დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.01.2024
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.024419
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 27.02.2024
დოკუმენტის ტექსტი
დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №27
2024 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა შემდეგი ქვეპროგრამების სახით:
1. „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა“ (დანართი №1).
2. „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა (დანართი №2).
3. „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ (დანართი №3).
მუხლი 2🔗
1. დადგენილება, გარდა დანართ №3-ის მე-6 მუხლისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.
2. დადგენილების დანართ №3-ის მე-6 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი