შპს "სადაზღვევო საბროკერო კომპანია თი ერ ჯი ჯგუფი"-ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№06/1-რ
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/02/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის

სამსახურის უფროსის  ბრძანება №06/1-

2024 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

შპს „სადაზღვევო საბროკერო კომპანია თი ერ ჯი ჯგუფი  რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები ს“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და შპს „სადაზღვევო საბროკერო კომპანია თი ერ ჯი ჯგუფის“ 2023 წლის 23 იანვრის წერილობითი განცხადების საფუძველზე,  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გაუქმდეს შპს „სადაზღვევო საბროკერო კომპანია თი ერ ჯი ჯგუფის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405504949, სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში რეგისტრაციის ნომერი N 012054) რეგისტრაცია.

2. ეს ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადაეცეს „სადაზღვევო საბროკერო კომპანია თი ერ ჯი ჯგუფის“  და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში).

4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                   დავით ონოფრიშვილი