⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.06.2015)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორგანოს – სათათბირო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.07.2005
ძალის დაკარგვა 12.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №528
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.562
გამოქვეყნების წყარო სსმ, 85, 19/07/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 937 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.07.2005 მიღება
12.06.2015 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორგანოს – სათათბირო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.562 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №528 2005 წლის 15 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორგანოს – სათათბირო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხების კოლეგიალურად განხილვის მიზნით, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორგანოს – სათათბირო საბჭოს თანდართული დებულება.     მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ალექსიშვილი          საქართველოს ფინანსთა      მინისტრის სათათბირო საბჭოს დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სათათბირო ორგანოს – სათათბირო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) კომპეტენციას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს.     მუხლი 2🔗. საბჭოს მიზანია, ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების კოლეგიური განხილვის საფუძველზე ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო პირობების შექმნა. თავი II საბჭოს კომპეტენცია     მუხლი 3🔗. საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხილვა და ანალიზი; ბ) სამინისტროს სისტემის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. თავი III საბჭოს შემადგენლობა     მუხლი 4🔗. საბჭოს შემადგენლობას ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 5🔗. 1. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მინისტრი, მინისტრის მოადგილეები. 2. მინისტრის გადაწყვეტილებით საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები, ტერიტორიული ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, სამინისტროს სისტემის სხვა მოხელეები, აგრეთვე პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები, მათი წინასწარი თანხმობით. თავი IV საბჭოს სხდომის მოწვევა და გადაწყვეტილების მიღების წესი     მუხლი 6🔗. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფის შემთხვევაში კი – მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრთან წინასწარი თანხმობით.     მუხლი 7🔗. 1. საბჭოს სხდომა მოიწვევა, როგორც წესი, სამ თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სხდომაც. 2. სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს მინისტრი.     მუხლი 8🔗. საბჭოს სხდომაზე საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, ორგანიზაციების წარმომადგნელები, დაინტერესებული პირები.     მუხლი 9🔗. 1. საბჭოს სხდომის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს მინისტრის აპარატი. 2. საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე მომზადებული მასალები წარედგინება მინისტრის აპარატს საბჭოს სხდომის ჩატარებამდე სამი სამუშაო დღით ადრე. მინისტრის აპარატი საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს წინასწარ ათანხმებს მინისტრთან.               მუხლი 10🔗. საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების მომზადება ევალება სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს მმართველობაში შემავალი სხვა სამსახურის ხელმძღვანელებს.     მუხლი 11🔗. საბჭოს სხდომაზე გასატანად მომზადებულ მასალებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მასალა მინისტრის აპარატის მიერ უბრუნდება მის წარმდგენ შესაბამის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, სტრუქტურულ ქვედანაყოფსა და სამინისტროს მმართველობაში შემავალ სხვა სამსახურს.     მუხლი 12🔗. საბჭოს სხდომის ოქმის გაფორმება ევალება სხდომის მდივანს, რომელიც არ არის საბჭოს წევრი, არ სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით და პასუხისმგებელია სხდომის ოქმის სწორად წარმართვისათვის.     მუხლი 13🔗. საბჭო უფლებამოსილია, თუ საბჭოს სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.     მუხლი 14🔗. საბჭოს მიერ განხილული საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.     მუხლი 15🔗. საბჭო უფლებამოსილია: ა) დადებითად შეაფასოს განხილული საკითხი; ბ) უარყოფითად შეაფასოს განხილული საკითხი; გ) ცნოს არასაკმარისად განხილული საკითხის ირგვლივ გაწეული საქმიანობა; დ) ცნობად მიიღოს შესაბამისი სამსახურის მიერ წარდგენილი მასალა (ანგარიში, ინფორმაცია, პროექტი და ა.შ.); ე) განუხილველად დატოვოს სხდომაზე წარდგენილი საკითხი; ვ) გადადოს საკითხის განხილვა; ზ) დამატებით მოსამზადებლად დააბრუნოს განსახილველად წარდგენილი საკითხი.     მუხლი 16🔗. საბჭოს სხდომა შეიძლება გადაიდოს მინისტრის გადაწყვეტილებით.     მუხლი 17🔗. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. სხდომის ოქმზე მიეთითება თარიღი და რიგითი ნომერი. თავი V დასკვნითი დებულებანი     მუხლი 18🔗. სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტები და მასალები დაერთვება სხდომის ოქმს და ინახება სამინისტროს კანცელარიაში, დადგენილი წესით.     მუხლი 19🔗. საბჭოს მიერ განხილული საკითხების საფუძველზე მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას ახორციელებენ სამინისტროს სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და ტერიტორიული ორგანოები.     მუხლი 20🔗. საბჭოს ლიკვდაციის, მის შემადგენლობაში და საბჭოს საქმიანობის წესში ცვლილებების შეტანის საკითხს წყვეტს მინისტრი.