⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.03.2013)
გაუქმებულია:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 19.07.2005
ძალის დაკარგვა 29.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №226
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.007.570
გამოქვეყნების წყარო სსმ, 87, 22/07/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,366 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.07.2005 მიღება
29.03.2013 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:DumbaMtavr; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:DumbaNusx; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:"NTTimes\/Cyrillic";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"NTTimes\/Cyrillic";} h1 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:DumbaNusx;} h2 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:22.0pt; font-family:DumbaNusx;} h3 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:22.0pt; font-family:DumbaNusx; color:blue; font-weight:normal;} h4 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:DumbaMtavr;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"NTTimes\/Cyrillic";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"NTTimes\/Cyrillic";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"NTTimes\/Cyrillic";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:18.0pt; font-family:DumbaNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:18.0pt; font-family:DumbaNusx; color:blue;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:20.0pt; font-family:DumbaNusx; color:blue;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:14.0pt; font-family:DumbaNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Текст выноски"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.007.570 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №226 2005 წლის 19 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის №321 ბრძანება “თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”. 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები. ი. ოქრუაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი 1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი (ტექსტში შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და მინისტრის მოადგილის სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე. 2. დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაციას. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე და თავის ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ხელმძღვანელობით; 4. დეპარტამენტს აქვს ტიტულოვანი ბლანკი. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები 5. დეპარტამენტის ამოცანებს განეკუთვნება: ა) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და მათ სამხედრო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წარმართვა და მისი კოორდინაცია; ბ) ,,ნატო”-სთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია; გ) თავდაცვის სტრატეგიის, სამხედრო დოქტრინის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; დ) საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ქართული სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვა და კოორდინირება. ე) საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება; 6. დეპარტამენტის ფუნქციებს განეკუთვნება: ა) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო უწყებებთან ურთიერთობების დამყარება; ბ) ურთიერთობების წარმოება საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებასთან დაკავშირებით; გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობის საფუძველზე, სამხედრო ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება და სამართლებრივი უზრუნველყოფა, ასევე მოქმედ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებების შემუშავება; დ) თავდაცვის სამინისტროს მერ დასადები საერთაშორისო შეთანხმებების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი უზრუნველყოფა და აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება;    ე) საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სამხედრო ატაშატებთან თანამშრომლობა; ზ) სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლობითი მეკავშირე ოფიცრების, სამხედრო ატაშატისა და სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლობების საქმიანობის კოორდინირება; თ) საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ქვედანაყოფებთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების შესწავლა და გაანალიზება, მათთან შესაბამისი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა;             ი) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო უწყებებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ერთწლიანი და მრავალწლიანი გეგმების, პროგრამების შემუშავება; კ) ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი წინადადებების მომზადება; ლ) ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა შესაბამისი სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედების გზით; მ) ნატო-სთან თავდაცვის სფეროში მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისათვის ხელშეწყობის უზრუნველყოფა; ნ) სამინიტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში; ო) სხვადასხვა დონის დელეგაციების ვიზიტებისას, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ქვედანაყოფებთან კოორდინაციის საფუძველზე, პასუხისმგებელი პირების უზრუნველყოფა აუცილებელი საინფორმაციო-ანალიტიკური მასალებით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით; პ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის კოორდინაცია და შესაბამისი წინადადებების მომზადება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ჟ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის; რ) საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიების, სამხედრო წარმომადგენლობის მიერ საქართველოში მათი უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, მათთან თანამშრომლობის კოორდინაცია. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი ფუნქციონალური მოვალეობები 7. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს და შესაბამის მოადგილეს, თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება თავდაცვის მინისტრის მიერ, თავდაცვის მინისტრის მოადგილის წარდგინებით. 8. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით და დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. 9. დეპარტამენტის უფროსი: ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) მონაწილეობას ღებულობს დეპარტამენტში კადრების შერჩევის, თანამდებობრივი დაწინაურების და გადაადგილების საკითხებში თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ე) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ზ) აბარებს ანგარიშს მინისტრს და შესაბამის მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრს სამხედრო წარმომადგენლობითი მეკავშირე ოფიცრების, სამხედრო ატაშეების კანდიდატურებს თანამდებობაზე დასანიშნად; ი) წარუდგენს თავდაცვის მინისტრს, შესაბამის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით სამოქალაქო წარმომადგენლების კანდიდატურებს თანამდებობაზე დასანიშნად; კ) ახორციელებს წინამდებარე დებულებით, თავდაცვის მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს. 10. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 11. დეპარტამენტის უფროსის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილეზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) მონაწილეობას ღებულობს დეპარტამენტში კადრების შერჩევის, თანამდებობრივი დაწინაურების, რეზერვისა და გადაადგილების საკითხებში სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; დ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; ე) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას. თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურა და უფლებამოსილება 12. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო – წარმართავს სამინისტროს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან; ბ) ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველო – წარმართავს სამინისტროს პოლიტიკას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის უზრუნველსაყოფად; გ) საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველო – ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების სამართლებრივ უზრუნველყოფას.   13. სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით და დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. თავი V დასკვნითი დებულებები 14. წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.