენტის კომპიუტერული, ქსელური და საოფისე საშუალებების ტექნიკური მომსახურება; პუბლიკაციების, სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების ფორმების და სხვა პოლიგრაფიული მასალების მომზადება და ტირაჟირება; სტატისტიკურ მონაცემთა გავრცელების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; მასმედიასთან ურთიერთობების წარმართვა და მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფის ორგანიზება; სტატისტიკის სისტემაში საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინაცია.
11. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
12. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
13. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს შექმნის, რეორგანიზების და ლიკვიდირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
14. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) სახელმწიფო სტატისტიკის თბილისის სამმართველო;
ბ) სახელმწიფო სტატისტიკის ფოთის სამმართველო;
გ) სახელმწიფო სტატისტიკის ზუგდიდის სამმართველო;
დ) სახელმწიფო სტატისტიკის ქუთაისის სამმართველო;
ე) სახელმწიფო სტატისტიკის ოზურგეთის სამმართველო;
ვ) სახელმწიფო სტატისტიკის ამბროლაურის სამმართველო;
ზ) სახელმწიფო სტატისტიკის თელავის სამმართველო;
თ) სახელმწიფო სტატისტიკის მცხეთის სამმართველო;
ი) სახელმწიფო სტატისტიკის ახალციხის სამმართველო;
კ) სახელმწიფო სტატისტიკის რუსთავის სამმართველო;
ლ) სახელმწიფო სტატისტიკის გორის სამმართველო.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ქონება
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად დეპარტამენტს შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონება მოქმედი კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი წესითა და ქონების გადაცემისათვის განსაზღვრული ნებისმიერი ფორმით (თხოვება, უზუფრუქტი და ა.შ.).
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის წესი
1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.