⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2011)
გაუქმებულია:

„დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ"

მიღების თარიღი 20.07.2005
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №558
სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.007.571
გამოქვეყნების წყარო სსმ, 88, 27/07/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,028 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.07.2005 მიღება
01.01.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:-.5in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:-.5in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-.5in; margin-bottom:0in; margin-left:297.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 58.5pt 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.007.571 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №558 2005 წლის 20 ივლისი ქ. თბილისი დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დღგ-ის გადამხდელებისათვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვას ახდენენ კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით და რომელთა მიერ მომსახურების გაწევა ან ელექტრო და თბოენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად მომხმარებელთა ფართო წრისათვის, დამტკიცდეს კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების, გამოწერის, აღრიცხვისა და ჩათვლებში გამოყენების წესი. მუხლი 2🔗. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.  ა. ალექსიშვილი კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების, გამოწერის, აღრიცხვისა და ჩათვლებში გამოყენების წესი 1. მოცემული წესი შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (შემდგომში – ,,კსაფ”) შემოღების, გამოწერის, აღრიცხვისა და მათი ჩათვლებში გამოყენების წესს. 2. ,,კსაფ”-ის გამოყენებაზე შეიძლება გადაყვანილ იქნენ ის გადამხდელები, რომლებიც თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვას ახდენენ კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით და რომელთა მიერ მომსახურების გაწევა ან ელექტრო და თბოენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად მომხმარებელთა ფართო წრისათვის. 3. ,,კსაფ”-ის გამოყენებაზე გადასვლა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის (შემდგომში – საგადასახადო დეპარტამენტი) თავჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რისთვისაც მე-2 პუნქტში დასახელებულმა გადამხდელებმა განცხადებით უნდა მიმართონ საგადასახადო დეპარტამენტს. 4. საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტში: ა) მიეთითება გადამხდელის დასახელება დღგ-ის სარეგისტრაციო სერტიფიკატის ნომრის მითითებით, რომელსაც საქონლის/მომსახურების მიწოდებისას უფლება აქვს გამოიყენოს ,,კსაფ”-ი; ბ) მიეთითება საქონლის/მომსახურების დასახელება, რომელზეც დასაშვებია ,,კსაფ”-ის გამოყენება; გ) განისაზღვრება საგადასახადო პერიოდი, რომლის დასაწყისიდან გადამხდელს უფლება აქვს გამოწეროს ,,კსაფ”-ი; დ) განისაზღვრება ,,კსაფ”-ის ნუმერაციის ველი, რომლის ფარგლებში დასაშვებია გადამხდელის მიერ ,,კსაფ”-ის გამოწერა. 5. გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ,,კსაფ”-ის გამოყენების დამატებითი პირობები. 6. ,,კსაფ”-ი წარმოადგენს კომპიუტერული წესით ამობეჭდილ ბლანკს, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია: ა. ,,კსაფ”-ის სერია და ნომერი; ბ. გამოწერის თარიღი; გ. საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, დღგ-ის სარეგისტრაციო სერტიფიკატის ნომერი; დ. საქონლის/მომსახურების მიმღების დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი; ე. დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა (დღგ-ის ჩათვლით); ვ. დღგ-ის თანხა; ზ. საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ნომერი, რომლითაც გადამხდელს მიეცა “კსაფ” -ის გამოყენების უფლება. 7. ,,კსაფ”-ის გამოწერა დასაშვებია საგადასახადო დეპარტამენტის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თარიღიდან განხორციელებულ ოპერაციებზე. 8. ,,კსაფ”-ის ამობეჭდვა ხორციელდება ერთი თვის ან თვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გაწეული საქონლის/მომსახურების მიწოდების ჯამური მონაცემებიდან გამომდინარე. 9. ,,კსაფ”-ი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს იმ საქონლის/მომსახურების მიწოდებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული ძირითად საქმიანობასთან. 10. ,,კსაფ”-ი საქონლის/მომსახურების მიმღებზე გაიცემა მხოლოდ ერთ ეგზემპლარად. 11. გადამხდელი, საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნის შემთხვევაში, ,,კსაფ”-ს ანიჭებს ნომერს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ,,კსაფ”-ის ნუმერაციის ველის ფარგლებში და შეაქვს იგი საგადასახადო ინსპექციაში წარსადგენ რეესტრში. 12 ,,კსაფ”-ის მიხედვით დღგ-ის ჩათვლაზე ვრცელდება იგივე შეზღუდვები, რაც დადგენილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლით განსაზღვრული 45-დღიანი წესი და სხვა დადგენილი შეზღუდვები). 13. ,,კსაფ”-ს გამოყენებამდე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ის ჩათვლები განხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. 14. დღგ-ის ჩათვლის მისაღებად საგადასახადო ორგანოში ,,კსაფ”-ის წარდგენა არ ხდება, საკმარისია ,,კსაფ”-ის რეკვიზიტების შეტანა დეკლარაციაში. სხვა დანარჩენ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ის ჩათვლა წარმოებს არსებული წესით. 15. გადამხდელი ვალდებულია მის მიერ გამოწერილი ,კსაფ”-ის რეესტრი ელექტრონულ მატარებლებზე ან/და ელექტრონული ფოსტით წარადგინოს საგადასახადო ორგანოში საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. 16. საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ,,კსაფ”-ის რეესტრის ელექტრონული ვერსია ამოიბეჭდება ქაღალდზე 2 ეგზემპლარად და დამოწმდება სათანადო წესით როგორც გადამხდელის, ასევე საგადასახადო ინსპექციის პასუხისმგებელი პირის მიერ. 17. ამობეჭდილი და დამოწმებული რეესტრის ერთი პირი რჩება საგადასახადო ორგანოში, მეორე კი გადაეცემა გადამხდელს. 18. გადამხდელის მიერ ,,კსაფ”-ისათვის სერიისა და ნომრის მინიჭება დასაშვებია იმ ველის ფარგლებში, რომელსაც მას განუსაზღვრავს საგადასახადო დეპარტამენტი. 19. ,,კსაფ”-ის გამოწერა არ ცვლის საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისა და დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციების დროის განსაზღვრის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. 20. ,,კსაფ”-ის გამოყენებაზე კონტროლს ახორციელებს საგადასახადო დეპარტამენტი. 21. საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია 3 დღის ვადაში შეიტანოს წარმოდგენილი რეესტრის ელექტრონული ვერსია ერთიან კომპიუტერულ ბაზაში და განახორციელოს ჩათვლებზე მონიტორინგი არსებული წესის შესაბამისად. 22. გადამხდელის მიერ წარდგენილი ,,კსაფ”-ის რეესტრში საქონლის/მომსახურების მიმღები მხარის მონაცემების არასახვის ან არასწორად ასახვის შემთხვევაში, შესაბამისი ,,კსაფ”-ის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა არ განხორციელდება გადამხდელის მიერ საგადასახადო ინსპექციაში დასაბუთებული წერილობითი განმარტების (მიმართვის) წარდგენამდე. 23. წარდგენილი ,,კსაფ”-ის რეესტრში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება დასაშვებია მხოლოდ გადამხდელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. 24. გადამხდელს უფლება აქვს გადავიდეს ჩვეულებრივი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენებაზე, რისთვისაც მან საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 20 დღით ადრე განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო დეპარტამენტს.