📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2024
ძალის დაკარგვა 31.01.2025
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016512
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 881 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2024 მიღება
31.01.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (9)
1 ქალაქის ცენტრალური
2 ქალაქის შუალედური
3 ქალაქის პერიფერიული
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ზონა
I (ცენტრალური) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიული ინდექსი I TL
II (შუალედური) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიული ინდექსი I TL
III (პერიფერიული) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიული ინდექსი I TL
ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონის კონტურის ფარგლებს გარეთა ტერიტორია 0,8
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2024 წლის 31 იანვარი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე ნორმატიული ფასი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის №6 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 26/01/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.113.016490). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია დანართი №1 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: CN=IMG x ITL x C x K, სადაც: 1. CN – არის 1 მ​2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. 2. IMG – არის ოზურგეთის მაკრომდებარეობის ინდექსი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,52 ლარს. 3. ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი: ა) ქალაქის ცენტრალური ზონა - 1,3; ბ) ქალაქის შუალედური ზონა - 1,0; გ) ქალაქის პერიფერიული ზონა - 0,8. 4. C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1მ​2 დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს. 5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის: ა) ქალაქის ცენტრალური ზონისთვის 60-ს; ბ) ქალაქი შუალედური ზონისთვის 35-ს; გ) ქალაქის პერიფერიული ზონისთვის 30-ს. მუხლი 2🔗 ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით: № ზონა IMG ITL C K CN (ლარი) 1 ქალაქის ცენტრალური 0,52 1,3 0,24 60 9,734 2 ქალაქის შუალედური 0,52 1,0 0,24 35 4,368 3 ქალაქის პერიფერიული 0,52 0,8 0,24 30 2,995 მუხლი 3🔗 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1მ​2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ის ოდენობით და შეადგენს 1,31 ლარს, ხოლო დაბისათვის ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50% და შეადგენს 2,184 ლარს. მუხლი 4🔗 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1მ​2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 1,092 ლარს. მუხლი 5🔗 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში თითოეულ მხარეს არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი ფასები. მუხლი 6🔗 „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №273 დადგენილებით განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის შეუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 6-მაგი ოდენობით და შეადგენს 26,208 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 მუხლში აღნიშნული წესი. დანართი №2 ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის ზონირება I (ცენტრალური) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიული ინდექსი I TL დ. გურამიშვილის ქუჩის ორთავე მხარე (რკინიგზის ხაზამდე); რკინიგზის ხაზის მარცხენა მხარე ლალიონის ქუჩამდე; ლალიონის ქუჩა მ. კოსტავას ქუჩის კვეთამდე; მ. კოსატავას ქუჩიდან ა. წერეთლის ქუჩის კვეთამდე (მ. კოსტავს №2 და №4 ჩათვლით); ა. წერეთლის ქუჩა თ. სახოკიას ქუჩის კვეთამდე; ა. წერეთლისა და თ. სახოკიას ქუჩების კვეთიდან გურიის ქუჩამდე; გურიის ქუჩა ალ. გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე; ალ. გრიბოედოვის ქუჩიდან ა. ერქომაიშვილის ქუჩამდე; ა. ერქომაიშვილის ქუჩიდან ზ. ქობულაძის ქუჩის ჩათვლით, ალ. ყაზბეგის ქუჩის დასაწყისამდე. ზ. ქობულაძის ქუჩიდან ე. თაყაიშვილის ქუჩამდე; ე. თაყაიშვილის ქუჩიდან ა. წულაძის ქუჩამდე; ა. წულაძის ქუჩიდან ე. ნინოშვილის ქუჩისა და ა. ჟორჟოლიანის ქუჩის კვეთამდე (მოიცავს N1 საჯარო სკოლას, N2 საბავშვო ბაღის, საავადმყოფო „ავერსისა“ და  ე. ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე პარკის ტერიტორიას); ე. ნინოშვილის ქუჩიდან დ. აღმაშენებლის ქუჩამდე; დ. აღმაშენებლის ქუჩიდან დ, გურამიშვილის ქუჩის კვეთამდე. - ცენტრალურ ზონას განეკუთვნება შესაბამისი კონტურის ფარგლებში მოქცეული ტერიტორია. 1,3 II (შუალედური) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიული ინდექსი I TL ე. თაყაიშვილის ქუჩა (მდ. ბჟუჟის ხიდიდან უნივერსიტეტის ქუჩის კვეთამდე, შ.პ.ს. გზამშენი 18-ის, ყოფილი მანქანათმშენებელი და პურის ქარხნების მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით); ალ. ჟორჟოლიანის ქუჩიდან ს. ესაძის ქუჩის კვეთამდე; ს. ესაძის ქუჩა ლ. მალაზონიას ქუჩამდე; ლ. მალაზონიას და დ. ბაქრაძის ქუჩამდე; დ. ბაქრაძის ქუჩა თავისუფლების ქუჩამდე; თავისუფლების ქუჩა დ. აღმაშენებლის ქუჩამდე; დ. აღმაშენებლის ქუჩიდან ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს ქუჩამდე; ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს რკინიგზის ხაზამდე; რკინიგზის ხაზის გასწვრივ ივ. ჯავახიშვილის ქუჩამდე; ივ. ჯავახიშვილის ქუჩიდან ი. შემოქმედელის ქუჩის კვეთამდე; ი. შემოქმედელის ქუჩიდან კ. ლესელიძის ქუჩის კვეთამდე; კ. ლესელიძის ქუჩა ნ. დუმბაძის ქუჩის კვეთამდე; ნ. დუმბაძის ქუჩა, გ. გოგიტაძის ქუჩა ზ. დამენიას ქუჩის კვეთამდე; ზ. დამენიას ქუჩა ნ. ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე; ნ. ბარათაშვილის ქუჩა ა. ჯორჯიაშვილის ქუჩამდე; ა. ჯორჯიაშვილის ქუჩა ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის I ჩიხამდე; ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის I ჩიხიდან ა. ერქომაიშვილის ქუჩის კვეთამდე; ა. ერქომაიშვილის ქუჩა ალ. გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე. - შუალედურ ზონას განეკუთვნება ცენტრალური ზონის კონტურს გარეთ და შუალედური ზონის კონტურს შორის მდებარე ტერიტორია. 1,0 III (პერიფერიული) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიული ინდექსი I TL ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონის კონტურის ფარგლებს გარეთა ტერიტორია 0,8